Page 1 of 15

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 11:39
by Truli
1. რეგიონი:
ზემო სვანეთი

2. მარშუტის დასახელება:
ეცერი, მეზერის მთა, ბახის უღელტეხილი, ბეჩო, შიხრა, შდგრას ჩანჩქერი, მესტია, უშგული, მესტია, ლენჯერი, ლატალი.

3. ხანგრძლივობა:
6 დღე

4. სირთულე:
ფრაგმენტულად რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
150 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
34

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ლამა!

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
დაბა მესტია

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
უხ.... სიგრძე პლიუს საზიზღარი გზები

10. ფეხით გავლილი მანძილი:
50კმ-მდე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სვანეთში რა არაა ყურადღება მისაქცევი ეგ მითხრას ვიბნმემ

12. საბანაკე ადგილები:
არაა პრობლემა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ ჭირს

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ვისაც ნაზი კანი აქვს მზისგან დამცავი კრემი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ალბათ ზაფხული, მაგრამ მე მჯერავს რომ სვანეთი წელიწადის ყველა დროს ულამაზესია

16. რისკები, საფრთხეები:
შეგიყვარდეს სვანეთი, დაავადდე სვანეთით, ჩამ,ოსვლისას სულ სვანეთზე ილაპარაკო

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი ყველგან იჭერსო. ჯეოსელი მესტიაში იჭერს სხვაგან უჭირს, უშგულში არ იჭერს. ბილაინზე ფიქრიც კი დაივიწყეთ.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ეგ სხვებმა დაწერონ

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ლამას მიმართეთ

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 - იმიტომ რომ ცოტა იყო ;)

23. სასარგებლო ბმულები

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 12:03
by lama
ჩვენ 2 აგვისტოს გავედით ჩემს დედულეთში ღამის 23:00 საათზე :)

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კარაველს და განსაკუთრებით წივწივასა და ქსოვრელს, რომლებმაც რაციები მოგვაშველეც და ასევე გაზის პატარა გალონი, რითაც სადილს ვამზადებდით :) მართალია მეზერის მთაზე კინაღამ აგვიფეთქდა ბალონი, მაგრამ მაინც გამოგვადგა :)

პირველად 3 აგვისტოს დილით თერთმეტზე ჩავედით ეცერში და გავუდექით აღმართიან გზას, რომელიც ბეჩოს ხეობაში გადადიოდა. ამ უღელტეხილს ბახის უღელტეხილს ეძახიან, რომელიც 2400 მეტრზე მდებარეობს და, სადაც გადასვლა ღამენათევებს ცოტათი გაგვიძნელდა, მაგრამ მაინც გადავედით ერთმუშტადშეკრული 35 კაცი (ყველა მონაწილეს დიდი მადლობა ძალიან მაგარი გუნდი გამოვდექით აღფრთოვანბებული ვარ თქვენი გამძლეობითა და შემართებით :) ყველას ძალიან დიდი მადლობა :))

ეცერიდან ცხენები ამოუშვეს ჩვენს დასახმარებლად...

გადავიარეთ ბახის უღელტეხილი და ულამაზესი ტყის გავლით ჩავედით მეზურის მთაზე. ცოტა მოღრუბლული იყო და იროდიონი იგივე უშბა გვემალებოდა, მაგრამ მალევე გადაიყარა ღრუბელი და თავისი დიდრონი და შეუპოვარი მზერა შემოგვანათშემოგვაჭყიტშემოგვაფეთა...

გავშალეთ კარვები და დაიწყო ულამაზესი სიმღერების გრუხუნგრიალი...
ეს რეპეტიცია იყო მეორე დილის საოცარი კონცერტისა, რომლის ამსახველ კადრებს უახლოეს მომავალში იხილავთ :)

მიუხედავად 48 საათიანი უძილობისა ყველანი მხნედ ვიდექით და ვშლიდით კარვებსა და ვმღეროდვიცინვკისკისებდით საოცარ ბუნებაში, სადაც გრძნობ თუ რა პატარა ხარ და ამავე დროს რამხელა ნიჭი და უნარი მოგეცა უფლისგან, რომ ხარ ადამიანი და შეგიძლია ეს დიდებულება შეიგრძნო და შეითვისო, რომელსაც ბუნების საოცარი სიწარმტაცე ჰქვია :D

გათენდა მეორე დილა...
უშბა მთლიანად გაშიშვლდა ჩვენს პირდაპირ და საოცარი ის იყო, რომ, თეთნულდიც მისი საყვარელიც გაშიშვლებული იდგა და ასე ერთმანეთის პირისპირ ყოფნისას ჩვენ ვესწრებოდით უდიდეს საოცრებას ... უშბა და თეთნულდი ორივენი ერთად გაშიშვლებულიყვნენ და აღარ რცხვენოდათ ერთმანეთის... :D

გაგრძელება იქნება
:arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 13:46
by Truli
Image

უშბა დილით....

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 15:17
by QEBURIUS
lama wrote: გათენდა მეორე დილა...
უშბა მთლიანად გაშიშვლდა ჩვენს პირდაპირ და საოცარი ის იყო, რომ, თეთნულდიც მისი საყვარელიც გაშიშვლებული იდგა და ასე ერთმანეთის პირისპირ ყოფნისას ჩვენ ვესწრებოდით უდიდეს საოცრებას ... უშბა და თეთნულდი ორივენი ერთად გაშიშვლებულიყვნენ და აღარ რცხვენოდათ ერთმანეთის... :D

გაგრძელება იქნება
:arrow: :arrow: :arrow: :arrow:
ლამა კი არა ვაჟა-ფშაველა ხარ ჩემს თვალში, ოღონდ გოლიათი......

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 16:07
by Nika
უშბის "სწორი" ხედი არ გაქვთ ;)

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 16:43
by gion
პოპკორნი ვიყიდე უკვე :lol: ველოდები როდის დაიწყება სეანსი :lol:

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 16:48
by lama
Nika wrote:უშბის "სწორი" ხედი არ გაქვთ ;)
:D :D :D :D :D :D

სეანსი გაგრძელდება მალე :)

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 17:05
by გვალდა
ეგრე იცით რა... შემოგეჭმევა მთელი პოპკორნი ამ კინოჟურნალსა და რეკლამებში.... :twisted:

lama
აპლოდისმენტები თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 35 ადამიანი და მათი ემოციები იკისრე!
Image

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 20:30
by lama
დილით მზე ამოსულიყო და ყველაფერი აებრდღვიალებინა...

სიცხემ გამომაღვიძა კარავში და მეც მოვიფიქრე ადგომა და ცხელი კარვიდან გამოსვლა :)

გავხსენი საძილე ლეიბის ელვა და ელვასავით გამოვარდი კარვიდან და რას ვხედავ საოცარი ამინდი დამდგარიყო, მთელი კავკასიონი და სვანეთის ულამაზესი მწვერვალები საოცარი სილამაზით ჩანდა :) მაშინვე მივხვდი, რომ ის დღე რაღაც ფანტასტიკური იქნებოდა :)....

წინათგრძნობამ არ მიმტყუვნა. ყველა ძალიან ნასიამოვნები იყო და მხიარულობდა, მეც მათ შორის,

ზოგი, ერთი ხის ქვეშ იჯდა და კრუტუნებდა სიამოვნებისაგან, ზოგიც მეორე ხის ქვეშ... :)

დავისვენეთ, წავიხემსეთ და დავიწყეთ გრანდიოზული ფერხულის ცეკვა; სვანურ, რაჭულ და კახურ სიმღერებზე ულამაზესი კონცერტი მოვაწყვეთ... ენით გამოუთქმელი და სასწაულად ჟრუანტელდამსხმელი...

ვიგრძენი თუ რა საოცარია ქართველი კაცის ბუნება მთებთან ნაზიარები....

სიმღერ-სიმღერით მივედით მეზერის მთავარანგელოზის XI საუკუნის ულამაზეს ერთნავიან ტაძართან და ბიჭებმა იქ სვანური საგალობლები აღვავლინეთ უფლის მიმართ (წმინდაო ღმერთო და ქრისტე აღდგა)

ქალების შემოსვლა არ შეიძლებაო ამ ეკლესიაში და გოგოები ტაძრის სიახლოვეს გვიცდიდნენ...

გამოვედით ტაძრიდან და დავეშვით თავდაღმართზე სოფელ დოლასვიფისკენ (ბეჩოს თემის ცენტრალური სოფელი) 1 საათი და 30 წუთი დაგვჭირდა სოფლამდე, კერძოდ მჟავე წყლამდე ჩასასვლელად :)

გაგრძელება იქნება....
:arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 20:55
by guruli
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ, ხალხნო.
არ იზარმაცოთ ფოტო-რეპორტაჟზე... :wink: აქ დარჩენილებზეც იზრუნეთ.

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 20:56
by Archil
პირველად 3 აგვისტოს დილით თერთმეტზე ჩავედით ეცერში
იგრძნობა ლამას სტილი :)

გისმენთ მოუთმენლად

სვანეთი მაინც სვანეთია !!!

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 10 აგვ 2009, 21:59
by nataliko-nataliko
ფოტოები დადეთ რა :roll: ეჭვიც არ მეპარებოდა რომ არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდოდა, მაგრამ დეტალები მაინტერესებს :wink:

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 11 აგვ 2009, 09:32
by legenda
რავა დადინჯებულან ეს ჩვენი სვანები, ტემპი აკლიათ ტემპი....

:roll:

მერეოოოო?

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 11 აგვ 2009, 10:21
by Archil
legenda

მადლობა ლამას რომ ამოიღო ხმა, თორემ სვანეთიდან რომ ჩამოდიან ორი კვირა სვანებივით იქცევიან - ჩუმად არიან და სანამ ქალაქი თავისას არ იზამს და სვანობა არ გადაუვლით, მანამ ჩუმად იქნებიან :)

ედემში მგზავრობა - სვანეთი 2009

Posted: 11 აგვ 2009, 11:11
by Tamari-ch.
ნუ რა ზარმაცი ხალხი ხართ...
ფოტოები!!!!!!!!!!!

:x
პუბლიკა ითხოვს...
:lol: