
აჩხოტის გასვლის მთავარი მიზანი იყო ჩემი მომავალი მეუღლის ლაურას მონათვლა მართლმადიდებლურად ...
ჩემი მეგობრები ვაპირებდით წასვლას მაგრამ რადგან მათი უმეტესობა კარველი იყო ამიტომ კარვულ ნათლობად იქცა

22 კაციან მარშუტკაში იქეთა გზიდან 28(!) კაცი მოვდიოდით, თან ბალალაიკის დაკვრისა და საცეკვაო ადგილიც გვქონდა დარჩენილი

ბალალაიკა და ცეკვა ცალკე თემაა, ისიც გამოუცდელობის გამო ბარის ლუდი რომ გადასაღვრელი აგვიხდა

ხოოოდა, დილით რამდენიმე ჩემი პლიუსის დაგვიანების გამო ერთი ორჯერ მომიწია გზაში მონადირის არცთუ ქება დიდებით გაძეძგილმა საუბარმა

ჩემი და ჩემი პლიუსების მისვლისას ყველა ადგილზე იყო, კაკატულის თავისი ჯადოსნური თერმოსი წამოეღო, საიდანაც სიცოცხლის წყარო მოდიოდა

ბიჭები სამწვადესა და სუფრის მასალების მოსატანად გავიდნენ, მე ხეიბრის სტატუსით გოგოგნების გასართობად დავრჩი


შემდეგი სიარული უკვე ბალალაიკის თანხლებით გაგრძელდა... ანანური მოვილოცეთ და პირდაპირ არჩილს მივადექით აჩხოტში ...
ნათლობის შემდეგ სამ სამი ირაკლის ფერადით დავრაზგონდით, თან ლამაც შემოგვიერთდა და მერე მთელი გაზა ასე მეგონა ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით

ავენისში არჩილ დაკოტელმა შესანიშნავი მწვადები შექვა აბალდუის ცოლისძმა და ლამა ერთმანეთს ლექსების ცოდნაში შეეჯობრნენ, მირანდამ ავენისის მიწას სულ ბუღი ადინა ცეკვით, დაღალა ყველა კავალერი და უკანა გზაზე უკვე დაღლილობისგან უმეტესობას ეძინა

მშვენიერი გასვლა ნათლობა გამოგვივიდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა მასში მონაწილეს, განსაკუთრებით არჩილ აბალდუის, რომლის წყალობით კიდევ ერთით მეტი ქრისტეს მხედარი დაიარება საწუთროს
