ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 30 ივნ 2009, 15:25

ვაშლოვანის ნაკრძალში წავედით ორი დღით.
ის მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში. იმისათვის რომ მოხვდეთ ნაკრძალში ჯერ უნდა ჩახვიდეთ დედოფლის წყაროში. აქ გაივლით რეგისტრაციას ნაკრძალის ადმინისტრაციასთან, სურვილის შემთხვევაში უზრუნველგყოფენ მეგზურით, მანქანით, ჭოგრიტებით და ოთახით ნაკრძალის სხვადასხვა ნაწილებში მდებარე კოტეჯბში.

ცხოვრების პირობები კოტეჯებში ნორმალურია. კოტეჯები ახლად აშენებულია. აქ არის აბაზანა, 2 ლოგინი, სამზარეულო და შუქიც კი.
ჩვენ გავჩერდით ალაზანის ნაპირზე მდებარე კოტეჯებში.

www.apa.gov.ge აღნიშნულ საიტზე გამოცემული ლიტერატურის გერდზე იხილავთ ვიზიტორთათვის შექმნილ რუქას და ასევე სახელმძღვანელოს, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც დეტალურ ინფორმაციას იძლევა მათთვის ვინც აპირებს ნაკრძალის ხილვას.

რადგანაც ნაკრძალი ძალზე დიდია და სანახავი უამრავია, გირჩევდით მეგზურის აყვანას. ის დაგეხმარებათ გზების გაკვლევაში და რაც მთავარია მიგიყვანთ განსაკუთრებით საინტერესო ადგილებზე (მაგალითად კარგ გადმოსახედ ადგილებზე). გზების გაკვლევა ნაკრძალში არც თუ ისე ადვილია.

თან აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები. ჩვენ ვიყავით ივნისში, რის გამოც ნაკრძალში გვხვდებოდა გველები, ვნახეთ დათვის კვალი და ასევე მრავალი ფრინველი. ამიტომ სასურველია თან იყოლიოთ მეგზური.

მზე არის ძალიან მწველი, ნახევრად უდაბნოა. წყლის პრობლემაა ნაკრძალის უმეტეს ნაწილში ასე რომ მოიმარაგეთ ბევრი წყალი. თუმცა კოტეჯებში ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია. მაგრამ სასმელი წყალი მაინც უნდა წაიღოთ.

ნაკრძალში დაცულია უნიკალური მცენარეები ისეთები რომლებიც მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ ადგილასაა შემორჩენილი - ვაშლოვანის ნაკრძალში. ამიტომაც აღნიშნული ადგილში წასვლის წინ სასურველია დედოფლის წყაროში მდებარე ადმინისტრაციის შენობაში გაეცნოთ ინფორმაციას.

ფრინველებზე დაკვირვებისათვის თან წაიღეთ ჭოგრიტები. არ ინანებთ! ნაკრძალის გარკვეულ ნაწილებში დაშვებულია ანკესით თევზაობა. აქ ხშირია ლოქო.

გზები საკმაოდ რთულია, ჯიპით თუ ივლით მხოლოდ
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 13:26, edited 6 times in total.
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 30 ივნ 2009, 15:34

დედოფლისწყარო მდებარეობს 162 კილომეტრში თბილისიდან. თავად ვაშლოვანის ნაკრძალში მთელი დღე მოგიწევთ მოგზაურობა რათა შეძლოთ იქ არსებული დაცული ტერიტორიების უმრავლესობის ნახვა. ასე რომ მოემზადეთ ხანგრძლივი მგზავრობისათვის. თუმცა გზაზე იმდენი სანახაობაა რომ ნამდვილად არ შეწუხდებით.
Image

Image
(პანტიშარა)
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 14:21, edited 2 times in total.
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 30 ივნ 2009, 16:16

გამოვედით თუ არა დედოფლისწყაროდან გავემართეთ პანტიშარასკენ. აქ სავალი გზა მიწისაა და ძალიან სახალისოა მანქანის სატარებლად. გზა პრაქტიკულად გადის მთების ჯაჭვის კიდეზე და ერთის მხრივ ემიჯნება სარგავ მიწებსა და მინდვრებს, ხოლო მეორეს მხრივ ნაკრძალს. ნებისმიერ ადგილაზე გაჩერებისას ნახავთ ამგვარ ხედებს:

Image
აქედან ასევე ჩანს მინგიჩაურის წყალსაცავი.
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 13:35, edited 2 times in total.
hi

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 ივნ 2009, 19:00

tyupi

ყოჩაღ, რომ წახვედი ვაშლოვანში და ფორუმზე თხრობაც დაიწყე.
იმედია, გააგრძელებ რეპორტაჟს.
თუ ნებას დამრთავ, გთხოვ, რომ სიტყვა "გიდი", გასაგებია, რომ სა1აშორისო სიტყვაა,
მაგრამ "მეგზურად" მოვიხსენიოთ.
რადგან ეს მადლიანი ქართული სიტყვა გვქავს, რატომღა გვჭირდება უცხო სიტყვის მოშველიება?
რომ არ გვქონოდა, კი ბატონო, "გიდის" საწინააღმედგო არაფერი მექნებოდა, ისევე, როგორც, ვთქვათ, "კომპიუტერის", "პროგრამის", "კონცერტის" "ავტობუსის".

გმადლობ.

"კარავზე" ვაშლოვანის თაობაზე რამდენიმე თემაა.
შესაძლოა, ისინი შენც გამოგადგეს.
აბა, ბმულები ნახე:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3359&start=0

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1546

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3187&start=0
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by Archil » 01 ივლ 2009, 00:03

GAMARJOBA SAKARTVELO

სიმღერაში რომაა "ჰაი გიდი მოხევის ქალო", მაგი როგორ უნდა იყოს?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ივლ 2009, 00:11

Archil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

სიმღერაში რომაა "ჰაი გიდი მოხევის ქალო", მაგი როგორ უნდა იყოს?
ახლა შენ თემას ნუ აოფებ და თუ რამე იცი ვაშლოვანზე, თქვი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by lomikata » 01 ივლ 2009, 10:33

ეს ვაშლოვანის ნაკრძალში განთავსებული კოტეჯების ინტერიერია. ერთოთახიანი "ლუქსების" ვარიანტია.
Image

Image

Image

Image

Image

კოტეჯებს ორმაგი კარი აქვს. ერთი მინით, ერთიც ბადურით ქვეწარმავლებისგან დასაცავად. ღამით მშვიდად შეგიძლიათ დაიძინოთ მხოლოდ ბადურიანი კარის იმედად.
Image

ესეც კოტეჯის ექსტერიერი
Image

User avatar
zinzaga
ასფალტზე მოარული
Posts: 7
Joined: 31 მარ 2008, 13:05
Location: თბილისი, საქართველო
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by zinzaga » 01 ივლ 2009, 11:27

ცოტა ანტირეკლამა გამომივა, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ გასაწმენდი საშუალებების წაგება ურიგო არ იქნება:)

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 02 ივლ 2009, 10:58

პანტიშარას ხედების ხილვის შემდეგ გავემგზავრეთ დათვის ხევში, რომელიც ცნობილია კანიონით და მერცხლების ქალაქით

Image

Image

სპილოს ძვლის სანახავად თქვენ მოგიწევთ პიკნიკისათვის გამოყოფილ ადგილზე გაჩერება და აქედან ფეხით სავალ გზაზე წასვლა. გზას ნელი სიარულით დაახლოებით 2 საათს მოანდომებთ. აქ სიარული არ არის რთული, მხოლოდ მზე ძალიან მწველია. თან იქონიეთ წყალი.

Image
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 14:09, edited 3 times in total.
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 02 ივლ 2009, 12:06

Image

Image
ესეც კანინონის ამსახველი სურათები (დათვის ხევი)

Image
ეს კი მტკიცებულება იმისა რომ ოდესღაც ეს ადგილი ზღვის ფსკერს წარმოადგენდა. აღნიშნული კანიონი მდებარეობს დათვის ხევში.

Image
როგორც უკვე აღვნიშნე ჯოჯოები გველები სკარპიონები და სხვა მცოცავი არსებები მრავლადაა აქ. ამის გამო ასევე მრავლადაა ფრინველები.
Image
ბევრჯერ წააწყდებით მტაცებელ ფრინველებს. ასევე მწყერს, ხოხობს და სხვას...

Image
ეს არის რეინჯერების სახლები, რომლებიც ნაკრძალის რამოდენიმე ნაწილშია აგებული, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვოთ.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ "პატრიარქი" - 800 წლის ხე. სიახლოვეს ასევე არის გიორგი სააკაძის ხე.

Image
Image
თვალწარმტაცი ხედები მრავლადაა დათვის ხევში


Image
მიჯნის ყურეში ჩასვლის წინ უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობები და დაფიქსირდეთ, ვინაიდან უახლოვდებით სასაზღვრო ზონას.

Image
ღამით დავრჩით მიჯნის ყურეში. ზოგნი ჩამოდიან აქ სათევზაოთ ჩვენ კი გამოვიყენეთ საღამო და ცოტა გავისეირნეთ ალაზანის ბუნების სანახავად (მიჯნის ყურე). /თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესებით./

Image

Image

ალაზანის ხედები... (მიჯნის ყურე)

Image

Image

Image
(მიჯნის ყურე)
რამდენი სურათიც არ უნდა დავდოთ ინტერნეტში ვაშლოვანში ნამყოფმა პირებმა მიუხედავად ამისა იქაურობა მაინც გადააჭარბებს ყველა თქვენს მოლოდინს
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 16:24, edited 2 times in total.
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 02 ივლ 2009, 13:48

კანიონში მოხვედრისას გაითვალისწინეთ ის, რომ თუ წვიმა დაიწყება აუცილებლად ადით უახლოვეს გორაკზე, რადგანაც გზა პრაქტიკულად გადის ხევში, რომელშიც წვიმისას ჩაედინება წყლები ყველა ქედიდან და იქ ყოფნა უბრალოდ საშიშია.

ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა. ღამით წვიმა მოვიდა და დილით სიგრილეში გავემგზავრეთ შავი მთისკენ. მართალია გზა ცოტა გაგვირთულდა ამის გამო მაგრამ მაინც შესაძლებელია მგზავრობა.

Image

Image

მიჯნის ყურედან გავემგზავრეთ შავი მთისკენ. ხევიდან ამოსვლის შემდეგ მოხვდებით მინდვრებში. აქ არის მრავლად ოფოფი, ბუ, კუ და სხვა...
Image
გზა მიმავალი შავი მთისკენ.
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 15:46, edited 2 times in total.
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 02 ივლ 2009, 13:48

შავ მთაზე

Image

Image

Image

შავ მთაზე ოდესღაც იყო დედათა მონასტერი. სამწუხაროდ დღეისათვის აქ მხოლოდ რამოდენიმე აგურია დარჩენილი და რკინის ჯვარია აღმართული. თუმცა აქ თქვენ იხილავთ არაჩვეულებრივ ხედებს. აი მაგალითად ასეთებს :)

Image

Image
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 02 ივლ 2009, 15:11

შავი მთის შემდეგ დავბრუნდით დედოფლის წყაროში და აქედან გავემართეთ არწივის ხეობაში. აქ ნაკრძალის ადმინისტრაციას აქვს ჩადგმული პატარა სახლი. შეგიძლიათ დაისვენოთ და მოემზადოთ ფეხით სიარულისათვის.

Image

სამწუხაროდ არწივის ხეობაში არ ბუდობენ არწივები თუმცა აქ მრავლადაა სხვა მტაცებელი ფრინველები. შეგიძლიათ ერთ-ერთი მთის ქედზე ასვლა და მოპირდაპირე მთაზე დაბუდებულ ფრინველებზე დაკვირვება.

Image

შესვენების შემდეგ ჩავედით ხეობაში. აქ წყარო მოედინება, რომელსაც 12 მცირე ზომის მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი ჩანჩქერები აქვს.

Image
ესეც გზა მიმავალი ხეობაში

Image

Image
hi

User avatar
tyupi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 23 ოქტ 2007, 15:09
Location: TIFLIS
Contact:
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by tyupi » 02 ივლ 2009, 15:36

ხეობაში სავალი გზა ცოტა რთულია. მართალია სპეციალური აღჭურვილობა არ დაგჭირდებათ მაგრამ რამოდენიმე ნაკაწრის გარეშე იქედან მაინც ვერ ამოხვალთ :wink:

Image
ესეც სურათი გზის

Image
ესეც პირველი "ჩანჩქერი"

Image

Image

ძველად ამ ხევს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ნაგვის გადასაყრელად. დაილოცა ვალდორფის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც იქაურობა პირწმინდად დაასუფთავეს - ათობით ტომარა აავსეს ნაგვით და თვალწარმტაცი სანახაობა წარმოგვიჩინეს!!!!!!!!! :!:

Image

Image

Image

Image

აბა რაღა გითხრათ...
Image

ფეხით სავალი გზა აქ წყდება. აქედან მხოლოდ ალპინისტების აღჭურვილობით თუ გააგრძელებთ გზას :arrow:
ასეთ მოგზაურობას ჩვენ ისევ დავგეგმავთ და აუცილებლად ჩავალთ ხევის ბოლომდე. შესაბამის სურათებსაც გამოგიფენთ :)

Image

ესეც ორი დღის გამჩდარი ბჟღარტები. ჯერ თვალი არ აუხელიათ...

Image

ხევიდან ამოსვლის შემდეგ დავადექით მთის მწვერვალისკენ მიმავალ გზას.
ესეც ასე...

Image

Image

ჩიტუნიებიც აქ ბუდობენ. რაიმე დასაკვირვებლად წაიღეთ. ძალიან კარგი სანახაობაა...

Image

და ბოლოს

Image

გმადლობთ ყურადღებისათვის!
hi

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

Post by Naia » 02 ივლ 2009, 17:13

tyupi
რა მაგარი ადგილები მოგინახულებიათ! ძალიან მიყვარს მაქაურობა :)

გველები შეგხვდათ ვაშლოვანში?

არწივის ხეობის დასუფთავებას აპირედნენ და მაინტერესებს დაასუფთავეს იქაურობა თუ ისევ ნაგავს მიაქვს?

პს. ყველა ფოტო მომეწონა. მართალი თქვი, ფოტოზე იმდენად კარგი არ არის რამდენადაც რეალურად :) ბარტყების ფოტოზე კი გადავირიე :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]