Page 1 of 3

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 30 აგვ 2009, 20:34
by Giorgi Bagrationi
1. რეგიონი:
მნა,
ყაზბეგის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-სტეფანწმინდა-მნა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
3 დღე

4. სირთულე:
საშუალოზე ოდნავ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1 კაცი - 32 ლარი მგზავრობის და კვების ჩათვლით

6. მონაწილეთა რაოდენობა
4

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
ზემო ოქროყანა

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 კმ ერთი მიმართულებით

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 22 კმ, ავედით 2100 მ. ზღვის დონიდან 2700 მ.-მდე

10. სანახავი ღირშესანიშნაობები

მნის წმ. მარიამი, კლდე "ორღანი", I დიდი ჩანჩქერი, მნის მყინვარი და "შპილი", II დიდი ჩანჩქერი.

12. საბანაკე ადგილები:
მნის წმ. მარიამიდან ოდნავ მაღლა და არმისული II ჩანჩქერამდე.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
თითქმის ყველგანაა პატარ-პატარა ნაკადულები, მათ შორის ზოგიერთი მინერალური.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, ხელჯოხი, წყლის მათარა, თბილი ტანისამოსი, გაზის "პრიმუსი" (რადგან შეშა არ მოიპოვება)

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისიდან - ოქტომბრის ჩათვლით

16. რისკები, საფრთხეები:
მდინარის გატოპვისას კარგი ფონი უნდა მოძებნოთ, ნაზვავები შეისწავლეთ და ისე გადალახეთ, გაზაფხულზე ერიდეთ ზვავსაშიშ ადგილებს.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის

თევზაობა, ჩიტებზე დაკვირვება და ღამე ვარსკვლავების დათვლა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მარშრუტის მთელ მანძილზე მობილური ოპერატორები არ მუშაობენ.

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
მარშრუტის ქვედა ნაწილი
Image
მარშრუტის ზედა ნაწილი
Image

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი

23. სასარგებლო ბმულები
ჯერ არ არსებობს :wink: :wink:

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 30 აგვ 2009, 20:39
by Giorgi Bagrationi
ახალი "აღმოჩენები"
1. I ჩანჩქერი აღმოჩნდა დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლის (ზუსტად მოგახსენებთ ფოტოზე გამოთვლების შემდეგ) და არა 12 მეტრი, როგორც ეს 80 წლების სამხედრო ტოპო რუკაზეა აღნიშნული.

2. II ჩანჩქერი კი 25 მეტრის მაგივრად 60-70 მეტრი იქნება (ამასაც ზუსტად მოგახსენებთ ფოტოზე გამოთვლების შემდეგ)

3. მნის მყინვარი II რუკაზე აღნიშნული მაგივრად ძლიერ დაპატარევებულა (ალბათ "გლობალური დათბობის" გამო და ლურჯად შემოვლებული ნაწილი აღარ არსებობს.

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 01:51
by Giorgi Bagrationi
ეხლახან დავასრულე I ჩანჩქერის სიმაღლოს გამოთვლა, რომელიც 48 მეტრის აღმოჩნდა და არა 12 მეტრი, როგორც ეს 80 წლების სამხედრო ტოპო რუკაზეა აღნიშნული.

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 02:09
by guruli
მაგრებო, მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ.
თქვენ ახალი მარშრუტი გაუკვალეთ კარავს - წლეულს რაღაი და გაისად მაგ ადგილს მნახველები არ დაელევა.

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 10:55
by ira
რაღაც ძალიან საინტერესო ადგილები ჩანს... ბატონო გიორგი, იქნებ ფოტოებიც გვაჩვენოთ რააა :)

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 11:27
by arcivi9
მაგარი იყო ძალიან :) სამწუხაროდ ყინვარამდე ვერ მივედით რადგან შორი იყო მაგრამ ჩანჩქერები იყო მშვენიერი :)

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 17:11
by Giorgi Bagrationi
მოგაწვდით რამოდენიმე ფოტოს

ეს I ჩანჩქერია 48 მეტრიანი
Image

Image

ბუნებრივი"ორღანი"
Image

მნის "ეშვი"
Image

სუატისი და გარემო
Image

მყინვარწვერის "კბილები"
Image

მნის "დამოკლებული" მყინვარი
Image

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 18:52
by arcivi9
მობილით გადაღებულ ვიდეოებს უახლოეს დღეებში დავდებ აქ

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 31 აგვ 2009, 23:50
by teo-
ვაა
სიამოვნებით გავივლიდი ამ მარშუტს

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 01 სექ 2009, 01:53
by Naia
ძალიან საინტერესო ადგილი ჩანს.

ვეცდები, გაისად მაინც მოვინახულო იქაურობა

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 01 სექ 2009, 02:01
by Int3lig3nt
აუ რა მაგარია :(.
რა მინდოდა სევანზე, წავსულიყავი მანდ :(.

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 01 სექ 2009, 17:26
by Eh_Dato
ძალიან ლამაზია.
აუცილებლად ვნახავ.

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 01 სექ 2009, 20:17
by ლეონტი
Giorgi Bagrationi

სანამ ოსები ჩამოვიდოდნენ ვისი იყო ეგ ხევი დვალების თუ მოხევეების?

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 01 სექ 2009, 22:15
by Giorgi Bagrationi
ერთნი (მეცნიერები) მიიჩნევენ რომ ე.წ. დვალების თუმცა ამ ხეობიდან წამოსულები ამჟამად ხევის სოფლებში ცხოვრობენ და თავს მოხევეებად თვლიან; ასეთი იყო თუნდაც ჩვენი ლაშქრობის ერთერთი მონაწილე ვამეხ აბაზაძე, რომლის დედა წარმოშობით ხევის სოფელ სიონიდანაა და გადმოცემით იცის, რომ 2-3 საუკუნის წინ მისი წინაპრები მნის ხეობიდან იყვნენ.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ თავად ტერმინი "დვალი" ეთნიკურობას კი არ ნიშნავს, არამედ დღევანდელი გაგებით მთიელ კაცს, როგორც ეხლა ვამბობთ მოხევეზე, თუშზე, ხევსურზე და ფშავზე "მთიელიაო" ასევე ამბობდნენ დაახლოებით XIII-XIV საუკუნეებამდე "დვალიაო". ანუ "მთიელი" (მთაში მაცხოვრებელი).

აღსანიშნავი ისიც, რომ გარდა წმ. მარიამის X-XI სს-ის ეკლესიისა, ხეობაში შემორჩენილია 2 "ზურგიანი" კოშკის ნანგრევი და კოშკების ეს ტიპი ძლიერ გავრცელებულია ხადაში და ცოტ-ცოტა ხევსა და მთიულეთში (გამონაკლის წარმოადგენს გორის რაიონ სოფელ კოშკების "ზურგიანი" კოშკი); ხოლო თრუსოში ამ ტიპის კოშკები არ გვხვდება, მაშინ როცა გეგმაში კვადრატული კოშკებით თრუსოს ხეობა "დახუნძლულია". ეს კიკდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ თრუსო სხვაა და მნა სხვა.

მნა - ახალი "ქვეყანა"

Posted: 02 სექ 2009, 03:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
Giorgi Bagrationi
უი, რა კგ ადგილებში ყოფილხართ.
გაყინული ჩანჩქერი არ ნახეთ?
თრუსოდან მყინვარისკენ რომ უხვევ, იქიდან, სადაც 1 მხარეს მთაზე ეკლესიაა,
მე2 მხარეს კი - კოშკები და ნასოფლარი, 11-12 კმია გასავლელი