მიუხედავად პირობითი დაყოფისა, სენაკამდე მოგზაურობაში ორივე ჯგუფმა არაერთხელ იმგზავრა ერთობლივად.
ვიარეთ ხაშურიდან ჩუმათელეთამდე, ჩუმათელეთიდან ზესტაფონამდე, ზესტაფონიდან მდინარე გუბისწყლის ხიდამდე, ხიდიდან კი სამტრედიამდე.
მანამდე კიდევ ერთი გალეწილი მთვრალი მძღოლი შეგვხვდა და 140-ით მიჰქროდა, მე და ალექსანდრემ რაც კი ლოცვა ვიცოდით, მგონი ყველა სამ-სამჯერ ვთქვით.
კინაგამ გავიტანეთ ერთი მანქანა, ორმა აქეთ კინაღამ გაგვიტანა, ერთგან კი სერიოზულად სევშინდით, როდესაც ერთ-ერთო ტოიოტას მგზავრები თითქმის "ჩვენს" მანქანაში აღმოჩნდნენ.
ხიდთან მანქანამ მოულოდნელად გააჩერა, როგორც "შოფრები: იტყოდნენ, "დაასტუკა" და მე და ალექსანდრესაც ფერი მოგვივიდა სახეზე.
მალევე დიდი "სინანულით" დავემშვიდობეთ მთვრალ ძიას, რომელიც გვეხვეწებოდა, ჩავასხამ ბენზინს და მიგიყვანთო.
ჩვენ ფეხით გასეირნება ვარჩიეთ.
გზად სხვებმა გაგვიჩერეს, სტუმრადაც დაგვპატიჟეს, მაგრამ ჩვენ ვიუარეთ, მეგობრები გველიანო. მიგვიყვანეს სამტრედიამდე, სადაც შევხვდით სიფრაგიოს და ამირანს. როგორც ჩანს, სამტრედიაში მდიდარი ტურისტები ვეგონეთ და მაღაზიაში ერთლარიანი ლიკანი ლარნახევრად მოგვყიდეს.
სამეგრელოს გადასახვევთან ისევ დავიყავით, მალე მე და ლექსოს სარეისომ გაგვიჩერა და წაყვანა შემოგვთავაზა, ჩვენც დავთანხმდით, სარეისოს მძღოლი რომ უფასოდ შემოგთავაზებს წაყვანას, აბა, უარს ხომ ვერ ეტყვი
ეს კადრები სიმბოლურად ავტოსტოპტან დაკავშირებით:
ალექსანდრე
მე
სიფრაგიო
ჩვენ
