2. მარშუტის დასახელება: თბილისი-გურის ტბა (თუმცა ტბას ნაკლებად გავს

3. ხანგრძლივობა: 1 ღამე და 2 დღე
4. სირთულე: შესაფერისი აღჭურვილობის (ფეხსაცმელი და ა.შ.) პირობებში მარტივი, შეიძლება ზოგისთვის საშუალოდ რთული, განსაკუთრებით ვისაც დილის 2 საათზე გავიძება არ უყვარს, რომ მზის ამოსვლის საყურებლად მზის ამოსავალ გორაზე ავიდეს ნისლსა და უკუნეთ სიბნელეში. თუმცა, როგორც დავრწმუნდით, საშუალო სიჩქარით მოსიარულე ადამიანისთვის ამ გორაზე ასვლა 1.5 საათში სრულიად შესაძლებელია, ამიტომ ძილი არ გაიტეხოთ ჩვენსავით და დილის ოთხიდან ხუთის ნახევრამდე რომ დაიძრათ მთის ძირიდან, მზის ამოსვლას მიუსწრებთ.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ტრანსპორტი თბილისი-ბახმარო-თბილისი:450 ლარი, საგზალი: ყველას თავისი
6. მონაწილეთა რაოდენობა: 20 ადამიანი:
1.guruli
2. amigo
3.keto
4. ქეთოს +, ლალი
5.na_ka
6.Tamusia
7. civciva
8. ბასილა
9.ჭიამაია
10. Shalva
11. ნა-თია
12. beka
13. Nessa
14. Nessa + , იტალიელი სანდრო
15. ქეთოს +, თაკო
16. tamo-tamo
17. ნაიას პლიუსი კარვის მეგობარი ალეკო
18. ბაქო
19. Mta Mkvarebia
20. ალეკოს +, ფრანგი ფოტოგრაფი ფრენსისი
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი: გურული
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ჩოხატაური და გურიის ულამაზესი სოფლები
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 320კმ. თბილისიდან ჩოხატაურამდე 270 კმ-ა, იქიდან ბახმარომდე - 50. თუმცა თუ გურიის გადასახვევთან 4 საატსი ვიყავით, იქიდან ბახმარომდე 2,5 საათი მაინც მივდიოდით.
10. ფეხით გავლილი მანძილი: 2 დღის განმავლობაში დაახლოებით 18 კმ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ........
12. საბანაკე ადგილები: მზის ამოსვლის გორის ძირში, საიდანაც აჭარული სოფლები იწყება (ზოტიყელის სოფლის მიმართულებით) ერთი პატარა რესტორანია, იქ ვაკე ადგილებიც არის, ამ მთასთანაც ახლოსაა და სასმელი წყალიცაა რესტორმის გვერდით, ასევე სტუმართმოყვარე მეპატრონე ყავს, რომელსაც არ გაუკვირდა, დილით ეზოში კარვების ქალაქი რომ დახვდა და გულთბილად მიგვიღო.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: გვხვდება რამდენიმე ადგილას.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი (ძალიან ცივა, განსაკუთრებით გორაზე) გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წვიმა რომც არ იყოს, მუდმივი ნისლის პირობებში, ბალახი ყოველთვის ნამიანია და გისველებთ ფეხს და ტანსაცმელს, ფანარი აუცილებელია (სასურველია შუბლის) რადგან მის გარეშე ღამით მთაზე ვერ ახვალთ. შუადღისას ძალიან ცხელა, ამიტომ დამცავი ნელსაცხებელი და ქუდი ასევე აუცილებელია. მიუხედავად ნამის და სისველისა, მზის ამოსავალ გორაზე ფეხი საბედნიეროდ არ ცურს. ეტყობა ისეთი მცენარეული საფარია (ხავსისნაირი), რომელზეც ფეხი კარგად იკიდებს.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული. სოფელში ქირავდება კოტეჯები, ფასები საკმაოდ ძვირი მოგვეჩვენა, იქაური საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით (თვეში 800 ლარიდან - 2 000 ლარამდე და ზემოთ), მაგრამ დამსვენებელი არ აკლიათ, იქაური ჰაერის გამო.
16. რისკები, საფრთხეები: თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, არანაირი.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: ბევრი ღირშესანიშნაობა, რაც გურიაში მდებარეობს. დროის და შესაფერისი ტრანსპორტის პირობებში, შეიძლება მთიანი აჭარის სოფლებში გადასვლაც.
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია, რომელიც დაფარული არ არის.
19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: მგზავრობამ და უძილობამ დაგვტანჯა, მაგრამ ნანახმა და შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა


20. საკონტაქტო პირები:
ცარიელ ადგილებს მოგვიანებით შევავსებguruli wrote:1). 893. 63-65-59 - გურამ ჭაღალიძე, რესტორნის (ნუ, როგორც იქაურები უწოდებდნენ) მეპატრონე სოფელ შედრეკილში. თუმცა ეს არა სოფელი, არამედ საზაფხულო საძოვრებია, სადაც მთლიანად შუახევის რ-ნის სოფელ ჭვანადან გადმოსახლებული აჭარლები ცხოვრობენ. ეს დასახლება აჭარის ქუჩის მერა, დაახლოებით 1 კმ-ში, თავად სასადილოს ირგვლივ კი მშვენიერი საბანაკე ადგილებია სასმელი წყალითურთ - ონკანია გამოყვანილი. თან, მანდ დაბინავებით მზის ამოსავალ გორაზე მიმავლები დილისთვის ბევრად იმოკლებენ გზას.
ეგ სასადილო წლეულს ამოქმედდა, გაისად კი პატრონი საოჯახო სასტუმროდ გადაქცევას აპირებს. მაგ კაცს თავის სოფელში - შუახევის რ-ნის სოფელ ინწკირვეშთი 30 კაცზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო აქვს.
2). 8.99. 77-27-05, შაქრო ფალავანდიშვილი. სასტუმროდ გადაკეთებული სახლი ბახმაროში, აჭარის ქუჩის ბოლოში. სასტუმროდ გათვალისწინებულია 2 ოთახი, 6 საწოლით. არის ცხელი წყალი, თუმცა ფასში კვება არ შედის. არადა, ფასები ძალიან ძვირია, რაც უკვე დაიწერა.
3). 8.58. 99-41-72, მამია ჭაღალიძე. აქირავებს ცხენებს და არის გამყოლი.

რადგან გურიის ექსპერტი გურულია, ამ გასვლის ორგანიზატორიც ის იყო, მეგონა თავად გახსნიდა თემას, მაგრამ მთხოვა, ეს მე გამეკეთებინა. ამიტომ რა სასარგებლო ინფორმაციას და ცნობებსაც დაამატებს გურული, ძირითადს ამოვიღებ და პირველ წერილში ჩავამატებ

პ.ს. მხოლოდ ახლა ვნახე, რომ დაახლოებით მსგავსი სათაურით თემა ყოფილა კარავზე

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1425
მაკენა, მაპატიე, პლაგიატობაში არ ჩამომართვა, უფრო ტელეპატიაა

