Page 1 of 2

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 20 თებ 2010, 22:03
by Gvalva
რადგან ხვალ გასვლას აპირებთ ამავე მარშუტზე, ვეცდები ჩქარა აღვწერო

გასვლა ასე იგეგმებოდა

გასავლელი სულ ესაა :)

Image

დავათში ვინც ხართ ნამყოფი, სადამდეც ტრანსპირტს მივყავართ ხოლმე, იქედან დავათის ღვთიშობლამდე რაცაა ასავლელი, აღმართი სულ ეგაა, იმის შემდე სულ დაღმართეზე მოდიხართ, სავალი ყოჩივარდების კრეფის ჩათვლით არის 1 საათის

გზა არის ოდესაღაც სამანქანე, ახცლა უფრო ხევს მიაგავს, მაგრამ სავალად ადვილია

სადმე თუ რამდენიმედ იყოფა ეს ხევი, საბოლოოდ მაინც ერთდება, სავალად მარჯვენა უფრო მოხერხებულია

როცა ახატანში გადმოხვალთ, მარჯვნივ დაინახავთ ახატანის ნათლისმცემელს, მაგრამ მასზე უფრო ადრე ლურჯ გასაკრავს, ფარდასავით რომ იყენებენ ხოლმე :)

ეხლა თოვლის ამბავი

თოვლი ცოტაა :), ძალიან სველი რადგან 2 დღის წინ მთელი ღამე წვიმდაო. დავათში სოფელშიც არაა, ეკლესიამდე ასასვლ გზაზე რასაც ნახავთ სულ ეგაა, რადგან ეკლესია მთის წვერზე დგას და ახატანისკენ ჩასასვლელი არის სამხრეთი ფერდა.

დრო გექნებათ ძალიან ბევრი, ან შეგიძლიათ სულაც 11-12 საათზე გახვიდეთ თუ კაი ამინდი იქნება.

კარგი იქნება თუ მძღოლი გეყოლებათ ისეთი, ვინც დავათიც იცის სადაა და ახატანიც

ჩვენ გობეს რეკომენდირებული ამ მძღოლით ვისარგებლეთ. ოღონდ ეხლა პაზიკი არ ყავს და მშვენიერი მერსედესის სამრშუტო ყავს.

ახატანისკენ ტყეში მიწა არის სველი მაგრამ ტალახი არ არის, ტალახი არის დავათამდე და ახატანის ნათლიმცემლიდან სამანქანე გზამდე პატარა მონაკვეთი

გზად ყოჩივარდები ჰყვავიან და თუ მზიანი დღეა მით უფრო გიხარია რომ წამოხვედი.

იმედი მაქვს ჩვენი გასვლის სხვა ფოტოაპარატიანი მონაწილეებიც ოპერატიულად დაჰყრიან ინფოტმატიულ ფოტოებს რომ ხვალ წამსვლელებმა ნახონ რა და როგორ

ჩემი გადაღებული რამდენიმე ფოტო

დავათი
Image

ახატანი
Image

შენ ხარ ვენახი (ეს ფოტო ხვალ არ დაგჭირდებათ :) )
Image

ახატანის ტყე, ასეთია მთელი გზა
Image

ბულაჩაურის გადასახვევთან 9 ლარად შეძენილი ხორცი (რომელიც შამფურზეა :oops: )
Image

მეტი ფოტო არ მაქვს :(

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 20 თებ 2010, 23:33
by lama
ძალიან ლამაზი გასვლა იყო.

დიდი მადლობა ლელას, ასეთი ლამაზი გასვლის ორგანიზებისთვის და განხორციელებისთვის

ვიგრძენი(თ) გაზაფხულის მოახლოვება, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე

ძალიან ლამაზი იყო ყოველივე რაც ვნახე და განვიცადე :)

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 20 თებ 2010, 23:34
by paata_
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 00:08
by kotetbeli
ამ რმდენიმე ფოტოთი მაინც უნდა ვისიამოვნო :(


პ.ს. Gvalva
რაღაც დამწვარი წინდების სუნი ჩამოვიდა თბილისში...


:wink:

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 00:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა შესანიშნავი გასვლა მოგიწყიათ.
ყოჩაღ.
დავათში თოვლი იყო და ახატანში - არა?
ეგ როგორ?
ახატანში რესტავრაცია ჩატარდა?
ვაჰ, აი, კიდევ ყოჩაღ

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 00:18
by tamuna_gudarexi
რა ხალხიიი!
და
ყოჩივარდებიოო! :)

ველი რეპორტაჟს! :)

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 01:04
by guruli
Gvalva
მეტი ფოტო არ მაქვს
რაღაც არ მგონია. :wink:

lama - შენი ხომ არ გაგატანინე მაინც და არ მოგეცი ხალხის დაკარგვის საშუალება! იიიშ - აეგრე მოგიხდება შენ!!! :D :D
kotetbeli
პ.ს. Gvalva
რაღაც დამწვარი წინდების სუნი ჩამოვიდა თბილისში...
ჯერ ხომ იქ ლამის ძალით დაგვირიგა ის ახალი შენაძენი, აქეთობისას, ბიწმენდში ფეხსაცმელებს რომ ვიწმენდდით, უცებ ადმინი კითხულობს - ”დაიცა, ესენი როდის უნდა მოვიხსნათ”? :D :D
GAMARJOBA SAKARTVELO
დავათში თოვლი იყო და ახატანში - არა?
ეგ როგორ?
თუ დაგვიჯერებ, ახატანში ჩვენ არ დაგვიდნია თოვლი - მართლა არ დაგვხვდა. :D
ახატანში რესტავრაცია უკვე დამთავრებულია.
დავათში კელიებიც გაუკეთებიათ ანუ მოქმედი იქნება. ძალიან გამიხარდა.

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 11:57
by Tamusia
პარასკევ საღამოს გადავწყვიტე... გადავწყვიტე რა, ძალიან მომინდა ფილტვები და ტვინი გამენიავებინა და შაბათს დავადექი დავათისკენ მიმავალ გზას

ამბებს დღეს-ხვალ-ზეგ-მაზეგ გადმოგცემთ ზედმიწევნით :)

შავიკრიბეთ, წავედით, ჩავედით

დავათელი ხუჭუჭა ღორი

Image

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 12:41
by lama
guruli
მთავარია, მცდელობა მქონდა :)

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 13:04
by Tamusia
დავათში

Image

გადავჭერით სოფელი

Image

შარშან გაცნობილ ადგილობროვ მკვიდრს შევუთანხმდით, რათა ახატანისკენ მიმალ გზაზე დავეკვალიანებინეთ, თუმცა მან ახატანამდე გაგვიწია მეგზურობა

Image

შევუყევით აღმართს. სანამ ტყეში შევიდოდით, ლელამ ყველას დაგვირიგა ფეხსათბობები. ალბათ უფრო იმ მიზეზით, რომ არ ციოდა, მათ გამოცდა-გამოყენებაზე ბევრმა უარი ვთქვით და ეს მისია ამ ეტაპზე მხოლოდ ლელას დამ აიღო თავის თავზე. ამ სცენის ამსახველი ფოტოები არ მაქვს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ფეხსათბობს ჯერ უნდა ხელი შემოარტყა და შემდეგ წინდაზე მიიკრა. როგორც გამომცდელებმა გვითხრეს, ეფექტი მართლაც საგრძნობი ყოფილა.

სამანქანო გზას კი არ მივყევით, პირდაპირ ავაჭერით. შევედით ტყეში

Image

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 13:59
by Tamusia
მზე კი იყო, მაგრამ, ტყეში ჩრდილების გამო, ფოტოებში არ აისახა

Image

შეიძლება ასეც ითქვას: მზე კი იყო, მაგრამ ძალა არ ჰქონდა

Image

ასეთი იყო ფერები და მათი შეხამება

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 15:29
by Tamusia
გადავიდეთ ფორმებზე

Image

Image

გზა

Image

ამ თვლის ფაქტურა მომწონს და

Image

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 16:06
by Tamusia
ავედით დავათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან, მივიარ-მოვიარეთ. მალევე ჩვენთან ერთად მყოფი დავათელი გოგონას დედამ ამოგვაკითხა ქადით, ხაჭაპურებით და ხილის არაყით

ცოტა წავიხემსეთ, 3 ჭიქა დავილოცეთ და ახატანისკენ დავეშვით

ეს ჯერ კიდევ დავათის ეზოში

Image

ეს ის გოგონაა, რომელიც ლელას შარშან გაუცნია ჩვენი იქ ყოფნის დროს. იგი თბილისიდანვე გამოგვყვა; უკან ჩვენი სალოცავთან გამმასპინძებელი დედამისი ჩანს, მამამისმა კი მეგზურობა გაგვიწია

Image

იდეის ადმინისტრატორი და ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა--დავათი :)

Image

ხოდა დავეშვით-მეთქი პირიქითა გადაქანებაზე ახატანისკენ

ეს ჩვენი მასპინძლების ძაღლია; მთელი დრო ჩვენთან გაატარა. მან იცის, როგორ უნდა წამოწოლა :D

Image

და პოზირებაც

Image

მალევე გადაგვეშალა გაზაფხულის ძალაში შესვლის მაუწყებელი პეიზაჟები

Image

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 18:54
by Tamusia
ალაგ-ალაგ ისევ თოვლები

Image

რაც უფრო ქვევით მივდიოდით, ტყე უფრო ივსებოდა ამ ყოილებით
არა, რატომ უნდა დაარქვა ყვავილს პაპიყვერა, აზზე არა ვარ :D

Image

და ახატანთანაც მივედით

Image

ეკლესიის მახლობლად ხის ძირებში ბზის ბუჩქების სიუხვე შეინიშნებოდა

Image

მოლოცვის, ხედებით ტკბობისა და გალობის შემდედ განვითარდა ეს პროცესები

Image

ამ ფოტოებში მზემაც შემოაღწია
ცენტრში ალპინიადების აქტიური მონაწილე ტატა და მისი მეუღლე რეზო არიან

Image

დავათიდან ახატანში მზიან დღეს

Posted: 21 თებ 2010, 19:26
by Tamusia
ეს ბატონი თამაზ კოჭლამაზაშვილია. ხვალ 22 თებერვალს 60 წელი უსრულდება. აქვს ბევრი გადალაშქრული გზა და ტკბილი ხმა საუბრის და სიმღერის დროს

Image

რამდენიმენაირი სასმელი შევსვით. მე ხირსის ღვინო შედარებით დამიწუნეს :) და ამასთან ერთად შევიტყვე, რომ ქართულ სინამდვილეში არსებობს ჭაჭის თხოვება ღვინის გამოსახდელად და თანაც მრავალჯერადი თხოვება. ესაა ღვინის ქვეყანა? ტიტუუუუუ...

Image

ლამა ახატნური ხედის ფონზე

Image

ესენი ნოტებში ვარჯიშობდნენ და საკმაოდ წარმატებითაც

Image

საღამოსკენ ავლაგდით, გამოვემშვიდობეთ ჩვენს მეგზურს

Image

და დავეშვით დასახლებულ პუნქტ ახატანისკენ, რომელიც ეკლესიიდა 15-20 წუთის სავალზეა. იქ სამარშრუტო გველოდა

Image

სულ ეს იყო :)

გეწეოდეთ ზევით დავათი და ქვევით ახატანი :)