ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2009, 13:50

ეს გასვლა მანქანებით მოეწყო და ეძღვნებოდა caucasicaს.
მის დაბადების დღეს დაემთხვა.
ვიყავით შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.
ამიტომ, გასვლის აღწერილობას 2 ნაწილად გავყოფ.

1. რეგიონი:
შიდა ქართლი, ხაშურის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-გომი-ვაყა-ალი-ულუმბო-გომი

3. ხანგრძლივობა:
ამ ნაწილისთვის ნახევარი დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი-გომი-ულუმბო დაახლოებით 130 კმია.
ფასი განვლილ მანძილზეა დამოკიდებული.
ჩვენს შემთხვევაში, 1 დღიანი ტური, რომელშიც ახალციხის რაიონის ძეგლებიც შევიდა, მგზავრზე 16 ლ დაჯდა.


6. მონაწილეთა რაოდენობა
2 მანქანა, 9 მგზავრი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გომი-ულუმბოს მონაკვეთი დასახლებულია.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-გომი დაახლოებით 85 კმ
გომი-ვაყა-ალი-ულუმბო დაახლოებით 30 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ძალზედ მცირე.
ძეგლებამდე მანქანით მივედით.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ვაყას ტაძარი - ტაძრის მე2 სართულზე კიდევ 1 ტაძარია.
საკურთხევლის კედლებზე ძველი ფრესკების კვალია
ალის კვირაცხოვლის ტაძარი - შიგნიდან და გარედან ისეა შეღებილ-შელესილი, რომ სიძველის კვალი მომსპარია.
ტაძრის დასავლეთ ფასადზე სიძველის 2 მცირე ნაწილია შემორჩენილ-შემონახული.

ულუმბოს მონასტერი
აქაც ნაკლებად არის ჟამის კვალი.
მონასტრის ეზოში მიწაში დიდი ძველი ქვევრია ჩადებული.
ულუმბოს მონსტრიდან 500-600 მეტრშია წმ. გიორგის სახელობის მამათა კიდევ 1 მონასტერია

12. საბანაკე ადგილები:
სოფლებში არ არის.
ულუმბოს მონსტერთან ახლოს მცირე ბანაკის მოწყობა შესაძლებელია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში, ულუმბოს მონასტრებში მომარაგებული წყალიც აქვთ და წყაროც

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი.
ულუმბოს მონასტერში შარვლიან ქალებს არ უშვებენ.
ახლოს მდებარე კიდევ 1 მონასტერში ქალების დაშვება მხოლოდ დღესასწაულებზეა დაშვებული.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო, მათ შორის ზამთარშიც, თუ დიდი თოვლი არ არის

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი. ზამთარში, შესაძლოა, მგლის თავდასხმის საფრთხე შეიქმნას

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ნაბახტევის ტაძარი. ყველა სოფელშია ტაძარი.
ვაყასა და ალში სხვა ტაძრებიც არის.
აგრეთვე, რუის-ურბნისის ტაძრები.
ციხესიმგრეების აშკარა ნაკლებობაა.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ფეხით ლაშქრობა მთავარი გზიდან ულუმბომდე.
1 გზა 6 კმია

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სოფლებში იჭერს, ულუმბოში - არა

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
სოფლის მოსახლეობა

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ჯი-პი-ეს მონაცემები არ აგვიღია.
რუკის საჭიროება არ არის.
ულუმმბობდე მისასვლელი გზა მონიშნულია

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
640-865 მეტრის ფარგლებში

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8

24. სასარგებლო ბმულები

დაგეგმვის თემა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3797&start=0

1-1 გასვლის თემა
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2301
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2009, 13:51

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
გომი-ხაშური-ბორჯომი-სლესა-აწყური-ახალციხე-საფარა და უკან თბილისში

3. ხანგრძლივობა:
ნახევარი დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მთლიანად 16 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
1 მანქანა, 5 მგზავრი, ახალციხეში შემო1ებული koko 255 და მისი 2 ახლობელი

7. გასვლის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სლესა-აწყური - ბორჯომი, ქვაბისხევი
საფარა - ახალციხე

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
გომი-ბორჯომი-ახალციხე-საფარა 211 კმ

გასვლაში ს1ო ჯამში 472 კმ გავიარეთ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ძალზედ მცირე.
ძეგლებამდე მანქანით მივედით.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ციხე-სიმაგრეები, გოდოლები, სხვა სათავსოები.

საფარა - ტაძარი, ძველი ფრესკები, ჩუქურთმები, გალავნის ციხეკოშკი

12. საბანაკე ადგილები:
ციხის ძირებთან,
საფარას ტაძრამდე მდებარე ტყეში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებშიც არის და ტაძარშიც.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ციხეებზე სასიარულოდ საჭიროა შესაფერისი ფეხსაცმელი.
ცხელ სეზონზე კი მზისგნ დამცავი ნელსაცხებლები

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო, მათ შორის ზამთარშიც, თუ დიდი თოვლი არ არის

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:

მწვანე მონასტერი, ქვაბისხევის ტაძარი ციხეებთან
საფარას მიდამოებში - რაბათის ციხე ახალციხეში, ოქროს ციხე, აბასთუმანი

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ფეხით ლაშქრობა ახალციხიდან საფარამდე.
1 გზა 12 კმია

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ოპერატორები შეუფერხებლად მუშაობენ.
ახალცხიხეში შეფერხება აქვს (ან არ იჭერს) "ბილაინს"

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ადგილობრივი მოსახლეობა

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ჯი-პი-ეს მონაცემები არ აგვიღია.
რუკის საჭიროება არ არის.
თუმცა, საფარამდე მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი მოუნიშნავია.
გზის 1ლ გამყოფთან მარცხენა მიმართულებაა ასარჩევი

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
დაახლოებით 970 მდე

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
6 (ციხე-სიმაგრეები საფუძვლიანდ ვერ ვნახეთ, საფარაში დაისის პირს ავედით

24. სასარგებლო ბმულები
დაგეგმვის თემა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3797&start=0

"კარავის" თემები -
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2628
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1216

აწყურის ციხეზე მატიანედან -

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 83%90_1770

http://wikimapia.org/10583430/ka/%E1%83 ... 0%E1%83%94

სლესაზე -
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... %E1%83%98)

საფარაზე -
http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru/ ... afaraa.htm
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2009, 13:54

მონაწილეები:

1. ნაია (მანქანით)
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ლიკაკო
4. Mta Mkvarebia
5. Toma

6. აცა (მანქანით)
7. კურუშ
8. პაატა.ჯი
9. DON

მე10, მისის აცა აღარ წამოვიდა.
ამიტომ 9ნი ვიყავით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by qvevri » 19 ოქტ 2009, 13:59

დიდათ მოსაწონი მარშრუტი შეგირჩევიათ. მანდ (ვაყა-ალი) ამ გაზაფხულზე მეც ვიყავი (თემას "უწლევი" ქვია). ვაყადან ალისკენ მიმავალმა ძალიან საინტერესო ტაძარი დავინახე სოფელ ალთან შორიახლოს, სავარაუდოდ ნათლისმცემელი უნდა იყოს და თუ ნახეთ დიდათ გავიხარებ, რადგან სულ მაინტერესებდა რა ტაძარი იყო და ქონდა თუ არა წარწერა-ჩუქურთმა. მოკლედ დიდი ინტერესით ველი სურათებს.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2009, 14:03

გეგმის მიხედვით ულუმბოს მონასტერი ვნახეთ.
რადგან გზად არის სოფლები ვაყა და ალი, იქაური ტაძრებიც ვნახეთ.
თუმცა, არა ყველა.
მაგალითად, სოფელ ალში 4 (შეიძლება, 5ც) ტაძარია.
ულუმბოს მონასტრამდე მაღალი გამავლობის მანქანებიც ავა და ალბათ, დაბალი გამავლობისაც, თუ
მძღოლი მოხერხებული და გამ20დილია.
ულუმბოს მონასტერში შარვლიან ქალებს არ უშვებენ.
ტაძრიდან დაახლოებით 600 მეტრში, ასევე ტყეში კიდევ 1 მონასტერია. ახლა იქ სამშენებლო სამუშაობებია.
ძირითად ტაძარი დასრულებულია.
აქ ქალებს მხოლოდ დღესასწაულებზე უშვებენ.
მონასტერი წმ. გიორგის სახელზეა. გადმოცემით, აქ ძველად ყოფილა ეკლესია. თუმცა, კვალის მიგნება ჭირს.

აცას ეკიპაჟმა მცირე ხნით ნაბახტევისკენ გადაუხვია, ჩვენ ბორჯომის გზას გავუდექით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2009, 14:04

qvevri wrote:დიდათ მოსაწონი მარშრუტი შეგირჩევიათ. მანდ (ვაყა-ალი) ამ გაზაფხულზე მეც ვიყავი (თემას "უწლევი" ქვია). ვაყადან ალისკენ მიმავალმა ძალიან საინტერესო ტაძარი დავინახე სოფელ ალთან შორიახლოს, სავარაუდოდ ნათლისმცემელი უნდა იყოს და თუ ნახეთ დიდათ გავიხარებ, რადგან სულ მაინტერესებდა რა ტაძარი იყო და ქონდა თუ არა წარწერა-ჩუქურთმა. მოკლედ დიდი ინტერესით ველი სურათებს.
კი, საინტერესო ძეგლია და სამაგისო გასვლაც გავაკეთოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by Naia » 19 ოქტ 2009, 14:13

qvevri wrote:დიდათ მოსაწონი მარშრუტი შეგირჩევიათ. მანდ (ვაყა-ალი) ამ გაზაფხულზე მეც ვიყავი (თემას "უწლევი" ქვია). ვაყადან ალისკენ მიმავალმა ძალიან საინტერესო ტაძარი დავინახე სოფელ ალთან შორიახლოს, სავარაუდოდ ნათლისმცემელი უნდა იყოს და თუ ნახეთ დიდათ გავიხარებ, რადგან სულ მაინტერესებდა რა ტაძარი იყო და ქონდა თუ არა წარწერა-ჩუქურთმა. მოკლედ დიდი ინტერესით ველი სურათებს.
ეგ ალბათ ნაბახტევის ეკლესია იქნებოდა. ჩვენც გვინდოდა შევლა, მაგრამ დროში ვეღარ ვეტეოდით.

ფოტოაპარატი სახლში დამრჩა, ამიტომ მეც დიდი ინტერესით ველი სხვების მიერ გადაღებულ ფოტოებს :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ოქტ 2009, 14:21

3 სთზე ბორჯომში შევიკრიბეთ. იქ კავკასიკა მოვინახულეთ და დაბადების დღე მივულ20ეთ.
სამზადისში იყო.
ჩანდა, საღამოს დიდი სუფრა უნდა გაეშალა.

ჩვენ ციხეებისკენ განვაგრძეთ გზა.
აცას და ნაიას ეკიპაჟები საღამოს შეხვედრის იმედით, სლესის ციხესთან გაიყო.
აცამ, პაატამ, დონმა და კურუშმა რა გზა გაიარეს და ნახეს, იმედია, "კარავზეც" გაგვიზივრდებიან.

ჩვენი ჯგუფი, რომელშიც ნაია, ლიკაკო, მთაშენკა, ტომა, სიყოჩაღით თომად წოდებული და მე შევდიოდით, სლესას შემდეგ, რომელსაც მოქცევის ციხესაც უწოდებენ, აწყურის ციხის ძირამდე მივედით.
იქ რამდენიმე ფოტო გადავიღეთ.
ამინდი იმდენად კგ იყო, რომ გადავწყვითეთ, დამატებით რამე გვენახა.
საფარაზე შევჩერდით.
ახალციხეში ვარძიიდან მინიბუსით მომავალ ნინელის, იგივე კოკო 255ს და მის 2 ახლობელს შევხვდით.
მათ მანქანაში გადავსხედით და საფარაში ავედით.
მიმწუხრის პირი იყო.
მზე მთის კიდეებზეღა ნავარდობდა.
ცოტა ხნით გავჩერდით.
ახალციხეში 3ეულს დავემშვიდობეთ და ჩვენ ბორჯომში კავკასიკასკენ გავწიეთ.
რვის ნახევარზე მივედით.
მხიარულება და ჟრიამული დაგვხვდა.
12ზე ყველა შინ ვიყავით.

მშვენიერი დღე იყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by qvevri » 19 ოქტ 2009, 14:39

იმედია მეტიჩარობაში არ ჩამომართმევთ, მაგრამ ვინაიდან ეს გასვლა ნაწილობრივ ჩემს მიერ განვლილ მარშრუტს ეხება დავდებ ბმულს, ვინძლო ამ უკანასკნელმა ამავე თემას რაიმე საინტერესო შესძინოს. :wink:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3353&start=0

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by Naia » 19 ოქტ 2009, 14:48

qvevri
ძალიან საინტერესო რეპორტაჟია

მაგ მხარეს იმდენი საინტერესო ძეგლია, რომ მგონი 1 სპეციალური გასვლაა მოსაწყობი.

სხვათაშირის, ულუმბოში გვითხრეს რომ ტყეში მრავლადაა დანგრეული ეკლესიებიო...

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ვაყა-ალი-ულუმბოს ტაძრები, სლესა-აწყურის-ციხეები და საფარა

Post by meleksa » 19 ოქტ 2009, 16:36

როგორ დამწყდა გული რო ვერ წამოვედიიიი :( :( :( სულ ჩემი ჯგუფელების ჩარგალის ბრალია რაააა, უფ :twisted: :twisted: :twisted:
Image





ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]