Page 1 of 4

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 22 თებ 2010, 22:30
by UTUFURS
მოგესალმებით :)
ვეცდები ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთო:

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი: მარნეულის, ბოლნისის და დმანისის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კოლაგირი-ბოლნისი-წუღრუღაშენი-ქვეში-კაზრეთი-მაშავერა

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ძალიან მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ბენზინის ფული დაგვიჯდა 45 კლარი :D

6. მონაწილეთა რაოდენობა
4

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მე

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
საერთო ჯამში - 245 კმ

9. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 1 კმ-მდე

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩამოგითვლით რაც ვნახეთ: ცურტავის (კოლაგირის) დედათა მონასტერი, ქაფანაქჩი (ქვემო ბოლნისი), ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, აკაურთა, აკვანება, ქვეშის ციხე, კიანეთი, კაზრეთის სამება, ორსაყდრები, აბულმუგი, მაშავერას კლდოვანი კანიონი, ერთი უცნობი ეკლესიის ნანგრევი და სოფელ მაშავერას ეკლესია.

11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვიმიან ამინდში კგ საწვიმარი და წყალგაუმტარი და სველ ზედაპირზე სასიარულო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი სამოსი (ალბათ).

12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

13. რისკები, საფრთხეები:
საფრთხეები არ არის

14. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ასეთი გასვლისას ინახოს:
ტანძია (სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი), ფოლადაურის ნანგრევები, სათხე.

15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
გამართულად მუშაობს

16. რუკა
Image

17. სიმაღლე ზღვის დონიდან
ცურტავის (კოლაგირის) დედათა მონასტერი - 408 მ. ქაფანაქჩი (ქვემო ბოლნისი) – 616 მ. ბოლნისის სიონი - 624 მ. წუღრუღაშენი - 627 მ. აკაურთა - 710 მ. აკვანება - 597 მ. ქვეშის ციხე - 623 მ. კიანეთი - 605 მ. კაზრეთის სამება - 756 მ. ორსაყდრები 713/721 მ. აბულმუგი 724 მ. სოფელ მაშავერას ეკლესია - 828 მ.

18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
6,5


ფოტოებს გზაში დაგაწევთ :D

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 22 თებ 2010, 22:45
by burdiani
UTUFURS


კარგად გივლიათ :)

მართლა კარგი მარშრუტია

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 22 თებ 2010, 23:20
by lama
UTUFURS
გაიხარე, კეთილი იყოს სენი დებიუტი :)

აბა, ველი ფოტოებს დიდი მოლოდინით :)

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 22 თებ 2010, 23:35
by UTUFURS
დილის 10 საათზე გამოვედით თბილისიდან, ჩვენს "სატრანსპორტო საშუალებას" შეადგენადა ვერცხილსფერი "ოპელ ასტრა" :)

ჩვენი I პუნქტი კოლაგირის (ანუ ცურტავის) წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი იყო.

ციხესიმაგრე გვიან შუასაუკუნეებისაა, ისეთი ქართლ-კახეთში რომ აშენებდნენ ლეკთა თარეშისაგან სოფლის მოსახლეობის დასაცავად. შიგნით ძალიან დიდი ეზოა ალბათ აქ ძნელბედობის ჟამს ბევრი ხალხი აფარებდა თავს.

Image

Image

Image

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 22 თებ 2010, 23:54
by UTUFURS
ვაგრძელებ:

ისევ კოლაგირი, გარედან:

Image

და ჭიშკარი:

Image

სამწუხაროდ ამის მერე მზე სანატრებელი გაგვიხდა, რღუბლებმა იმატეს...

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 01:21
by Int3lig3nt
UTUFURS
ვახ, რა ნაყოფიერი დღე გქონიათ :).

შესანიშნავი დასაწყისია :).

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 01:41
by UTUFURS
ჩვენი შემდეგი გაჩერება იყო დიდი სოფელი ქვემო ბოლნისი (2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 6800), სოფლის მოსახლეობა 100%-ით აზერბაიჯანულია.

აგერ სოფლის ხედი, ცენტრში ჩანს მეჩეთი.

Image


სოფელი რომ ოდესღაც ქართული იყო, ამა მოწმობს VI-VII საუკუნეების ეკლესია. ქვემო ბოლნისი - ან ქაფანაქჩი (ეს უკანასკნელი აშკარად გვიანდელი სახელია), მომწვანო ქვებით ნაშენ სამნავიან ბაზილიკას ”გარეთა” ნავები მონგრეული აქვს.

Image


ეს ორი ფოტო კი ჩემგან Tamari-ch.-ს
(შეპირებული)

Image

Image

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 02:26
by UTUFURS
ვაგრძელებ :)

ბოლნისის სიონს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ჩვენი მისვლისას იქ წირვა იყო და ბევრი ხალხიც ტრიალებდა.

Image


ეს სამრეკლო

Image


”კლასიკური” ხედი ისტორიის სახელმძღვანელოშიც, რომლითაც მე ოდესღაც ვსწავლობდი - იყო ფოტო ზუსტად ამ ხედით :)

Image


ეს კი უძველესი ქართული წარწერა, დათარიღებული 476-483 წლებით. (უფრო სწორედ მისი ასლი, ვინაიდან ორიგინალი ქვა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში იქნა მოთავსებული, მის მაგივრად კი ბოლნისის სიონის კედლებს ჩაატანეს სპეციალურად დამზადებული ასლი) :)

Image

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 05:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
UTUFURS
შესანიშნავი დასაწყისია.
გილ20ავ.
სიამოვნებით გავეცნობი შენს რეპორტაჟს.
ბევრი რამ გინახავს.
სოფელ ქვემო ბოლნისში მართლაც, სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ეს სოფელი იმით არის უნიკალური, რომ 2006 წელს აქ 6 100 წელზე გადააცილებული ადამიანი ცხოვრობდა.
ახლა არ ვიცი, როგორ არის.
ღმერთმა ქნას, ისევ ცოცხლები იყვნენ.
არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა, აქაურების წყლის ჭურჭლის მრავალფეროვნებაც...
ველი გაგრძელებას

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 12:16
by Tamari-ch.
UTUFURS

შესანიშნავი დასაწყისია...
:wink:

მადლობა ფოტოებისათვის-
წუღრუღაშენზე წარწერები ხომ ნახე?

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 12:46
by UTUFURS
GAMARJOBA SAKARTVELO

მადლობა. სხვათა შორის გზად რამდენჯერმე მოგვიწია აზერბაიჯანელებისთვის გზის კითხვა და სასიამოვნოდ გამაოცა მათმა კეთილგანწყობამ. რატომღაც უფრო ცივ დამოკიდებულებას ველოდი მათგან.

Tamari-ch.
წუღრუღაშენზე წარწერები ხომ ნახე?
მხოლოდ ორი.


წუღრუღაშენი!
წუღრუღაშენმა ამ დღეს ნახული ძეგლებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების ნამდვილი შედევრი!
როგორც ნაგებობის ჰარმონიული პროპორციებით, ასევე უმდიდრესი და ულამაზესი ჩუქურთმებით. და მოწითალო ქვებიც საოცრად ლამაზია!

ხედი ქვემოდან (ხეობიდან):

Image


ვუახლოვდებით:

Image


და "ჭიშკარი"

Image

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 13:26
by UTUFURS
მასალა წიკიპედიიდან:
წუღრუღაშენი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის რაიონში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რ. შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.

წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოტავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანომ ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.
აგერ წუღრუღაშენის ორი წარწერა:

Image

Image

ეს მეორე იმდენადაა დაზიანებული, ძნელად თუ რამე განირჩევა :(

მეტ წარწერა მე ვერ ვიპოვე არადა ბევრი ვუტრიალე გარშემო.

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 13:39
by lama
UTUFURS
თუ არ ვცდები
ექვთიმე თაყაიშვილს აქვს გამოკვლეული – მეორე, შედარებით დაზიანებული წარწერა

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 13:54
by UTUFURS
ჩუქურთმები, ჩუქურთმები....

Image

Image

Image


ვემშვიდობები წუღრუღაშენს ფოტოთო, რომელიც წაიპანორამებს

Image

აქ აუცილებლად დავბრუნდები მზიან ამინდში, უკეთესი ფოტოებისთვის.

21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Posted: 23 თებ 2010, 14:17
by Tamari-ch.
lama wrote:UTUFURS
თუ არ ვცდები
ექვთიმე თაყაიშვილს აქვს გამოკვლეული – მეორე, შედარებით დაზიანებული წარწერა
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3