ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Int3lig3nt » 29 ნოე 2009, 20:06

1. რეგიონი:
ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
7 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
13

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქსანი, მცხეთა, გოროვანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
30 კმ?

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 18 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქსნის ციხე და მის უკან (ალბათ 1 კმ) არსებული ტაძარი სხალტბის ტაძარი, შიომღვიმის მონასტერი.

12. საბანაკე ადგილები:
უწყლო, ქარიანი ადგილია და ნაკლებად გამოსადეგია საბანაკედ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ სხალტბის წყარო. ეგეც ცოტა მოწანწკარებს.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქარისგან და მზისგან დამცავი სამოსი და საშუალებები. მთებზე და ტალახში სასიარულოდ მოხერხებული ფეხსაცმელი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ალბათ ზამთრის გარდა ნებისმიერი. ახლა უკვე ისე იყო მოყინული ქსნის ციხის ასასვლელი, ოთხით ასვლა გახდა საჭირო.

16. რისკები, საფრთხეები:
ქსნის ციხიდან იქვე მდებარე ტაძართან ერთ ადგილას იყო ძალიან ვიწრო გასასვლელი და სიმაღლის შიშით შეპყრობილებს გაუჭირდებათ.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შიო-მღვიმის მონასტერი, მცხეთის ტაძრები.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Google Map-ზე ვნახავ და დავწერ დაახლოებით.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Int3lig3nt » 29 ნოე 2009, 20:11

ლაშქრობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მოლაშქრეებმა ყოჩაღად იარეს, 2 საათამდე უკვე შიომღვიმის გადასახედთან ვიყავით და პურის ჭამა ცოტა რომ არ გაგვეგრძელებინა და ტყეშიც გზა არ აგვბნეოდა, ბევრად ადრე ვიქნებოდით სახლებში :).

მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მცირედ აღმართ-დაღმართებზე ვმოძრაობდით, მაინც დამღლელი აღმოჩნდა გზა. ამას ემატებოდა სუსხიანი ქარიც.

მოკლედ, ყველა მოლაშქრეს მინდა მადლობა გადავუხადო, ძალიან კარგი დღე იყო :).

ფოტოებს მოგვიანებით დავყრი.

რამდენიმე ფოტოს დღესვე გავაგზავნი კარავის კალენდრისთვის.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Int3lig3nt » 29 ნოე 2009, 20:18

ერთი საინტერესო რაღაც მოხდა ქსნის ციხეზე:

ავედით თუ არა, ცოტა ხანში ვერტმფრენი გამოჩნდა შორიდან.
დაველოდე, როგორც კი ყველაზე ახლოს გამოჩნდება, გადავუღებ-თქო.
ყველაზე ახლოს კი არა, პირდაპირ ქსნის ციხისკენ წამოვიდა და ზემოთ დაიწყო ტრიალი.
დავზუმე აპარატი (20X :D) და გადავუღე.
შევხედე გადაღებულ ფოტოს და ნაცნობი სახე დავინახე :D.
თამუსიას ვანახე და იმანაც დამიმოწმა, ეგ არისო.
ავტეხეთ ქვემოდან ხელების ქნევა, მგონი ისიც გვიქნევდა, კარგად ვერ ვხედავდი.

რამდენიმე წრე გააკეთა ვერტმფრენმა და გაფრინდა :).

არ გაგიჭირდებათ გამოცნობა, ვინ იჯდა ვერტმფრენში :D.
როგორც მერე გავარკვიე, მარტო არ ყოფილა :)

ცოტა ხანში დავდებ ამ ფოტოს.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Mta Mkvarebia » 29 ნოე 2009, 20:37

Int3lig3nt

კი ნამდვილად მაგ იყო :wink: თანმხლებიც ის იყო, ვიზეც თქვენ იფიქრეთ :D დილით კარგი ამინდი რომ დამხვდა, გამიხარდა, რომ ფრენა არ ჩაეშლებოდათ :D

ყოჩაღ თქვენ,კარგად გივლიათ.
ველოდებით ფოტოებს :D
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Int3lig3nt » 29 ნოე 2009, 21:39

შორიდან დავაზუმე და ხარისხით ვერ დაიკვეხნის.

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Naia » 29 ნოე 2009, 22:45

Int3lig3nt
ძალიან გაგვეხარდა თქვენ რომ დაგინახეთ :) ხელიც დაგიქნიეთ, უფრო სწორად გოგამ, მე ფანჯარასთან ვიჯექი და არ გამოვჩნდებოდი გარედან :)

მოკლედ, მაგარი სიურპრიზი შეხვედრა იყო როგორც მიწაზე, ისე ჰაერში მყოფებისთვის :)

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by konstantine » 29 ნოე 2009, 23:04

კარგი გასვლა იყო,
ინტელ გაიხარე. მშვენიერი გასვლა დაგეგმე
5+
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Archil » 29 ნოე 2009, 23:20

მოვყვები ცოტას,

შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან

გავუდექით დასავლეთის გზას, ახალგორის გადასახვევს რომ მივადექით, გავცდით და იქვე, ქსნის გადასახვევზე გადავუხვიეთ. რამოდენიმე კილომეტრში ჩამოვედით და ქსნის ციხეც ჩვენს წინ იდგა.

ქსნის ციხეზე ასფალტირებული გზა ადიოდა. სამწუხაროდ ადგილებში გზა ჩანგრეულია იმდენად, რომ ძრომიალითღ მოგვიწია ასვლა. თანაც დილით მოყინული იყო და ზოგიერთებს გაგვიჭირდა აძრომა.

ავძვერით ციხეზე და მაშIნათვე ჩვენს თავზე შვეულტმფრენმა დაიწყ ფრენა. ხელი დავუქნიეთ - ე მანდ რუსი ტერორისტები არ ვეგონოთო. ცოტა ხანში უკვე 2 ვერტმფრენი დაგვტრიალებდა თავზე. მაშინ მოხდა ფოტოდაფიქსირება.

საბედნიეროდ არავის დავუბომბივართ. ანუ ჩვენები იყვნენ (რას ნიშნავს ლოგიკა ;) ). ბუნებრივია ავძვერით სადაც ასაძრომი იყო და დავტკბით ქსნის ციხიდან დანახული ხედებით. ცა მოწმენდილი იყო და კავკასიონი ძალიან კარგად მოჩანდა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by z g a r b i » 29 ნოე 2009, 23:33

აჰა, მერე? :P
ფოტომასალით მინდა მაგ ყველაფრის დადასტურება თორე არ მჯერა :D
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Int3lig3nt » 29 ნოე 2009, 23:46

Archil
სად ნახე კაცო 2 ვერტმფრენი :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by konstantine » 29 ნოე 2009, 23:58

მეც ერთი ცალი მახსოვს :)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by z g a r b i » 30 ნოე 2009, 00:00

Int3lig3nt wrote:Archil
სად ნახე კაცო 2 ვერტმფრენი :D.
მარშუტკაშივე უყვარს ხოლმე არჩილს ჭაჭა :D :lol:
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by meleksa » 30 ნოე 2009, 00:19

Naia


დავინახეთ ხელებს რო გვიქნევდა ჩვენი ბრიგადირი ვერტმფრენიდან :) :) ძალიან გაგვიხარდა, კარგად ვიხალისეთ საპატიო წრე რო გააკეთეთ ციხის გარშემო :D :D
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by meleksa » 30 ნოე 2009, 00:23

ყოჩაღ ვანო და ყველა მონაწილეს, ყველამ კარგად იარა და შეფერხებების გარეშე ლაშქრობა ასწორებს :D :D :D


მაგრად ვისიამოვნე დღევანდელი დღით :)


მადლობა ყველააას
Image

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
ქსნის ციხე - სხალტბა - შიო-მღვიმის გზა - 29.11.09

Post by Shanshika » 30 ნოე 2009, 00:43

ფოტოებს მოვითხოვ ...თ...

:D :D :D

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]