Post
by doctor ako » 16 ივლ 2009, 00:49
გამარჯობათ.
მოგონებას, განცდას, შთაბეჭდილებებს ... სხვა დროს დავწერ.
ახლა:
... ყველას აზრი მაინტერესებდა. სიმართლე ნაწილობრივ ითქვა. ზოგი "აფერადებს" კიდეც ან საკვანძო ადგილს უვლის ...
წივწივას აზრის შემდეგ მეც დავწერ. ზოგს არ მოეწონება,(შესაძლებელია უმეტესობას). რადგანაც ასეთი "ამინდი" დადგა,ჩემს აზრსაც და სიმართლეს მოგახსენებთ.
(16:30 შევიკრიბოთო და ხალხი 17:00-ზეც არ იყო მოსული. პირველი სამეული ვინც მივედით : მე,ნიმფა,ჯინიყა.)
ჯუთაში ჩავედით.აღმართი ავიარეთ, ვაკე ადგილზე გაიშალა კარვები,დავლაგდით.დაღამდა. გაიშალა მაგიდა,მივირთვით,დავლიეთ ცოტა,ვიხალისეთ,ვიცინეთ. ავალაგეთ ყველაფერი და შევთანხმდით:დილით ექვს საათზე გავიღვიძებდით.
დილით ექვს საათამდეც გავიღვიძეთ დიდიმა ნაწილმა... ვისაუზმეთ,ავალაგეთ ყველაფერი და გავუყევით გზას...
29 კაციანი ჯგუფი თავიდან კარგად მიდიოდა,საცალფეხო ბილიკზე გავიშალეთ ჯაჭვივით ...
უკანა მხარე ჩამორჩა,ნიმფა წნევამ შეაწუხა... დიდი ნაწილი ალპინისტთა ბანაკთან , მათგან მარცხნივ გავჩერდით.ნიმფასათან მივედი,მთლად გაუსაძლისი ვითარება არ იყო,ვთქვი ნახევარ საათში რიგში იქნება,უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობდა, წამლები დავუტოვე და ავბრუნდი... ნიმფამ მიზეზთა გამო დარჩა,ინტელამ მიიყვანა წივწივასათან ბანკში, რათა თბილისში წამსვლელებს წაეყვანათ.
ამ ყველაფერმა დიდი დრო წაიღო, ყველანი ერთმანეთის შორი-ახლო ვიჯექით ან ზოგი გორაზე იდგა არე-მარეს ათვალიერებდა.
ამ დაუგეგმავი შესვენბის დროს კამფეტები ვჭამეთ, დავისვენეთ, ქიშმიში მივირთვით ...
ამ მონაკვეთიდან წივწივა შემოგვიერთდა.
ჩანჩქერებამდე კარაგად მივდიოდით,პირველი ექვსი ადამიანი წინ მიდიოდა, მეშვიდე მე ვიყავი , მერვე აისლენდერი ... ჩანჩქერებთან სურათებიც გადვუღეთ ერთმანეთს. (მანამდე მდინარეებზე გადასვლისას ფეხები დაგვისველდა)
პირველი ქსოვრელი მიდიოდა, ჩვენც მივყვებოდით
ჩვენს გარდა , შვიდი ადამიანი, ყვლამ დასვენება და ჭამა გადაწყვიტა?!
დაუგეგმავი და სრულიად უადგილო?! მაშინ როდესაც ჩვენ უკვე აღმართზე ვიყავით ასული,თოვლიანი ველი გავლილი გვქონდა, დიდხანს ველოდებოდით დანრჩენებს!
დანარჩენები ამ დროს ტრიალ მინდორზე შეკრებილიყვნენ,გაეშალათ მაგიდა და თაკარა მზის ქვეშ ჭამდნენ და ეს ყველამ არ იცოდა! ჩვენ შვიდმა ადამიანმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით! როდესაც შორიდან დავინახეთ რომ ყველა ერთად შეიკრიბა, აღმართზე სველი ფეხებითა და ხშირად წვიმის შეომოტევებით იქ დიდ ხანს ვერ ვჩერდებოდით.
საქმე იყო ასე: ჯგუფი დასხდა რათა ესადილა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო, თან ისე რომ ჯგუფის ყველა წევრმა ეს არ იცოდა ?!
რატომ არ იცოდა ყველამ?
ვის მოუვიდა ეს აზრი?
ვის შიოდა ძალიან?
დილით ხომ ვჭამეთ ყველამ?
ნიმფას მდგომარეობასთან დაკავშირებით, იძულებითი შესვენბის დროს ხომ დაიმაგრეთ გული?
დროში უკვე ჩამოვრჩებოდით, წინ უღელტეხილი გვქონდა გადასალახი და კიდევ ჭამაზე დროის დაკარგვა იქნებოდა?
ჯგუფის 3/4-ის ასეთმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია შემდგომი მოვლენები.
ჯგუფის 1/4-თან დაცილება იმ გაწელილმა პურის ჭამამ, დროის გაუგებარმა დაკრგვამ გამოიწვია.
ჩვენ ციცაბო აღმართზე ვჩერდებოდით და გეძახდით.
განსაკუთრებით მთა მყვარებია.
იმ აღმართს თითებით ვებღაუჭებოდით,ჩამონაშლი იყო ძირითადათ,სველი ფეხებით,ხან წვიმდა, ერთ ადგილზე დიდი ხანს ვერ გაჩერდებოდი, ზურგჩანთასაც ვერ მოიხსნიდი, რომ დაგესევენა. ორჯერ ისეთი ვითარება შემექმნა უყოყმანოდ მოივიხსნიდი ჩანთას და გადავაგდებდი, დავაღწიე თავი, ერთს ვიდარდებდი მხოლოდ,კაპას მართლა კარგი კარავი მქოდნა მიბმული. სხვას არც ვეტყოდი მომეშველეთქო-იქ ეს შეუძლებელი იყო, იმ აღმართზე.
ჩემი ორიენტირი რუკაზე ნანახით გზის გაკვლევა იყო. შუაში ჯუთაა, მის დასავლეთით მყინვარწვერი , აღმოსავლეთით ჭაუხის უღელტეხილი ასევე მის აღმოსავლეთით ტბები, მზეც აღმოსავლეთით ამოდის -ასეთი აზრით მივდიოდით უღელტეხილზე. მახსოვს მთა მყვარებია როცა ავიდა ქედზე დაიყვირა : ტბები ჩანსო... (ე. ი.სწორად ავსულვართ )
მთა მყვარებია ერთი პერიოდი "გასკდა "ყვირილით, ...მე ვუთხარი:"მყარად ზიან" არ ესმით. ისინი ჯერ კიდევ ისხდნენ...
იქაც დიდი ხანს ველოდებოდით დანარჩენებს,ვეძახოდით აქეთ წამოდით , არ მოდიხართ... რამოდენიმე ვინც აღმართზე იყო უკვე, მათ რამდენად გაიგეს ჩვენი ხმა, ისე წამოდით , იქიდან ამოდით ...
ზემოთ უღელტეხილზე დაგვეწია ბაქო, ჩქარა იარა ამ კაცმა...
კაი ხანი იქაც ვიცადეთ, ორი შვეიცარიელი შეგვხვდა, ბიჭებმა ორი ყანწი ჭაჭა დაალევინეს, ლობიანიც დააგემოვნეს, სურათებიც გადავიღეთ, დანარჩენები მაინც არ ჩანდნენ ...
ჩამოსვლა იყო "რახა -რუხი",მანამდე თოვლშიც ვიარეთ, სამჯერ ჩავვარდი სიმძიმის გამო, სხვებმაც იწვნიეს ეგ, ერთხელ თოვლიდან ჩამონაშალზე ვერ გადავედი, მოვიხსენი ჩანთა და ბაქომ გადაისროლა ნაპირზე,თოვლზეც მოგვიწია იძულებითი სრიალი. სანამ ჩამონაშალის დაღმართს მივადგებოდით. ჩანთები ცალკე ჩავუშვით და ჩვენც მივყევით.
დაღმართზე ჩამოსვლა არ იყო ადვილი. მთა მყვარებიას ბაქომ ჩაშჭიდა ხელი და ერთად ჩამოვიდნენ.
მე და პატატაპუტინამ ერთმაენთს ჩავჭიდეთ ხელი და არ იჩაქორო, ნელა , იქეთ ჯობია , აქეთ გავიაროთ...ასე ჩამოვედით, მანამდე კი მის ფეხსაცმელს ქუსლი მოსძვრა, ჩამონაშალი შეუვიდა ... ამ დროს ცისარტყელა გამოჩნდა, ერთი, ორი , სამი, ვინც უფრო ქვემოთ იყო, კარგი სურათები გადაიღეს,ჩვენ "ვეხვეწებოდით" ცისართყელას, ქვემოთ ჩამოსვლამდე არ წახვიდე!!! ნაწილობრივ მივუსწარით,ჩამოვედით მაგრამ ... ფეხები "შიშინებდნენ"...
თეთრი ტბა ვნახეთ,ორმა თუ სამმა ადამიანმა გვერდი აუარა, დანარჩენ ტბებთან წასვლას ვერც მოვახერხებდით, ქანც გაცლილები, თან ისეთი გულიანი წვიმა დასცხო ,დავსველდით გემრიელად.სვხების მოსაგნებად ეს ადგილი აჯობებდა, თან მალე შემოგვაღამდა.გაიშალა კარვები,ველოდებოდით დანარჩენებს,გამოვიცვალეთ ნაწილობრივ.
ნელ-ნელა ემატებოდა ხალხი...
ზვიომ და ჯინიყამ თიკო-რ კარავში შემიშვეს,სველი გაყინული, ვითომ გამოვიცვალე, შარვალი მუხლს ქვემოთ სველი, კეტებიც სველი,მეორე პერანგის ზურგი დასველებულა, სამივე წინდა სველი, ფეხშიშველი რომ ვერ გავთბი , ზვიომ "მასწავლა" : 150 ჯერ გაუხახუნე ერთმაეთს და გათბებიო, საძილემ გამომაფხიზლა. მოვიდნენ "ჩვენი" კარავის მასპინძლები, გავედით და შემოვიდნენ ისინი.
მანამდე ინტელა და ზღარბი ჩამოვიდენ. კაპა ,თამუსია, ...
შემდგომ მოვიდა წივწივა , წყალი დაადგითო... კარავი გაშალეთო, თიკოს მოსაყვანათ წავიდა. წივწივას გაყვა ქსოვრელი ჯინიყაც(ალბათ , თუ ის ინტელას გაყვა წყალზე ეს არ მახსოვს)
მე არ გავყოლილვარ წივწივას. იმ ღამით ოთხი კარავი გავშალე, ორი მარტო, თამუსიამ მომცა ფანარი, ვეძახდი ხალხს: ერთი კაცი მჭირდება კარავი რომ გავშალო , მაგრამ ...
(წივწივას კარავს ორი მილი ქონია,მე კიდევ ორ ვეძებდი ,ალბათ ვერ ვიხედები თვალებშითქო...)
თიკო (პატარა) პანიკურ მდგომარეობაში ოყო, შიშის და სტრესული მდგომარეობის მოსახსნელი წამალი მივაწოდე, ასევე მოწამვლის და გულის რევის, არ დალია, ვეხვეწე , ძალინ გთხოვ გაწუწუნე... არაო, სხვებმაც შეეშვიო... მისმა დამ დალია, მომეცი მეო, არც უკითხავს რა იყო, მასაც ეგ ჭირდებოდა...(როცა ჭირდება ,უნდა მოეფერო, შეეხვეწო ან დააძალო,რომ დალიონ წამალი)
ძალინ გამიკვირდა, ის კაცები , რომლებიც უმრავლესობასთან ერთად იყვენ, ("ჩვენი" შვიდეულის გარდა, ) რომ მარტო ჩამოვიდენ, უმეტესობა და გოგონები უკან დარჩნენ ! თითქმის თანაბრად იყავით მანდილოსნები და კაცები და ...
ქალბატონმა გვალვამ ქსოვრელის ჩანთა იქნებ მონახოო, მე უარი ვუთხარი, მუხლს ქვემოთ სველი და თან ღამით იმ ზურგჩანთას ან ვნახავდი ან არა, ზღარბიმ მითხრა რომ ჩამოვედით იქ დევსო- დღისით რომ გადახედავ დაინახავ ჩანთას, ღამით,რომელ გორაზე დევს ნაკლებ...
აისლენდერის კარავში გავათენე ის ღამე ,თავისი საძილე გოგონებს მისცა,ჩემს საძილეში ორივე შევძვერით, კარავში წყალი შემოვიდა,ფეხების მხარე დაასველა ...
დილით თიკო(პატარა) რომ ვნახე დაწყნარებული ვაკოცე, გდავეხვიე სიხარულის გამო ...
როცა ყველამ გამოვიხედეთ,ტანსაცმელი გასაშრობათ გავფინეთ , ჭამა-სმა ...
ერთხელ ხმამაღლა შევძახე : 9 საათზე ,აქედან უნდა დავიძრეთ!მალე მოვრჩეთ ყველაფერსთქო...
პასუხი : მოიცა რა 9 საათზე ... (მეტი არაფერი მითქვამს)
10 საათზეც ვერ გავეტიეთ... არადა წინ დიდი გზა იყო გასავლელი,ტბებიც გვენახა, მასეთ სიცხეში ...
კორშამდე როგორ ვიარეთ ეგ ...
მთა მყვარებია -სთან ნურავის ექნება შეკითხვა ან შეკითხვები(ანუ პრეტენზიები) ის არაფერშუაშია და არც თავშია!
ასეთი ამბავი რომ მოხდა ,პირველ რიგში თქვენ ხართ ამის თავი და თავი , ანუ მიზეზი.
ყველას არ უთხარით , გაწყვიტეთ წინა შვიდ მოლაშქრესთან კავშირი, მათ არც გააგებინეთ და დაუგეგმავი პურის ჭამა , შუა დღეს ,ყოვლად გაუმართლებელი არის. იმ სიცხეში თან. წინ უღელტეხილი გვქონდა გასავლელი , რაზე ფიქრობდით, ძალიან ნგშიოდათ?! დროის ასე დახარჯვა როგორ შეიძლებოდა?!
ნიმფასთან დაკავშირებით , ხომ მოგვიწია ლოდინი, დრო აქაც დავხარჯეთ,მაგრამ ეს არსებულმა სიტუაციამ მოითხოვა და მეორე რამ?!
პასუხისმგებლობის 3/4 გეკისრებათ თქვენ ვინც უკან დარჩით! მიზეზი თქვენ იყავით ასე რომ განვითარდა ყოველივე.
პასუხისმგებლობის 1/4 ჩვენ , იმ შვიდ ადამიანს!
(ჩვენ შვიდი ადამიანი არ დავშლილვართ და არც ერთმანეთი მიგვიტოვებია!)
ქსოვრელი ძალიან ნუ დაიდანაშაულებ თავს, რადგან შენ პირველი მიიწევდი წინ , ამით არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია!
ყველაფერი დაიწყო იქიდან და მთავარი მიზეზი ყოველივესი, ის გაუმართლებელი, უადგილო დროის დაკარგვა, ყველას გაუფრთხილებლად ჭამა-სმა იყო.
(სხვა დროს როცა რამოდენიმე დღიან ლაშქრობაში მოვხვდებით,წერსრიგის საკითხი ჩამაბარეთ მე. ადგომა , წასვლა, დასვენება , ჭამა იქნება ორგანიზებულად , ვინც არ დაემორჩილება - ოთხივე მხარე ხსნილია...)
ამ ლაშქრობაში წესრიგი "მინუსებში" იყო...
(ორი წელია რაც კარავზე გავწევრიანდი,მომერიდა რაღაც გეგმასავით დამესახა)
იმ დღეს გავიცანი კარავის თავჯდომარე ქ-ნ გვალვა და მასთან ერთად ლაშქრობა სიხარული იყო, ხარვეზებიც საკმაოდ იყო ამ ლაშქრობაში ...
თამუსია-ს ძალით არავინ წაუყვანია, არც პირობა მიუცია რამეზე! მან შემოგვთავაზე წავიდეთო, მეტი არაფერი... ვინც ამბობს ასეო და ისეო - საკუთარ თავს დაუსვით ეს შეკითხვა(ები)
პ.ს. პირველი იმან გამაკრიტიკოს ვინც იტყვის რომ მიზეზი ეს არ ყოფილა, რაც დავწერე! ამ არევ -დარევის მიზეზი.
...