დასავლეთ საქართველოს უმაღლესი მხარე, ზემო სვანეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – ზუგდიდი – ხაიში – ლატალი – ლენჯერი – მესტია – მულახი – იფარი – კალა – უშგული – მესტია – ზუგდიდი – სენაკი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
5 დღე და 4 ღამე
4. სირთულე:
ძირითადად მანქანით ვმოძრაობდით და სირთულეც სწორედ რომ გზებია, გჭირდებათ გამოცდილი მძღოლი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
250ლარი კაცი
6. მონაწილეთა რაოდენობა
Don
saskva
kurush
nataliko-nataliko
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
saskva & DON
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი- მესტია 460 კმ;
მესტია-უშგული 45 კმ.
მთლიანი მარშრუტის მანძილი: 1132 კილომეტრი
9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში: 10 კილომეტრი
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქვემო ნიქოზის უძველესი (V ს-ის) ეკლესია, ენგურჰესის კაშხალი (275 მეტრი), სოფელი ბეჩო, ჩანჩქერი შდგრა (2200 მეტრი); სოფელ ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია; სოფელ ლენჯერის (ლაშთხვრერის) მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია; მესტია; მესტიის მუზეუმი; ხერგიანის მუზეუმი; სოფელი მულახი; სოფელი იფარი და ნაკიფარის ეკლესია; სოფელი კალა; სოფელი უშგული; უშგულის მუზეუმი და ასევე საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5068 მ.);
11. საბანაკე ადგილები:
სოფლებთან დაბანაკება ყველგან შესაძლებელია
12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უF ბევრია ბევრი, გინდა მჟავე და გინდა ისე
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, სათვალე, პირადი ჰიგიენის ნივთები.
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისის ბოლოდან - სექტემბრის ბოლომდე
15. რისკები, საფრთხეები:
უი არ ვიცი, ჩვენ არაფერი ეგეთი არ მოგსვლია. ნუ ხო გაითვალისწინეთ რომ მზე მაგრად წვავს და შესაფერისად ჩაიცვით ან იხმარეთ კრემი
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი, ყველგან იჭერს
ჯეოსელი კი მხოლოდ უშგულში ვერ იჭერს, სხვაგან არ აქვს პრობლემა.
17. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მირიან კვიციანი: 895 23 95 53 (მესტია, საოჯახო სასტუმრო)
ბიდო ნიჟარაძე: 899 16 43 52; (უშგული)