თხოთის მთა. 20.12.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თხოთის მთა. 20.12.09

Post by qvevri » 20 დეკ 2009, 20:46

ჩემო კეთილებო დღეს 20.12.09 კარვულ ლაშქრობაზე გასულები ვიყავით თხოთის მთაზე, სადაც დგას ერთი მეტად ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. თხოთის მთა მდებარობს ქართლში, სოფელ აღაიანთან. ის ადგილი სადაც თავად ტაძარი დგას თბილსიდან (დავით აღმაშენებლის ძეგლიდან) 35 კილომეტრშია. გასვლის დროთ შევარჩიეთ დღის პირველი საათი. დათქმული დროისათვის შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან. ვიყავით აცას ეკიპაჟი, ლომის ეკიპაჟი, ჩემი ეკიპაჟი, ქეთოს ეკიპაჟი, დონის ეკიპაჟი და მონადირეს ეკიპაჟი. წამოსვლა ნაიასაც უნდოდა და ადგილზე, ჩვენს გასაცილებლად მოვიდა კიდეც, მაგრამ როგორც გაირკვა მას მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონია და, როდესაც დარწმუნდა, რომ არცერთი მგზავრი არ რჩებოდა ერთობლივი გადაწყვეტილებით გავუშვით თავის საქმეზე. ჩემი ეკიპაჟის წევრებიანად ადგილიდან მცირედი ხნით ადრე დავიძარი, რათა მცხეთაში შეგვევლო და ჩემი აპარატი, საფერავი და შეშა წამოგვეღო, თუმცა სიკვდილსაც დავიწყებიხართ და შეშის წაღება დამავიწყდა :oops: . მე სულ რაღაც ორი კადრი გადავიღე, თანაც ლენტური აპარატით და სანამ ფირს გავამჟღავნებ ბევრი წყალი ჩაივლის და ვინც სურათებს იღებდით თქვენი იმედი მაქვს... (მთაშენკა იღებდა სურათებს აქტიურად :wink: ).
შევკრიბეთ გარკვეული ოდენობის თანხა, რითიც შევიძინეთ სასმელ-საჭმელი. ეხლა რითი იყო გამორჩეული ეს გასვლა... ჩემი აზრით პირველი და მნიშვნელოვანი ის იყო ამ გასვლაში, რომ ამ ადგილას ჩემს გარდა(ორი კვირის წინ ვიყავი პირველად) არავინ არ იყო ნამყოფი. და მეორე: ესაა ადგილი საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორიის ერთი უმნიშვნეოვანესი ნაწილი. ეს ადგილები თავის დროზე გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, ხოლო დღეს ამ ადგილებს ძეძვის ჯაგნარი ფარავს. და აი დღესვე ჩვენ შევნიშნეთ, რომ თხოთის მთაზე ასულები იყვნენ დაახლეობით ათ კაციანი ჯგუფი, რომლებიც ხის ნერგებს რგვადნენ, რამაც ძალიან გამახარა. როგორც შევნიშნე მათ ეს საქმიანობა უკვე ტრადიციათ აქვთ ქცეული, რადგან თხოთის მთაზე მე პირადად შევნიშნე ორი და სამი წლის წინ დარგული ნერგები. ვვარაუდობ, რომ ეს ნერგებიც მათივე დარგული უნდა იყოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ პირველი გასვლით ვერაფრით შევეწიეთ იქაურობას გარდა იმისა, რომ ნინუკალამ ნახშირი და საკმეველი წამოიღო და დავანთეთ, მაგრამ ამიერიდან ჩვენ გვეცოდინება ეს ადგილი და თუ საჭირო იქნება კვლავ წავალთ ამ ადგილას რაიმე საქმის გასაკეთებლად. არ არის გამორიცხული, რომ იქ სადაც ტაძარი დგას ახლო მომავალში მონასტერი გაიხსნას და მაშინ კი ნამდვილად მოგვიწევს იქ ხელმეორედ და კიდევ ბევრჯერ გასვლა და ასევე დარწმუნებული ვარ, ეს ჩენი გასვლა სამომავლოდ სხვა კარველებსა და არაკარველებს აღუძრავს ამ ადგილის მონახულების სურვილს.
გზა, მიუხედავად ახალინაწვიმარისა არ იყო რთული. ალბათ წვიმაში ან თოვლში ასვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა და ყოველგვარი გართულების გარეშე დავძლიეთ აღმართი, რომელიც დაბლა გზიდან იწყება და ვიდრე ტაძრამდე იქნება ასე 1000-1500 მეტრი. ჩვენი სასკვაც თავისი მანქანით მოვიდა და უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იყო და მისი მანქანა დედაქალაქში დავტოვეთ. ტაძართან სულ ახლოს პურის საჭმელი მაგიდებია მოწყობილი და ჩვენც იქ მოვიყარეთ თავი ტურებივით. დავანთეთ ცეცხლი სიმწრით, ღერა-ღერა ნაშოვნი და მოგროვილი ფიჩხ-ფუჩხით და შევწვით მთაშენკას წამოღებული სოკო და ასევე სარდელები, რასაც თან დაერთო ჩვენივე წაღებული ხემსი და მოკლედ მცირედი პურისჭამა გამოგვივიდა. ლამამ რა თქმა უნდა მიგვალექს-მიგვასიმღერა და თურმე მუ იტყვით და ის მოქეიფე საზოგადოება, რომლებმაც ნერგები დარგეს და ამის შემდეგ პურსა სჭამდნენ ჩვენს მეზობლად საკმაოდ მოხიბლა თავისი რეპერტუარით. წამოსვლისას ლამა მათ სუფრაზეც კი აღმოჩნდა და ახლა იქ დააყენა ლექს-სიმღერის ტარაბუა... :D
კარგა ხნის უნახავი და მონატრებული მეგობრები ვნახე, ახლებიც შევიძინე და გამოვუდექი გზას ჩემი ეკიპაჟით(თამუსია, იმერხევი და კიდევ ერთი პლიუსი(სახელი დამავიწყდა)). დიდი ინტერესით ველოდები სურათებს.
ვიმედოვნებ, რომ ეს გასვლა თქვენც მოგეწონათ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას არ ვყოფილვართ, მაინც მოახდინა იმ ადგილმა გარკვეული შთაბეჭდილება თქვენზე.
მოკლედ მე ხვალ მთელი დღე ექსპოს გამოფენაზე ვარ და ხვალ ან ზეგ რომ ვნახავ ამ თემას იმედია თქვენი კონეტარებითა და სურათებით გამოტენილი დამხვდება აქაურობა.
გკპროშტნით ყველას.
Last edited by qvevri on 22 დეკ 2009, 21:18, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თხოთის მთა. 20.12.09

Post by qvevri » 20 დეკ 2009, 20:49

ეს იდეების კიდობანიდან ამოღებული ბმულია.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3919
და ესეც სამომავლო გეგმებიდან...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3925

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
თხოთის მთა. 20.12.09

Post by del » 20 დეკ 2009, 21:04

მშვენიერი დღე გამოვიდა! :)

მადლობა ქვევრს მაგიური შავი სითხისათვის:)

წამოსვლისთანავე, იქაურებმაც დაგვალევინეს მშვენიერი ღვინო.

თხოთის ტაძარი

Image


ეს კი დღის დესერტი!

Image

Image
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
baci84
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 27 ივლ 2009, 16:34
თხოთის მთა. 20.12.09

Post by baci84 » 20 დეკ 2009, 22:02

მართლაც რომ მშვენიერი გასვლა გამოვედა, მადლობა ქვევრს, იქ მყოფ ხალხს და ყველა კარაველს.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თხოთის მთა. 20.12.09

Post by Mta Mkvarebia » 20 დეკ 2009, 22:23

მართლა კარგი გასვლა იყო, ბოლოს მცხეთაში რომ ამოვყავით თავი ნათელა მამიდასთან თუ იცით? :lol: კიდევ კარგი ილოს მზაკვრული გეგმა არ განხორციელდა, თორემ ნათელა მამიდა გასაკავებელი გახდებოდა :wink:

ფოტოები ალბათ ხვალ იქნება, ან სულაც ზეგ :D
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
თხოთის მთა. 20.12.09

Post by meleksa » 20 დეკ 2009, 23:04

ძნ მაგარი იყო, მაგლობა ქვევრს და ყველას ერთად :) :) :)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თხოთის მთა. 20.12.09

Post by guruli » 20 დეკ 2009, 23:07

qvevri, დიდი მადლობა ამ გასვლის ჯერ იდეის, მერე - ორგანიზებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.
კარგი იქნება, მაგ ადგილას ხეების დასარგავადაც თუ წავალთ. იმ ხალხმა კი მიგვიწვია მაგ საქმეზე, მაგრამ ჩვენით წავიდეთ.
თუმცა სიკვდილსაც დავიწყებიხართ და შეშის წაღება დამავიწყდა
:D ესე იგი, ლამას დაკარგვის საშუალება არ მივეცით - პირველად მაგის კარავული გასვლების ისტორიაში, :) მაგრამ შენზე მაინც იმოქმედა. :D

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
თხოთის მთა. 20.12.09

Post by Na-tia » 20 დეკ 2009, 23:32

უიი, მანდ ჩემი სოფელია :D რაღაც სურათებიდან მაგარია ნაცნობი ადგილის ნახვა :D კიდევ დადეთ რა, კარგა ხანია აღარ ავსულვარ :) :)

tamo-tamo
ბილიკზე მოარული
Posts: 26
Joined: 04 აგვ 2009, 11:22
თხოთის მთა. 20.12.09

Post by tamo-tamo » 20 დეკ 2009, 23:43

ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი გასვლა გამოგვივიდა და მადლობა qvevri-ს ამისთვის.
guruli
ხეების დარგვის იდეა მომწონს :) მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდები.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თხოთის მთა. 20.12.09

Post by paata_ » 21 დეკ 2009, 00:27

ისე მაგ ადგილას, უღრანი ტყე იყო და მერე ადამიანებმა გაჩეხეს

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თხოთის მთა. 20.12.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2009, 01:25

qvevri
ეგრეც ვიცოდი, რომ შესანიშნავ გასვლას მოაწყობდით.
"კარავის" 6 წლის იუბილე (16 იგრიკა) ეგებ მანდ გადაგვეხადა და საგაზფხულო ნერგებიც დაგვერგა.
რატომაც არა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თხოთის მთა. 20.12.09

Post by qvevri » 21 დეკ 2009, 08:19

GAMARJOBA SAKARTVELO
რატომაც არა.. და ვინც არა :?: :D :D :D
საღი იდეაა და ვცადოთ :!:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თხოთის მთა. 20.12.09

Post by guruli » 21 დეკ 2009, 10:49

GAMARJOBA SAKARTVELO
"კარავის" 6 წლის იუბილე (16 იგრიკა) ეგებ მანდ გადაგვეხადა და საგაზფხულო ნერგებიც დაგვერგა.
რატომაც არა?
ძალიან კარგი.
და ფოტოები რატომ არ დევს თემაში, ტყუილად აწკაპუნებდით იმ აპარატებსა, ჰა? :twisted:

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
თხოთის მთა. 20.12.09

Post by imerkhevli » 21 დეკ 2009, 11:37

ძალიან სასიამოვნო გასვლა გამოგვივიდა.
დიიდი მადლობა ქვევრს :)



მდა... ველითთ ფოტოებსსს :D

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
თხოთის მთა. 20.12.09

Post by pataputina » 21 დეკ 2009, 11:44

ჰხოდა მართლა

მშუუენიერი გასვლა იყო

კი არა და
მადლობა
2განიზატორს

:oops:



Image

Image

Image

Image

Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]