მაშ ასე გათენდა მომდევნო დილაც. კარვიდან რომ გამოვძვერი და დილის მზის სხივები მომხვდა ძალიან გამიხრდა. ამ ზაფხულის გადამკიდე მზის დანახვა სასიხარულო მოვლენა იყო.
ასე დილის 7 საათი იქნებოდა რომ ავდექი. გიო და ირაკლი უკვე ამდგარიყვნენ და ცეცხლის დანთებაც მესწროთ. სხვებს ჯერ-ჯერობით ტკბილად ეძინათ. როგორც ბიჭებმა მითხრეს გიოს თითქმის მთელი ღამე არ უძინია: პირველად ათევდა ღამეს კარავში და ალბათ ამის ბრალი იყო
მცირედი ბჭობის მერე ჩვენ სამმა გადავწყვიტეთ კესელოს კოშკებზე ავსულიყავით და თან წინასწარ გვენახა ის გზა თუ ბილიკი რომელსაც უნდა გავყოლოდით.
როგორც მოგვიანებით ვნახეთ დართლოსკენ მიმავალი სამანქანო გზა ქვემო ომალოს ბოლოდან ორად იყოფა: მარცხენა გზაზემო ომალოში ადის და კესელოს კოშკებს გვერდზე გაუვლის, ხოლო მარჯვენა გზა ზემო ომალოს გვერდის ავლით მიდის დართლოში. ჩვენ მარცხენა მიმართულება ავირჩიეთ და სამანქანო გზის ნაცვლად ბილიკს გავყევით, რომელიც ფერდობს მარცხნიდან უვლიდა და პირდაპირ კესელოს ქვემოთ გადიოდა.
ჩვენც მივყევით ამ ბილიკს. როდესაც მარცხნიდან შემოვუარეთ ფერდობს დილის ბინდ-ბუნდში კესელოც გამოჩნდა:

By
Bernar
ბილიკმა ზემო ომალოში შეგვიყვანა. ორღობეებში ცოტა სიარულის შემდეგ სამანქანო გზაზე გავედით. მივყევით ამ გზას და როცა დაბლა დაიწყო დაშვება ჩვენც შევჩერდით. ჩვენს წინ საკმაოდ დამრეცი ფერდობი იყო, ფერდობის შემდეგ მოზრდილი მდელო, ხოლო მდელოს შემდეგ უკვე პირიქეთის და გომეწრის ხეობების გამყოფი ქედი იწყებოდა. დართლოში მოსახვედრად ეს ქედი უნდა გადაგვეარა. სამანქანო გზა ჯერ მარცხნივ მიყვებოდა გომეწრის ხეობას და შემდეგ სერპანტინით ადიოდა ზემოთხსენებულ ქედზე.
იყო მეორე ვარიანტიც: ჩვენს პირდაპირ კარგად მოჩანდა თუ როგორ მიუყვებოდა ძველად განაკეთები გზის ფრაგმენტები ზემოთხსენებული ქედის ფერდობს. ცხადია ეს უფრო მოკლე გზა იყო, რომელიც ხეობების გამყოფ ქედზე უერთდებოდა სამანქანო გზას.
როდესაც ეს ყველაფერი გავარკვიეთ უკან გამოვბრუნდით და კესელოს ფერდობს მივადექით. სანამ ფერდობს მივადგებოდით, ერთი-ორი სურათიც გადავიღეთ:

By
Bernar

By
Bernar
ფერდობზე ძველი და მოუქნელი რკინის კიბე იყო დამაგრებული. ავძვერით კიბეზე და მარჯვენა განაპირა კოშკზე ავედით:
ეს გიოა:

By
Bernar
აქ გიო და ირაკლი არიან:

By
Bernar
ეს თუშეთის ალაზნის ხეობის ქვედა ნაწილი: ძალიან ლამაზია ფიჭვნარი:
სურათს შუაწელში თუ კარგად დააკვირდებით, სოფელ ბოჭორმასაც დაინახავთ

By
Bernar
ეს მოახლოებულ კადრში:

By
Bernar
ეს ხისოს ალაზნის ხეობაა: შეგახსენებთ, რომ ამ ხეობას მოუყვება სამანქანო გზა რომელიც თუშეთს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. სურათში სულ უკან აბანოს უღელტეხილიც მოჩანს

By
Bernar