თუშეთი 3-11 აგვისტო
Posted: 05 ოქტ 2009, 20:05
მივესალმები ლაშქრობის და მოგზაურობის ყველა მოყვარულს 
მინდა რომ ჩემი ოჯახის ორგანიზებით მოწყობილი ლაშქრობის შესახებ გიამბოთ, რომელიც ამ ზაფხულში თუშეთში მოვაწყვეთ. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ჩამოვედი თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ შუა მოგზაურობაში მარშუტის შეცვლა მოგვიწია. ჩემი კმაყოფილების მიზეზი ალბათ ის იყო, რომ მიუხედავად მარშუტის ცვლილებისა, მაინც მოვახერხეთ გვენახა პირიქეთის ხეობა სოფელ გირევამდე, გომეწრის (ანუ თუშეთის ალაზნის) ხეობა და რაც მთავარია წოვა თუშეთი, რომელსაც ადგილობრივები წოვათას ეძახიან.
გული იმაზე დამწყდა, რომ ვერ მოვახერხეთ გვენახა სოფლები დიკლო და შენაქო, თუმცა მთავარის ანუ წოვა თუშეთის ნახვა რომ მოვახერხეთ ამან ძალიან მასიამოვნა.