Page 1 of 1

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 11:45
by tyupi
არა მგონია რაიმე ახალი გითხრათ კარგად ნაცნობი ადგილების შესახებ თუმცა ალბად მაინც დაგაინტერესებთ

რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

მარშრუტი :
  • თბილისი, ახალციხე, საფარა, ჭულევი, ზარზმა, ახალციხე (სასტუმრო ვაით ჰაუზი).
  • ახალციხე, ვარძია, ზემო ვარძია, თბილისი
ხანგრძლივობა: 2 დღე

ფეხით სასიარულო: 3-4 კილომეტრი

მგზავრობა: ე.წ. მარშრუტკით (გზა ახალციხემდე კარგ მდგომარეობაშია შემდეგ საკმაოდ დაზიანებული, განსაკუთრებით ჭულევის მისასვლელი და ზემო ვარძიასთან).

ღირებულება: შედგა 13 კაციანი ჯგუფი თვითოეულს მგზავრობა დაგვიჯდა 35ლ. საკვები 40 ლ. სასტუმრო 25-30 ლ გააჩნია ოთახს (ვაით ჰაუზი).

სასმელი წყალი: ყველგან მოიპოვება.

რისკები, საფრთხეები:
ამბობენ გველი არის მრავლადო თუმცა ჩვენ არ შეგვხვედრია

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 12:40
by tyupi
გზას მიმავალს ახალციხიდან საფარასკენ განშტოებები არ გააჩნია რის გამოც მონასტერი ადვილად მისაგნებია.

Image

მიუხედავად იმისა რომ გზა დაზიანებულია აქ ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანითაც მოხვალთ.

Image

ეს ერთადერთი ადგილია საიდანაც ჩანს ტაძარი. ივლისში აქ საკმაოდ ცხელა. სიმწვანეში იძირება აქაურობა, თუმცა ტაძრის უკანა ეზოში ცივი წყაროა და ხვათში დაგეხმარებათ.

Image

ესეც ტაძრის გალავანი და კარიბჭეც. აქედან ჩვენ ფეხით ვისეირნეთ. 700 მეტრზე მეტი არ იქნებოდა ტაძრამდე.

Image

Image

სამწუხაროდ შემორჩენილი კოშკების სანახავად არ ავსულვართ, რასაც ვნანობ რადგანაც კარაველების მიერ იქედან გადაღებული სურათები ვნახე, რომლებიც არაჩვეულებრივია. რა გაეწყობა...

Image

ძირითადი ტაძარი არის საბა განწმენდილის სახელობის და სავარაუდოდ მე-13-14 საუკუნის ძეგლია.

Image

Image

Image

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 12:53
by tyupi
Image

Image

საბა განწმენდილის სახელობის ტაძრის გარდა კომპლექსში შედის IX საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

Image

Image

Image
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის IX საუკუნის ტაძარში რესტავრაციისას აღმოაჩინეს ბათქაშით შელესილი ფრესკა. ესეც ის

Image

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 13:07
by tyupi
შემდეგ გავემართეთ ივლიტასა და კვირიკეს სახელობის ტაძრისკენ რომლის თაობაზეც დიდი დავები იყო კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის
Image

Image

Image

ბაზილიკა მდებარეობს ახალციხიდან სამხრეთ-დასავლეთით მიმავალი გზატკეცილის პირას, მას ასევე გვერდიდან უვლის რკინიგზა.

Image

ტაძრი მე-16 საუკუნისაა თუმცა მისი საფუძველი უფრო ადრეული პერიოდისაა. როგორც ჩანს ის გადააკეთეს შემდგომ პერიოდში რაზეც მეტყველებს კედლებში ჩაყოლიებული საფლავის ქვები და უფრო ადრეული ტაძრის ორნამენტების ნაწყვეტები. მას ასევე ცეცხლის კვალი ეტყობა.

Image

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 14:03
by tyupi
ჭულევის მამათა მონასტერში მიმდინარეობს რესტავრაცია. ამის გამო ყველაფერი ხარაჩოებშია ჩასმული და ფრესკების ხილვის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

Image

Image

Image

Image

ცოტა მოღრუბლული იყო და სურათებიც ბნელი გამომივიდა

Image

Image

Image

Image

თუმცა გადავწყვიტეთ მონასტრის უკან მდებარე ჩანჩქერის სანახავად წასვლა და დავადექით კელიების გვერდით გამავალ ბილიკს. აღმართი დავძლიეთ 7 წუთში. და აღმოვჩნდით თვალწარმტაცი სანახაობის წინაშე.

Image

Image

Image

Image

Image

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 14:33
by tyupi
ზარზმასთან რომ მივედით უკვე ბნელდებოდა. სურათებიც დიდად არ გამომივიდა, თუმცა ტაძარი შიგნიდან მშვენივრად ჩანს.

ისტორია

ბერმა მოგვითხრო ტაძრის ისტორია: წმ. სერაფიმ მის ძმასთამ ერთად მოვიდნენ ამ მხარეში გამოცხადების შემდეგ. დაფუძნდა დღევანდელი ტაძრის ტერიტორიაზე. თურმე საოფელი წისქვილი მთებში მდინარის შესაერთთან მდებარეობდა. სოფელი იყო წარმართების, რომლებიც ხელს უშლიდნენ ბერებს მონასტრის დაარსებაში. წმ. სერაფიმემ მათ უწინასწარმეტყველა რომ ღვთის რისხვა დაატყდებოდათ თავს. მართლაც ასე მოხდა. მთების უკან მდებარე ტბა (რომლის ნაკვალევი და ნაშთები დღესაც არის დარჩენილი), რომელიც გაიხსნა და მთებს შორის ჩამოედინა, მთლიანად დაცარიელდა და პირწმინდად წალეკა ეს სოფელი. ყოველივე ამის გამო აღნიშნულ ტაძარს დაერქვა ზარზმა რაც მიუთითებს მის დაარსებასთან დაკავშირებულ თავზარდამცემ მოვლენაზე.

Image

Image

ხატწერა

წმ. სერაფიმ ზარზმელმა ტაძარში პირველ რიგში დააბრძანა "ზარზმის ფერისცვალების ხატი", რომელიც დღეისათვის დაცულია სახელმწიფო მუზეუმში. წმ. სერაფიმის ცხოვრება აღწერა მისმა ძმისშვილმა ბასილ ზარზმელმა, რომელიც შემდგომ პერიოდში გახდა ზარზმის წინამძღვარი.
მე-11 საუკუნეში აქ მოღვაწე მამებმა შექმნეს ზარზმის წმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ანალოგიურად დაბრძანებულია და დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.

ტაძარი რომელიც დღეს ჩვენს თვალწინ წარმოდგება არის მეცამეტე საუკუნის ბოლოს და მეთოთხმეტე საკუნის დასაწყისშია აგებული ჯაყელების მახრდაჭერით და წმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მატარებელია.

მე-16 საუკუნეებში მთავრებად ხურციძეები მოევლინა და მათი ხელმძღვანელობით მე-13 საუკუნის ფრესკები თავიდან მოიხატა. შესაბამისად ტაძარში დღეისათვის შემონარჩუნებულია მე-16 საუკუნის ხატწერა. აქ ჯაყელების ფრესკების გარდა შენარჩნებულია ქტიტორი ხურციძეების ფრესკაც. ხურციძეების ხელმძღვანელობით ტაძრის ტერიტორიაზე ასევე აიგო რამოდენიმე ბაზილიკა (წმ. ნიკოლოზის, ნინოს, გიორგის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის). აღნიშნული ტერიტორიების თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ ტაძარი დაიკეტა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში რუსეთის ბოლო იმპერატორის ძმა საქართველოში აბასთუმანში ხშირად სამკურნალოდ ჩამოდიოდა ვინაიდან მას ტუბერკულოზი აწუხებდა. ზარზმის ტაძრის ხილვის შემდეგ გადაწყვიტა მისი რესტავრაცია. ტაძარს დარღვეული ჰქონდა გალავანი, საერთოდ არ ქონდა კარიბჭე და სხვა. მან აღადგინა ტაძარი, რესტავრაცია გაუკეთა ფრესკებს, რიგ ადგილებზე ახალი ფერები დასვა მხატვარმა რის გამოც დღეისათვის ჩვენ ვხედავთ მე-16 საუკუნისა და 1905 წელს დასრულებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დასმულ ფერებს.

Image

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 14:58
by Moqandake
Tyupi

წმ.საბა განწმენდილის ტაძარი შედის საფარის სამონასტრო კომპლექსში ?

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 15:26
by tyupi
ვარძიაში გავემგზავრეთ მეორე დილით. გზას მოვანდომეთ დაახლოებით 2:30 სთ. გზაზე მრავლადაა ეკლესია-მონასტრები თუმცა დროის სიმცირის გამო არსად გავჩერებულვართ.

Image

ვარძიაში მდებარე მამათა მონასტრის ბერები შრომობენ მდინარის მოპირდაპირე მხარეს.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ტაძრის გვერდით გვირაბში მოედინება წყალი. ბერებმა გაგვიღეს წყაროსთან მიმავალი ჭიშკარი და წყურვილი მოგვაკვლევინეს.

Image

Image

Image

Image

როგორც ყველა სხვამ მოვიარეთ გვირაბები

Image

შემდეგ გავემართეთ ზემო ვარძიასკენ. აქ არის დედათა მონასტერი.

Image

Image

და ბოლოს ვარძიას მისასვლელ ხიდთან ნაჩქარევად აგებულ საქეიფო ადგილას ვიქიფეთ კიდეც.

Image

ახალციხე (ვარძია, ჭულევი, ზარზმა, საფარა) 18-19 ივლისი 2009

Posted: 21 ივლ 2009, 15:43
by tyupi
Moqandake wrote: Tyupi

წმ.საბა განწმენდილის ტაძარი შედის საფარის სამონასტრო კომპლექსში ?
საფარის სამონასტრო კომპლექსში ძირითადი ტაძარი რომელიცაა ის არის საბა განწმენდილის სახელობის. ასე რომ ეს ერთი რამაა