ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივლ 2009, 00:41

z g a r b i wrote:pataputina
ხოდა იმათი ხმა რომ გავიგეთ, ერთი ბიჭი მოვიდეს, მოგვეხმაროსო, და ცვენც რომ გავახმოვანეთ ეს თხოვნა, კარვის ზმეიკის გახსნის ხმაც კი არ გამიგია
ჩემო ზღარბი,
კარვის ელვა ხმა რომ ვერ გაიგე, ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ
სხვების დასახმარებლად 1 ადგილი ვერ აწია, რაც, ვფიქრობ, ცუდია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by doctor ako » 16 ივლ 2009, 00:49

გამარჯობათ.

მოგონებას, განცდას, შთაბეჭდილებებს ... სხვა დროს დავწერ.

ახლა:
... ყველას აზრი მაინტერესებდა. სიმართლე ნაწილობრივ ითქვა. ზოგი "აფერადებს" კიდეც ან საკვანძო ადგილს უვლის ...

წივწივას აზრის შემდეგ მეც დავწერ. ზოგს არ მოეწონება,(შესაძლებელია უმეტესობას). რადგანაც ასეთი "ამინდი" დადგა,ჩემს აზრსაც და სიმართლეს მოგახსენებთ.

(16:30 შევიკრიბოთო და ხალხი 17:00-ზეც არ იყო მოსული. პირველი სამეული ვინც მივედით : მე,ნიმფა,ჯინიყა.)

ჯუთაში ჩავედით.აღმართი ავიარეთ, ვაკე ადგილზე გაიშალა კარვები,დავლაგდით.დაღამდა. გაიშალა მაგიდა,მივირთვით,დავლიეთ ცოტა,ვიხალისეთ,ვიცინეთ. ავალაგეთ ყველაფერი და შევთანხმდით:დილით ექვს საათზე გავიღვიძებდით.

დილით ექვს საათამდეც გავიღვიძეთ დიდიმა ნაწილმა... ვისაუზმეთ,ავალაგეთ ყველაფერი და გავუყევით გზას...

29 კაციანი ჯგუფი თავიდან კარგად მიდიოდა,საცალფეხო ბილიკზე გავიშალეთ ჯაჭვივით ...

უკანა მხარე ჩამორჩა,ნიმფა წნევამ შეაწუხა... დიდი ნაწილი ალპინისტთა ბანაკთან , მათგან მარცხნივ გავჩერდით.ნიმფასათან მივედი,მთლად გაუსაძლისი ვითარება არ იყო,ვთქვი ნახევარ საათში რიგში იქნება,უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობდა, წამლები დავუტოვე და ავბრუნდი... ნიმფამ მიზეზთა გამო დარჩა,ინტელამ მიიყვანა წივწივასათან ბანკში, რათა თბილისში წამსვლელებს წაეყვანათ.

ამ ყველაფერმა დიდი დრო წაიღო, ყველანი ერთმანეთის შორი-ახლო ვიჯექით ან ზოგი გორაზე იდგა არე-მარეს ათვალიერებდა.

ამ დაუგეგმავი შესვენბის დროს კამფეტები ვჭამეთ, დავისვენეთ, ქიშმიში მივირთვით ...
ამ მონაკვეთიდან წივწივა შემოგვიერთდა.

ჩანჩქერებამდე კარაგად მივდიოდით,პირველი ექვსი ადამიანი წინ მიდიოდა, მეშვიდე მე ვიყავი , მერვე აისლენდერი ... ჩანჩქერებთან სურათებიც გადვუღეთ ერთმანეთს. (მანამდე მდინარეებზე გადასვლისას ფეხები დაგვისველდა)

პირველი ქსოვრელი მიდიოდა, ჩვენც მივყვებოდით

ჩვენს გარდა , შვიდი ადამიანი, ყვლამ დასვენება და ჭამა გადაწყვიტა?!
დაუგეგმავი და სრულიად უადგილო?! მაშინ როდესაც ჩვენ უკვე აღმართზე ვიყავით ასული,თოვლიანი ველი გავლილი გვქონდა, დიდხანს ველოდებოდით დანრჩენებს!
დანარჩენები ამ დროს ტრიალ მინდორზე შეკრებილიყვნენ,გაეშალათ მაგიდა და თაკარა მზის ქვეშ ჭამდნენ და ეს ყველამ არ იცოდა! ჩვენ შვიდმა ადამიანმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით! როდესაც შორიდან დავინახეთ რომ ყველა ერთად შეიკრიბა, აღმართზე სველი ფეხებითა და ხშირად წვიმის შეომოტევებით იქ დიდ ხანს ვერ ვჩერდებოდით.

საქმე იყო ასე: ჯგუფი დასხდა რათა ესადილა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო, თან ისე რომ ჯგუფის ყველა წევრმა ეს არ იცოდა ?!

რატომ არ იცოდა ყველამ?

ვის მოუვიდა ეს აზრი?

ვის შიოდა ძალიან?

დილით ხომ ვჭამეთ ყველამ?

ნიმფას მდგომარეობასთან დაკავშირებით, იძულებითი შესვენბის დროს ხომ დაიმაგრეთ გული?

დროში უკვე ჩამოვრჩებოდით, წინ უღელტეხილი გვქონდა გადასალახი და კიდევ ჭამაზე დროის დაკარგვა იქნებოდა?

ჯგუფის 3/4-ის ასეთმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია შემდგომი მოვლენები.

ჯგუფის 1/4-თან დაცილება იმ გაწელილმა პურის ჭამამ, დროის გაუგებარმა დაკრგვამ გამოიწვია.

ჩვენ ციცაბო აღმართზე ვჩერდებოდით და გეძახდით.

განსაკუთრებით მთა მყვარებია.

იმ აღმართს თითებით ვებღაუჭებოდით,ჩამონაშლი იყო ძირითადათ,სველი ფეხებით,ხან წვიმდა, ერთ ადგილზე დიდი ხანს ვერ გაჩერდებოდი, ზურგჩანთასაც ვერ მოიხსნიდი, რომ დაგესევენა. ორჯერ ისეთი ვითარება შემექმნა უყოყმანოდ მოივიხსნიდი ჩანთას და გადავაგდებდი, დავაღწიე თავი, ერთს ვიდარდებდი მხოლოდ,კაპას მართლა კარგი კარავი მქოდნა მიბმული. სხვას არც ვეტყოდი მომეშველეთქო-იქ ეს შეუძლებელი იყო, იმ აღმართზე.
ჩემი ორიენტირი რუკაზე ნანახით გზის გაკვლევა იყო. შუაში ჯუთაა, მის დასავლეთით მყინვარწვერი , აღმოსავლეთით ჭაუხის უღელტეხილი ასევე მის აღმოსავლეთით ტბები, მზეც აღმოსავლეთით ამოდის -ასეთი აზრით მივდიოდით უღელტეხილზე. მახსოვს მთა მყვარებია როცა ავიდა ქედზე დაიყვირა : ტბები ჩანსო... (ე. ი.სწორად ავსულვართ )

მთა მყვარებია ერთი პერიოდი "გასკდა "ყვირილით, ...მე ვუთხარი:"მყარად ზიან" არ ესმით. ისინი ჯერ კიდევ ისხდნენ...

იქაც დიდი ხანს ველოდებოდით დანარჩენებს,ვეძახოდით აქეთ წამოდით , არ მოდიხართ... რამოდენიმე ვინც აღმართზე იყო უკვე, მათ რამდენად გაიგეს ჩვენი ხმა, ისე წამოდით , იქიდან ამოდით ...

ზემოთ უღელტეხილზე დაგვეწია ბაქო, ჩქარა იარა ამ კაცმა...

კაი ხანი იქაც ვიცადეთ, ორი შვეიცარიელი შეგვხვდა, ბიჭებმა ორი ყანწი ჭაჭა დაალევინეს, ლობიანიც დააგემოვნეს, სურათებიც გადავიღეთ, დანარჩენები მაინც არ ჩანდნენ ...

ჩამოსვლა იყო "რახა -რუხი",მანამდე თოვლშიც ვიარეთ, სამჯერ ჩავვარდი სიმძიმის გამო, სხვებმაც იწვნიეს ეგ, ერთხელ თოვლიდან ჩამონაშალზე ვერ გადავედი, მოვიხსენი ჩანთა და ბაქომ გადაისროლა ნაპირზე,თოვლზეც მოგვიწია იძულებითი სრიალი. სანამ ჩამონაშალის დაღმართს მივადგებოდით. ჩანთები ცალკე ჩავუშვით და ჩვენც მივყევით.

დაღმართზე ჩამოსვლა არ იყო ადვილი. მთა მყვარებიას ბაქომ ჩაშჭიდა ხელი და ერთად ჩამოვიდნენ.

მე და პატატაპუტინამ ერთმაენთს ჩავჭიდეთ ხელი და არ იჩაქორო, ნელა , იქეთ ჯობია , აქეთ გავიაროთ...ასე ჩამოვედით, მანამდე კი მის ფეხსაცმელს ქუსლი მოსძვრა, ჩამონაშალი შეუვიდა ... ამ დროს ცისარტყელა გამოჩნდა, ერთი, ორი , სამი, ვინც უფრო ქვემოთ იყო, კარგი სურათები გადაიღეს,ჩვენ "ვეხვეწებოდით" ცისართყელას, ქვემოთ ჩამოსვლამდე არ წახვიდე!!! ნაწილობრივ მივუსწარით,ჩამოვედით მაგრამ ... ფეხები "შიშინებდნენ"...

თეთრი ტბა ვნახეთ,ორმა თუ სამმა ადამიანმა გვერდი აუარა, დანარჩენ ტბებთან წასვლას ვერც მოვახერხებდით, ქანც გაცლილები, თან ისეთი გულიანი წვიმა დასცხო ,დავსველდით გემრიელად.სვხების მოსაგნებად ეს ადგილი აჯობებდა, თან მალე შემოგვაღამდა.გაიშალა კარვები,ველოდებოდით დანარჩენებს,გამოვიცვალეთ ნაწილობრივ.

ნელ-ნელა ემატებოდა ხალხი...

ზვიომ და ჯინიყამ თიკო-რ კარავში შემიშვეს,სველი გაყინული, ვითომ გამოვიცვალე, შარვალი მუხლს ქვემოთ სველი, კეტებიც სველი,მეორე პერანგის ზურგი დასველებულა, სამივე წინდა სველი, ფეხშიშველი რომ ვერ გავთბი , ზვიომ "მასწავლა" : 150 ჯერ გაუხახუნე ერთმაეთს და გათბებიო, საძილემ გამომაფხიზლა. მოვიდნენ "ჩვენი" კარავის მასპინძლები, გავედით და შემოვიდნენ ისინი.
მანამდე ინტელა და ზღარბი ჩამოვიდენ. კაპა ,თამუსია, ...
შემდგომ მოვიდა წივწივა , წყალი დაადგითო... კარავი გაშალეთო, თიკოს მოსაყვანათ წავიდა. წივწივას გაყვა ქსოვრელი ჯინიყაც(ალბათ , თუ ის ინტელას გაყვა წყალზე ეს არ მახსოვს)

მე არ გავყოლილვარ წივწივას. იმ ღამით ოთხი კარავი გავშალე, ორი მარტო, თამუსიამ მომცა ფანარი, ვეძახდი ხალხს: ერთი კაცი მჭირდება კარავი რომ გავშალო , მაგრამ ...
(წივწივას კარავს ორი მილი ქონია,მე კიდევ ორ ვეძებდი ,ალბათ ვერ ვიხედები თვალებშითქო...)

თიკო (პატარა) პანიკურ მდგომარეობაში ოყო, შიშის და სტრესული მდგომარეობის მოსახსნელი წამალი მივაწოდე, ასევე მოწამვლის და გულის რევის, არ დალია, ვეხვეწე , ძალინ გთხოვ გაწუწუნე... არაო, სხვებმაც შეეშვიო... მისმა დამ დალია, მომეცი მეო, არც უკითხავს რა იყო, მასაც ეგ ჭირდებოდა...(როცა ჭირდება ,უნდა მოეფერო, შეეხვეწო ან დააძალო,რომ დალიონ წამალი)

ძალინ გამიკვირდა, ის კაცები , რომლებიც უმრავლესობასთან ერთად იყვენ, ("ჩვენი" შვიდეულის გარდა, ) რომ მარტო ჩამოვიდენ, უმეტესობა და გოგონები უკან დარჩნენ ! თითქმის თანაბრად იყავით მანდილოსნები და კაცები და ...

ქალბატონმა გვალვამ ქსოვრელის ჩანთა იქნებ მონახოო, მე უარი ვუთხარი, მუხლს ქვემოთ სველი და თან ღამით იმ ზურგჩანთას ან ვნახავდი ან არა, ზღარბიმ მითხრა რომ ჩამოვედით იქ დევსო- დღისით რომ გადახედავ დაინახავ ჩანთას, ღამით,რომელ გორაზე დევს ნაკლებ...

აისლენდერის კარავში გავათენე ის ღამე ,თავისი საძილე გოგონებს მისცა,ჩემს საძილეში ორივე შევძვერით, კარავში წყალი შემოვიდა,ფეხების მხარე დაასველა ...

დილით თიკო(პატარა) რომ ვნახე დაწყნარებული ვაკოცე, გდავეხვიე სიხარულის გამო ...

როცა ყველამ გამოვიხედეთ,ტანსაცმელი გასაშრობათ გავფინეთ , ჭამა-სმა ...

ერთხელ ხმამაღლა შევძახე : 9 საათზე ,აქედან უნდა დავიძრეთ!მალე მოვრჩეთ ყველაფერსთქო...

პასუხი : მოიცა რა 9 საათზე ... (მეტი არაფერი მითქვამს)

10 საათზეც ვერ გავეტიეთ... არადა წინ დიდი გზა იყო გასავლელი,ტბებიც გვენახა, მასეთ სიცხეში ...

კორშამდე როგორ ვიარეთ ეგ ...


მთა მყვარებია -სთან ნურავის ექნება შეკითხვა ან შეკითხვები(ანუ პრეტენზიები) ის არაფერშუაშია და არც თავშია!

ასეთი ამბავი რომ მოხდა ,პირველ რიგში თქვენ ხართ ამის თავი და თავი , ანუ მიზეზი.

ყველას არ უთხარით , გაწყვიტეთ წინა შვიდ მოლაშქრესთან კავშირი, მათ არც გააგებინეთ და დაუგეგმავი პურის ჭამა , შუა დღეს ,ყოვლად გაუმართლებელი არის. იმ სიცხეში თან. წინ უღელტეხილი გვქონდა გასავლელი , რაზე ფიქრობდით, ძალიან ნგშიოდათ?! დროის ასე დახარჯვა როგორ შეიძლებოდა?!
ნიმფასთან დაკავშირებით , ხომ მოგვიწია ლოდინი, დრო აქაც დავხარჯეთ,მაგრამ ეს არსებულმა სიტუაციამ მოითხოვა და მეორე რამ?!

პასუხისმგებლობის 3/4 გეკისრებათ თქვენ ვინც უკან დარჩით! მიზეზი თქვენ იყავით ასე რომ განვითარდა ყოველივე.

პასუხისმგებლობის 1/4 ჩვენ , იმ შვიდ ადამიანს!
(ჩვენ შვიდი ადამიანი არ დავშლილვართ და არც ერთმანეთი მიგვიტოვებია!)

ქსოვრელი ძალიან ნუ დაიდანაშაულებ თავს, რადგან შენ პირველი მიიწევდი წინ , ამით არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია!


ყველაფერი დაიწყო იქიდან და მთავარი მიზეზი ყოველივესი, ის გაუმართლებელი, უადგილო დროის დაკარგვა, ყველას გაუფრთხილებლად ჭამა-სმა იყო.

(სხვა დროს როცა რამოდენიმე დღიან ლაშქრობაში მოვხვდებით,წერსრიგის საკითხი ჩამაბარეთ მე. ადგომა , წასვლა, დასვენება , ჭამა იქნება ორგანიზებულად , ვინც არ დაემორჩილება - ოთხივე მხარე ხსნილია...)
ამ ლაშქრობაში წესრიგი "მინუსებში" იყო...
(ორი წელია რაც კარავზე გავწევრიანდი,მომერიდა რაღაც გეგმასავით დამესახა)

იმ დღეს გავიცანი კარავის თავჯდომარე ქ-ნ გვალვა და მასთან ერთად ლაშქრობა სიხარული იყო, ხარვეზებიც საკმაოდ იყო ამ ლაშქრობაში ...

თამუსია-ს ძალით არავინ წაუყვანია, არც პირობა მიუცია რამეზე! მან შემოგვთავაზე წავიდეთო, მეტი არაფერი... ვინც ამბობს ასეო და ისეო - საკუთარ თავს დაუსვით ეს შეკითხვა(ები)

პ.ს. პირველი იმან გამაკრიტიკოს ვინც იტყვის რომ მიზეზი ეს არ ყოფილა, რაც დავწერე! ამ არევ -დარევის მიზეზი.

...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by anano » 16 ივლ 2009, 01:03

doctor ako

მიჭირს, მაგრამ თავს ვაჯობებ და ბევრ რამეზე არ გიპასუხებ !
doctor ako wrote: (სხვა დროს როცა რამოდენიმე დღიან ლაშქრობაში მოვხვდებით,წერსრიგის საკითხი ჩამაბარეთ მე. ადგომა , წასვლა, დასვენება , ჭამა იქნება ორგანიზებულად , ვინც არ დაემორჩილება - ოთხივე მხარე ხსნილია...)
ამ ლაშქრობაში წესრიგი "მინუსებში" იყო...
(ორი წელია რაც კარავზე გავწევრიანდი,მომერიდა რაღაც გეგმასავით დამესახა)...
წარმატებებს გისურვებ!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by perwkli » 16 ივლ 2009, 01:07

:roll: ეე წამოვსულიყავი რა მეც, ხო მეთქმებოდაახლა ერთიორი სიტყვა


:twisted:



doctor ako


ტყვილა დახარჯავ დროს და ენერგიას, მერწმუნე :D
ადამიანებს ან აქვთ მობილიზების უნარი და სურვილი ან არა, შენი ჯიჟინი არაფერს უშველის :D
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Naia » 16 ივლ 2009, 01:12

ხალხ, აღარ გინდათ მტყუან-მართლისა და დამნაშავე-უდანაშაულოს ძებნა. ამას აჯობებს, დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ.

ერთგან მგონი ვანდერერი წერდა, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხალხი გადაეჩვია ლაშქრობებში სიარულსო და 100 %-ით ვეთანხმები. როგორც ჩანს, ბევრს დაავიწყდა ის ელემენტარული, დაუწერელი წესები რომელთა დაცვა ლაშქრობის დროს საჭირო კი არა, აუცილებელია.

ახლა კი, იქნებ სხვებმაც გაარძელონ ფოტოების დადება და რეპორტაჟის წერა. მაინტერესებს როშკიდან როგორ წამოხვედით. კორშამდე აღარ ჩახვედით?

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by NINUCA » 16 ივლ 2009, 01:16

ანანოს მონათხრობმა შემზარა!

ხალხო, რამ გადაგრიათ? სად არის "კარვული" სული? დაყოფა რას ქვია? თუ ერთად ვართ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად გვტკიოდეს, ერთად გვშიოდეს, ერთად გვციოდეს, ერთად გვიჭირდეს და ერთად გვილხინდეს. ღმერთს ყვარებიხართ რომ ყველანი მშვიდობით დაბრუნდით. ნუთუ რომელიმე მათგანი ოდესმე თავს აპატიებდით იმას რომ თქვენი უმოქმედობით და გულგრილი დამოკიდებულებით ვინმეს რამე მოსვლოდა? ნუთუ იმისთვის წახვედით რომ ერთმანეთისათვის ის დაგემტკიცებინათ ვინ ვიზე უფრო ძლიერია და ვინ უფრო სწრაფად ივლიდა. ყველას ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ ეს ყველას კარგად უნდა გაეთვალისწინებინა და გუნდური პრინციპი არ უნდა დარღვეულიყო. დარწმუნებული ვარ ეს გასვლა ბევრისთვის გაკვეთილი იქნება... ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა გაიგეთ ვინ ვინ არის... მე მომიტევეთ ასეთი გზავნილისათვის, მაგრამ არ შემეძლო არ დამეწერა. :(
როცა შვიდი თვე შატილიკოს და გიო-გიორგის ცხოვრებით ვცხოვრობდით, როცა გიო-გიორგის აქციაზე ვიყავით, როცა გაჭირვებაში მყოფი ჩვენი მეგობრების გადასარჩენად და დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, მაშინ ვთქვი რომ აღარასოდეს შემეშინდება თუ გასაჭირში აღმოვჩნდები, რადგან "კარავი" ჩემთან იქნებათქო.... მაგრამ ანანოს მონათხრობის მერე ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი...მის მონათხრობში დიდი იმედგაცრუება ამოვიკითხე...

მაპატიეთ კიდევ ერთხელ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჭაუხები და აბუდელაური ჩემი აუხდენელი ზღაპარია (ჯერჯერობით) -

პირველად! არ ვნანობ, რომ ეს გასვლა გამოვტოვე....... :(

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Int3lig3nt » 16 ივლ 2009, 01:20

doctor ako
აღარ მინდოდა დაწერა, მაგრამ ამოვიდა რა ყელში!
ერთმანეთზე გადაბრალება როდემდე უნდა გავაგრძელოთ?!

ჭამაზე აქცენტის გაკეთება ძალიან სასაცილოა.
დილის 7 საათზე მსუბუქად ნაჭამი და მთელი დღე აღმართებში ნასიარულები ადამიანი, საღამომდე ვერ გაძლებს უჭმელი და მით უმეტეს უღელტეხილს ვერ გადავა, ექიმი კაცი ხარ და უკეთ იცი ;).

12 საათიან შესვენებაზე გაჟღერდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა შევგროვილიყავით ჭაუხებამდე.
თუ ვერ გაიგეთ, ის მაინც აუცილებლად უნდა გცოდნოდათ (და თუ არ იცოდით, უნდა მიმხვდარიყავით), რომ პერიოდულად უნდა შევგროვებულიყავით, რათა ძალების მობილიზება გაგვეკეთებინა და ერთმანეთის შესაძლებლობებს დავკვირვებოდით.

მე ძალიან მაინტერესებს, სად აპირებდით შეგროვებას, პირველი შესვენების მერე რომ გავარდით და ერთხელაც არ მოგიხედიათ უკან, უღელტეხილის მისადგომებამდე.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by ნიმფა » 16 ივლ 2009, 01:23

პასუხიმგებლობა იმ შეცდომებზე რაც მოხდა ამ გასვლაში ეკისრება ყველას ერთად და თითოეულს ცალცალკე.

მგონი აღარ ღირს მეტი გაგრძელება.

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by doctor ako » 16 ივლ 2009, 01:38

წივწივა ასეთ დროს ვერსად ვერ ვახერხებ გასვლას,9-10 ზე გეთქვა. (ძალიან კი მინდოდა ) დავსხდებით ჩვენ ,ლუდსაც დავლევთ და...
არა, ყველას ნახვა ძალინ გამახარებდა , უსიტყვოდ!

ინტელიგენტ

დიპლომატი ხარ,მაგარი! შენ საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა მუშაობდე, უცხოელებთან რასაც გინდა იმას გაჩარხავდი და თან ისინი ვერ გაიგებდნენ ბევრ რამეს...

მაშ გეკითხები -ჩვენ შვდიმა ადამიანმა როგორ გავძელით და გადავედით უღელტეხილი?!
მაგ ჭამამ და თან ამდენი ხნით ჩვენი დაცილება გამოიწვია!

და კიდევ წივწივას დაწერილი წავიკითხოთ- შეცდომები-29 გვერდზე , გამოცდილი კაცია, ესმის და დავუჯეროთ. (ვისაც როგორ უნდა)

რომ წერ,ცუდად გავხდიო, არც კარავის აფთიაქი გვქონდაო, არც დოქტორ აკოც იყო ახლოსო... როდესაც შევხდით...მადლობელი ვარო, რომც არ დაგეწერა,დიდი არაფერი და არც არაფეს ვაყვედრებ არავის, მე სულ სხვა რამის თქმა მინდა, რა დროს ჭამა იყო?! პირველი რაც გკითხე : კვერცხი ხომ არ გიჭამიამეთქი? -კიო...გაწყინა

ჰოდა შენ გვერდით ზღარბი რომ გყავდა იმან გიშველა!

შენ ისე დაწერ,შემოუვლი ,ზოგიერთ საკითხს ისე გაცდები, მერე უკანაც მოიხედავ ... ბოლოში ჩახვალ...

შენ დიპლომატი ხარ, ახლოსაც ვერ მოვალ შენთან , მაგრამ მეც შენებურად "დაგიწერ-სავით "-

ანუ -თუ შენ გაიგე, მეც გავიგე, შენ თუ ვერ გაიგე- მეც ვერ გავიგე ... და აუცილებლად პირიქითაც.

ასევე- გინდ დაიჯერეთ ,გინდ არა .

რა ვიცი, ვიცი,რა ვიცი, საიდან , როგორ ... იქნებ - ან საერთოდ ...

...

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by doctor ako » 16 ივლ 2009, 02:01

anano

ნუ დაგავიწყდება ,მარტო მე არ ვიყავი ლაშქრობაში, ჩემს წილ ხარვეზზე მე დავწერე,სხვებზეც...

ქ-ნ გვალვამ დაწერა ,რომ მთლად ისე არ იყო... გადახედე

სადაც გნახავ ჩაგეხუტები-თუ წინააღმდეგი არ იქნები და ვიცინოთ ერთად!

თუ გინდა "შემამკე" სიტყვებით, არ მეწყინება, თუ რამეს მოგცემს ეს...



ნიმფა


მერე ვინ თქვა არაო ...
მსგავსი მსგავსს ეძებს და სიხარულით უკავშირდება!
თუ გჯერა ამის, მაშინ ჰომეოპათიის მთავარ პრინციპსაც კარგად ჩაწვდები-"მსგავსი იკურნება მსგავსით"...

maikomaiko

შევეცდებით გავუგოთ ერთმანეთს...

რაც გამოსასწორებელია , ყველამ ერთად გამოვასწოროთ,გავითვალისწინოთ, მეც და სხვამაც ...
NINUCA

ქ-ნ გვალვამ დაწერა ,რომ მთლად ისე არ იყო... გადახედეთ

ცუდია რომ ეს ფაქტი მოხდა!

...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by anano » 16 ივლ 2009, 02:06

doctor ako wrote:anano

ნუ დაგავიწყდება ,მარტო მე არ ვიყავი ლაშქრობაში, ჩემს წილ ხარვეზზე მე დავწერე,სხვებზეც...

ქ-ნ გვალვამ დაწერა ,რომ მთლად ისე არ იყო... გადახედე

სადაც გნახავ ჩაგეხუტები-თუ წინააღმდეგი არ იქნები და ვიცინოთ ერთად!

თუ გინდა "შემამკე" სიტყვებით, არ მეწყინება, თუ რამეს მოგცემს ეს...
...
არაფერი მავიწყდება და არც დამავიწყდება! არავის "შემკობას" არ ვაპირებ! ყველაფერს გადავხედე, კი არა დეტალურად წავიკითხე, მე ჩემი სათქმელი ვთქვი...ისიც ვთქვი აღარ შევეპასუხები საპირისპირო მონათხრობებსთქო ...

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და როგორმე გადავიტან...

ძნელია, მაგრამ მაინც...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Archil » 16 ივლ 2009, 02:22

პაატა.გე, სადაა ბატიბუტი და ლაღიძე? შენ რომ პოპ-კორნს და კოკა-კოლას ეძახი :lol: :lol: :lol:

აქ იმისთანები ხდება 8)

რასაც ველოდი, სწორედ ის მოხდა, ანუ რაც მოსალოდნელი იყო და რატომ გიკვირთ?

1. ასეთი ლაშქრობისთვის ბევრნი იყავით და სიარულის გამოცდილება დიდ უმრავლესობას არ ჰქონდა.
2. გამოყოფილი არ იყო ლიდერთა ჯგუფი, რომლების განკარგულებასაც დაემორჩილებოდნენ დანარჩენები და ორგანიზებულად იმოქმედებდნენ
3. მოლაშქრეთა უმრავლესობა ერთმანეთს არ იცნობდა და შესაბამისად ერთმანეთის ფეხებზე დაკიდების მომენტი ბუნებრივიც იყო. ერთმანეთის დაჯერების და ზრუნვისაც.
4. გასვლის ერთიანი მარშუტი და გეგმა მგონი არც არსებობდა და თუ არსებობდა, უმრავლესობამ აარც იცოდა. იცოდით ტერმინები : ჯუთა, უღელტეხილი ჭაუხის, აბუდელაურის ტბები და როშკა. დანარჩენი იყო თოვლი და ნაშალი, სულ ეგ იყო....
5. ძალიან განიცდით საკუთარ შეცდომებს და აქ წერით გინდათ საკუთარ თავთან თავის გამართლება, არადა სამი წლის შემდეგ ამ თემაში ვინმე უცხო რომ შემოვა, ვერაფერსაც ვერ გაიგებს.
6. ერთმანეთი იქაც ფეხებზე გეკიდათ და აქაც გკიდიათ, თორემ ასეთი დამოკიდებულება არ გექნებოდათ ერთმანეთზე აქაც.
7. ყველაფერი წინ გაქვთ, კიდევ მოასწრებთ ერთმანეთთან ჩახუტებას ლაშქრობებისას.


ჰოდა ეგაა..


მაიტათ ბატიბუტი, სპექტაკლი გრძელდება
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
BioHazard
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 16 ივლ 2007, 10:31
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by BioHazard » 16 ივლ 2009, 04:10

დავიდაგე ტვკენი ტსოდვიტ...

Image
Starless...

User avatar
BioHazard
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 16 ივლ 2007, 10:31
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by BioHazard » 16 ივლ 2009, 04:25

ასეტი საინტერესო ლაშკრობის მონატჰრობები არასდროს მინაჰამს აკ...

აკუტაგავას უსიერ ტკეშიროა ისეკვებიტ აჰლა ტკვენტს...

Image
Starless...

User avatar
BioHazard
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 16 ივლ 2007, 10:31
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by BioHazard » 16 ივლ 2009, 07:06

Mta Mkvarebia wrote: Image
აქ მარცხნიდან რომ ამოდის ხეობა...

ჯუთას რომ გასცდები და მერრე რომ შედის...

მაქედან რომ ამოხვიდე მაგ მთის გადავლა ხომ აღარ მოგიწევს...

დამაქედან რატომ არდადის ჰალჰი...

Image
Starless...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]