Page 1 of 6

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:07
by SERJ_I
მგონი არავინ ხსნის ამ თემას და ტყვილა ვზივარ სახლში მაინც და... აი ჩემი პირველი ლაშქრობის აღწერა :) თუკი რაიმე გამომრჩა არ გამკიცხოთ :)

1. რეგიონი: ქართლი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი - არმაზი - თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე: ადვილი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება თითო კაცზე 7 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
11 ადამიანი

ორგანიზატორი: ნამცეცუნა

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
სოფელი არმაზი

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 60 კმ. ( თუ არ ვცდები)

9. ფეხით გავლილი მანძილი: საერთო ჯამში დაახლოებით 5-6 კმ

10. სანახავი ღირშესანიშნაობები
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - არმაზციხე

12. საბანაკე ადგილები: არსად

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: არმაზის გზაზეა, ტყეში.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: კიდევ რამდენიმე პარალონი არ გვაწყენდა :)

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ზოგან არ იჭერს

17. კოორდინატები: 42° 10′ 0″ N, 44° 23′ 0″ E

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:17
by SERJ_I
მივებართებით არმაზისკენ :) ცოცვითა და ხტუნვა-ხტუნვით :D

Image

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:22
by SERJ_I
Image

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:29
by SERJ_I
ყოველ ნაბიჯზე მდინარის გადალახვა გვიწევდა :)


Image

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:31
by Int3lig3nt
SERJ_I
სადაც ვიჯექით, კარდ-რიდერი ამომვარდა და ხომ არ გინახავთ შენ და ნიკუშას :(?

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:32
by qvevri
ეჰ ახალგაზრდობა გამახსენდა მაგ ადგილების დანახვაზე...

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:38
by SERJ_I
Int3lig3nt wrote:SERJ_I
სადაც ვიჯექით, კარდ-რიდერი ამომვარდა და ხომ არ გინახავთ შენ და ნიკუშას :(?
მე არ მინახავს საერთოდ... ფოტოაპარატებთან ერთად დადე?

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:38
by SERJ_I
ბელა და მისი პლიუსი - მათი პირველი ფოტო ერთად :)



Image


Image

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 21:52
by SERJ_I
გზა არმაზისაკენ ...

Image

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 22:01
by SERJ_I
ეს მემგონი წმ. ნინოს ეკლესიაა ხო?

Image

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 22:02
by SERJ_I
აბა ჰე, ხვალ გავნაგრძობ ფოტოების დადებას... :D

არმაზი - 27.07.09.

Posted: 27 ივლ 2009, 23:15
by Nika
რუკაზე სხვა არმაზი არის. ეგ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა თუ არ ვცდები.

ხოლო არმაზციხე აი აქაა

http://maps.google.com/maps?ll=41.82685 ... &t=h&hl=en

არმაზი - 27.07.09.

Posted: 28 ივლ 2009, 01:14
by jaba picxelauri
ძალიან ვისიამოვნე არმაზის ნახვით და თქვენთან ერთად ლაშქრობით ჩემო კარგებო

არმაზი - 27.07.09.

Posted: 28 ივლ 2009, 12:14
by Tamari-ch.
არმაზი - 27 ივლისი

27 კვირა იყო?
თუ ორშაბათს იყავით?
:D

არმაზი - 27.07.09.

Posted: 28 ივლ 2009, 15:50
by bela
კვირას ვიყავით, კვირაააას...

ჰოდა, ნამცეცამ ეს ტემა რომ გახსნა, კურუშმა დაპოსტა, დევჩატნიკიაო?
ჰოდა, კურუშის და კიდევ მისთა მოძმეთა საყურადრებოდ მინდა ვთქვა, რომ ვიყავით სულ 11 მოლაშქრე, აქედან 4 ქალი და 7 ვაჟი, დიახ!

ქართული ანდაზაა, ვირს პიტნა არ უყვარდაო და ცხვირში სტენიდნენო :(
ჰოდა, არ მიყავრს ეს წვიმა და წვიმიანი ლაშქრობები და რა ვქნა...
არდა, იმ ღამეს იწვიმა მაინცდამაინც!
ჰოდა, დილით ისევ მაშველი დავიძახე და ნამცეცას დავურეკე, რო წვიმს რა ვქნა- მეთქი?
ნამცეცამ ყურმილს იქიდან, სავარაუდოდ, თავისი დახატული თვალები ააფახულა და რა უნდა ვქნათ, წავიდეთო!
ვახ-მეთქიიიი....
მოკლედ, 9-ზე იქ რომ ვერ მივიდოდი, ფაქტია, 10მდე მივაღწიე. 11-ზე უკვე მარშუტკაც დაიძრა (მინიბუსი არა, ის!)
ძეგვის მარშიტკას გავყევით და რესტორან ~არმაზის წყაროსთან ~ ჩამოვედით.
მანამდე დუდუბის ბაზრობაზე ცპოტ-ცოტა საჭმელი შევიძინეთ და მარშუტკაში გაგვახსენდა, რომ მარილი არ გვქონდა კიტრისა და პამიდვრისთვის.
ჰოდა, ზღაპარი ~მუჭანახევარა~ ხომ გახსოვთ?
ავდექი და იმ გზისპირა რესტორნის დარაჯს მივადექი, მარილი გექნება მეთქი... ეხლა ცოტა მრცხვენია კიდეც, მაგრამ იმ დარაჯმა ისე ალალად გვითრხრა, დამელოდეთო, და ისე ალალად წავიდა სადღაც მარილის მოსატანად, რომ უცებ ჩვენს რაღაცნაირად კეტილშობილები გავხდით, რა... ხომ ამბობენ კეთილშობილება გადამდებიაო?
ჰოდა, ეტყობა იმ კაცმა ისეთი მადლი და მარილი გამოგვატანა, რომ ჩვენი თანმხლები შესანიშნავი შვიდეული რაინდული სულისკვეთებით აღავსო და მოდიდებულ არმაზის ხევს 4 დულსინეა არ დაანება :!: