დიდი მესხეთი - ჯიპტური 2009 14-15 ნოემბერი
Posted: 16 ნოე 2009, 00:10
ჯიპტური შედგა, ცოტახანში დვწერ რაც დასაწერია 
ეხლახანს დავბრუნდით დიდი მესხეთის ჯიპტურიდან და მეც შევეცდები მოკლედ მოგითხროთ ჩვენი მოგზაურობის შესახებ.
ჩვენს მიერ განხორცილებული 2 დღიანი ლაშქრობა სამცხეჯავახეთში ძალზედ საინტერესო და სათავგადასავლო აღმოჩნდა, მცირედმა წვიმამ ხელი ნამდვილად ვერ შეგვიშალა.
ჯიპტურის მონაწილენი დამეთანხმებიან რომ უაღრესად დათვირთული და საინტერესო მარშრუტი გავიარეთ, ყველაფერი იყო... რთული გზა, ლამაზი ხედები, ვეებერთელა სივრცე, უამრავი უცნობი ძეგლი, ოფფ როუდი, 2000 მეტრის სიმაღლეზე ჟანგისფერ მთებზე მანქანებით სრბოლა, ღრუბლებსა და ნისლებში მანქანებით ჩაყვინთვა...დანარჩენს სხვები დაწერენ
4 ეკიპაჟი გავიდა ამ სათავგადასავლო ჯიპტურზე:
მაკენას ეკიპაჯი - პეთფაინდერი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
ნაიას ეკიპაჯი - განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნაია, ისეთ სიმაღლეებზე და თანაც რა ტალახებში იქროლა თავისი იოთი, ჰაი კლასი აჩვენა!
აცას ეკიპაჯი - ჰონდა ცრვმ ახალი ფურცელი ჩაწერა თავისი შესაძლებლობების გამოვლენის ისტორიაში, აცამ ჰონდა გახედნა და თანაც 2000 მეტრზე!
ლომის ეკიპაჯი რომელიც ხერთვისთან შემოგვიერთდა და ეს 2 დღე ჩვენთან ერთად გაატარა - დინჯად და კლასიკურად იარა, როგორც ლომს ეკადრება.
ოთხივე მძღოლმა, ეკიპაჯმა და მანქანამ ხუთიანზე გაიარა მარშრუტი.
შაბათი - ახჩიას ეკლესია მოვინახულეთ სოფელ მირაშხანთან, შემდეგ ნიალას სერპანტინით დავიწყეთ ასვლა და 40 წუთში აგარის ნასოფლარში ვიდექით ვეებერთელა ქვაჯვართან, შემდეგ ლეპისი ანუ მიწისქვეშა ნასოფლარი მოვინახულეთ, ამის შემდეგ სოფელ ზემო ნიალასკენ მივემართებით სადაც გავეთის ყელმოღერებული ტაძარი დგას, ამის შემდეგ ზემო ნიალას ეკლესიაზე ავედით, სიმშვიდით გარემოცული დუმეილას ეკლესია, შემდეგ კი 2000 მეტრზე მინდვრებზე მანქანებით ქროლა იყო, გიორგიწმინდას ნასოფლარი ჯავახეთის პლატოს ხედით, ზედა თმოგვი მიმწუხრზე ჩვენი მანქანების შუქით განათებული და შემდეგ დაშვება თმოგვის ციხისკენ (რომელიც ვერ ვნახეთ რადგან დაგვიღამდა) ამ დროს ნისლსა და ღრუბელში გავეხვიეთ და ტრასამდე ასე ჩამოვედით, სასტუმროში მშვიდობიანად მივაღწიეთ სადაც ცხელი ვახშამი, ორაყი და წილთელი ღვინო მივირთვით და ის დღე დავლოცეთ როცა ჩვენ კარავში გავწევრიანდით
კვირა - ზარზმის მშუენიერი ტაძარი მოვინახულეთ რომლის ნახვა არასდროს მობეზრდება კაცს, შემდეგ ზანავის ციხეს ცხვირწინ ჩავუარეთ და ჭულეში ავედით, ტაძარი აღდგენილი და მოწესრიგებული, ბოლაჯურის ეკლესიის ნანგრევები, ოქროს ციხე შორიდან (უდროობის გამო ოქროს ციხეზე ასვლა შემდეგი გასვლისთვის გადავდეთ), საყუნეთის ეკლესიისა და მეჩეთის მონახულებით დავასრულეთ ჩვენი 2 დღიანი გასვლა და თბილისისკენ გამოვემართეთ.
ჯავახეთში კიდევ მრავალი არანაკლებ საინტერესო მარშრუტია გასავლელი და რათქმაუნდა ასეთი გასვლების ორგანიზებას მომავალშიც გავაგრძელებ და იმედია რომ შემდეგ გასვლებზე უფრო მეტი კარველი მოახერხებს წამოსვლას
ფოტომასალა ბევრია და საინტერესო... ასერომ მეც ველოდები გადაღებული ფოტოების დადებას, მეც ცოტაცოტას შემოგაშველებთ
ხანდახან ჩემს მიერ რამდენიმე კვირის წინ გადაღებულ ფოტოებსაც შევურევ, რომელთაც ლურჯი ცით გამოარჩევთ