თხოთის მთა. 20.12.09
Posted: 20 დეკ 2009, 20:46
ჩემო კეთილებო დღეს 20.12.09 კარვულ ლაშქრობაზე გასულები ვიყავით თხოთის მთაზე, სადაც დგას ერთი მეტად ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. თხოთის მთა მდებარობს ქართლში, სოფელ აღაიანთან. ის ადგილი სადაც თავად ტაძარი დგას თბილსიდან (დავით აღმაშენებლის ძეგლიდან) 35 კილომეტრშია. გასვლის დროთ შევარჩიეთ დღის პირველი საათი. დათქმული დროისათვის შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან. ვიყავით აცას ეკიპაჟი, ლომის ეკიპაჟი, ჩემი ეკიპაჟი, ქეთოს ეკიპაჟი, დონის ეკიპაჟი და მონადირეს ეკიპაჟი. წამოსვლა ნაიასაც უნდოდა და ადგილზე, ჩვენს გასაცილებლად მოვიდა კიდეც, მაგრამ როგორც გაირკვა მას მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონია და, როდესაც დარწმუნდა, რომ არცერთი მგზავრი არ რჩებოდა ერთობლივი გადაწყვეტილებით გავუშვით თავის საქმეზე. ჩემი ეკიპაჟის წევრებიანად ადგილიდან მცირედი ხნით ადრე დავიძარი, რათა მცხეთაში შეგვევლო და ჩემი აპარატი, საფერავი და შეშა წამოგვეღო, თუმცა სიკვდილსაც დავიწყებიხართ და შეშის წაღება დამავიწყდა
. მე სულ რაღაც ორი კადრი გადავიღე, თანაც ლენტური აპარატით და სანამ ფირს გავამჟღავნებ ბევრი წყალი ჩაივლის და ვინც სურათებს იღებდით თქვენი იმედი მაქვს... (მთაშენკა იღებდა სურათებს აქტიურად
).
შევკრიბეთ გარკვეული ოდენობის თანხა, რითიც შევიძინეთ სასმელ-საჭმელი. ეხლა რითი იყო გამორჩეული ეს გასვლა... ჩემი აზრით პირველი და მნიშვნელოვანი ის იყო ამ გასვლაში, რომ ამ ადგილას ჩემს გარდა(ორი კვირის წინ ვიყავი პირველად) არავინ არ იყო ნამყოფი. და მეორე: ესაა ადგილი საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორიის ერთი უმნიშვნეოვანესი ნაწილი. ეს ადგილები თავის დროზე გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, ხოლო დღეს ამ ადგილებს ძეძვის ჯაგნარი ფარავს. და აი დღესვე ჩვენ შევნიშნეთ, რომ თხოთის მთაზე ასულები იყვნენ დაახლეობით ათ კაციანი ჯგუფი, რომლებიც ხის ნერგებს რგვადნენ, რამაც ძალიან გამახარა. როგორც შევნიშნე მათ ეს საქმიანობა უკვე ტრადიციათ აქვთ ქცეული, რადგან თხოთის მთაზე მე პირადად შევნიშნე ორი და სამი წლის წინ დარგული ნერგები. ვვარაუდობ, რომ ეს ნერგებიც მათივე დარგული უნდა იყოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ პირველი გასვლით ვერაფრით შევეწიეთ იქაურობას გარდა იმისა, რომ ნინუკალამ ნახშირი და საკმეველი წამოიღო და დავანთეთ, მაგრამ ამიერიდან ჩვენ გვეცოდინება ეს ადგილი და თუ საჭირო იქნება კვლავ წავალთ ამ ადგილას რაიმე საქმის გასაკეთებლად. არ არის გამორიცხული, რომ იქ სადაც ტაძარი დგას ახლო მომავალში მონასტერი გაიხსნას და მაშინ კი ნამდვილად მოგვიწევს იქ ხელმეორედ და კიდევ ბევრჯერ გასვლა და ასევე დარწმუნებული ვარ, ეს ჩენი გასვლა სამომავლოდ სხვა კარველებსა და არაკარველებს აღუძრავს ამ ადგილის მონახულების სურვილს.
გზა, მიუხედავად ახალინაწვიმარისა არ იყო რთული. ალბათ წვიმაში ან თოვლში ასვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა და ყოველგვარი გართულების გარეშე დავძლიეთ აღმართი, რომელიც დაბლა გზიდან იწყება და ვიდრე ტაძრამდე იქნება ასე 1000-1500 მეტრი. ჩვენი სასკვაც თავისი მანქანით მოვიდა და უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იყო და მისი მანქანა დედაქალაქში დავტოვეთ. ტაძართან სულ ახლოს პურის საჭმელი მაგიდებია მოწყობილი და ჩვენც იქ მოვიყარეთ თავი ტურებივით. დავანთეთ ცეცხლი სიმწრით, ღერა-ღერა ნაშოვნი და მოგროვილი ფიჩხ-ფუჩხით და შევწვით მთაშენკას წამოღებული სოკო და ასევე სარდელები, რასაც თან დაერთო ჩვენივე წაღებული ხემსი და მოკლედ მცირედი პურისჭამა გამოგვივიდა. ლამამ რა თქმა უნდა მიგვალექს-მიგვასიმღერა და თურმე მუ იტყვით და ის მოქეიფე საზოგადოება, რომლებმაც ნერგები დარგეს და ამის შემდეგ პურსა სჭამდნენ ჩვენს მეზობლად საკმაოდ მოხიბლა თავისი რეპერტუარით. წამოსვლისას ლამა მათ სუფრაზეც კი აღმოჩნდა და ახლა იქ დააყენა ლექს-სიმღერის ტარაბუა...
კარგა ხნის უნახავი და მონატრებული მეგობრები ვნახე, ახლებიც შევიძინე და გამოვუდექი გზას ჩემი ეკიპაჟით(თამუსია, იმერხევი და კიდევ ერთი პლიუსი(სახელი დამავიწყდა)). დიდი ინტერესით ველოდები სურათებს.
ვიმედოვნებ, რომ ეს გასვლა თქვენც მოგეწონათ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას არ ვყოფილვართ, მაინც მოახდინა იმ ადგილმა გარკვეული შთაბეჭდილება თქვენზე.
მოკლედ მე ხვალ მთელი დღე ექსპოს გამოფენაზე ვარ და ხვალ ან ზეგ რომ ვნახავ ამ თემას იმედია თქვენი კონეტარებითა და სურათებით გამოტენილი დამხვდება აქაურობა.
გკპროშტნით ყველას.