და ხაშმის ტალახზე -
ინტერესში ჩავვარდი
რამოდენიმეჯერ გადაიდო კიდეც ეს ლაშქრობა სწორედ წვიმის გამო
მაგრამ რაც ბედია არ აგცდებაო...

და ღმერთმა წვიმაც გამოგვიგზავნა და უხვად კოღოები -
რათა ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.

არ დამავიწყდება ეს ლაშქრობა...
საოცრად არაჩვეულებრივი...

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა
თამო იგერიებს კოღოზოზავრს
დათო ღებულობს ტალახის აბაზანას
და მიშა კი წითელი ქოლგით დარბის

1. რეგიონი:
ხაშმი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ხაშმი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
სახალისო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თითო კაცზე 3 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
11 ადამიანი ვიყავით
ორგანიზატორი Tamari-ch.
7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
უჯარმა პატარძეული
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
37 კმ ხაშმამდე
9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში ალბათ 20 კმ მდე
10. სანახავი ღირშესანიშნაობები
კაწარეთის სამება - წმ მარინეს ეკლესია - წმინდა მარიამის სავანე
12. საბანაკე ადგილები:
არსად -
ყველგან ბოროტი კოღოები სახლობენ
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელშია
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ლასტები -
არა თხილამურები ჯობია
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი სეზონი
16. რისკები, საფრთხეები:
კოღო და ტალახი
17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ხაშმის სამი ეკლესია სოფელში
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
კოღოებზე ნადირობა
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგან წყდება
21. რუქა

ჩვენი მარშრუტი აღნიშნულია იისფერი პუნქტირით

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 ბალი
23. სასარგებლო რჩევები
ჩემი რჩევაა - წადით ხაშმში სწორედ წვიმის მერე
და სწორედ ლაფიანხევით...
არაჩვეულებრივ სიამოვნებას მიიღებთ..

