Page 1 of 10

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 09 აპრ 2010, 22:35
by Tamari-ch.
ისე მოხდა - შემთხვევით დაემთხა, რომ დღეს ყველა ტაძარი და ეკლესია, რომელიც ვნახეთ და მოვილოცეთ - წმინდა გიორგის სახელობის იყო...



1. რეგიონი:
ზესტაფონის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-შროშა - შორაპანი - ტაბაკინი - სურამი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
250 ლარი.
თითოზე 16 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
16

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მე

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ზესტაფონი, ხაშური და ა.შ.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ზესტაფონი -
180 კმ
ზესტაფონიდან ტაბაკინამდე 7 - 8 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე - 2-3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ილემი, ფუთი, და სხვა მრავალი ეკლესია იმ რაიონში


12. საბანაკე ადგილები:
არის

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მონასტერთან

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
:roll:

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ბევრი ეკლესიებია გარშემო სოფლებში

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
განსაკუთრებული არაფერი.


19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველა კომპანია გამართულად მუშაობს.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
სოფლის მოსახლეობა, ეპარქია

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები


22. სიმაღლე ზღვის დონიდან
?

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
7

24. სასარგებლო ბმულები
დაგეგმვის ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4139&start=0

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 09 აპრ 2010, 22:50
by Hereti
Tamari-ch.
მშვიდობა თქვენ დაბრუნებას. სურეთებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 09 აპრ 2010, 22:59
by Hereti
ზარმაცებო დადეთ სურათები, და რატომ 7 ბალი იქნებ ეგეც გვითხრათ :wink:

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 09 აპრ 2010, 23:01
by Tamari-ch.
ახლა უნდა დავიძინო
თან სურათები მაქვს გადმოსაწერი
ხვალ დავდებ

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 10:23
by Archil
Hereti

ჟინჟლავდა, წვიმამ აატალახა სავალი გზები. მზეზე ვერ გავთბით გემრიელად, გარეთ დარჩენა დასველებას ნიშნავდა და მაგან დაუწია ქულები გასვლას.

რუქებს ვუტრიალებ ეხლა და დავდებ მალე მგონია.

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 10:57
by Archil
1. შროშის წმინდა გიორგი
2. შორაპანის ციხე
3. ტაბაკანის წმინდა გიორგი


Image

შროშის წმინდა გიორგი

Image

შორაპანის ციხე

Image


გრძედსა და განედებს მერე ჩავამაეტებ, სამსახურში მიმეჩქარება ეხლა :)

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 11:09
by GUGUA
ჰერეთი წამოსულიყავი რა

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 11:15
by stranger
ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა,მომაბეზრებლადაც არ წვიმდა,ამასაც რაღაც თავისი ეშხი ქონია :)

ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,რისთვისაც დიდი მადლობა თამთას და ყოველ თქვენგანს.კარგები ხართ ყველანი :oops:

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 11:42
by GUGUA
წვიმდა გუშინ მაგრამ მაგრამ მაინც ლამაზი დღე იყო თავისი წვიმით

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 12:24
by Hereti
დადეთ სურათებიიიიიიიიიიიიი

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 16:33
by Tamari-ch.
stranger wrote:ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა,მომაბეზრებლადაც არ წვიმდა,ამასაც რაღაც თავისი ეშხი ქონია :)

ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,რისთვისაც დიდი მადლობა თამთას და ყოველ თქვენგანს.კარგები ხართ ყველანი :oops:
მართალი ხარ მარი -
მეც პირველად მოვხვდი ასეთ წვიმიან გასვლაში
და საოცრად მშვიდი განწყობა შემიქმნა...
იყო რაღაც რომანტიული ასეთ ამინდში -

ერთადერთი დისკომფორტი იყო ფოტოაპარატსი ობიექტივზე მოხვედრილი წვეთები და მერე მისი გაწმენდა...

მადლობა ყველას საოცარი დღისათვის...

-

ასე და ამგვარად -
დილით ადრე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან
ბოვშების გადამკიდე რამდენიმე წუთი დმაგვიანდა
ჰოდა რომ მივედი
ჩემდა გასაკვირად სამარშრუტოში უმეტესობა უკვე ისხდა....

დაველოდეთ რამდენიმე კაცს, რომლებიც ასევე დროულად მოვიდნენ
და ბოლოს 16 კაცი თითქმის 7 საათზე დავიძარით ტაბაკინისაკენ...

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 16:34
by Tamari-ch.
აღმოსავლეთ საქართველოში ჩინებული ამინდი იყო -
მზეც გამოვიდა
აი ხაშურს რომ მივუახლოვდით ღრუბლებიც მოიქუფრა...

ხაშურში ცოტა ხანი შევჩერდით -
მცირე სანოვაგე, მონასტრისათვის ზეთი და მაკარონი ვიყიდეთ

ჰოდა რომ უნდა დავიძრათ -
გადავხედეთ ხალხს და
ერთი კაცი აშკარად გვაკლდა....


მიმოვიხედეთ და ნინო არაა
:lol:

ამ დროს რეკავს ნინო
და მეუბნება -
ვერ გპოულობთ -
სადაა მანქანა -
ხომ არ წახვედით უჩემოდო...

კი წავედით ახლა რიკოთზე ვართ თქო - მეც ვუთხარი ...
:shock:

საწყალმა კინაღამ დაიჯერა...

სად ხართ ვერ გხედავთო...


ბოლოს გაირკვა რომ ბორჯომის გზაზი გასულა და იქ გვეძებდა შეშინებული...

:lol:


ტაბაკინის ნაცვლად კინაღამ ტიმოთესუბანში გაემგზავრა ჩვენი ნინი
ბიჭები გავარდნენ და მოიყვანეს ტასიკო...


Image
აქ უკვე მანქანაში ზის და ბედნიერია, რომ მართლა არ დავტოვეთ..\
:lol:

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 16:48
by Hereti
მგონი ვიღაცის საათი გაჩერდა :lol:

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 16:48
by Hereti
მგონი ვიღაცის საათი გაჩერდა :lol:

ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Posted: 10 აპრ 2010, 16:53
by Tamari-ch.
გადავედით რიკოთზე და აი ასეთი ამინდი დაგხვდა...


ცრის - კარგი ქართული სიტყვაა
ზუსტად ასახავს სიტუაციას..


Image