Page 1 of 4

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 11:33
by levanika
მოყვარული ალპინისტების მიერ მთა "შოდაკედელას" დალაშქვრა.

ალპინისტური ასვლა მიეძღვნა სამამულო ომის რაჭველ გმირებს.

1. რეგიონი: რაჭა, ონის რაიონი
2. მარშუტის დასახელება: ქ.ონი--სოფ.ღები-მთა "შოდაკედელა"-სოფ.ღები-ქ.ონი(მუქად გამოყოფილია ფეხით გავლილი მარშრუტი)

3. ხანგრძლივობა: 2 ღამე და 3 დღე

4. სირთულე: საშუალო სირთულის მზიან ამინდში, წვიმის პირობებში ძალიან რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი: თბილისი-ონი-თბილისი: 40 ლარი მინიბუსის მგზავრებისთვის, ქ.ონი-სოფ.ღები-ქ.ონი:10 ლარი ავტობუსით მგზავრობისას(ავტობუსი კვირაში სამჯერ დადის:სამშაბათს,ხუთშაბათს და კვირას)

6. მონაწილეთა რაოდენობა: 10 ადამიანი:

1. მაისურაძე შურა (82 წლის)
2. ბერიშვილი უჩა (74 წლის)
3. ჯაფარიძე ბუხა (74 წლის)
4. ჯაფარიძე რამაზი (50 წლის)
5. ჯაფარიძე ალექსანდრე (24 წლის)
6. ჯაფარიძე ნოდარი (24 წლის)
7. ჭურღულია გურამი (16 წლის)
8. დვალი ლევანი (25 წლის)
9. მეტრეველი ზაქრო (23 წლის)
10. ბურდილაძე რომანი (30 წლის)

7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფ.ღები.

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 345კმ. თბილისიდან-სოფ.ღებამდე.

9. ფეხით გავლილი მანძილი: 3 დღის განმავლობაში დაახლოებით 25კმ.

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: მწ.ბურჯულა, მწ.ლაბოდა, მდ.რიონის ხეობა და მთის წვერიდან ჩანს მთლიანად ონის რაიონი სოფლების რაღაც ნაწილით, კურორტი შოვი და სოფ.ჭიორა.

11. საბანაკე ადგილები: მწყემსების ბინებთან არის ვაკე ადგილები სადაც შეიძლება კარვების გაშლა სასმელი წყალი უხვად არის ამ ადგილებში.

12. სასმელი წყალი მარშრუტზე: სოფ.ღებში უნდა აიღოთ ის მარაგი რაც მწყემსების სახლებამდე მისვლაში დაგჭირდებათ,სავარაუდოდ კაცზე ნახევარი ლიტრი წყალი,მწყემსების სახლებთან კი ძალიან ბევრი მდინარე და წყაროა.

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სალაშქრო ფეხსაცმელი, რომელიც კლდეზე, განსაკუთრებით სველზე არ ცურს. ჯობია სანდლები გეცვათ, მაგრამ ისეთი, რომელსაც კარგი მოჭიდება აქვს კლდეზე,ალპინისტების კლდეზე სასიარულო შესაბამისი იარაღები თუ გექნებათ თავს ძალიან დაცულად იგრძნობთ,თუარადა კარგი თხილის ჯოხი კარგი გათლილი წვერით აუცილებელია, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ფანარი - თუკი ღამით ტყეში შემოღამების საშიშროებაა. კარგ ამინდში- დამცავი ნელსაცხებელი და ქუდი ასევე აუცილებელია.
კიდევ ერთი რჩევა - მთაზე კარგ ამინდში ადით, ცუდი ამინდი სრულიად აფუჭებს შთაბეჭდილებას და სახიფათოც არის.


14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული. აგვისტოს თვე.

15. რისკები, საფრთხეები: კლდეზე დაცურების საფრთხე, ასევე ნისლში დაკარგვის საფრთხე, წვიმის დროს მოსალოდნელია ნიაღვრები.

16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: მდინარე რიონის სათავე და ფასის მთა,აგრეთვე უძველესი დროს დასახლებული პუნქტი "გონა".

17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ადგილ-ადგილ მაგთი იჭერს, ძირითადად ტყეში, მწყემსების ბინებთან არ იჭერს და თუ მწვერვალზე ახვალთ იქ უკვე ყველაფერი იჭერს.

18. ზღვის დონიდან ყველზე მაღალი წერტილი: მთა "შოდაკედელა" რომლის სიმაღლეა 3620 მეტრი ზღვის დონიდან.
19. დანარჩენს კი ეხლა მოგიყვებით :)

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 12:09
by levanika
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 12:09
by levanika
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 12:55
by Mta Mkvarebia
levanika wrote: ....დანარჩენს კი ეხლა მოგიყვებით :)
levanika
გისმენთ გულისყურით. საინტერესო მარშრუტი ჩანს :)

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 12:55
by levanika
Mta Mkvarebia
კი კი ყველაფერს დავწერ თავისივე ფოტოებით და ახსნებით

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:15
by levanika
ესეიგი დათენდა 2009 წლის 3 სექტემბრის მშვენიერი დილა და ჩვენც შევუდექით შოდაკედელასკენ მიმავალ გზას.
შოდაკედელაზე ასვლა 2 მხრიდან შეიძლება,ამჯერად ჩვენ ვიყავით სოფელი ღებიდან ასასვლელი გზით.
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:24
by levanika
სოფელ ღებში ვიქირავეთ ცხენი,რომელმაც ძალიან გაგვიადვილა ტვირთის გადატანა,იმდენად გაგვიადვილა რომ ჩემი საძილე მეშოკიც კი დაკარგა :) და სულ მსუბუქად ვიარე,ასე რომ გირცევთ ტუ იქირავებთ ცხენს კარგად დაამაგროთ ტვირთი
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:27
by levanika
რომ გადაივაკებთ იქ არის ახალი აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მას გაცდებით თუარა იქვე არის დასალევი წყალი
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:30
by levanika
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:37
by levanika
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:38
by levanika
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:41
by levanika
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:42
by levanika
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:43
by levanika
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

"შოდაკედელა” სექტემბერი 3-5, 2009

Posted: 19 სექ 2009, 15:44
by Mta Mkvarebia
levanika
თავდან რომ დებდი, იმ ზომით რომ დადო ფოტოები ჯობია, უფრო მოსახერხებელია :)