მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ ყველას. ჩემი სამსახურის გადამკიდე, თემას მხოლოდ წუხელ გადავხედე. ფოტოებით აღვფრთოვანდი, მაგრამ იქაური ამბებით - არა.
Tamusia,
z g a r b i - თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ვიტყვიო, რადგან კარავზე ცუდი ტენდენციები მკვიდრდება. უფრო ამ ზოგად ტენდენციებზი ვიტყვი, თორემ მაგ გასვლის დეტალები ნაღდად არ ვიცი.
ჯერ ვეთანხმები ზღარბსა და დავიდს - აჯობებდა, ეს იქვე გეთქვათ. მაშინ არც აქ გაირჩეოდა და არც სხვები ჩაგერეოდით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქცეოდი.
აბსოლუტურად მესმის ანანოსი და თიკო-რის, რომლებიც დახმარების სურვილის ნაკლებობაზე საუბრობდნენ. მაგ გასვლის მონაწილეებს ნაღდად არ ვგულისხმობ, რადგან იქ არ ვიყავი, მაგრამ ფაქტია -
კარავზე სხვისი პრობლემების დამკიდებელი ადამიანები მოგვიმრავლდნენ! ზოგადად, საზოგადოებაში მომრავლდნენ, მაგრამ ის ბევრად დიდია და იტანს, კარავი კი პატარაა და მკაფიოდ ჩანს. ნამდვილად არ მინდა ისეთებთან ლაშქრობა, რომლებსაც ჭამა და ქეიფი მაშინაც კი შეუძლიათ, როცა ტალახში ჩაფლულ კარაველის მანქანას გოგოებიც კი აწვებიან და საბურავებში ტოტებსა თუ ქვებს უყრიან.
ასეთი ტენდენციები დროზე უნდა აღიკვეთოს! ლაშქრობებში ყველა უნდა შეაწუხოს სინდისმა და მოვალეობის გრძნობამ თანამოლაშქრისადმი. შესაბამისად, საერთო საქმეში მონაწილეობა იმით უნდა მიიღოს, რითიჩ შეუძლია - ხელის წაშველება იქნება, სხვისი ზურგჩანთის გამორთმევა, ცეცხლის დანთება, შეშის შეგროვება, კარავის გაშლა, წყალის მოტანა - მნიშვნელობა არა აქვს...
კარავულ გასვლებში ეს დამოკიდებულება თუ არ აღსდგა, მაშინ კარავი ვერასოდეს დაიბრუნებს იმ სახეს, რაზეც თავის პოსტში NINUCA წერდა.
აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ყველასთან - ეცადეთ, პოსტებში არ იყოს აგრესია. მესმის, წყენაც ძნელი დასავიწყებელია (შეიძლება იტქვას, მე ვერც ვივიწყებ
), სიმწარეც, მაგრამ დედილო ჭუნასი არ იყოს, გავა დრო და ეს ყველაფერი კარგადაც კი მომაგონდებათ; ახლანდელი ტანჯვა ერთ დროს შორეულ სიზმრად მოგეჩვენებათ. თანაც, გვალვას ერთი ადრეული პოსტისა არ იყოს, ისევ წავალთ ერთად ლაშქრობებში და ჭაუხებსა თუ მდინარეებზე გადასვლისას ისევ უნდა შევაშველოთ ერთმანეთს ხელი. ამიტომ ცოტა დავინდოთ ერთმანეთი. მით უფრო, როგორც მივხვდი, იმ პირველ ჯგუფში მთაშენკაც ყოფილა, მაგას კი, მომკალით და უყურადღებობას, სხვის "დაკიდებას" ვერაფრით დავაბრალებ. ეტყობა, მართლა რაღაც ისეთი მოხდა, არ შეეძლოთ დაბრუნება.
და მთავარი - აგრესია იმიტომაც ნუ იქბნება, რომ ახლებმა, პლიუსებმა ან უბრალოდ, თემის სტუმრებმა არ იფიქრონ, ეს სად მოვხვდითო. კარავულ ლაშქრობებში წამოსვლის სურვილი არ უნდა დავუკარგოთ. ჩემი დიდი თხოვნაა, ნურც ცალკეული კამათები იქნება.
ეს ჭამა კიდევ რა გახდა ასეთი... წივწივამ დაწერა, თურმე როგორ შეურცხვენია ზოგჯერ კარავის ნამუსი და მეც გავამხელ ერთ რაღაცას, ახალი რომ ვიყავი, ჯერ კიდევ იქიდან მწარედ გამოყოლილს - მეც მიფიქრია ზოგჯერ, ამ ხალხმა დაცდა ან ერთმანეის მიპატიჟება არ იცის, ასე თვითნებურად სუფრის გაშლა რა არის-მეთქი. 1-დღიანზე არაა ლაპარაკი - ყოფილა შემთხვევები, როცა დღეში მხოლოდ 1-ელ მიჭამია, მაგრამ მეტდღიანები ცოტა სხვაა. თუმცა მე მაგ კონკრეტულ ფაქტს არ ვაფასებ - აქაც ზოგად ტენდენციაზე ვლაპარაკობ - სუფრა რომ იშლება, იქ ყველას უნდა დავუძახოთ და სანამ არ მოვლენ, არა სასურველი მანამ მივვარდეთ. საჭიროა, ესეც წესად ვაქციოთ.
თუმცა ესეც საზოგადოების პრობლემაა. აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი რომ ჩატარდა, ჟურნალისტებზე (როგორც ქართულ რეალობას შეეფერება) გამაგრილებელი წყლებიც არ იყო გათვალისწინებული, არათუ კვება, როგორც უცხოეთშია. ბოლო დღეს ერთმა შინაურმა ვიპ-თა სამზარეულოდან ლანგარით რაღაც-რაღაცები გამოიტანა პრეს-ცენტრში... ამ დროოს ოთახში ორი უცხოელი ჟურნალისტი შემოვიდა, რომლებმაც ერთი გადახედეს ამ ლანგარს, მაგრამ ისე იდო, ეტყობა, იფიქრეს, "ნემეცკი შოტით" გვქონდა ნაყიდი, და თავისი საქმე გააგრძელეს. ერთ ძალიან კარგ პიროვნებას, რომელმაც ინგლისური იცის, ვუთხარი, მოიპატიჟე-მეთქი და მაქ იმიტომ დევს, რომ აიღონო!
ერთხელ კახეთშიც კი გეპატიჟებიან
და ასეთი პასუხი რაღაც ძაან არაქართული მგონია. მაგრამ კარავი ადრე ბევრი რაღაცით განსხვავდებოდა წმინდა ქართული რეალობისგან და კარგი იქნება, ამ ტენდენციას თუ გააგრძელებს.
"წივწივას ანჯელოზთა ჯგუფისაც" მესმის იმის მიუხედავად, რომ მასეთ ექსტრიმში არ ვყოფილვარ. მაგრამ მეც მივლია უკუნეთ და წვიმიან ღამეში თუშეთში უსფკრულის პირას, როცა ბილიკს ელვის შუქზე ვხედავდით. იმ ელვისა, რომელიც ისევ თავსხმა წვიმას, თქეშსა და რეზღმას გვიქადდა, მაგრამ რომელიც იმ წუთებში ერთადერთი მანათობელი და იმედი იყო. თუშეთში მეც მივლია არანაკლები სიმაღლის უღელტეხილზე ისეთ საშინელ ქარიშხალში, კლდის ეხს ვეფარებოდით, უფსკრულში რომ არ გადავეყარეთ და ქარიშხალი ცოტა სულს რომ მოითქვამდა, მაშინ გადავრბოდით კლდიდან კლდეზე, რომ მანძილიც მოგვეგო და დროც - ღამდებოდა, წვიმდა და არც მთვარე იქნებოდა, ჩვენ კი უღელტეხილი უნდა გადადგვევლო... მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობიანად გადმოდით, ის წუთები კი მალე ტკბილად მოგაგონდებათ. ახლა მეც ტკბილად მახსოვს ის გადასვლა. უფრო სწორად, ის სიხარული, სინათლები რომ დავინახეთ, ხოლო ერთი ჩვენგანი სოფელს თავზე გადაადგა და დასძახა: ჟველურთელებო, ახალი ამბავი - ცოცხლები ვართ და მშრალებიო.
მშრალი კი არა, გასაწურები ვიყავით.
დაბოლოს, გირასაც ვეთანხმები იმაში, რომ ასეთ ნაშალებში წასვლა რეზინის ბოტებით ("ვალინკებით") ჯობია.
P.S. აჰა, სანამ ვწერდი, ქე ჩახუტებიხართ ერთმანეთს გუგულებივით.