Page 1 of 7

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 12:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის-თვალივი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი
ჟინვალჰესთან - საშუალო სირთულის

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსის ფასი 150 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
30, რომელთაგნ 8 უცხოელი იყო

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბოდორნა - ბაგიჭალა, ბოდორნა, არაგვისპირი
ჟინვალჰესი - ჟინვალი, არაგვისპირი, ჩინთი
ანანური - ჟინვალი, ფასანაური
თვალივი - ჩინთი
ყველა ხსენებული დასახლება დუშეთის რაიონშია. ქალაქი დუშეთი მათთან ახლოს მდებარეობს

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
169 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბოდორნა - ღვთისმშობლის ტაძარი, წარწერა სამხრეთის ფასადზე, ჩრდილოეთით წარწერიანი ქვა კედელთან
ჟინვალჰესი - წყალში ჩაძირული საყდარი ჰესის გაშვების შემდეგ
ანანური - კომპლექსის 2 ეკლესია და ციხე-სიმაგრე. უნიკალური ჩუქურთმები სამხრეთისა და დასავლეთის ფასადზე. აგრეთვე, წარწერები და ფრესკები მთავარ ტაძარში
თვალივი - თავდაცვითი და რელიგიური კომპლექსი
12. საბანაკე ადგილები:
ბოდორნა -ეკლესიასთან და მთის თავზე
თვალივი - იქვე, ტყეში
დანარჩენგან სოფლისგან მოშორებით

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ჟონვალჰესის წყალი გაშვბეულია ადრიან გაზაფხულზე, რაც ჩაძირულ საყდარს თვალსაჩინოს ხდის. იქ ჩასასვლელად საჭიროა ნაშალზე სასიარულო ფეხსაცმელი.
ტაძრებში საჭიროა შესაფერისად ჩაცმა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო. შემოდგომა კი, უბრალოდ, ულამაზესია.
გარშემო ყველაგნ ფოთლოვანი ტყეა

16. რისკები, საფრთხეები:
ბოდორნა - ქვათაცვენა
ჟინვალჰესი - ცუდი ბილიკი, მკვეთრი დაღმართი, ნაშალი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

წილკანი, ავენისი, ფუძნარი, ბუჩაანის მთის ძეგლები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ნავჯომარდობა არაგვზე, ხინკლაობა ნატახტარი-ფასანაურის მონაკვეთებზე

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველაგნ გამართულად მუშაობს. თვალივში ალაგ-ალაგ შეფერხებაა

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მოსახლეობა, გზის პირის მაღაზიების გამყიდველები

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
535იდან (ჟინვალჰესი) 850 ის ფარგლებში (ბოდორნა)

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8,5

24. სასარგებლო ბმულები
ბმული დაგეგმვის თემაზე:
http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... 03&start=0

ცნობები არაგვის საერისთავოზე:
http://209.85.129.132/search?q=cache:qK ... clnk&gl=ge

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 12:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეები:
1. saskva
2. Hereti
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. saskva +
5. QEBURIUS
6. int3lig3nt
7. jaa
8. პატრიკა
9. ნატალია
10. karavi87
11. Vanski
12. იაკო
13. ნაია
14. L-O-M-I
15. tamuna_gudarexi
16-18. ჭუნა და მისი 2 +
19-24. ნატალიას 6 +
25-26. ნინი85 და მისი +
27. ნაიას + დევიდ
28. თიკო ერი
29. არწივი9
30. მელექსა


გასვლა ეძღვნებოდა იუბილარებს სასკვასა და თიკო ერს. გამგზავრების დღეს გაირკვა, რომ jaaც იუბილარი იყო.
ამიტომ, მასაც მიეძღვნა.
სიაში მყოფმა გურულმა წამოსვლა გრიპის გამო, ვერ შეძლო.
ნატალიამ 6 უცხოელი + წამოიყვანა, რომლებიც თბილისში სამედიცინოზე სწავლობენ.
უცხოელები ჰყავდათ ჭუნას და ნაიას.
ეს გასვლა იყო, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ყველაზე უცხოური გასვლა :კარავის: ისტორიაში. 8ნი იყვნენ.
ძნ მიხარია, რომ ჩვენთან 1ად ისინიც ეცნობიან ჩვენს სამშობლოს

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 12:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვნახეთ ბოდორნის ღვთისმშობლის ტაძარი. ბაგიჭალიდან მინიბუსით ავედით და სოფელ ბოდორნას მხრიდან
დაახლოებით 2 კმ, ფეხით ჩამოვედით.
იქიდან ანანურის კომპლექსში წავედით.
შემდეგ ჩინთი-თვალივის მხარეს ჟინვალჰესში ჩაძირული ეკლესია ვნახეთ. რადგან გაზაფხულზე წყლის დონე
საგრძნობლად დაბლდება, საყდრის ნახვა ადვილდება.
ამის შემდეგ სოფელ თვალივში, არაგვის პირას ვისადილეთ.
შემდეგ კი თბილისში მოჩქარეების მინიბუსმა იქაურობა დატოვა.
მე2 მინიბუსის ხალხი თვალივის კომპლექსშიც აღმოჩნდა.
რაც მთავარია, იუბილარები ტორტით გავახარეთ და გემრიელადაც ვუმღერეთ.
ყველას მადლობა თანამონაწილეობისათვის.
ამინდი გადასარევი და გაზაფხულიანი იყო

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 12:37
by tamuna_gudarexi
გაიხარე, გოგა!
როგორი გაცოცხლებული ვარ გუშინდელი დღის შემდეგ!
ბუნებას კვლავ დავუმეგობრდი!
ძალიან სასიამოვნო გასვლა იყო! ყვავილებით მოქარგული, მზით და საიუბილეო ტორტით! :)
ისეთი ადგილები ვნახე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ!
და გავიცანი კარგი ადამიანები!
განსაკუთრებით მიხარია კარაველი იაკოს და ჰერეთის გაცნობა!
ნატალიას პლიუსებმა სურვილი გამოთქვეს, სხვა დროსაც მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქტივობებში! :)

P.S. სიაში არ ვეწერე, მაგრამ მონაწილეობა კი მივიღე ამ შესანიშნავ გასვლაში.
ჭუნიკო ორჯერ არის სიაში ჩათვლილი, ჰოდა, ერთი ადგილი მე გამიცვალოს, ა? ;)

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 12:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
ისე მოხდა, რომ ბოდორნასთან ჯგუფები გაიყო.
ნაწილი სოფელში მალე დაეშვა.
ნაწილი დილის წირვას დაესწრო.
ჯგუფების შე1ბა-დაწევაში ყველას გადაგვავიწყდა სპოვნელას ნახვა.
მხოლოდ დაბლა ჩასულებს გაგვახსენდა ნინუკალას, ნუსას, ზღარბის, ნ67ისა და მათი
მეგობრების დამალული ნივთები რომ უნდა გვეპოვა.
სხვა დროს იყოს.

აქვე დავძენ, რომ ბოდორნის ეკლესია შაბათ-კვირას დილით წირვის გამო, ღიაა.
დანარჩენ დროს დაკეტილია.
ტაძრის გასაღები სოფელში ინახება.
მოიკითხეთ გზისპირის მაღაზიებში

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 12:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
tamuna_gudarexi wrote: P.S. სიაში არ ვეწერე, მაგრამ მონაწილეობა კი მივიღე ამ შესანიშნავ გასვლაში.
ჭუნიკო ორჯერ არის სიაში ჩათვლილი, ჰოდა, ერთი ადგილი მე გამიცვალოს, ა? ;)
უი, სიის ასლი :სამომავლოებიდან: გადმოვიტანე.
მართალია, იქ არ ეწერე და ამ სიში ამიტომ გამომრჩი.
ახლავე ჩავასწორებ.
მე15 Nად ჩაგწერ, რადგან, თურმე, ჭუნა მეწერა 2ჯერ

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 14:45
by Naia
ძალიან კარგი, ლამაზი, საინტერესო, მზიანი, თბილი, კარაველ და უცხოელ-მრავალი გასვლა იყო.

დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით გოგას ამ ლამაზი დღისთვის.

გული მწყდება, რომ ადრეწამოსულებმა თვალივი ვერ ვნახეთ. ასე, რომ თქვენს ფოტოებს დიდი ინტერესით ველი :) მანამდე კი რამდენიმე ფოტოს დავდებ...

ბოდორნის ეკლესი (მე-15 სს)

Image

Image

Image

Image

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 15:07
by natalia
მე ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი გასვლით. თან ყველა მონატრებული ხალხი იყო წამოსული და გამიხარდა ყველას ნახვა.

ჩემი სტუმრებიც კმაყოფილები იყვნენ, ასე რომ მადლობა ყველას ვინც ამ ლამაზ გასვლაში მონაწილეობდა.

ვისიამოვნე ძალიან :)

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 15:26
by qvevri
თვალივში რა ნახეთ? არის მანდ რაიმე კულტურული ძეგლებიდან სანახავი? მე თვალივში მხოლოდ გავლითა ვარ ნამყოფი. ისე კი მომწონს ეს სოფელი...

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 16:09
by Iako.
მართლაც ლამაზი გასვლა გამოვიდა, ვისიამოვნეთ მოწმენდილი ცის ფონზე თოვლიანი მთების ხილვით, თან როგორ მოგვნატრებია მთები....
ყველას დიდი მადლობა.

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 16:13
by Iako.
tamuna_gudarexi wrote:და გავიცანი კარგი ადამიანები!
განსაკუთრებით მიხარია კარაველი იაკოს და ჰერეთის გაცნობა!
მეც ძალიან გამეხარდა რომ გაგიცანი :)
იმედი მაქვს გუდარეხშიც წავალთ ერთად :)

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 17:18
by meleksa
qvevri wrote:თვალივში რა ნახეთ? არის მანდ რაიმე კულტურული ძეგლებიდან სანახავი? მე თვალივში მხოლოდ გავლითა ვარ ნამყოფი. ისე კი მომწონს ეს სოფელი...
მე12 საუკუნის ციხე და ეკლესია(მთავარანგელოზის სახელობის). ციხის კედლები დარღვეულია, სათვალთვალო კოშკიც ძალიან დაზიანებულია. ტაძარი ადგილობრივებს შეუკეთებიათ შეძლებისდაგვარად. საკურთხეველის კანკელზე მთავარანგელოზთა ხატებია, როგორც გვითხრეს ძველი მოხატულია, ზოგი დაზიანებული იყო და ყველას ბოლისაგან შავი მჭვარტლი ჰქონდა... შესასვლელში ზემოთ საკმაოდ დიდი ზომის ქვა არის კედელში დატანებული წარწერით, სამწუხაროდ წარწერა ძალიან იყო დაზიანებული და მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ ამოიკითხავ...

მე არ გადამიღია სურათები მარა შენი თემისთვის გადაუღეს იმ ქვას სურათები და დადებენ ალბათ :):):)

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 17:21
by meleksa
კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილარებს :!:

ძალიან კარგი და საინტერესო გასვლა იყო. დიდი სურვილი მქონდა ჟინვალჰესის მიერ დატბორილი ეკლესია მენახა და ძალიან ბედნიერი ვარ
ეს რომ მოვახერხე... მადლობა უფალს და ამ გასვლის თითოეულ მონაწილეს...

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 19:30
by Hereti
გამარჯობათ, მოგვიანებით მაგრამ ცოტა სურათებს დავდებ თქვენის ნებართვით

ბოდორნა-ანანური-ჟინვალჰესის ეკლესია-თვალივი, 21.03.2010

Posted: 22 მარ 2010, 19:39
by Hereti
არაჩვეულებრივი იყო გოგას დაგეგმილი გასვლა, არაჩვეულებრივ ადგილებში და არაჩვეულებრივ ხალხთან
ღვთის წყალობით მშვენიერი, მზიანი და თბილი ამინდი იყო, რამაც ისედაც საოცარი დღე უფრო საოცრად აქცია, მინდა ავღნიშნო ჩვენი 8 უცხოელი სტუმარი, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილობები დატოვა ყველა ჩვენთაგანზე, მოკლედ დღემ მოლოდინს გადააჭარბა და ათბალიანი შეფასების სისტემით 10 ბალი მიიღო, ეხლა კი დაპირებული ფოტოები