Page 1 of 18

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 01:59
by Makena
ჯიპტური შედგა, ტრადიცია გავაგრძელეთ :)
დროულად შევიკრიბეთ და ორგანიზებულად გავედით.
კარვიდან 9 ეკიპაჟი ვიყავით როგორც მახსოვს, რამდენიმე ოფროუდერი შემოგვიერთდა ყინწვისის მისადგომებთან.

საკმაოდ თბილოდა და ამის გამო აიხსნება ის რომ თოვლი, გაყინული გზა და სირთულეები გზაზე შედარებით ნაკლები იყო, ასეთი უთოვლო ქოზიფას გზა მე არ მახსოვს. თუმცა ქოზიფას მისადგომებთან თოვლი მეტნაკლებად იდო. კიდევ იყო მეორე რამ რითაც ეს გასვლა არ დაგვავიწყდება იმათ ვისაც რაცია ჰქონდა, მოკლედ მთელი გზა მხიარულად , ოხუნჯობაში გავატარეთ, რაც ილიას, აცას, ქებურიუსის და ლომის დამსახურებაა :lol:

ვნახეთ ყინწვისისა და ქოზიფას მონასტრები, უკან თბილისისკენ მომავალ გზაზე დავათვალიერეთ ზაზა ფანასკერტელის ციხესიმაგრე, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია, აქვე დგას ერთნავიანი ბაზილიკა რომელიც მთავარანგელოზთა სახელობის არის, ამჟამად მიმდინარეობს ამ ეკლესიის მოხატვა, მინდა აღვნიშნო რომ ასეთი დახვეწილი და ქართული ახლად დაწერილი ფრესკები მე არსად მინახავს!
დედები და იღუმენია ძალიან თბილად შეგვხვდნენ.
იქვე დგას სამწევრისის ტაძარი რომელსაც შორიდან შევავლეთ თვალი რადგან ტალახის გამო ახლოს მისვლა ვერ შევძელით.

საინტერესო და სათავგადასავლო გასვლა გამოგვივიდა, რამდენჯერმე გადავლახეთ მდინარე, ნაიამ და ქეთომ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ქოზიფას გზაზე სიარულს, ანუ კარავს მაგარი მძღოლი ქალები ყავს! ყველა მანქანა ბოლომდე ავედით მონასტერში, ანუ ყველამ გაიარა ის აწ უკვე კარგად ცნობილი რთული ბოლო მონაკვეთი, თუმცა პირდაპირ ეკლესიასთან არ მივსულვართ მარჯვნივ ასე 100 მეტრში გავაჩერეთ მანქანები.


მადლობა ყველა მონაწილეს!
ამ ზამთარში კიდევ რამდენიმე ჯიპტური მაქვს განზრახული, ასერომ წინ საინტერესო გასვლები გველის 8)
ფოტოები ნინია მ გადაიღო ჩემი აპარატით, და მას ამისთვის დიდი მადლობა!
ფოტოებს ხვალიდან დავდებ :wink:

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 02:27
by MIRANDA
დიდი მადლობა მაკენა, რომ ამ ტრადიციას ჩაუყარე საფუძველი და ყოველ წელს თავიდან ჰბერავ სულს და ასხამ ხორცს.

ჩვენ (მე, Del და Ketis) ნახევრად კარვული და ნახევრად ოფროუდერული გასვლა გამოგვივიდა, რადგანაც ერთ-ერთი ოფროუდერის მანქანაში ვისხედით.

ძაააააააალიან კარგი გასვლა იყო და ამისათვის ყველა მონაწილეს ვუხდი მადლობას, სათითაოდ :*

ესეც ბმული ჩემს ფოტოებზე... [აქ ყველა ფოტოა, გადარჩევის გარეშე... ხარისხზე ამჯერადაც ბოდიშს გიხდით, ვერ გამოვიყენე ფოტოაპარატის შესაძლებლობები ბოლომდე...]

http://files.ge/file/453468/Kozipa-27-D ... 9-rar.html

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 08:59
by navigator
MIRANDA
კომპრესია რომ გაგეკეთებინა უკეთერსი იქნებოდა :roll:
მალე ჩემ სურათებსაც დავდებ, კიდე ვიდეოებია მარა არ ღირს დადება, ოპერატორმა მოდერნისტული სტილი აირჩია და ყურებისას ვესტიბულარული აპარატი დაგიზიანდებათ :D :D

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:17
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:18
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:19
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:19
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:20
by navigator
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:20
by navigator
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:34
by del
მართლაც ზღაპრული გასვლა იყო! ყველას დიდი მადლობა :)

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:36
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:36
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:37
by navigator
Image
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:37
by navigator
Image
Image

ჯიპტური ქოზიფა 2009

Posted: 28 დეკ 2009, 09:37
by navigator
Image
Image