უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 02 სექ 2009, 07:45
1. რეგიონი:
სამცხე
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ახალციხე-ხეოთი-ურაველი-წყორძა-ანდრიაწმინდა-ახალციხე-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
3 დღე
4. სირთულე:
რთული მარშრუტი ნამდვილად არაა
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი თბილისი-ახალციხე. თბილისიდან გადის დილის 8ზე და საღამოს 5ზე. ახალციხიდან ყოველ ნახევარ საათში გამოდის, ბოლო მარშრუტკა 7ზეა.
1.50 ლარი ახალციხე-ურაველი.
6. მონაწილეთა რაოდენობა
3
7. სანახავი ღირშესანიშნაობები
ორცეფის ციხე და ეკლესია ხეოთთან. ხეოთში 1 ეკლესია. ურავლის აგარას სამონასტრო კომპლექსი. წყორძაში 2 ეკლესია და ბაიების სამონასტრო კომპლექსი. ანდრიაწმინდაში 2 ეკლესია. საფარას მონასტერი.
8. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სოფელ ურავლის ბოლოში რომ გავედით მაგთი აღარ იჭერდა, მეგობარს ჯეოსელი ქონდა და პრობლემა არ შექმნია.
რუქა:
მოგვიანებით დავდებ სურათებსაც და მოკლედ მოვყვები ამბებს...

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 02 სექ 2009, 08:29
თბილისიდან დილის 8ზე გავედით და ახალციხეში 3 საათში ჩავედით. ვნახეთ ტრანსპორტის განრიგი და ხეოთი 4ზე გადიოდა და ურაველი 1ზე. ვამჯობინეთ ურაველში ასვლა და მერე ფეხით გადასვლა ხეოთში. ურაველში ჩემს დეიდაშვილთან დავტოვეთ ზურგჩანთები და წავედით ხეოთისკენ...
ხეოთისკენ მიმავალი გზა ორად იყოფა, ერთი ადის ზემოთ ორცეფის ციხისკენ და მერე შეგიძლიათ ხეოთში გადასვლა და მეორე გზა ჩადის ქვემოთ და პირდაპირ მიდის ხეოთში.
ჩვენ ზემოთ ციხისკენ გავუყევით გზას და ვნახეთ ორცეფის ციხე
და მერე დაღმართს ჩავუყევით და ამ ეკლესიას მივადექით

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 02 სექ 2009, 08:37
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 02 სექ 2009, 08:43
ხეოთიდან ისევ ურაველში დავბრუნდით, საღამოვდებოდა უკვე და ჩემმა დეიდაშვილმა მანქანით გაგვიყვანა სოფლის ბოლოში და ხიდთან და კაკლებთან დავბანაკდით. იქვე მდინარე ჩამოდიოდა და წყაროც იყო.
სადაც დავბანაკდით იქ ზემოთ გორაზე პატარა ეკლესია ჩანდა. მეორე დღეს ინათა თუ არა, ეს ეკლესიაც მოვინახულე.

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 02 სექ 2009, 08:43
ვიკბინები...

მართლა...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 სექ 2009, 09:24
ჩიტუციო
ჩემი, მასაის და მაკენას გასვლა გამახსენდა ამ ორი წლის წინ. ხეოთში ავედით და ის იყო უკან ვბრუნდებოდით, რომ შემთხვევით ტაძრის სამრეკლო ადვინახე შორს, ახლოს რომ მივედით ტაძარი დანგრეული იყო და მხოლოდ სამრეკლო იდგა, მაგრამ გრანდიოზული სამრეკლო აღმოჩნდა. წარმომიდგენია თავად ტაძარი რა იქნებოდა... ისე ასეთივე სამრეკლო აქვს მწვანე მონასტერს. ტაძრის ნაშთებზე(აღმოსავლეთის ფასადი) ვერძის თავებია და არ გადაგიღია

ამის გარდა ამ სამრეკლოს 15-იოდე მეტრში ჩამოუდის მდინარე "ბუზიყლაპია" , რომელიც მერე მდინარე ურაველს უერთდება და იმის სურათიც ხომ არა გაქვს

თავად სამრეკლოზე და ასევე ტაძრის ნაშთებსა და სტელებზე ბევრი საინტერესო ჩუქურთმაა და იქნებ დეტალები დააწყო
მე მანდაურობა ძალიან მომეწუნა. ვნახე სავენახე და ასევე ხილის ტერასები. ასევე გამაოცა კაკლების სიმრავლემ და ნიადაგმა. ამ ადგილებში შავმიწა ნიადაგებია და საოცრად ნაყოფიერია. მოკლედ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ.
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 02 სექ 2009, 09:41
ვიკბინები...

მართლა...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 სექ 2009, 10:06
ჩიტუციო
ხომ არ იცი რა ტაძარი იდგა მანდ და თუ არსებობს მაგავ ტაძრის გეგმა

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 სექ 2009, 10:32
ეს არის მაგ სოფელში გადაღებული ჩემი ერთადერთი ფოტო.

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 06 სექ 2009, 08:58
qvevri wrote:ჩიტუციო
ხომ არ იცი რა ტაძარი იდგა მანდ და თუ არსებობს მაგავ ტაძრის გეგმა

ხეოთის ეს კომპლექსი არაა მეცნიერულად შესწავლილი. ამ ეკლესიაზე და სამრეკლოზე მცირე რამ უწერიათ გიორგი ბოჭორიძეს და ვახტანგ ბერიძეს. ბერიძე სამრეკლოს XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს.
გიორგი ბოჭორიძეს აქვს ტაძრის გეგმა გაკეთებული აი ესაა.
ისე ძეგლთა დაცვაში შეიძლება უკეთესი ხარისხის გეგმა და ჭრილებიც იყოს.
პ.ს. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, მარა ბოჭორიძესთან გეგმა მეგულებოდა და გუშინ მოვახერხე მხოლოდ გადაქსეროქსება

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 06 სექ 2009, 10:27
გავაგრძელებ თხრობას.
დილას იმ პატარა ეკლესიის ონახულების მერე დავადექით აგარის გზას. გადავედით ხიდზე და იქვე ახლოს საკალმახეებთან გავიცანით ბატონი ნოდარი, კარგი კაცი

კალმახები ებარა და უვლიდა. როგორც ნოდარიმ გვითხრა ორი გზა მიდის მონასტრამდეო, ერთი სამანქანო, რომელიც საკმაოდ შორია და მეორე ბილიკებითო, სადღაც ნახევარ საათში მიხვალთ ამ ბილიკებითო. ზურგჩანთები დავტოვეთ ნოდარისთან და გავუყევით გზას, ქვემოთ მარცხნივ დაინახავთ ხიდს, ამ ხიდზე უნდა გადახვიდეთ და ზემოთ აუყვეთ ბილიკებს, ჩვენ რატომღაც ვერ ვნახეთ ეს ბილიკი და ისევ სამანქანო გზას დავადექით. მალევე წამოგვეწია დიდი კამაზი, მეთივეების და იმან აგვიყვანა ზემოთ მთაზე. საკმაოდ დიდი მანძილი გავიარეთ და თან სულ აღმართები. ფეხით თუ დააპირებთ წასვლას აუცილებლად იპოვეთ ის ბილიკი ხიდთან.
ესეც აგარა.
ისე ამ გასვლაში რაც კიი ვნახეთ ყველაზე შთამბეჭდავი იყო აგარის მონასტერი.

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 06 სექ 2009, 10:29
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 06 სექ 2009, 10:41
ეს სატრაპეზოა:
ესეც წარწერა სატრაპეზოს შესასვლელის ტიმპანზე:
წარწერა გ. ბოჭორიძემ წაიკითხა:
''სახელითა ღმრთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამას''
ვ. ბერიძე ამ წარწერის თაობაზე წერს: '' ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეფრემი, მაგრამ მისი პატრონები მურვანი და ბეშქენი, ვისთვისაც იგი ღმერთს ევედრებოდა, ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ. მატიანეებში მოხსენებული არიან ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV განდგომია და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა (ყველის ციხე აგარიდან დაახლოებით 40 კმის მანძილზეა პირდაპირი ხაზით. ახლა თურქეთი ფარგლებშია). ერთი ბეშქენი დავით აღმაშენებლის დროსაც იხსენიება, XII საუკუნის პირველ მეოთხედში. უეჭველია, აგარის წარწერა ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს და ''ტრაპეზიც'' იმ დროს, ე.ი. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული'' (ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრეული ძეგლები, თბ., 1970, გვ. 40).
Last edited by
ჩიტუციო on 06 სექ 2009, 10:50, edited 1 time in total.
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 06 სექ 2009, 10:49
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 06 სექ 2009, 10:56
მონასტრიდან უკვე იმ ბილიკით ჩამოვედით ნოდარიმ რო გვიხსენა.
ესეც ნოდარი და მისი მეუღლე:
ეს კი მათი მამალი კატა, ლია
ესეც საყვარელი ძაღლუკა, სახელი არ ვიცი

ვიკბინები...

მართლა...
