Page 1 of 20

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:37
by Mta Mkvarebia
1. რეგიონი: კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი (თუშეთი), დუშეთის რაიონი (ხევსურეთი)

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ალვანი-დართლო-დანო-კვავლო-ფარსმა-გირევი-ჭონთიო-აწუნთის ურელტეხილი(3430მ)-ბახაო-არდოტი-ახალი და ძველი ხახაბო-მუცო-ანატორი-შატილი-დათვისჯვრის უღელტეხილი-თბილისი


3. ხანგრძლივობა:

8 დღე და 7 ღამე


4. სირთულე:

რთული, ზოგი მონაკვეთი განსაკუთრებით რთული (აწუნთიდან დაბლა დაშვება დაუსრულებელი დაღმართებით), ზოგი მონაკვეთი კი მარტივი (მუცოში გასეირნება)

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩამოთვლილ სოფლებთან მეტნაკლებად ახლომდებარე სხვა სოფლები: თუშეთში- ხახმატი, ილურთა, ჯვარბოსელი, დიკლო, შენაქო, ხევსურეთში-არჭილო და ანდაქი

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანქანით მთლიანად გავლილი მანძილი -433კმ
აქედან თუშეთში:
თბილისი-თელავი - 160კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილით, მაგრამ ჩვენ სატვირთო მანქანით მხოლოდ ალვანიდან 6 საათი ვიმგზავრეთ.
ხევსურეთში:
არდოტიდან-შატილამდე-17 კმ
შატილი-თბილისი - 152 კმ
ამ მანძილის გავლას მინიბუსი საშუალოდ 6 საათს ანდომებს.


7. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 75 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
თითქმის ყველა სოფელში კოშკები, ლამაზი სახლები, ხატები და სალოცავები, რომელთან მიახლოებაც ქალისთვის კი არა მამაკაცისთვისაც კი არ შეიძლება, ულამაზესი სოფელი დართლო, კოშკებით და დანგრეული ეკლესიით, სადაც ასევე არ შეიძლება ქალის მიახლოება, ასევე ლამაზია ფარსმა და ჭონთიო, ულამაზესი ხეობები, ნაცნობი ხევსურეთისგან (შატილი-მუცო-არდოტი) განსხვავებული, ალპურ მდელოებიანი, ღრუბლებში და თოვლიან მწვერვალებში ჩაძირული უცნობი ხევსურეთი, რაც ძალიან ცოტას თუ აქვს ნანახი :) .

9. საბანაკე ადგილები: ყველგან მშვენიერი საბანაკე ადგილებია, თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ეზოში ან სიახლოვეს ბანაკის დასაცემად სასტუმროს მეპატრონის ნებართვაა საჭირო. ასევე დაცულ ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. (სასტუმროს ტერიტორიაზე ან ახლოს დაბანაკება სასმელი წყლის გამოა მიზანშეწონილი)
თუმცა რაც უფრო მაღლა ადიხარ იდეალურად სწორი ზედაპირის ნახვა ჭირს, ამიტომ ხანდახან წერაყინს ვნატრობდით ღამით საგებლიდან ძირს ჩაცურებულები ზემოთ აფოფხებისას :lol: .

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. თუმცა გვხვდება მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია. წყალი გვხვდება აწუნთის ურელტეხილის ძირშიც, ასევე მთის ნაკადულების სახით, თუმცა ხევსურეთის მხარეს, სანამ ძირს არ დაეშვები მდინარემდე (ბახაო ქვემოთ), სასმელი წყალი არ გვხვდება

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge

საოჯახო სასტუმროები თუშეთში:
"თუშეთი" (სოფელი ომალო) მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე
"დართლო" (სოფელი დართლო) ტელ:893 444 229
"სამციხე" (სოფელი დართლო) ტელ:899 11 89 93
"კრუისკარი" (სოფელი დოჭუ) ტელ:899 28 56 47
"დოჭუ" (სოფელი დოჭუ) ტელ: 899 53 33 98
"ომალო-2005" (სოფელი ომალო) ტელ: 899 67 22 43
"ლამატი" (სოფელი ვერხოვანი) ტელ: 899 700 378
'ჯიქი" (სოფელი ჭეშო) 899 67 42 10

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

მთელი თუშეთი ღირშესანიშნავი ადგილია, თუ დრო გაქვთ და გზაც მიდის ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება. ხევსურეთში სანახავი დაგვრჩა ანდაქი და არჭილო. კისტანის კოშკებზეც არ ავსულვართ, შორიდან შევავლეთ თვალი.

14. რუქა: მოგვიანებით დავდებ ბმულს.

15.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
როცა კი გზა გახსნილია, მთელი ის პერიოდი. მთაში გაზაფხულიც, ლამაზია, ზაფხულიც და შემოდგომაც. თუმცა გაითვალისწინეთ რომ იქ გაზაფხული ივლისის დასაწყისში დგება :)

16. რისკები და საფრთხეები
მთელი საფეხოსნო მარშრუტი უწვრილესი საცალფეხო ბილიკებია, სერპანტინებად რომ სერავს მთებს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, რომ ფეხი არ ჩაგიცდეთ და არ ჩაიჩეხოთ სადმე, ასევე ყურადღებით უნდა იაროთ აწუნთის ურელტეხილზე, სადაც ნაშალის ჩამოშლა საფრთხეს გიქმნით თქვენც და თქვენს უკან მომავალ თანამოლაშქრეებსაც.

17.პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის
მაგთი დართლომდე იჭერს, შემდეგ ფარსმაში ადგილ-ადგილ, გირევში კი მხოლოდ მესაზღვრეების ეზოში, ისიც ერთ წერტილში. თუმცა აწუნთას ურელტეხილის უმაღლეს წერტიილზე ბალის და მაგთის პატრონებს შეტყობინებები მოუვიდათ და თავადაც გააგზავნეს, თუმცა ჩემი ტელეფონისთვის სიგნალი საკმარისი არ აღმოჩნდა ეტყობა :) , შემდეგ ტელეფონი შეგიძლიათ გამორთოთ და კორშამდე (ხევსურეთი) აღარ ჩართოთ :)

18.ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან
საფეხოსნო მარშრუტისას- აწუნთის უღელტეხილი 3430 მეტრ სიმაღლეზე
ტრანსპორტით კი ორი ურელტეხილი გავიარეთ: უმაღლესი სამანქანო ურელტეხილი საქართველოში- აბანოს ურელტეხილი თუშეთში (მისი უმაღლესი წერტილი-ცერი- თითქმის 2900 მეტრი (ნიკამ შემისწოროს :wink: ) და დათვისჯვრის უღელტეხილი ხევსურეთში 2676მ

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:38
by Mta Mkvarebia
მოკლედ დაუვიწყარი მოგზაურობა გამოგვივიდა. ცოტა არ იყოს დავიღალეთ კიდეც (განსაკუთრებით აწუნთაზე გადმოსვლის დღეს. აღმართებმა ისე არ დაგვტანჯა, როგორც დაუსრულებელმა დაღმართებმა, მაგრამ ცოტა რომ დავისვენეთ მშვენიერების აღქმის უნარი კვლავ დაგვიბრუნდა :wink: 8 დღიან ლაშქრობას რეპორტაჟიც შესაბამისად გრძელი მოყვება ალბათ :wink: , ჰოდა მანამდე რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ, დაწვრილებითი რეპორტაჟი კი ცოტა გვიან იქნება.

აბანოს უღელტეხილზე
Image

Image

Image

დართლო
Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:38
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

ფარსმაში

Image

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:39
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:39
by Mta Mkvarebia
ჭონთიო
Image

Image

Image

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:40
by Mta Mkvarebia
Image

Image

აწუნთის გზას შევუდექით
Image

Image

მწვერვალზე
Image

აქეთ თუშეთია:
Image

აქეთ კიდევ ხევსურეთი
Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:41
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:41
by Mta Mkvarebia
სოფელი ბახაო (ხევსურეთში)

Image

ახალი ხახაბო

Image

თებულომ სულ ერთი წამით გადაიგდო ნისლის მანდილი :)

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:41
by Mta Mkvarebia
არდოტის ეკლესია
Image

Image

ბეჭებგაბზარული მუცო

Image

Image

შატილი
Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:42
by Mta Mkvarebia
ულამაზესი ყვავილებით იყო თუშეთ-ხევსურეთი მოჩითული

Image

Image

Image

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 11:43
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 12:21
by Ninukala
ლიკუნ... არაჩვეულებრივი ფოტოებია.... მომენატრა თუშეთი...
ჩვენი უღელტეხილი.... როგორც ყოველთვის ლამაზია... და შენს ბუნების ფოტოებზე გავგიჟდი.... ნამდვილი ხელოვანი ხარ....

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 12:25
by Mta Mkvarebia
Ninukala
დიდი მადლობა, ნიინ :**

მეც მომენატრა "ჩვენი თუშეთი", გომეწარი სანახავი დაგვრჩა ბოლომდე :wink: ჰოდა ერთად ვნახოთ :D .

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 13:22
by natalia
Mta Mkvarebia
როგორც ყოველთვის ლამაზი რეპორტაჟია. :)

ძალიან ლამაზი სურათებია :)

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

Posted: 10 აგვ 2009, 13:31
by Mta Mkvarebia
natalia
დიდი მადლობა, გაიხარე :)
მაგრამ რეპორტაჟი ჯერ არ დამიწყია :wink: (როგორც ვატყობ, საკმაოდ ვრცელი იქნება :roll: )
ეს ერთგვარი შესავალია, ერთი თვალით რომ შეგახედოთ იმ სილამაზისთვის :D