წინა კვირას კორპორატიული გასეირნება მქონდა სამცხე-ჯავახეთში. მოვინახულეთ
მწვანე მონასტერი, ზარზმა, საფარა, ჭულე, აბასთუმანი, ვარძია და ვარძიის დედათა მონასტერი. თავიდან აზრად არ მომსვლია თემის გახსნა, რადგან კარვული გასვლა არ ყოფილა (თუმცა ორი კარველი ვმონაწილეობდით

_ მე და ნინო.მ.) მაგრამ შემოდგომის ულამაზესი ფერებით ისე მოვიხიბლე, მინდა თქვენც დაგანახოთ ჩვენი თვალით დანახული თბილი, მზიანი, წითელ-ყვითელ-ოქროსფერი სამცხე-ჯავახეთი. თავად გასვლა უზომოდ ხალიასიანი და დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო, ამჯერად მხოლოდ მონახულებული ადგილების ფოტოების დადებით შემოვიფარგლები

ამჯერად არც ამ ძეგლების შესახებ ცნობებით მოგაწყენთ თავს, რადგან მინდა უბრალოდ, მხოლოდ ფოტოებით შეიგრძნოთ 2009 წლის შემოდგომა სამცხე-ჯავახეთში

.
თავდაპირველად მწვანე მონასტერი ვნახეთ
ქვებზე შერჩენილი ნაწამები ბერების სისხლი
