Page 1 of 3

გერგეთი

Posted: 07 ივლ 2004, 09:43
by Gvalva
ამ კვირას ყაზბეგისკენ ვიყავით, ამინდი ფანტასტიური იყო, და ძალიან ვისიამოვნეთ. მე განსაკუთრებით, რადგან სახლში რემონტი მაქვს, კარადები ერთმანეთზე აწყვია და ეს სუფთა ჰაერი და სივრცე პირდაპირ ექიმისგან გამოწერილ რეცეპტს გავდა.

ეს მხარე საერთოდ ჩემს აღტაცებას იწვევს, ეს იდეალურად ბრტყელი ხეობები და პირდაპირ დაწყებული მთები მე მგონი მეტი არსად არის. ბავშვები რომ ხატავენ ხოლმე იმას მაგონებს.

ეს მჟავე წყლის "მდინარე", თუ რა ვიცი რა ქვია, ხომ საერთოდ, სულ ვიღებ და ვიღებ.



სურათები რათქმა უნდა გადავიღე, მარა კარგი ის იყო, უკან ისე მოვდიოდი გერგეთს საერთოდ არ ვიღებდი, ის უკვე იმდენჯერ და ისე ლამაზად არის გადაღებული რომ stidno pod oplodismenti prigat` na 1,90 kogda kto-to uje vzial 2,30.

მერე ამ ღრუბლების ხათრით გადავიღე.
Image
Image

16 გერგეთობა ყოფილა და გზას აკეთებდნენ, ჩვენ ფეხით ავედით ცოტა გრძელი გზით მარა ჩამოსვლით პირდაპირ დავეშვით.

მერე სიონზე ავედით, აქაც ერთი კარგი სურათი გადავიღე, მაგასაც გაჩვენებთ :)

Image

ხადას ხეობაში გვინდოდა კიდევ ჩამოგვევლო მარა დრო აღარ დაგვრჩა და სხვა დროისთვის გადავდეთ, თანაც ხადას ხეობაზე არაფერი რომ არ გქონდეს წაკითხული და ისე ჩამოიარო ნამდვილად სირცხვილია.

ხო, კიდევ შავი და თეთრი არაგვის შესართავი გადავიღე, რომელიც სხვა დროს არასდროს გადამიღია რატომღაც.

Image

Image

გერგეთი

Posted: 08 ივლ 2004, 18:01
by lukrecia
ჯერ გოგოურ კომენტარებს დავწერ:
აბზაცი 1.ვაიმე ეს რემონტი მართლა საშინელებაა.მეც მქონდა სახლში და კინაღამ გავგიჟდი.
აბზაცი 2.ვაიმე,რა რომანტიულად აღწერე....მეც ვხატავდი ბავშვობაში ეგეთ მთებს.(და ახლაც ვხატავ)....
აბზაცი 3.ვაიმე,მჟავე წყლები მეც მომწონს.რა მაგარია არა?იმდენი სურათი მაქვს მაგ წყლებთან გადაღებული....
აბზაცი 4.ვაიმეეე...მართლა იმდენი ლამაზი სურათია გერგეთის რომ რა ვიცი...ვაფრენ.მეც მაქვს მანდ ბევრი სურათი გადაღებული.
აბზაცი 5.(ანუ ფოტოები)ვაიმეეეე...რა მაგარი ფოტოებია....მეც მაქვს ეგეთები,და უფრო კარგები. :lol:
აბზაცი 6.(ისევ ფოტოები)ვაიმეეე.არაჩვეულებრივია ეგ შესართავი...საოცარი.ერთი თეთრი,ერთი შავი.....და ის ვისი ხელია ბოლო სურათში?
ეს იყო გოგოური კომენტარები.აი გოგოებმა რომ იციან-ხოლმე ეგეთები.
ახლა ადამიანური კომენტარები:
აბზაცი 1.რემონტი კარგია.პროცესი დამღლელი.
აბზაცი 2.ლამაზია მართლა.კარგია რომ შეამჩნიე საერთოდ.
აბზაცი 3.სიმართლე გითხრა დიდად არ მიზიდავს მაგის სმა.რაღაც ლაყე კვერცხის გემო აქვს.და მურტალი სუნი.ლამაზი კია....
აბზაცი 4 და 5..ყოჩაღ რომ გადაიღე.საკუთარ გადაღებულს სულ სხვა მუღამი აქვს.
აბზაცი 6.შესართავი ქალს არ გავს რაღაცით?რაღაცით რა...ნუ, გავს რა....
ბოლო სურათში მაგარია ხელი რომ ჩანს.უხდება.
ეუფფფფფ....ეს რამდენი დევწერე.......
რა ძალა მედგა ნეტავ.......

გერგეთი

Posted: 08 ივლ 2004, 20:55
by Wanderer
Gvalva

(გავყვები ლუკრციას სტილს) :)

შენიშვნა 1. Gvalva ! 2-იანი სურათების დადებაში ! ჩემთან გამოჩნდა მხოლოდ 2 სურათი ! Show Picture არაფერს არ შველის. მაგიტომ გეუბნებოდი, რომ ეგ hotbox.ru თუ რაღაც ჯანდაბა არ ვარგა-მეთქი ... :cry:

შენიშვნა 2. ძალიან კარგ ადგილას ყოფილხართ !!!!!!!!!! ასეთი ადგილები მიყვარს მეც ძალიან და სხვათაშორის დიდი განათლება და წიგნების კითხვა არ არის საჭირო, რომ ასეთი ადგილები მოგწონდეს და მათი სილამაზე შეიგრძნო :)

შენიშვნა 3. თქვე კაი ხალხო ! როცა ასეთ კარგ ადგილებში მიდიხართ, ერთი "მივდივართო" - დაიძახეთ და ვინც არ წამოვიდეს მერე თავის თავს დააბრალოს :lol:

გერგეთი

Posted: 09 ივლ 2004, 08:36
by Gvalva
lukrecia, LooooooooooooooL,

მაგარი იყო, გოგოურიც და არა გოგოური კომენტარებიც. განსაკუთრებით კაი იყო, აბზაცი 3, არაგოგოური. :D .

ხელს ბოლო სურათში (რომელზეც კომენტარები დამვიწყებია) სხვა დატვირთვაც აქვს. მე რომ ვიღებდი, ერთი გოგო იყო ჩვენთან ერთად, ... უსინათლო!! და იმან ხელი შემოყო კადრში იმის გასაგებად ჩვენ რაზე ვლაპარაკობდით, "დაათვალიერა", და მომეწონა.
ეხლა დავიწყებული კომენტარი: სიპი ქვები ერთმანეთზე უბრალოდ ალაგია, ყოველგვარი "რასტვორის" გარეშე, (ჩემი მუშისთვის გადავიღე, ამავსო ცემენტის მტვერით) ეს ყოფილა ყორე, ღობე-ყორეს ნუ ედებიო, ე.ი. არ შეეხო, შეღებილიაო :lol:

ქალი ვერ დავინახე!!!!!!! დამანახე რა, გეხვეწები.
ისე, ერთი მხატვარის არ იყოს, მე დავხატავ და მერე კრიტიკოსები იტყვიან მე რა დავხატეო, მეც ასე გამომივიდა, შენ ამ სურათში ქალი დაინახე, ამავე წასვლაზე კიდევ ეს სურათი გადავიღე, სადაც ერთმა ხელებგაკრული კაცი დაინახა.
აგერ გაახლებთ თუ wandererი არ გამიბრაზდება კიდე hotbox-იდან რომ ვდებ :wink:

Image

გერგეთი

Posted: 09 ივლ 2004, 08:48
by Gvalva
ხო, კიდე,
wanderer, ხადას ხეობაში რაღაც დიდი რიცხვი თქვეს, 70 მგონი, ღირსშესანიშნავ/რელიგიურ/ისტორიული ადგილიაო, რუკასაც რომ დახედო, ძალიან ბევრი ნიშნებია ზედ დატანილი, მენანება რომ მარტო ერთმანეტზე დალაგებულ ქვებად აღვიქვა, ბარემ რას ვხედავ ვიცოდე. თორემ ისე გეთანხმები, სულ უნახავობას, წაუკითხავად ნახვა ჯობია. ერთმა თქვა მე წავიკითხავ და რომ მოვრჩები წავიდეთ და მოგიყვებითო :)

სიონზე გადაღებულ სურათში იმედია მიცანით :) ყველაზე მაჯვნივ რომ დგას ის ვარ :P თუ საერთოდ ვერ დაგვინახეთ :roll: :wink:

გერგეთი

Posted: 09 ივლ 2004, 09:55
by Wanderer
Gvalva
ეეეხ ! ეგ სურათიც არ ჩანს :cry: თუმცა უეცრად ერთ-ერთი სურათი გამოჩნდა წინა სურათებიდან(მდინარის) ! ვაშააააააააა :D კაი სურათია ! მოკლედ ეს სურათები დამალობანას გვეთამაშებიან რა :?

გერგეთი

Posted: 11 ივლ 2004, 17:05
by tio74
იქ ჩვენ ყველა ერთად ვსუნთქავდით!.....იქაური ცა არსადააა!.....არც იქაური ჰაერი!.............:)და მე იდეებით "აღვსებული" ჩამოვედი!!!!!!!!:))).......რასაც გაგაცნობთ! პაკა.:)

გერგეთი

Posted: 13 ივლ 2004, 17:15
by lukrecia
GVALVA!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
შენიშვნები.(მე მოკლედ ამ საიტის კრიტიკოსი გავხდი)
1.უიმეეე.ეს GVALVA გადამრევს.როგორ ვერ დაინახე კაცო ქალი??????უკუღმა წევს,უფრო სწორედ დიაგონალზე,ფეხები აქვს გვერდებზე გადალაგებული და მდინარეები რომ ერთდებიან იქ აქვს"ის"......
2.მერე ღობე-ყორეს ვინ ღებავდა კაცო??????ღობე-ყორეს მთვრალები ედებოდნენ,შუკა-შუკა რომ მორაცრაცებდნენ.
3.მაგ ქვები რომაა ერთმანეთზე დაწყობილი,კი უჭირავს თავის სიმძიმეს,მაგრამ მათ,თუშეთსა და ხევსურეთში კვერცხის ცილითა და რაღაც საიდუმლო რასტვორით აწებებდნენ.
4.შენ თუ ეგრე უტარე შენს მუშას სურათები,ცუდ დღეში ჩავარდება შენი სახლი.არ დაგავიწყდეს,რომ სიპებით აშენებულ სახლებს მერე ბოდიში და ნეხვით ლესავენ.გაითვალისწინე.
5.ხელებგაკრული კაცის დამნახავს აშკარად ჩემზე უკეთესი ფანტაზია აქვს.ეგება ყავაში ჩახედვა ესწავლა.....

გერგეთი

Posted: 13 ივლ 2004, 18:46
by Gvalva
lukrecia, კაი პროფესია გამოგივიდა :lol: . ყველა ჭკუათმყოფელი მიესალმება ჯანსაღ კრიტიკას. მეც მათ შორის.

ეხლა პასუხები, შეილება პუნქტებად ვერ მოვახერხო, მარა, ვეცდები ყველას ვუპასუხო. არ შეეხოთ შეღებილიაო, ხუმრობა იყო, ეტყობა ცუდად ვცადე :?

მუშის სურათის მიტანაც, ერთგვარი ხუმრობა იყო, თუმცა გადაღებისას სწორედ მაგას ვამბობდი. თანაც იმ, ბოდიში და, გალესილის სურათსაც კი არ მივუტან :)

ხელებგაკრული კაცი, ვერძზე მჯდარი დაინახე თუ ვერა, ბოლობოლო? როცა დაინახავ იტყვი რომ მაგრად გავს, როგორ ვერ ვხედავდიო. მე ყოველშემთხვევაში ასე ვთქვი :)


ხო, ქალი კი მივხვდი როგორც უნდა დამენახა მარა... :oops: :oops: :roll:

გერგეთი

Posted: 17 ივლ 2004, 12:06
by tio74
გილოცავთ გერგეტობას!!!!!!!!!:)
ძალიან კარგი იყო!...დიდებული!............
..........................სიტყვები არ მყოფნის!............გერგეტზე 7 ადამიანი ავედით ფეხით ღამის 2 საათზე! 4-ისთვის უკვე იქ ვიყავი!!!....... ვნახე მზის ამოსვლა და თითქმის უღრუბლო მყინვარწვერი!!!!!!!.........:)
........................................
ბედნიერებაა!!!!!!!!!!!!!!!!
გისურვებთ ღვთის მფარველობას!!!!!!!!!!!!!!!!!!:)

გერგეთი

Posted: 26 ივლ 2004, 09:03
by Wanderer
Gvalva
ვაშაააააააა ! ყველა სურათი გამოჩნდა :)

tio74
ვოვ ! აი ეს მესმის ! შენ რაღაც ფანტასტიურ რაღაცეებს სჩადიხარ აი :)

სხვათა შორის ახლახანს ჩამოვედი მათურხევიდან და როგორც კი მოვიცლი ვრცელ წერილს გავაშანშალებ იქაური თავგადასავლების შესახებ :)

გერგეთი

Posted: 30 აგვ 2004, 16:31
by Gvalva
ოჰ, ეს ვინ გამოჩნდა :lol:

wanderer, მთასა მავალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა? :)

ვატყობ ჯერ ჩვენთვის არ გცალია.

როგორ მოიარე? როგორ მოგწონს ჩვენი ახალი გეგმები :wink: და საერთოდ, ეთანხმები თუ არა გამყრელიძის დასკვნას

გერგეთი

Posted: 31 აგვ 2004, 11:44
by Wanderer
Gvalva
ძალიან მომენატრე !

ლაშქრობა გადასარევი იყო. ბევრი რამაა მოსაყოლი და როცა შეგხვდები - მოგიყვები. თუ არ დამეზარა, აქაც დავწერ.

ახალი გეგმების შესახებ შესაბამის განყოფილებაში გავძლიერდები :D

გამყრელიძე ვინაა ? და რა დასკვნები გამოაქვს ? :wink:

გერგეთი

Posted: 31 აგვ 2004, 11:52
by Giorgi
დზალიან კარგი ტუ მოგვიყვები სად იყავი :) გამყრელიძე? არის ერთი მაგის რეზოლუციის გარეშე პახოდებში ვერ დავდივართ ;) მე ისევ ასფალტზე მოსიარულე ვარ?! :) მემგონი ბილიკზე ან სჰარაგზაზე გადასაყვანი მაინც ვარ :D

გერგეთი

Posted: 31 აგვ 2004, 14:32
by Gvalva
wanderer, მოგენატრებოდა გვალვა აბა რა იქნებოდა, რაც შენ ამ ზაფხულს წვიმებში იარე ;)


Giorgi, ეტყობა გამყრელიძე რეზოლუციას არ ადებს შენს ბილიკზე გადაყვანას :)