ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2009, 10:10

1. რეგიონი:
ლაგოდეხის რაიონი, კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-სიღნაღი-ვარდისუბანი-ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო სირთულის, ისიც წვიმის გამო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსის ღირებულება 170 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
9+1 და 1იც ადგილობრივი გამყოლი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სიღნაღი - სოფელი ნუკრიანი და დაბა წნორი
ვარდისუბანი - მშვიდობიანი, ცოდნისკარი, კართუბნი
ლაგოდეხი - შრომა, მაწიმი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სა1ო ჯამში - 316 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
სიღნაღი 1.2 კმ
ვარდისუბანი - 0
ლაგოდეხი - 13კმ 27 მ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სიღნაღი - ისტორიული ქალაქი, მუზეუმი
ვარდისუბანი - მე20 საუკუნის დასაწყისში გერმანელი კოლონისტების მიერ
აშენებული ტაძარი, მოგვიანებით მართლმადიდებლურად გადაკეთებული
ლაგოდეხი - დაცულ ტერიტორიაზე მდებარე შრომისხევის ჩანჩქერი, მცენარეთა სამყარო

12. საბანაკე ადგილები:
სიღნაღი - პარკში
ვარდისუბანი - ახლო-მახლოს არაფერია
ლაგოდეხი - დტზე საგანგებოდ გამოყოფილი საკარვე ადგილებია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში, ლდტ-ის სამართველო შენობაში, აგრეთვე, ისმება მდინარის წყალი

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვიმიან ამინდში კგ საწვიმარი და წყალგაუმტარი და სველ ზედაპირზე სასიარულო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი სამოსი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
საფრთხეები არ არის

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

სიღნაღი - ბოდბის მონასტერი, სიღნაღის მუზეუმი
ვარდისუბანი - ლელიანისა და ფონას მე11 საუკუნის ტაძრები
ლაგოდეხი - ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი, მაჭის (თოღას) ციხე

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სიღნაღი - ღვინის ტური
ვარდისუბანი - განსაკუთრებული არაფერი
ლაგოდეხი - ცხენით ლაშქრობა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სიღნაღი - ყველა ოპერატორი მუშაობს
ვარდისუბანი - ყველა ოპერატორი მუშაობს
ლაგოდეხი - ქალაქში ყველა ოპერატორი მუშაობს, დაცული ტერიტორიის 1ლ 2 კმტზე
შეფერხებით მუშაობს, შემდეგ არაფერი იჭერს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
877 101890, ნათია, ლაგოდეხის დტის სტუმართა მომსახურების განყოფილება

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ინტერაქტიული რუკა
http://www.dpa.gov.ge/index.php?site-la ... -path=maps

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ლაგოდეხი-შრომისხევის ჩანჩქერი 400-920 მეტრის ფარგლებში

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8

24. სასარგებლო ბმულები

http://www.kakheti.gov.ge/index.php?cat=59&par=6
http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=3&id=37
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2009, 10:18

გასვლის მონაწილეები

1. თამუნა_გუდარეხი
2. ლადო
3. KSOVRELI
4. დიკლო9
5. gion
6. GAMARJOBA SAKARTVELO
7-8. ბაცი84 + სით
9-10. LiBrA და მისი +



თამუნა_გუდარეხის შემო1ება სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
ტრულის წამოუსვლელობა კი - მოულოდელი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2009, 10:32

დათქმულ დროსა და ადგილზე შევიკრიბეთ.
წვიმა-უთენიის მიუხედავად, არავის დაუგვიანია.
თუმცა, მაინც 24 წთ გავჩერდით.
ვის ველოდით, არ ვიცოდი.
ნაიამ გაგვაცილა.
ლაგოდეხში სიღნაღის გავლით წასვლა გადავწყვიტეთ.
დილის 9ზე უკვე ამ ქალაქში ვიყავით და 1გვარად, კარავული ტრადიცია შევინარჩუნეთ - "კარავი" ღვინობისთვის სიღნაღში.

გალავნამდე ფეხით ჩავისეირნეთ.
თან, ჩვენი ფეხ-ტანსამოსი შევამოწმეთ, წვიმაში სასირულოდ რამდენად მზად ვიყავით.
ამინდთან გამ20და ჩავაბარეთ.
შემდეგ წნორის გავლით ლაგოდეხის რაიონში შევედით.
1-1 1ლი სოფელი ვარდისუბანია, სადაც გერმანელთა მიერ აშენებული ეკლესია მდებარეობს.
აშენდა ჩამოსახლებული გერმანელების მიერ, ახლა კი მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედებს
ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
ტაძრის განვითარების მატიანე არ ვიცი, მაგრამ უნდა გამოვტყდე, არ მომწონს 1 ეკლესიის (თუნდაც ეს ქართული იყოს) სხვისაში შესახლება.

ეკლესია გარედან შელესილი იყო, რითაც დაფარული იყო ტაძრის თავდა1ლი იერი.
მხოლოდ სამრეკლოღა დარჩა შეულესავი. მასზე ხარაჩოებია მიმდგარი და, ჩანს, ამ საქმესაც დაასრულებენ.
მესანთლე ქალმა თქვა, წყალი ჩამოდიოდა და იმიტომ გავლესეთო.
თუმცა, გალესვის მიუხედავად, წყალი მაინც ჩამოდის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2009, 10:42

ლაგოდეხში გიონ შემოგვი1და და დაცული ტერიტორიის მთავარ შენობას მივადექით.
იქ გადავწყვიტეთ, რომ დროისა და ამინდის გათვალისწინებით შრომისხევის ჩანჩქერისა და მაჭის ციხიდან 1ლი გზა აგვერჩია.
თუ დრო დაგვრჩებოდა, ციხეზე შემდეგ წავიდოდით.
ზუსტად 4 სთში ავედ-ჩამოვედით ჩანჩქერზე.
საწვიმრების მიუხედავად, პირდავჩენილმა ღრუბლებმა გვარიანად გაგვლუმპა.
თუმცა, თბილი სათლისპირული წვიმა იყო.
ჩანჩქერი დიდი და ლამაზი დაგვიხვდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამინდი ფოტოების გადაღების ან მართლაც ლამაზი ბუნების სათანადო აღქმის შესაძლებლობას იძლეოდა.
თუმცა, როდესაც სამმართველო შენობაში დავბრუნდით, აღმოჩნდა, რომ ლაშქრობით ყველა ნასიამოვნები ვიყავით.

იქვე სუფრა გავშალეთ და რომ მივხვდით, რომ მაჭის ციხისკენ ვერ წავიდოდით, სადილობა გავაგრძელეთ.
საღამოს 9ზე ყველა დედაქალაქში ვიყავით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2009, 10:47

დიდი მადლობა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის სტუმართა მომსახურების განყოფილების
უფროსს ნათიას ყურადღებისთვის, მზრუნველობისთვის.
აგრეთვე, მცველს ("რეინჯერს" რომ შეცდომით უწოდებენ) ბატონ გოგის, რომელმაც
ჩვენთან 1ად ილაშქრა და ისე დარბოდა ეს 60 წლის კაცი, რომ ბევრ 20-30 წლის ახალგაზრდას შეშურდება.
მადლობა გასვლის მონაწილეებს, რომლებიც ავდარს არ შეეპუენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by Naia » 01 ნოე 2009, 11:13

მოუთმენლად ველი ფოტოებს. გული დამწყდა რომ ვერ შემოგიერთდით. დარწმუნებული ვარ, წვიმის მიუხედავად მაინც ძალიან ლამაზი იქნებოდა იქაურობა

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by Int3lig3nt » 01 ნოე 2009, 13:06

მაგრები ხართ :).

ფოტოებს ველოდები

თამუნა გუდარეხის სიაში გამოჩენა არ გამკვირვებია :D.
ყოჩაღი გოგოა ძალიან ;).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
baci84
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 27 ივლ 2009, 16:34
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by baci84 » 01 ნოე 2009, 14:54

ნასიამოვნები ვარ გუშინდელი გასვლით, წვიმა რო არა შეიდძლება ასეთი ეფექტი არ ქონოდა გასვლას.

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by Lado meleksishvili » 01 ნოე 2009, 14:57

ესეთ ლაშქრობაში ჯერ არვყოფილვარ, ძალიან ვისიამოვნე :D

სადახართ ხალხო? იმედია ყველა კარგადხართ :)

User avatar
baci84
ბოდიალა
Posts: 165
Joined: 27 ივლ 2009, 16:34
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by baci84 » 01 ნოე 2009, 15:11

ასე დავიწყეთ ნაკრძალსში ასვლა
Image

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by Falcon » 01 ნოე 2009, 17:52

კარგია რომ წვიმის მიუხედავად ნასიამოვნები დარჩით ამ გასვლით. იმედი მაქვს სხვა დროს შევძლებ შემოერთებას. :roll:


ველი სურათებს :wink:

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by burdula » 01 ნოე 2009, 18:22

სააღოლ სასტავ,კარგები ხართ :wink:
bag,music and a long road...

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by LiBrA » 01 ნოე 2009, 18:43

მოგესალმებით კარველებოოოო ! მეც ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი ჩვენი გასვლით. უკვე დღეს დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი წვიმიანი ლაშქრობის სურათებს. ვეცდები ჩემს არქივში არსებული ფოტოებით შემოგთავაზოთ ამ დღის ამსახველი რეპორტაჟი :)

დილით დათქმულ ადგილას შევიკრიბეთ. როცა მივხვდით, რომ აღარავინ მოვიდოდა, დავიძარით ჩვენი სამარშუტო მიმართულებით.ნაიამ სამწუხაროდ ვეღარ შეძლო ჩვენთან ერთად წამოსვლა და ამ ეტაპზე გაცილებით შემოიფარგლა.თუმცა გასვლამდე მოსწრო წვიმაში გადახდენილი ექსტრემალური თავგადასავლების მოყოლა.

Image

პირველად სიღნაღს ვესტუმრეთ. ე.წ.''სიყვარულის ქალაქმაც'' წვიმით და ნისლით გვიმასპინძლა :) მოკიწრყლული და ვიწრო ქუჩები ცარიელი იყო,ამიტომაც დავსეირნობდით შუა გზაზე თავისუფლად.

გალავანზე. baci84 და მისი + თამუნა

Image

Image

Image

meleksealpinisti

ეხლაც არ მავიწყდება მაგ ძაღლის თვალები, როგორ გიყურებდათ შენ და შენი ხელით გათლილ სტაფილოს :lol: :lol: ან სტაფილოს ითხოვდა ან კოცნას როგორც შენ დაასკვენი :lol: :lol:

Image

ამინდიც და გზაც ითხოვდა დალოცვას

Image

სანდრო ყველანაირ მდგომარეობაში ირგებს სასმელს :D

Image

უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელსაც უყვარს სტაფილო :wink:

Image
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by Tamusia » 01 ნოე 2009, 18:56

ეგრეც ვიცოდი, რომ მაგარი იქნებოდა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)

Post by LiBrA » 01 ნოე 2009, 19:09

სიღნაღის შემდეგ სოფელ ვარდისუბანს მივაშურეთ. აქ ვიხილეთ წარსულში გერმანელთა მიერ აგებული, აწ უკვე მართლმადიდებლურად მოქმედი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. როგორც გოგამ გვითხრა, ვარდისუბანში აქამდე კარვული გასვლა არ ყოფილა. პირველები ჩვენ ვიყავით :wink:

Image


Image


Image

ძალიან დამაინტერესა ღვთისმშობლის ამ ხატის ისტორიამ, ვინ ან როდის შემოწირა.ინიციალები რაღაც უფრო გერმანულს მივამსგავსე, ეკლესიის ისტორიას თუ გავითვალისწინებთ მაშინ უფრო გერმანული უნდა იყოს.მესანთლეს არ ქონდა ინფორმაცია ამის შესახებ.2002 წელი ვერ გავარკვიეთ შემოწირვის თარიღს აღნიშნავდა თუ ხატის დაწერის. ერთი შეხედვით ულამაზეს ფერებში დაწერილ ამ ხატს სიძველის იერი ქონდა.

Image

თუ ვინმეს რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ გაგვიზიარეთ.

P.S. სურათების გადაღება ნებადართული იყო ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]