არჩილობა 2009 არჩილის მონასტერში და... თბილისშიც...
Posted: 05 ივლ 2009, 12:22
ორგანიზატორი:
www.karavi.ge
ტურის მენეჯერი:
არჩილი
მონაწილეები:
1.2. არჩილი და ნინოლა
3. არჩილი - დაკოტა
4. არჩილი დაკოტას პლიუსი ლანა
5. ქოჩო
==========================================================================
მეფე მოწამე არჩილი

წამება და ღვაწლი წმინდისა და დიდებულისა მოწამისა მეფისა არჩილისა
(ისტორიული მიმოხილვა)
წმინდა მეფე არჩილი დიდი ვახტანგ მეფის ძის დაჩის შთამომავალი და VII ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II-ის (სტეფანოზ ადარნასეს ძე ფარნავაზიან-ხოსროიანი) ძე იყო.
მართალია, ყველა წმინდანი განდიდებული და ქებულია ანგელოზთა და კაცთა მიერ, მაგრამ წმინდა არჩილი განსაკუთრებულად ბრწყინავს მოწამეთა დასში, რადგან იგი იყო პირველი მირონცხებული მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა. არაბთა შემოსევებისას იმდენი ახალი მოწამე გაჩნდა, რომ ქართული ეკლესია არაბთა ძლიერების დროს გაჩენილ მოწამეთა ერთ რომელიმე დღეს საერთო ხსენებას აღარ აღნიშნავდა.
მაგრამ სხვაა სისხლი მეფისა და სხვა - მხედრისა; სხვაა - მთავრისა და სხვა - მონისა. იგი თავისი ნებით გახდა წმინდა მსხვერპლი და „საკუერთხი უბიწო“. თავისი სისხლით ჩვენი ეკლესია გაამშვენა, სძლია უხილავ და ხილულ მტრებს და მშვიდობა მოუტანა ქართველ ერს.
ღმრთის დაშვებით, იმ დროს ქრისტეანთა გამოსაცდელად სარკინოზთა შორის გამოჩნდა ცრუ მოციქული, „ბილწი სჯულისმდებელი“ - არაბი მუჰამედი. როგორც პავლე მოციქული წერს: „ვინაითგან არა შეიწყნარესო სიყვარული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი იგი სიბრძნე, მოუვლინის სული საცდურებისა, რაითა რწმენესო მისი და მით დაისაჯნენო“. სწორედ ეშმაკის მანქანებით მოედო მისი დამღუპველი გესლი იმ ერებს, რომელთაც წმინდა მოციქულის ქადაგებანი არ შეისმინეს.
არაბები თავს ბიბლიური აბრაამის შთამომავლებად თვლიდნენ და ამიტომაც ისმაილიტებად იწოდებოდნენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო შვილს აგარისაგან, დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18)
არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რომ ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობების თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს.
მოხეტიალე ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვილებს“ უწოდებდნენ. არაბები, ისევე როგორც ყველა სემიტი, დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღლეს ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერთების სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარში დგამდნენ.
მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა. ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ამ ქვებს ყველას კუბის ფორმა ჰქონდათ, რის გამოც ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებელი იყო ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის წინაპრები - ყურშეიტები.
სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხორცშესხმული „შავ ქვაში“. „ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავისი ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმი - საპატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველადაც თავი მიაჩნდა სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მუჰამედის ბრძანებით დაამსხვრიეს ყველა კერპი, ალაჰის გარდა; ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“. ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერთად.