Page 1 of 9

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 20:38
by Tamari-ch.
1. რეგიონი:
ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ახალსოფელი - სოფელი გოხნარი - მანგლისი -თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო სირთულის ფეხით
ჯიპით მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ვიყავით ჯიპით


6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
6 კაცი
ორგანიზატორი Tamari-ch.

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
მანგლისი - გოხნარი - ახალსოფელი

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანგლისამდე 60 კმ -
გოხნარამდე 10 - 12 კმ
სულ 70-72 კმ

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 0,5 კმ

10. სანახავი ღირშესანიშნაობები
გოხნარის მეგალითები - ციკლოპური ნაგებობანი -
სოფელ გოხნარში წმ გიორგის და წმ მარიამის ეკლესიები
სოფელ ახალსოფელში წმ გიორგის - წმ მარიამის, წმ კვირიას და ზირბითის წმ გიორგის, კვირიკეს, წმ პეტრე-პავლეს ეკლესიები

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან - წყაროა სოფელში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელ ახალსოფელში წყარო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, წყლის მათარა, ფარანი და
საწვიმარი

ახალსოფელში და გოხნარში გრუნტის გზა ჩადის
და ძლიერ წვიმაში უკან ამოსვლა გაჭირდება.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ამინდი იყო იდეალური ამ გასვლისათვის
- არც ცხელოდა და არც წვიმდა.
როცა ყველაფერს მოვრჩით წვიმაც დაიწყო..
საერთოდ იქ გასვლა ჯობია მორღუბლულ ამინდში,
სიცხეში გაჭირდება კლდეებზე სიარული


16. რისკები, საფრთხეები:
გვირაბებში ბუნაგი ვნახეთ, მერე გვითხრეს რომ დათვისაა -
ქვეწარმავლები სიცხეში -
კლდეზე ფრთხილად - ჩასავარდნი ადგილები ბევრია-
უმჯობესია ფეხსაცმელი იყოს სპორტული, საძრომიალოდ გამოსადეგი

17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ვერ ვნახეთ გოხნარის ქვის მამიდა
ტბის მიდამოები
და ადგილობრივების თქმით,
ყოფილა კიდევ ეკლესია ოძელაშვილის ნამოსახლათანო -
უძველესიაო და არქეოლოგები მუშაობდნენო.
ასევე კიდევ ერთიაო ზირბითის თავზე.


18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სასეირნოდ და სანადიროდ -
ულამაზესი ადგილებია

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგადად იჭერს მაგთი -
ზოგ ადგილებში ითიშება

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
6-7

23. სასარგებლო ბმულები და რჩევებ ი
ლოდოვანებთან ასვლას დამოუკიდებლად არ გირჩევთ -
ტყეშია და ვერ მიაგნებთ
მეგზური წაიყვანეთ -
ადგილობრივები ძალიან თბილი და დაუზარელი ხალხია-
პატივი გვცეს და გვიმეგზურეს


ამ გასვლისათვის მზადების თემა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3715&start=0

წინა გასვლა -
გოხნარი I
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3428&start=0

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:13
by Tamari-ch.
გოხნარის თემა თითქმის ამოვწურთ -
თითქმის ყველაფერი ინახა იქ,

თითქმის იმიტომ ვამბობ, რომ დაგვრჩა სანახავი ე.წ. "ქვის მამიდა".

ადგილობრივების გადმოცემით ამ დიდ
მეგალითურ ქვასთან დაკავშირებით თქმულება არსებობს:
...
ერთ ქალს მიჰქონდა საჭმელი ქართველი მეომრებისათვისო
და უკან ჩუმად თათრები გამოჰყოლიან..

ეს რომ გაიგო, ქალს უტხოვია ღმერთისათვის, ქვად მაქციეო
და მართლაც ასე მომხდარა.

ადგილობრივებმა გვითხრეს -
ამ ქვას ვატრიალებთ ამინდის შესაცვლელადო
როცა წვიმებია
მოვატრიალებთ და დარი დგებაო
ან პირიქით..
ქვა მეგალითური წარმოშობისაა
და ჩვენ აღარ მივსულვართ მის სანახავად
ვერ ვასწრებდით -
ის სხვა მთაზეა.

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:14
by Tamari-ch.
დილით შევხვდით 6 ადამიანი
ერთმანეთს სადგურთან

მზადება გასვლისათვის

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:15
by Tamari-ch.
Image

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:18
by Tamari-ch.
მოვემზადეთ -
ვიყიდეთ რაღაც-რაღაცეები
და გავედით -

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:23
by Int3lig3nt
Tamari-ch.
ერთ მანქანით წახვედით :)?

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:23
by Tamari-ch.
ახალსოფელში ცენტრში მივედიტ წყაროსთან
და დავიწყეთ მეგზურის ძებნა...

ამასობაში ვინც ჩვენს შორის პირველად იყო ამ მხარეს -
დაიწყეს ახალსოფლის წმ გიორგის ეკლესიისა დათვალიერება
Image

ამ ეკლესიის შესახებ უკვე ვისაუბრეთ წინა გასვლის რეპორტაჟში -
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=75

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:24
by Tamari-ch.
Int3lig3nt wrote:Tamari-ch.
ერთ მანქანით წახვედით :)?
კი მშვენივრად ჩავეტიეთ
ის კი არა და კიდევ 2 კაცი ჩავისვით ადგილობრივები
რომელთაც მეგზურობა გაგვიწიეს -
ხვიჩა და მათე....

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:25
by Tamari-ch.
ეკლესიის ფოტოები მე უკვე მქონდა
დამატებით გადავიღე სსაფლაოს ქვები, რომელიც მეტად საინტერესოა
გოხნარში და ახალსოფელში

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:30
by Tamari-ch.
სასაფლაოს ეს ქვები უძველესი უნდა იყოს
რამდენიმე ტიპის გამოსახულებას ვხვდებით ხოლმე

ზოგჯერ გამოსახავდნენ ქალს ან მამაკაცს

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:32
by Tamari-ch.
აი ასეთი უცნაური ფორმის ფიგურა არა მარტო ახალსოფელში
არამედ გოხნარის სასაფლაოზეც გვხვდება
არ ვიცი ეს რას ნიშნავს-
Image

:roll:

იქნებ კვერთხია
და მიცვალებული იქნებ უხუცესი იყო?
:roll:

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:33
by Tamari-ch.
ზემოთ თითქოს ხმლის ვადაა
შესაძლოა მეომარი იყო?

Image


ამ ფიგურას კი ვამსგავსებ შვილდისარს

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:38
by Tamari-ch.
აი ეს კი მართლა ვერ გავიგე რას ნიშნავს
:shock:
:roll:

ვერც ვერაფერს ვამსგავსებ ამ ფიგურას

Image


:roll: :?:
Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:39
by Tamari-ch.
ეკლესიის ღობეში ვიღაცას წისქვილის ქვა ჩაუტანებია
:D

Image

გოხნარი II - ლოდიანები 27.09.09

Posted: 27 სექ 2009, 21:45
by Tamari-ch.
სანამ ეკლესიას ვათვალიერებდით -
ამასობაში გამოიარეს ადგილობრივმა სოფლელებმა....

გავესაუბრეთ....
ერთ ერთმა თანხმობა მოგვცა მეგზურობაზე
და თავისი მეგობარი მათეც წამოიყვანა
იმა უკეთ იცის ლოდიანების გვირაბებიო...


ჩავისვით ის ბიჭები
და დავადექით " გზას" -
უფრო სწორედ,
არანაირი გზა არ არსებობდა
ჩვენი ჯიპი პირდაპირ შუა ტყეში და მთა მთა
ჭრიდა გზას...

Image