Page 1 of 9

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 00:39
by meleksa
დილით 8:15 წუთზე გავედით კასპის რაიონის მიმართულებით:

1. gamarjoba saqartvelo
2. meleksealpinisti
3. ნაია
4. Gიო Hორუსი
5. Mss Hორუსი
6. პერწკლი
7. პერწკლის + ალექსი
8. ზვიოსროკი
9. ზვიოსროკის ოქრო
10.kurusha
11. iako
12. ინტელას + გიო
13. karavi87
14. natalia
15. meleksa


მგზავრობა დაიწყო არაჩვეულებრივად, გავცდით თუარა თბილისს ბახუსოთერაპია დავიწყეთ მცირე დოზებით :)
პირველად ვნახეთ მეტეხის ულამაზესი ტაძარი და შემდეგ გზა გავაგრძელეთ ნოსტეს მიმართულებით, სადაც ვნახეთ გიორგი სააკაძის სასახლის ნანგრევები და კოშკი (კოშკი რესტავრირებულია მარა იმდენად ცუდად რომ მარტო გარეგნულ მხარეზეა აქცენტი გაკეთებული, იქვე ვნახეთ პატარა ეკლესია...
ნოსტედან გავემართეთ ერთაწმინდის მიმართულებით, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი და ულამაზესი ტაძარია. ადგილობრივმა მოძღვარმა დაგვლოცა და ამის შემდეგ პირდაპირ გავეშურეთ სოფელი რკონის მიმართულებით, სადაც zviosuli და zviosulis oqro წავიდნენ რკონის ეკლესიის მიმართულებით, ხოლო დანარჩენები იკვის მიმართულებით...
გზაზე რამდენჯერმე გადავკვეთეთ მდინარე თეძამის ერთ-ერთი შესართავი, გავიარეთ დაახლოებით 2კმ, მაგრამ აღმოჩნდა რომ გზა აგვერია და დავბრუნდით უკან. სამწუხაროდ 2საათი დავკარგეთ და მხოლოდ სოფელ რკონში შევიტყვეთ ადგილობრივი მცხოვრები, ბატონი მერაბისაგან იკვისაკენ მიმავალი გზის შესახებ. ამის მერე მაინც წავედით რკონის მიმართულებით, ასევე ვნახეთ თამარის ხიდი მდინარე თეძამზე...
ყოველივე ამის შემდეგ მაინც გადავწყვიტეთ იკვისაკენ წასვლა, მეგზურობა გაგვიწია ბატონმა მერაბმა. სამანქანე გზით მივედით თითქმის ეკლესიამდე.... უკან მობრუნებულებმა უკვე საკმაოს შეღამებულზე კარვული სუფრა გავშალეთ "მარშუტკის ფარების" შუქზე და კარგად შეზარხოშებულები წამოვედით თბილისის მიმართულებით და დაახლოებით 1საათში ჩამოვედით სქიმიასთან, მარა ამით არ დამთავრებულა დღევანდელი გასვლა... გოგა, ნაია, ლადო, ზვიო, ზვიოს ოქრო, კურუშა და მე ანუ მელექსა წავედით სალობიეში, დავაგემოვნეთ ადგილობრივი "საფირმო" კერძი ჩაქინძული და მიქინძულები წავედით სახლებისაკენ :D :D :D

საერთო ჯამში ძალიან კარგი და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენი მეხსიერების არქივში...

მადლობა ყველას ამ ლამაზი დღისათვის.... :D :D :D

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 00:41
by meleksa
პირველად გავხსენი თემა კარავზე და თუ რამე ვერ არის ისე როგორც უნდა იყოს არაუშავს ? ? ? :D :D :D


ახლა ღამემშვიდობიიიიიიიიიიიით :roll: :roll:

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 02:18
by Int3lig3nt
რა ცოტანი წასულხართ, სამომავლო გეგმების სიისგან განსხვავებით...

ჩემი პლუსი მეზობლის ბავშვივით ხომ არ იყო :D?

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 09:13
by meleksa
Int3lig3nt wrote:რა ცოტანი წასულხართ, სამომავლო გეგმების სიისგან განსხვავებით...

ჩემი პლუსი მეზობლის ბავშვივით ხომ არ იყო :D?

მეზობლის ბავშვივით არა მარა ისე გრძნობდა თავს როგორც საკუთარ სახლში :D :D

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 10:08
by Lado meleksishvili
meleksa
მიქინძული შენ წამოხვედი თუკარგია :lol:
კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა. დიდი მადლობა ლაშქრობის თოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით მეფეთმეფე ქებურიუს კურუშ მეორეს (პირველი კურუშაც ყოლია საწყალ საქართველსო), რომ დაგვინდო და ბოლომდე არგაგვიზიარა თავისი სექსუალური ფანტაზიები :lol:

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 10:52
by Iako.
ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა (როგორც ყოველთვის) :) თბილი და ოჯახური.
სიყვარულით გიხსენებთ ყველას, კურუშასაც კი :), რომელიც ჩემს უკან იჯდა და ენა არ გაუჩერებია მთელი გზა, თუმცა გოგასთან პაექრობაში მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა :)

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მელექსას, ოქროს ადამიანს, რომელმაც ყველა გოგო ხუთჯერ გადაგვიყვანა ცივ მდინარეზე და სიცივეში სველმა იარა.

მელექსა, დიდი მადლობა, მიხარია ასეთი კარგი ადამიანები რომ ხართ შენ და მელქსაალპინისტი :)

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 11:31
by perwkli
მმაგარი იყო ნოსტე :სან:



სურათებს სახლში რომ ვიქნები ვიზავ მერე.

პ.ს. მაიკო არ მქვია მე :twisted:

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 12:23
by Lado meleksishvili
maikomaiko
აბა რაგქვია?

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 12:47
by karavi87
რახან მეტეხის ეკლესიაშიც შევედით ეგ სურათებიც დავდოთ :) მოკლედ მე დავიწყებ და მომყევით :)

სოფელ მეტეხის ეკლესია

Image

Image

Image

Image

Image

Image[/b]

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 14:56
by perwkli
meleksealpinisti

პერწკლი :twisted:

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 15:28
by karavi87
ესეც ჩემს მიერ გადაღებული ყველა სურათი იმედია თქვენც ატვირთავთ თქვენს სურათებს!!! ვიდეოების ბმულსაც მალე დავდებ :)


http://allshares.ge/download.php?id=0B24694915

ესეც ვიდეოები. ამ ვიდეოების ყურება შეგიძლიათ შემდეგი პროგრამებით:

http://mydisk.ge/download.php?id=D9B9BDDF6A8C

1. cyberlink power dvd: აი აქედან გადმოწერეთ ეს პროგი 100% მუშაა http://www.file.ge/?p=15805
2. windows media player classic-ით მაგრამ ეს ცოტა უხარისხოდ აჩვენებს.
3. ვისაც windows 7 ultimate გიყენიათ ჩვეულებრივად გახსნის windows media player-ი.

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 15:34
by Lado meleksishvili
karavi87
გაიხარე ლადო, ჯიგარიხარ!
maikomaiko
კარგი ხო პერწკლს დაგიძახებ დღეიდან :)

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 16:50
by meleksa
Iako. wrote:ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა (როგორც ყოველთვის) :) თბილი და ოჯახური.
სიყვარულით გიხსენებთ ყველას, კურუშასაც კი :), რომელიც ჩემს უკან იჯდა და ენა არ გაუჩერებია მთელი გზა, თუმცა გოგასთან პაექრობაში მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა :)

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მელექსას, ოქროს ადამიანს, რომელმაც ყველა გოგო ხუთჯერ გადაგვიყვანა ცივ მდინარეზე და სიცივეში სველმა იარა.

მელექსა, დიდი მადლობა, მიხარია ასეთი კარგი ადამიანები რომ ხართ შენ და მელქსაალპინისტი :)
არაფრის რა მადლობა :wink: სხვა დროსაც არ დამეზარება მოლაშქრეების დახმარება :wink: :wink: გ ა ი ხ ა რ ე ე ე ე

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 16:58
by meleksa
meleksealpinisti wrote:meleksa
მიქინძული შენ წამოხვედი თუკარგია :lol:
კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა. დიდი მადლობა ლაშქრობის თოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით მეფეთმეფე ქებურიუს კურუშ მეორეს (პირველი კურუშაც ყოლია საწყალ საქართველსო), რომ დაგვინდო და ბოლომდე არგაგვიზიარა თავისი სექსუალური ფანტაზიები :lol:

მაგარი დღე იყო, კარგად გავერთეთ მართალი ხარ :wink: კურუშა გუშინ ფორმაში არ იყო :D :D :D

ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი... 8.11.2009

Posted: 09 ნოე 2009, 17:02
by Int3lig3nt
ძალიან მომწონს მეტეხის ეკლესიის გუმბათი :).
ნეტა შარშან ვნახეთ? აღარ მახსოვს.

სად მოგიწიათ მდინარის გატოპვა? თან ხუთჯერ...