Page 1 of 12
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 12 თებ 2010, 17:06
by zura N.
როგორც იქნა გადავწყვიტე ამ თემის გახსნა, დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება მაგრამ დრო ვერ გამოვნახე(პრინციპში არც ეხლა მაქ დრო

), ვეცდები ყველაფერი კარგად და დაწვრილებით გადმოვცე, და რაც შეილება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ადგილების და ხეობის შესახებ...
პ.ს. ეს თემა საკმაოდ დიდხანს გამეწელება ალბათ რადგან დრო არც თუ ისე ბევრი მაქ აქ შემოსახედად... მაგრამ გპირდებით რომ აუცილებლად მივიყვან ბოლომდე...

მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 12 თებ 2010, 17:09
by zura N.
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 12 თებ 2010, 17:42
by zura N.
1. რეგიონი:
პირიქითა ხევსურეთი, არხოტის ხეობა.
2. მარშუტის დასახელება:
როშკა-ახიელი-ამღა-ტანიეს ხეობა და ტბა-ისართღელეს უღელტეხილი (3486მ)-გიორგიწმინდა- შატილი
3. ხანგრძლივობა:
7 დღე
4. სირთულე:
სხვადასხვა სირთული, საერთო ჯამში რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება :
მე პირადად მხოლოდ 5 ლარი დამიჯდა, ისიც ბარისახო-თბილისის ავტობუსს მივეცი...
6. მონაწილეთა რაოდენობა:
2 (მე-ზურა ნ. და ჯონი)
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
...
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
როშკა, ახიელი, ამღა, მესაზღვრეები, გიორგიწმინდა, შატილი...
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ბარისახო-როშკა 116 კმ.
10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 70-80 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მთელი არხოტის ხეობა
12. საბანაკე ადგილები:
სოფლების ახლომახლო, ტანიეს ხეობაში მესაზღვრეებთან, გიორგიწმინდა...
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
როგორც კი როშკიდან პირველ უღელტეხილზე გადახვალ არხოტში სულაა წყალი... ისართღელეს უღელტეხილზე ჭირს ცოტა...
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებელია ძალიან კარგ ფორმაში ყოფნა.. აღჭურვილობა ყველაფერი რაც ჩვეულებრივ რამდენიმე დღიან ლაშქრობაშია საჭირო,(ჩვენ თითქმის არაფერი არ გვქონდაკარვისა და საძილეს გარდა..
) ტანიეს ხეობაში 2 მეტრიანი ბალახებია, ასევე "დათო"-ც შეილება შეგხვდეთ...
, ასევე სასურველია თოკი მდონარის გადალახვისას დაზღვევისთვის...
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ივლისი, აგვისტო
16. რისკები, საფრთხეები:
უზარმაზარ ბალახებში შეილება რამე იყოს... ასევე "დათო"-ც... მდინარის ძალიან ჩქარი ნაკადი მისი გადალახვისას და ასევე სალ კლდეებზე "სახვევები"
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
მთელი ხეობა სანახავია
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ამღაში და ახიელში საკმაოდ გაშლილი ველებია, სურვილის შემთხვევაში შეილება ნებისმიერი თამაშის თამაში...
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზეთუკას მთაზე ბილაინი იჭერს ერთ ადგილას მგონი რუსეთიდან, მაგრამ სად არ ვიცი, დანარჩენზე არც იოცნებოთ...
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
...
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები:
რუკა წინა წერილშია...
22. სიმაღლე ზღვის დონიდან:
ყველაზე მაღალი წერტილი 3486მ (ისართღელეს უღელტეხილი)
23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით:
...
24. სასარგებლო ბმულები:
გუდანიდან-ჯუთამდე 2006 წელი
http://karavi.ge/viewtopic.php?t=773&po ... sc&start=0
არხოტოოო, სამშობლოო... 2007 წელი...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1375
გზა არხოტამდე... მარტოხელა კაცის ლაშქრობა...2008 წელი...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3555
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 12 თებ 2010, 19:54
by Bernar
თუ ნებას დამრთავთ ერთ რჩევას გეტყვით
არხოტიდან ჭიმღის უნახავი არ წამოხვიდეთ არავითარ შემთხვევაში!!!
ვისაც ჭიმღაში გიგლა ოჩიაურის სახლიდან ჭიმღის კლდეებისათვის შეუხედავს, ის უეჭველად დამეთანხმება!
P. S.
zura N. ისართღელე საქართველოში ყველაზე მაღალი უღელტეხილი არაა. ისართღელე ყველაზე მაღალი უღელტეხილია ხევსურეთში (ოღონდ რუსეთში გადასასვლელი უღელტეხილები არ იგულისხმება

)
მაგალითად თუშეთში ლაროვანისწყლის სათავეებიდან ქვახიდისწყლის სათავეებში გადასასვლელი უსახელო უღელტეხილია, რომლის სიმაღლეც 3487 მეტრია! 1 მეტრით მაღალია ისართღელეზე

კიდევ სვანეთშია ტომის უღელტეხილი 3609 მეტრია.
სვანეთშია კიდევ
სემის უღელტეხილი რომლის სიმაღლეც 3769 მეტრია!
ისე საქართველოში 4 ყველაზე მაღალი უღელტეხილის სია ჩემი მოძიებით, ასე უნდა გამოიყურებოდეს (იგულისხმება რუსეთში გადასასვლელი უღელტეხილებიც)
1. ცანერის უღელტეხილი 3887 მეტრი (სვანეთი)
2. სემის უღელტეხილი 3769 მეტრი (სვანეთი)
3. მესტიის უღელტეხილი 3757 მეტრი (სვანეთი)
4. საჯიხვისღელის უღელტეხილი 3725 მეტრი (ხევსურეთი, არხოტი)
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 08:47
by zura N.
Bernar
ვაა ეგ არ ვიცოდი...
პირველ ნაწილშიც გეთანხმები აბსოლიტურად, ჭიმღა ულამაზესია!!!
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 10:41
by qvevri
zura N.
დარწმუნებული ვარ თუნდაც ერთი სურათი მაინც გექნება გადაღებული...

და არ აპირებ რომ შემოგვთავაზო?
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 10:43
by zura N.
ეს ლაშქრობა ჯერ კიდევ ტობავარჩხილზე შევთავაზე ჯონის, თბილისში რომ დავბრუნდებით არხოტში წავიდეთ მეთქი...(სხვებსაც ვუთხარი მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მხოლოდ ჯონი წამოვიდა)...
რამდნიმე დღის ჩამოსულები ვიყავით ტობადან, ასევე 7-ში საღამოს იტალიიდან ჩამოვიდა ჩემი არხოტიონი დადნაფიცი, ვის ოჯახშიც მივდიოდით მე და ჯონი... მისი ჩამოსვლის ამბავი მხოლოდ მისმა 2-მა დამ იცოდა ყველა დანარჩენს ეგონა რომ იმ წელს ვეღარ მოახერხებდა ჩამოსვლას...
ხოდა 9-ში ნაშუადღევს ჩავსხედით მანქანაში და გავემგზავრეთ ბარისახოსკენ, არხოტში არავინ იცოდა რომ "იტალიელი სტუმარიც" თან გვყავდა...
9-ში ბარისახოში დავრჩით და 10-ში დილით ორხიდიანი მანქანით ავედით როშკაში...
ნუ ნაცნობობით უფასოდ...
აქ დაიწყო ჩვენი მოგზაურობა...
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 10:44
by zura N.
qvevri
ახლავე ახლავე... ხომ ვთქვი ზემოთ ცოტა გამეწელებათქო თემა...
ისე მაგ 1 სურათს 3 ნოლი მიუწერა და დაახლოებით ეგაა რაა...

მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 10:52
by zura N.
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 10:57
by zura N.
როშკაშიც ავედით და გზა ფეხით განვაგრძეთ...
სავალი დაახლოებით 15-18 კმ-ია როგორც ვიცი არხოტამდე( სოფ. ამღამდე)
წინ საკმაოდ გრძელი გზა გველის...
როშკა

მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 11:04
by zura N.
პირველი სერიოზული დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ცოტა შევისვენეთ და 1-2 ყანწიც გადავკარით....
ჯონი და ჩვენი ხევსურები...
ჯონი და ჩემი დადნაფიცი (ჩემი დაიკო)
ეს კი ჩემი დაიკოს დაიკო ნანული (ტყვიას ტყვიაში აჯენს

)

მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 11:09
by zura N.
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 11:18
by guruli
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 11:20
by zura N.
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09
Posted: 13 თებ 2010, 11:26
by zura N.
მწყემსებს ვკითხეთ ცხვარს არ ყოდითოო?
არაო გვიპასუხეს. მაშინ ნანულამ კითხა არც იჩუქნებითო?
ჰოდა...
ფულის მიცემა გვინდოდა მარა არ გამოგვართვეს...
სამაგიეროდ არაყი და კამფეტები დავუტოვეთ...
შევუყენეთ "წელთ გზას" (ასე ეძახიან ხევსურები უღელტეხილის ამ მონაკვეთს) ჩვენი ბეკეკო...
