ნაქალაქარი ნამდვილად გაგაოცებთ თავისი მდებარეობით, სილამაზით, მონუმენტურობით, გალავნითა და ულამაზესი სამრეკლოთი.... მთელი კომპლექსი მშვენიერ ტყეშია ჩაფლული, იქვეა პატარა მდინარე, წყარო, მოკლედ იდეალური ადგილია კარვებით დასაბანაკებლად, გარშემო სიმშვიდე და მყუდროება სუფევს.
იმთავითვე უნდა აღინიშნოს რომ ნაქალაქარი ძალზედ ძლიერი გალავნით ყოფილა დაცული, როგორც ჩანს აქ ციხექალაქი იდგა თავის დროზე.
ჩვენ ჯერ სოფელ გუდარეხში მივედით, ალგეთის წყალსაცავს რომ გასცდებით გზას გააგრძელებთ, ეხლა ამ გზას არემონტებენ და მალე ხელისგულივით გზა იქნება, მარცხნივ გადასახვევს ხვდებით და იქ უნდა ჩაუხვიოთ, გრუნტის გზას გაყვებით, გზად შეგხვდებათ ძველი, მოზრდილი, კომუნისტური პერიოდის პირმშო შენობა და მასზე მოზაიკური ნამუშევარი (ვის მოუვიდა თავში ამ ტყეში მოზაიკის გაკეთება

სოფელ გუდარეხში ვნახეთ კოშკი რომელიც საკმაოდ მყარად დგას, თუმცა სახურავი ჩაქცეულია და აღდგენას საჭიროებს, იქვე კოშკიდანვე გავაგრძელეთ გზა ნაქალაქარისკენ რომელიც ტყეში გადის, გზა თითქმის მშრალი იყო და სირთულეების გარეშე ვიარეთ, წვიმაში რთული სავალი იქნება, თუმცა ექსტრიმის მოყვარულთათვის უფრო საინტერესო იქნება, ეგ კიარა შეიძლება წვიმიან ან თოვლიან ამინდში სპეციალურადაც კი წამოვიდეს კაცი

ერთდერთი რაზეც გული დაგვწყდა იყო ფოთლებგაცვენილი ტყე, შემოდგომის ტყის სიჭრელე და სილამაზე ვერ ვიხილეთ, ცოტა დაგვაგვიანდა


3 ეკიპაჟი გავემართეთ:
მაკენას ეკიპაჟი(ნისან პეტფაინდერი):
ტომა
ქებურიუსი
კოლხი გოგო
მელექსა
ნაიას ეკიპაჟი(პაჯერო იო):
გამარჯობა საქართველო
მთაშენკა
თუთა
ვანდერერი
აცას ეკიპაჟი(ჰონდა ცრვ):
სასკვა
დონ
დონის+