Page 2 of 3

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:02
by Kakha
ვაგრეძელებ...

2-3 კილომეტრის გავლის შემდეგ მივაღწიეთ გუდარეხს. აქ ერთი გადახვევა უნდა გავაკეთო. ელჩს ახლდა ერთი მისი თანამშრომელი შედარებით ასაკოვანი ქალი, რომელიც სიგარეტსაც კარგად უქიშინებდა და არც წონას უჩიოდა. მანქნები რომ დავაყენეთ და გუდარეხისკენ დავეშვით ელჩი კურდღელივით მიხტოდა და მალე თვალს მოეფარა. აი ეს ქალი კი ძლივს ძლიობით მოძრაობდა. რა მექნა, რომ არ მივატოვებდ და მეც ტაატით მასთან ერთად მივდიოდი. არადა ხომ გახსვთ ელჩის პირობა თუ თხოვნა ხუთ საათზე უსიკვდილოდ თბილისში უნდა ყოფილიყო. გუდარეხამდე სულ სამასიოდე მეტრიღა იქნებოდა დარჩენილი როცა ელჩი შეგვხდა, დიდი მადლობა გადაგვიხადა ასეთი საოცარი ადგილას მისი წამოყვანისთვის, დიდი ბოდიშიც მოიხადა, ხომ იცით ხუთსაათზე თბილისში უნდა ვიყოო და დაადგა უკან გზას. თან დაამატა მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ მე ჩემი მანქანა მყავს, თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთო. მოკლედ ელჩმა კი ნახა გუდარეხი მაგრამ მის თანხლებ თანამშრომელს არ უნდახავს.

ეს ფოტო სწორედ ამ დროსაა გადაღბული როცა ელჩი უკანა გზას დაადგა. ნახეთ როგორი კმაყოფილი სახე აქვს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მის თანხლებზე, რომელსაც, სხვათა შორის, გუდარეხი არ უნახავს - სულ სამასიოდე მეტრი დარჩა გასავლელი, მაგრამ ალბათ არც უნდა ენახა მე თუ მკითხავ

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:06
by Kakha
მივადექით გუდარეხს. ეს გუდარეხის კარიბჭეა. უკანა პლანზე მოჩანს მთავარი ტაძარი. ჩვენს ზურგს უკან კი კაკლების კორომია (ცხადია ფოტოზე არ ჩანს).

სხვათა შორის, ჩემი დაკვირვებით თუ სადმე საქართველოში კაკლების კორომი (რუსულად როშჩა) შეგხვდათ ეს უტყარი ნიშანია, რომ ეს ადგილი ოდესღაც დასახლებული ყოფილა - ან ნასოფლარია იქ, ან ნამონასტრალი.

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:08
by Kakha
ეს კი პანორამაა მთავრი ტაძრიდან გადაღბული

ვინაიდან პანორამა ძალზე აძნელებდა ფოტოებისა და ტექსტის წაკითხვას, იგი გადამაქვს გალერეაში

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:11
by Kakha
ეს მთავარი თაძრის აღმოსავლეთი ფასადია. ყურადღება მიაქციეთ რომ ეკლესია დარბაზულია, არადა აღმოსავლეთი ფასადი ისევეა შემკული ნიშებით, როგორც გუმბათიანი ეკლესია. ეს არც თუ ხშირად ხდება.

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:13
by Kakha
ნაქალაქარზე კიდევ რამდენიმე ტაძარია და უამრავი სხვადასხვა ნაგებობის ნაშთი.

ეს ერთი პატარა, კოხტა დარბაზული ეკლესიაა

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:15
by Kakha
ეს კი ძალზე დაზიანებული, შინდისფერი ქვისგან აშენებული კიდევ ერთი ეკლეისიის (ასე მგონია) ფოტოა

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:19
by Kakha
ამ დანგრეულ ეკლესიასთან კლდეში ნაკვეთი წრიული ფორმის საწნახელია. წინა კედელი გადმონგრეული აქვს. თუ დააკვირდებით (ფოტოზე ფოთოლი ეფარება, ცოტა არ იყოს) ქვედა ნაწილში ღარია რომლითა ტკბილი საწნახელიდან გადმოდიოდა და ასევე კლდესი ნაკვეთ ჯამივით რეზერვუარში გროვდებოდა.

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:24
by Kakha
აბა თუ მისვდებით ეს რაა. პასუხს შემდეგ პოსტში გეტყვით. ისე კონტექსტი რომ წარმოიდგინოთ. ღოგორც ხედავთ ნახევარწრიული ფორმის ნაშვერია. თავის დროზე იგი მოქცეული იყო გალავანში, ანუ ამ სეგმენტს უკნიდან კედელი შემოუყვებოდა და გარედან ნახევარწრიული ფორმის კოშკის სახე ექნებოდა. ეს ნახევარწრე გადაკიდებულია პატარა ხევზე. წინიდან ალბათ კარი იქნებოდა.

აი ფოტოც, კარგად დააკვირდით - რა უნდა ყოფილიყო?

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:28
by Kakha
ხო, ხო ნამდვილად ეგაა - შუა საუკუნეების კლოზეტი, ასე ვთქვათ ჩეჩმა :D

ეს კი წამოსვლის წინ გადაღბული სურათია, მათი ვინც ამ დრომდე უკანა გზას არ დაადგა. გადაღბულია გუდარეხის ცნობილი სამრეკლოს კიბეზე. სამრეკლო კი იმითია ცნობილი, რომ პიველი სამრეკლოა რომლის თარიღიც ვიცით. საერთოდ სამრეკლოები როგორც ჩანს მეტ-ნაკლებად ამ პერიოდში ანუ მეცამეტე საუკუნეში გამოჩნდა მხოლოდ, ჰოდა გუდარეხი პირველია რომესაც სამშენებლო წარწერა აქვს.

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:29
by Kakha
ამასობაში ბურუსმა აიწია და წამოსვლისას გუდარეხიდან ხედი ასეთი იყო

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:32
by Kakha
აღმართს რომ ამოვუყევით გზად ლუკამ ეს ფოტო გადაიღო. ესაა იქაური, ალგეთის ხეობის ფირუზისფერი კლდეები შემოდგომით

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:34
by Kakha
უკანა გზაზე სადღაც მთავარ გადასახვევთან ისევ გავჩერდით, ნისლი გაფანტული იყო, უკვე ბინდდებოდა და ვნახეთ ასეთი მდელო, საიდანც ტყე იწყებოდა

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:37
by Kakha
ეს კი ბოლო ფოტოა. იმავე წერტილიდან გადავიღ სოფელი გუდარეხი, სადაც თავიდან ვაპირებდით მოხვედრას. თუ დააკვირდებით ფოტოს კოშკსაც შეამჩნევთ. აქ ვაპირებდით მანქანების დატოვებას და გუდარეხისკენ ფეხით წასვლას.

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 10:43
by Kakha
თბილისისკენ მომავლებს არანაირი თავგადასავლები აღარ გადაგვხდენია. მშვიდობით ჩამოვედით. როგორც ვიცი ელჩმაც მოასწრო დროზე ჩამოსვლა და მერე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრების გამართვა (ნეტა გუშინდელი ამბების შემდეგ ვისაც შეხვდა კიდევ თავის ადგილზე არიან?)

გარდა ამისა, გუდარეხში დადებულია კეში - ამაზე ნახეთ გეოკეშინგის განყოფილება http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?p=7735#7735

გუდარეხი 16 ოქტომბერი 2005

Posted: 19 ოქტ 2005, 11:49
by Gvalva
კახა

მე მგონი თქვენ წელიწადის ყველაზე ზუსტ შაბათ-კვირას იყავით, ულამაზესი ფერებია შენს ფოტოებზე!

ჩვენ როცა ვიყავით ეგ კოშკი მოვინახულეთ და ისე გავაგრძელეთ გზა.
თავად კოშკი მე რამდენადაც მახსოვს ბევრ საინტერესოს არ წარმოადგენს.

სამრეკლო კი, მახსოვს ისეთი ხასხასა ფერები იყო, ახალ აშენებულს გავდა