ფშავი : მათურხევი
Posted: 28 ივლ 2004, 15:23
ახლა მოგიყვებით ფშავში ჩატარებული ლაშქრობის შესახებ, რომელმაც 7 დღე გასტანა და ამ რამოდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ფორუმიდან ლაშქრობაში მონაწილეობდა 3 ადამიანი: Gvalva, koza-nostra და მე, ანუ ფორუმის ყველაზე აქტიური წევრები(თავს არ ვიქებ: ფაქტი სახეზეა). სწორედ ამ 2 ადამიანის დამსახურებაა(და კიდევ ალბათ უპირველეს ყოვლისა tio74-ის, რომელიც იქ არ ყოფილა და რომელთანაც მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა მაკავშირებს
), რომ მე ამ ლაშქრობაში აღმოვჩნდი.
ლაშქრობა დაიწყო შაბათს, 17 ივლისს. დიდუბის ავტოსადგურიდან გავყევით შუაფხოს ავტობუსს. ავტობუსი თავის თავზე მეტად წააგავდა ქარსალის ქილას("შპროტის ბანკა") ან აფრიკიდან მომავალ მონებით დატვირთულ გემს
. მოკლედ ასე წვალებით(გზაში ავტობუსმაც შეძლო გაფუჭება, რაც სრულიად ბუნებრივი რეაქცია იყო მისი მხრიდან
) ჩავგრიხინდით შუაფხოში. ისეთები ვიყავით, როგორც მიქსერში ათქვეფილი კრემი
ამის შემდეგ ავიკიდეთ ჩვენი ვუუუზარმაზარი ზურჩანთები+კარვები+საჭმელი(n რაოდენობით) და კიდევ ათასი ხარახურა(ქვაბები, ტაშტები და ასე შემდეგ) და ჰერი, ჰერი მათურხევისაკენ(ხევი, რომელიც ფშავის არაგვს უერთდება). მათურხევამდე მივედით და შესასვლელშივე დავბანაკდით.
ლაშქრობის გეგმა იყო ასეთი: მათურხევის ბოლომდე ასვლა და იქიდან ხახაბოს(თუ სახელი არ მეშლება) უღელტეხილით ხევსურეთში გადასვლა და შემდეგ ბარისახოდან ავტობუსით თბილისში დაბრუნება, თან გზადაგზა ხატებისა და სხვა საინტერესო ადგილების მონახულება. სამწუხაროდ, წვიმებმა, რომლებმაც დაგვალპეს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ლაშქრობის ძირითადი მარშრუტის გავლის საშუალება არ მოგვცეს.
ხევსურეთში გადასვლა ვერ მოვახერხეთ
თუმცა მეორე დღე-სვე მოვინახულეთ ერთ-ერთი ხატი(თუ სწორად მახსოვს გოგოლაურების) და იქიდან მე, გვალვამ და კიდევ ორმა ადამიანმა მოვინდომეთ "მოკლეზე" დაბრუნება და გაუვალ ადგილებში ბოდიალი და იმდენი ვიბოდილეთ, რომ საღამოსთვის ძლივს მოვახერხეთ ბანაკში დაბრუნება. კინაღამ ხევსურეთში არ გადავედით
და ეს იყო საოცარი მოგზაურობა, საოცარ მთებში და საოცარ ადგილებში. მარტო იქაური პატარა მარწყვის მდელო ღირდა ერთ რამედ(რომელიც სულ შევჭამეთ მოშიებულებმა
)
1-2 დღის შემდეგ გვალვა დაბრუნდა თბილისში, აგრეთვე 3 სხვა ადამიანიც. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენც ავშალეთ ბანაკი და ავუყევით მათურხევს. მათურხევის ბოლოს, მთაზე ასვლის დროს წვიმა წამოვიდა და საშინლად გაგვაწამა. თან არც მთა იყო პატარა. ღამის გათევა მოგვიწია მეცხვარეების ბინაში მთის წვერზე, სადაც საკმაოდ ციოდა, მაგრამ იყო საოცარად ლამაზი ადგილი, რომელიც მალმალე იცვლიდა იერსახეს. მეორე დღეს მე და კიდევ 1-2 ადამიანი მომხრე ვიყავით გზის გაგრძელების და უღელტეხილზე გადასვლის, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ლაშქრობის მეთაურმა შეუძლებლად მიიჩნია უღელტეხილის გადალახვა და ხმის უმრავლესობით გადაწყდა, რომ დავბრუნებულიყავით.
ამის შემდეგ, დავუყევით მათურხევს უკან და დავბანაკდით თავდაპირველი ბანაკის ადგილას, (წვიმამაც არ დააყოვნა) სადაც დავრჩით 2 დღე და ველოდებოდით გამოდარებას(ვფიქრობდით მარშრუტის შეცვლასაც), მაგრამ ამინდის რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, ამიტომ პარასკევს(როგორც იქნა გამოიდარა
) ავიკარით გუდანაბადი და ჩავედით ორწყალზე(ფშავისა და ხევსურეთის გზისგასაყარი), საიდანაც გამოვყევით ბარისახოს ავტობუსს. დაღლილები და ძალიან, ძალიან ბედნიერები.
P.S. გადავიღეთ ძალიან კარგი სურათები, რომლებიც ალბათ სექტემბრამდე არ იქნება.
P.P.S. ეს ჩემი მონაყოლი ფაქტიურად არაფრის მთქმელია ! ამას ახლა ვხვდები, როცა მკითხველის პოზიციიდან შევხედე მას ! ეს ყველაფერი რომ განიცადო და სიამოვნება მიიღო იქ უნდა იყო. ამ დისტანციიდან ამ ყველაფრის გაგება შეუძლებელია. მაგრამ ჩემს მონათხრობს მაინც დავტოვებ, იმ იმედით, რომ ვიღაცას რაღაც პატარას მაინც შესძენს და ჩვენსავით მოანდომებს მთებში ხეტიალს .