გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:44

1. რეგიონი: გურია, ჩოხატაურის რაიონი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი-გურის ტბა (თუმცა ტბას ნაკლებად გავს :wink: )-ნაბეღლავი-ბახმარო-ზოტიყელი-ბახმარო-ნაბეღლავი-თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 ღამე და 2 დღე

4. სირთულე: შესაფერისი აღჭურვილობის (ფეხსაცმელი და ა.შ.) პირობებში მარტივი, შეიძლება ზოგისთვის საშუალოდ რთული, განსაკუთრებით ვისაც დილის 2 საათზე გავიძება არ უყვარს, რომ მზის ამოსვლის საყურებლად მზის ამოსავალ გორაზე ავიდეს ნისლსა და უკუნეთ სიბნელეში. თუმცა, როგორც დავრწმუნდით, საშუალო სიჩქარით მოსიარულე ადამიანისთვის ამ გორაზე ასვლა 1.5 საათში სრულიად შესაძლებელია, ამიტომ ძილი არ გაიტეხოთ ჩვენსავით და დილის ოთხიდან ხუთის ნახევრამდე რომ დაიძრათ მთის ძირიდან, მზის ამოსვლას მიუსწრებთ.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი თბილისი-ბახმარო-თბილისი:450 ლარი, საგზალი: ყველას თავისი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი:
1.guruli
2. amigo
3.keto
4. ქეთოს +, ლალი
5.na_ka
6.Tamusia
7. civciva
8. ბასილა
9.ჭიამაია
10. Shalva
11. ნა-თია
12. beka
13. Nessa
14. Nessa + , იტალიელი სანდრო
15. ქეთოს +, თაკო
16. tamo-tamo
17. ნაიას პლიუსი კარვის მეგობარი ალეკო
18. ბაქო
19. Mta Mkvarebia
20. ალეკოს +, ფრანგი ფოტოგრაფი ფრენსისი


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი: გურული

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ჩოხატაური და გურიის ულამაზესი სოფლები

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 320კმ. თბილისიდან ჩოხატაურამდე 270 კმ-ა, იქიდან ბახმარომდე - 50. თუმცა თუ გურიის გადასახვევთან 4 საატსი ვიყავით, იქიდან ბახმარომდე 2,5 საათი მაინც მივდიოდით.


10. ფეხით გავლილი მანძილი:
2 დღის განმავლობაში დაახლოებით 18 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ........


12. საბანაკე ადგილები:
მზის ამოსვლის გორის ძირში, საიდანაც აჭარული სოფლები იწყება (ზოტიყელის სოფლის მიმართულებით) ერთი პატარა რესტორანია, იქ ვაკე ადგილებიც არის, ამ მთასთანაც ახლოსაა და სასმელი წყალიცაა რესტორმის გვერდით, ასევე სტუმართმოყვარე მეპატრონე ყავს, რომელსაც არ გაუკვირდა, დილით ეზოში კარვების ქალაქი რომ დახვდა და გულთბილად მიგვიღო.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გვხვდება რამდენიმე ადგილას.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი (ძალიან ცივა, განსაკუთრებით გორაზე) გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წვიმა რომც არ იყოს, მუდმივი ნისლის პირობებში, ბალახი ყოველთვის ნამიანია და გისველებთ ფეხს და ტანსაცმელს, ფანარი აუცილებელია (სასურველია შუბლის) რადგან მის გარეშე ღამით მთაზე ვერ ახვალთ. შუადღისას ძალიან ცხელა, ამიტომ დამცავი ნელსაცხებელი და ქუდი ასევე აუცილებელია. მიუხედავად ნამის და სისველისა, მზის ამოსავალ გორაზე ფეხი საბედნიეროდ არ ცურს. ეტყობა ისეთი მცენარეული საფარია (ხავსისნაირი), რომელზეც ფეხი კარგად იკიდებს.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული. სოფელში ქირავდება კოტეჯები, ფასები საკმაოდ ძვირი მოგვეჩვენა, იქაური საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით (თვეში 800 ლარიდან - 2 000 ლარამდე და ზემოთ), მაგრამ დამსვენებელი არ აკლიათ, იქაური ჰაერის გამო.

16. რისკები, საფრთხეები: თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, არანაირი.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
ბევრი ღირშესანიშნაობა, რაც გურიაში მდებარეობს. დროის და შესაფერისი ტრანსპორტის პირობებში, შეიძლება მთიანი აჭარის სოფლებში გადასვლაც.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერს, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია, რომელიც დაფარული არ არის.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: მგზავრობამ და უძილობამ დაგვტანჯა, მაგრამ ნანახმა და შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა :) . მაგრამ ქულებით არ შეგვიფასებია :roll:

20. საკონტაქტო პირები:
guruli wrote:1). 893. 63-65-59 - გურამ ჭაღალიძე, რესტორნის (ნუ, როგორც იქაურები უწოდებდნენ) მეპატრონე სოფელ შედრეკილში. თუმცა ეს არა სოფელი, არამედ საზაფხულო საძოვრებია, სადაც მთლიანად შუახევის რ-ნის სოფელ ჭვანადან გადმოსახლებული აჭარლები ცხოვრობენ. ეს დასახლება აჭარის ქუჩის მერა, დაახლოებით 1 კმ-ში, თავად სასადილოს ირგვლივ კი მშვენიერი საბანაკე ადგილებია სასმელი წყალითურთ - ონკანია გამოყვანილი. თან, მანდ დაბინავებით მზის ამოსავალ გორაზე მიმავლები დილისთვის ბევრად იმოკლებენ გზას.
ეგ სასადილო წლეულს ამოქმედდა, გაისად კი პატრონი საოჯახო სასტუმროდ გადაქცევას აპირებს. მაგ კაცს თავის სოფელში - შუახევის რ-ნის სოფელ ინწკირვეშთი 30 კაცზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო აქვს.
2). 8.99. 77-27-05, შაქრო ფალავანდიშვილი. სასტუმროდ გადაკეთებული სახლი ბახმაროში, აჭარის ქუჩის ბოლოში. სასტუმროდ გათვალისწინებულია 2 ოთახი, 6 საწოლით. არის ცხელი წყალი, თუმცა ფასში კვება არ შედის. არადა, ფასები ძალიან ძვირია, რაც უკვე დაიწერა.
3). 8.58. 99-41-72, მამია ჭაღალიძე. აქირავებს ცხენებს და არის გამყოლი.
ცარიელ ადგილებს მოგვიანებით შევავსებ :)

რადგან გურიის ექსპერტი გურულია, ამ გასვლის ორგანიზატორიც ის იყო, მეგონა თავად გახსნიდა თემას, მაგრამ მთხოვა, ეს მე გამეკეთებინა. ამიტომ რა სასარგებლო ინფორმაციას და ცნობებსაც დაამატებს გურული, ძირითადს ამოვიღებ და პირველ წერილში ჩავამატებ :) .

პ.ს. მხოლოდ ახლა ვნახე, რომ დაახლოებით მსგავსი სათაურით თემა ყოფილა კარავზე :) :
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1425
მაკენა, მაპატიე, პლაგიატობაში არ ჩამომართვა, უფრო ტელეპატიაა :lol: :wink:
Last edited by Mta Mkvarebia on 20 აგვ 2009, 11:08, edited 4 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:44

ულამაზესი გასეირნება გამოგვივიდა ღრუბლებში. მართლა არ ველოდი, რომ ასეთ სილამაზეს ვნახავდი. ჩემს სტატუსზე რომ ადგილმდებარეობაში ფრაზა მიწერია: "ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ :wink:" ) არასოდეს ყოფილა ასე ზედგამოჭრილი და გარემოებისათვის შესაფერისი:D. მართლა ღრუბლის ქულაზე ვისხედით და ვუყურებდით, როგორ შეიღება ნარინჯისფრად ზეცა (აქ გრიგოლ ორბელიანის "ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეღება.." გაიხსენეს გოგოებმა), მერე როგორ ამოიწვერა მზის დისკო ღრუბლების ქაფიდან და ნელ-ნელა მთელი სიდიადით დაგვენახა :D ვისხედით და თავს ძლივს ვიკავებდით ფეხის წვერის წინ გაწევისაგან, ჩვენს ფერხთით დაწყებული ღრუბლების აქაფებულ ზღვაში რომ ჩაგვეყო მისი სიმსუბუქის და ჰაეროვნების შესაგრძნობად :D

მართლა ძნელია ფოტოებით გადმოსცე ის სილამაზე, მაგრამ მაინც ვცდი :wink: დაწვრილებითი რეპორტაჟი კი, როგორც ყოველთვის, ცოტა მოგვიანებით იქნება. ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ :wink:
Last edited by Mta Mkvarebia on 17 აგვ 2009, 14:57, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:44

მანამდე კი ფოტოების ანონსი :D
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:45

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 17 აგვ 2009, 15:53, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:45

Image


Image

Image

Image

Image

Image


ეს უკვე ამოსვლას ველოდებიოთ მზის ამოსავალ გორაზე:
Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 17 აგვ 2009, 15:52, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:46

Image

ამოიწვერა :)
Image


Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:46

Image

Image


ღრუბლებში მოსეირნენი:

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:47

თაკოს (ქეთოს პლიუსი) თმაში ჩაწნული ნისლის მძივები
Image

Image


ზოტიყელისკენ მიმავალ გზაზე, ულამაზესი სოფლები და ხეობებია
Image

Image

Image

Image


ზოტიყელი
Image

Image

Image


სადრაც ბახმაროში
Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 17 აგვ 2009, 15:01, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2009, 14:49

ამ ჯერზე ეს იყოს, რეპორტაჟი კი - მერე :)
Image

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by LEVANIKO » 17 აგვ 2009, 14:49

ძალიან მაგარია უმაგრესია ეხ რა გამოვტოვე
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Naia » 17 აგვ 2009, 14:55

Mta Mkvarebia
:shock: :shock: :shock:

მართლა ღრუბლებში ყოფილხართ!

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Ninukala » 17 აგვ 2009, 15:07

Mta Mkvarebia
ლიკა.... მსგავსი საოცრება არ მინახავს.... რადგან დღეს ჩემი დღეა ;) ამ რეპორტაჟს ჩემთავს ვაჩუქებ ;)
ულამაზესია....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by pataputina » 17 აგვ 2009, 15:10

Image Image Image



კი არა და


Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by Tamusia » 17 აგვ 2009, 15:12

შთამბეჭდავი იყო!

მადლობა ყველას!

მზეო, მიყვარხარ!
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
გასეირნება ღრუბლებში - ბახმარო, 15-16.08.09.

Post by gion » 17 აგვ 2009, 15:40

ვაააააააააააა, რა მაგარია!!!

Mta Mkvarebia
1. რა სიმაღლეა?
2. სულ მასეთი ღრუბელი იცის? თუ გაგიმართლათ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]