Page 1 of 7

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 10:43
by meore monadire
გვიან დავბრუნდით და ამიტომ თემას დღეს ვხსნით, იმდენჯერაა მსგავსი ლაშქრობების აღწერა ამ ფორუმზე რომ, მათ გადმოკოპირებას აზრს ვერ ვატან :)

აჩხოტის გასვლის მთავარი მიზანი იყო ჩემი მომავალი მეუღლის ლაურას მონათვლა მართლმადიდებლურად ...

ჩემი მეგობრები ვაპირებდით წასვლას მაგრამ რადგან მათი უმეტესობა კარველი იყო ამიტომ კარვულ ნათლობად იქცა :)

22 კაციან მარშუტკაში იქეთა გზიდან 28(!) კაცი მოვდიოდით, თან ბალალაიკის დაკვრისა და საცეკვაო ადგილიც გვქონდა დარჩენილი :)

ბალალაიკა და ცეკვა ცალკე თემაა, ისიც გამოუცდელობის გამო ბარის ლუდი რომ გადასაღვრელი აგვიხდა :)

ხოოოდა, დილით რამდენიმე ჩემი პლიუსის დაგვიანების გამო ერთი ორჯერ მომიწია გზაში მონადირის არცთუ ქება დიდებით გაძეძგილმა საუბარმა :)

ჩემი და ჩემი პლიუსების მისვლისას ყველა ადგილზე იყო, კაკატულის თავისი ჯადოსნური თერმოსი წამოეღო, საიდანაც სიცოცხლის წყარო მოდიოდა :)

ბიჭები სამწვადესა და სუფრის მასალების მოსატანად გავიდნენ, მე ხეიბრის სტატუსით გოგოგნების გასართობად დავრჩი :) მალევე დავიძარით, დუშეთის გადასახვევთან, ჯაბა ლიკა და ბალალაიკა შემოგვიერთდნენ :)

შემდეგი სიარული უკვე ბალალაიკის თანხლებით გაგრძელდა... ანანური მოვილოცეთ და პირდაპირ არჩილს მივადექით აჩხოტში ...

ნათლობის შემდეგ სამ სამი ირაკლის ფერადით დავრაზგონდით, თან ლამაც შემოგვიერთდა და მერე მთელი გაზა ასე მეგონა ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით :)

ავენისში არჩილ დაკოტელმა შესანიშნავი მწვადები შექვა აბალდუის ცოლისძმა და ლამა ერთმანეთს ლექსების ცოდნაში შეეჯობრნენ, მირანდამ ავენისის მიწას სულ ბუღი ადინა ცეკვით, დაღალა ყველა კავალერი და უკანა გზაზე უკვე დაღლილობისგან უმეტესობას ეძინა :)


მშვენიერი გასვლა ნათლობა გამოგვივიდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა მასში მონაწილეს, განსაკუთრებით არჩილ აბალდუის, რომლის წყალობით კიდევ ერთით მეტი ქრისტეს მხედარი დაიარება საწუთროს :)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 10:57
by keto
ნათლობას წინა დღეს სტეფანწმინდა-გველეთ-გერგეტმოვლილი მე და ჩემი ეკიპაჟიც შევუერთდით. სულ რამდენიმე ფოტო გადავიღე და სანამ დანარჩენები ატვირთავენ, შემოგთავაზებთ :)

Image

Image

Image

Image

ესეც კისერგაშეშებული და ბაფთაშებმული ვანსკი :D
Image

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 11:30
by Naia
ლაურას ვულოცავ გაქრისტიანებას. ფოტოებს და რეპორტაჟს დიდი ინტერესით ველი.

პს. ვანკსი რა საყვარელია თავისი ბაფთით :)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 11:37
by Truli
კარგი იყო :)
მე და ჩემი პლუსი ჯუთადან ფეხით მოვდიოდით და ნათლობის ბოლოს მოვუსწარით. ცუდი ამინდი იყო....
ეკლესიაში მეც შევედი, მარა ცოტა წარმართული მიზნებით ;)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 11:53
by ARCHILI
ჩემს ნათლულს ამიერიდან ჰქვია თამარი, მოფერებით თაია :)

და დიდი მადლობა ბექას და მის მომავალ მოეუღლეს ამ ძალიან დიდი ნდობისა და პატივისათვის.

:)

ძალიან ბედნიერი დღე გვქონდა გუშინ.

და ჩვენ მშვენიერი ზეიმი მოვაწყვეთ.

მონასტერში გუშინწინ ჩავედით მე და ჩემი საცოლის ძმა ლექსო - იგივე სალამურა.

ჩვენი შეგროვება კი გუშინ დაიწყო. მონასტერში ჯონი და ლამა მოვიდნენ - ისინი ყაზბეგში იყვნენ და სპეციალურად ამ დღისთვის აჩხოტში გადმოვიდნენ.

შემდეგ ქოჩო, ქეთო და კიდევ რამდენიმე კარაველი მოვიდნენ მანქანით - ისინი გერგეტზე იყვნენ და ასევე ამ ნათლობისათვის მოვიდნენ ჩვენთან.

შემდეგ ტრული და ტრულის დისშვილიც გვეწვია - ისინი ჯუთადან ჩამოვიდნენ აჩხოტში სპეციალურად ამ დღისთვის.

და ბოლოს... ამ დღის მთავარი გმირი - ლაურა, ამჟამად უკვე თამარი, მისი მომავალი მეუღლე - ჩვენი ძმა ბექა, ახალშეუღლებული ჯაბა და ლიკა და სხვა სტუმრები მობრძანდნენ.

ნათლობა შესრულდა აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში მღვდელმონაზონი ანდრიას მიერ.

:)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 12:34
by meore monadire
ქეთო ძალიან ლამაზი ფოტოებია :) დიდი მადლობა :)

ტრული ლაზარეს ხო არ აღუვლინე ლოცვა? :P

პატარა ტრულის მოკითხვა ჩვენგან :)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 12:44
by lama
ძალიან ბედნიერი დღე იყო გუშინ

უფალი ჰფარავდეს თამარს (თაიას)

წყალობა არ მოაკლოს მთელი ცხოვრება :)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 13:06
by Truli
meore monadire
სწორედ რომ მას დაპირებული ორი სანთელი დავუნთე.
აი ლოცვის სრული ვერსია ვიშოვე
ახ, ლაზარე, ლაზარე!

ლაზარე მოდგა კარსა,

აბრიალებს თვალსა;

ცხავი აცხავებულა,

დარი აჩქარებულა,

ახ, ლაზარე, ლაზარე!

ცას ღრუბლები აჰყარე!

აღარ გვინდა ცის ნამი,

ღმერთო მოგვეც მზის თვალი!

აღარ გვინდა ტალახი,

ღმერთო, მოგვე გორახი!“

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 13:06
by Truli
Image
ეს ჩემგან ბექას და თაიას ;)

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 13:09
by Truli
Image
ეს კი ჯაბას და ლიკა-ლის

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 14:06
by KINALOKO
მაადლობა :))))

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 16:53
by Nino M
დიდებული იყო!!!!

დიდი მადლობა ყველას, ყველას და კიდევ ერთხელ ვულოცავ აწ უკვე თამარს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევას!!!

ესეც ჩვენი ლამაზი თამარი (თაია)
ძალიან სათნო და თბილი ხარ!!
Image

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 17:47
by civciva
აქ რები მომხდარა

რომ მცოდნოდა შემოგიეღტდებოდით ჩემი ეკიპაჯი(ქართულად გაადათარგმნას გამარჯობა საქართველოს ვანდობ) პირადად მოგილოცავდით


ვინაიდან ვერ მოვახერხე აქ მოგილოცავ თამარ
თამარ გილოცავ! უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეს, ჭეშმარიტად გევლოს ქრისტეს გზაზე



მოგენათლოს რამოდენიმე ადამიანი, გეტარებინოს მდძიმე და მადლიანი ნათლიის სახელი

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 17:56
by MIRANDA
მართლაც ძალიან დიდებული და ლამაზი დღე იყო!

ამაში ყველამ შეიტანა წვლილი და ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა ყველას!

თუმცა დღის გმირი რა თქმა უნდა თამარი, იგივე თაია არის - ძალიან ლამაზი და სათნო ადამიანი!

მე ფოტოები არ მაქვს... ვისაც გაქვთ - კიდევ დადეთ რააააა :oops:

ნათლობა აჩხოტში, სიმღერა სნოში და სიძეების შეკრება ავენისში

Posted: 07 სექ 2009, 18:07
by Ninukala
თამარს (თაიას) ულოცავ დაბადებს.... :) უფლის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს... :) აბა ფოტოგრაფებო რატომ პასიურობთ ;)