დაახლოებით ერთი თვის წინ მირეკავს
kolkhi და მეუბნება: "გიო, ჩემი თანამშრომლები აგვისტოში ადიან ტბაზე და შენც თუ გინდა წამოდი". რა თქმა უნდა ეგრევე დადებითი პასუხი ვუთხარი და დავიწყე ფიზიკურად მომზადება

ვინც არ იცის ლაგოდეხელი ვარ. ასე რომ ლაგოდეხელი კაცი აქეთ დამპატიჟეს ჩემს სოფელში

ხოდა ერთი თვე ვემზადებოდი და ამ პერიოდში ხაშმში წასვლაც მოვასწარი

თავიდანვე ეჭვი გვქონდა რომ მარშუტზე იდგა სასაზღვრო ჯარი და არავის არ უშვებდა ტბაზე. რუკაზე ყვითლად არის მონიშნული. დავურეკე ნაცნობს და იმან მითხრა რომ პრობლემა არ არისო: ყველას უშვებენ, ოღონდ უნდა გაიყოლო გიდი, რომელსაც აქვს საშვი. ეს უსაფრთხოების ზომები არის მიღებული ომის შემდებ იმიტომ რო საზღვარი გადის პირდაპირ ტბაზე(რუკაზე კარგად ჩანს) და 500 მეტრიან ზონაში შედიხარ.
ესე იგი შევიკრიბეთ მეტრო ისანთან, საიდანაც გადის ლაგოდეხის მარშუტკა(ე.წ. კაფე "ჩილიკა"–სთან) ორშაბათს დილის 7:30 საათზე. სანამ ყველა მოვიდოდა 8 საათიც გახდა და პირველი მარშუტკა გავუშვით და მეორე რეისზე დავჯექით. ბილეთის ფასი იყო 7 ლარი კაცზე. ანუ 15 ლარი გიჯდება გზა. ქ. ლაგოდეხი თბილისიდან მოშორებულია ზუსტად 160 კმ–ით და ჩადიხარ დაახლოვებით 2–2.5 საათში. ლაგოდეხში რომ ჩავედით, მე და kolkhi უცბათ ჩავირბინეთ ჩემ სახლში(კეტები მქონდა მანდ). მამაჩემს ყავს მარშუტკა და ვთხოვე ავეყვანეთ ტყის პირამდე, ზედმეტი 2–3 კმ რომ არ გვევლო ქალაქში, როგორც წინა მელაშქრეებს მოუვიდათ

ერთი ძალიან გრძელი ქუჩა არის – ვაშლოვანის ქ. , რომლის ბოლოშიც ტურისტული ცენტრივითაა: სასტუმრო, ტურისტული სააგენტო, საქეიფე ადგილები, მუზეუმი და ა.შ. მანდვე არის სარეინჯერო.
მანდ გავიგეთ რომ გიდის გარეშე მესაზღვრეები არ გაგვიშვებდნენ ტბაზე. ასე რომ 35 ლარი დაგვიჯდა გიდი 1 დღე – ანუ ჯამში 105 ლარი გამოვიდა. და კარვების ადგილები დაგვიჯდა 20 ლარი – 2კარავი*2ღამე*5ლარი. და სულ გამოვიდა 125 ლარი. ანუ კაცზე ეს 3დღიანი სიამოვნება გამოვიდა 30 ლარამდე. საჭმელს და დანარჩენს არ ვთვლა. ცხენი ღირდა 30 ლარი დღე და ერთ ცხენს შეუძლია 4 კაცის ბარგი ათრიოს. ამდენი ფული აღარ გვქონდა და ჩვენ თვითონ ვათრიეთ ჩვენი ბარგი. მოკლედ სანამ ეს ყველაფერი მოვაგვარეთ 1:30 გახდა და დავადექით გზას.
ხევის მარჯვენა სანაპიროდან უნდა გადავსულიყავით მარცხენაზე. წინა ღამეს ყოფილა დიდი წვიმა და ყველა ხიდი იყო წაღებული. მოგვიწია ფეხით გადასვლა. ერთი 15 წუთი ვეძებდით შედარებით გაშლილ ადგილს და როგორც იქნა გადავედით. და მივადექით გოგირდის წყლებს(მარშრუტზე პირველივე ლურჯი წერტილი). გავსინჯეთ, ავავსეთ ბოთლები და დავიწყეთ მთაზე ასვლა. ეგრევე საშინელი აღმართი იწყება და მეტეომდე არ რჩება

ისეთი მთაა და ისეთი აღმართი – ერთს არ მოგასვენებს და არ ამოგასუნთქებს! წვიმის გამო ბილიკი ალაგ-ალაგ იყო მაგარი ტალახიანი. 500 მეტრიდან უნდა ავსულიყავით 1950 მეტრზე, მაგრამ ერთი გორა უნდა გადაგვევლო რომელიც თითქმის 2100 მეტრზე არის. და 7.5 საათში შევძელით ეს. ნახევარი საათი ვიარეთ ფანრებით, რასაც არავის არ ვურჩევ. ერთი არასწორი ნაბიჯი და ჩათვალე იქიდან ვეღარ ჩამოხვალ. და ჩვენ კიდე ტალახში ვიარეთ იმ ბილიკზე!
ფეხი რომ დაგიცურდეს და ჩაგორდე და ცოცხალიც რომ დარჩე, თოკის გარეშე და სხვის დახმარების გარეშე ვერ ამოხვალ ბილიკზე. ასე რომ თოკი აუცილებლად წასაღებია ამ ლაშქრობაში! წყალი არის დიდი პრობლება ამ მარშრუტზე. ერთი რომ იწყებ ასვლას ხევში ავსებ, და მეტეომდე სულ ერთ ადგილას მოდის და ბილიკიდან შორს უნდა ჩახვიდე რომ აავსო. სამაგიეროდ გვეგონა კოღო იქნებოდა და არცერთმა არ მიკბინა

მაგ მხრივ გაგვიმართლა. მეტეო უკვე ალპურ ზონაში დგას და ერთი ორი კმ გიწევს 1.5–2 მეტრიან ბალახში სიარული. მოკლედ საღამოს 9 საათზე ვიყავით ადგილზე. არ ვიცოდით და თურმე ძველ შენობასთან აუშენებიათ ახალი კოტეჯი ერთი 4–5 ოთახი იქნებოდა ორ სართულიანი საწოლებით და სქელი მატრასებით! ნარდი და დომინოც ყოფილა, მაგრამ მაგისთვის ვერ მოვიცალეთ. ცეცხლი უცებ დავანთეთ დავყარეთ ფეხსაცმელი ფეჩის ქვეშ, ვჭამეთ, ორორი ჭიქა ჭაჭა გადავყლაპეთ და მანდვე მივიძინეთ.
მთელი ღამე ვერ დავიძინე, პირველად მეძინა ტომარაში

ვიკოტრიალე, ვიკოტრიალე და დილის 6–7 როგორც იქნა დავიძინე. და 10ზე უკვე ავდექით. ღამე ისევ წვიმდა. ისეთი გრუხუნი იდგა – აი მესმის ბასები

რო ავდექით მაშინაც წვიმდა და ცუდ ხასიათზე ვიყავით – გვეგონა ჩაიშალა ყველაფერი. მაგრამ 2 საათში გადაიღო და მივიღეთ გადაწყვეტილება ავსულიყავით ტბაზე. ვაი ჩვენს პატრონს! ნეტა გადაგვედო შემდეგი დილისთვის! 12 საათი როგორც აღმოჩნდა ძააააალიან გვიანი ყოფილა. თითქმის იგივე მანძილი უნდა გვევლო(14–15 კმ მეტეომდეა და 10–12 კმ მეტეოდან ტბამდე). ტბამდე გზის პირველი ნახევარი იგივე აღმართი არის რაც მეტეომდეა. და მეორე ნახევარი შედარებით ადვილი – თითქმის სწორზე დადიხარ. წვიმა ბოლომდე რომ გადაიღო 2 საათი ვიარეთ. ხოდა როგორც იქნა მივადექით საგუშაგოს. 2 დიდი კარავი იდგა – ერთში ეძინათ და მეორე სამზარეულო იყო. ჩვენი მონაცემები ჩაიწერეს და 2 მესაზღვრე გაგვაყოლეს ტბამდე. ტბაზე რომ მივედით უკვე საღამოს 6 ხდებოდა. უცბათ ვჭამეთ, გადავიღეთ სურათები და წამოვედით უკან. საგუშაგოზე კარგი ცხელი პური გვაჭამეს, კარგიი ცივი წყალი დაგვალევინეს და ისე გაგვიშვეს

ისე ციოდა! 3 დღის წინ წყალი გაგვეყინაო. იქნებოდა ერთი 8 საათი საგუშაგო რომ დავტოვეთ. ძალიან დაგვაგვიანდა. ყველა დაღლილები ვიყავით. მე მარჯვენა ფეხი მაწუხებდა აღმართზე და ტოხას მუხლი. ყველა ნაბიჯს ვთლიდი უკვე – მეგონა არასდროს დამთავრდებოდა ეს გზა მეტეომდე. რო დაღამდა ნახევარი გზა გასავლელი გვქონდა კიდე! ძალიან სახიფათო გზა. ერთ ადგილას ტოხას ფეხი დაუცურდა და კიდე კარგი ეგრევე დაჯდა. ბილიკი იყო ერთი 40 – 50 სმ და მარჯვნიდან ჩასავარდნი. იქ რო ჩავარდნილიყო.... ბოლოს ფანარი დამიჯდა კიდე და სანთებელას შუქით მივდიოდი. ღამის 12 საათზე მივედით მეტეოზე! ყველა ცოცხალი და ბედნიერი

გავშალეთ უცბად, ვჭამეთ და დავიძინეთ.
მესამე დღე ისეთი ლამაზი და მზიანი გაგვითენდა! გული დაგვწყდა რომ წვიმაში მოგვიწია სიარული და წასვლისას გამოვიდა მზე. დამავიწყდა მეთქვა რომ ღამე რომ ვბრუნდებოდით მეტეოზე, ამოსული დაგვხდა სხვა ჯგუფი. გაშლილი ქონდათ კარვები და ეძინათ

დილით კიდე რომ გაეღვიძათ ჩვენ ვიბარგებოდით უკვე. დავემშვიდობეთ მეორე ჯგუფს, გადავიღეთ ერთობლივი ფოტოები და დავეშვით. დაშვებაც რთული ყოფილა, მითუმეტეს დაღლილები ვიყავით ყველა. მაგრამ ზუსტად 4 საათში ჩავედით გოგირდის წყლებთან - ანუ მარშრუტის პირველ წერტილამდე.
ეს იყო და ეს

ხო, ქალაქში რომ ჩავედით, საიდანაც მარშუტკები გადიოდა თბილისისკენ, იქაური ჟურნალისტები იყვნენ ჩასაფრებულები და ინტერვიუ გამოგვართეს.
და ბოლოს, თუ ოდესმე ვინმეს მოუნდება ასვლა ამ ტბაზე, დაგეგმეთ 4 დღე მაინც, სხვა შემთხვევაში გამოდის რომ 3 დღე სულ დადიხარ
4 დღიანზე 1 დღე მაინც დაგრჩებათ გასართობათ.
სურათებს ან დღეს საღამოს ან ხვალ საღამოს დავდებ...