ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by guruli » 28 ივნ 2009, 11:59

1. რეგიონი: დუშეთის რაიონი, მცხეთა-მთიანეთი.

2. მარშუტის დასახელება: თბილისი-ჟინვალი-ავენისი

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე: მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება 10 ლარი კაცზე (გზის ფული+კვება)

6. მონაწილეთა რაოდენობა 18 (ბავშვების ჩათვლით) +2

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი guruli

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ანანური

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: 53 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: 0 კმ. იქ ისედაც 100-დე მეტრია ფეხით სასიარულო, მაგრამ მძღოლმა ნამეტანი მოინდომა და ზდ ეკლესიის ჭიშკართან მიგვიყვანა. :D

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ანანურის კომპლექსი; წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ნასოფლარ ავენისში, სადაც შეგიძლიათ ნახოთ წითელ წიგნში შეტანილი ურთხმელი, რომელიც ეკლესიის წინ დგას. ეკლესიას უკნიდან ტყე ესაზღვრება, სადაც ურთხმელის ხეებია. ჭიშკრიდან ხელმარცხნივ თუ ჩახვალთ, პატარა ჩანჩქერს ნახავთ, სადაც ზაფხულში გაგრილებაც შეიძლება. თუმცა იქ ისეთი სიგრილეა...

12. საბანაკე ადგილები: ყველგან, სადაც კი მოისურვებთ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: თბილისი-ანანურის გზაზე ბევრგანაა ცივი წყაროები. საკუთრივ ეკლესიასთანაცაა წყარო, რომელსაც გუშინ ვიყენებდით და გადავამოწმე - ყველანი ცოცხლები ვართ. :D

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: არანაირი გამსაკუთრებული აღჭურვილობა, რადგან არც ფეხითაა სასიარულო და არც ფერდობებზე და მთებზე გიწევს გადავლა.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: იქაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს კარგია. ერთადერთი, ზამთარში თუ დიდი თოვლია, მაშინ არ ეგების იქ წასვლა.

16. რისკები, საფრთხეები: ლამას თუ არ წაიყვანთ და გაგანია პაპანაქებაში თავს არ დაასეტყვინებთ, არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ. :D

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: საკმაოდ ბევრი - ბოდორნა, , ფუძნარი, ფშავისკენაც შეიძლება წასვლა...

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: ჟინვალის წყალსაცავზე ბანაობაც შეიძლება და თევზაობაც (ოღონდ საამისოდ გარკვეული კანონებიც უნდა იცოდეთ).

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: უშუალოდ ეკლესიასთან - ხეობაში ყველა ოპერატორს ცოტა უჭირდა დაჭერა, იმის აქეთ კი მთელ მარშრუტზე ყველა უპრობლემოდ იჭერს.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
შეგიძლიათ, აქ ნახოთ.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=879
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1965

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები: ჯერჯერობით, არ მაქვს. იმედია, მოგვიანებით ვინმე ღვთისნიერი დადებს.

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: ცოტა მეძნელება ჩემს მიერ ორგანიზებული გასვლის შეფასება, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. დანარჩენებმა 9,5-10 ბალიანი სისტემით სეაფასეს.

23. სასარგებლო ბმულები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=879
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1965
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=244699#244699
Last edited by guruli on 28 ივნ 2009, 13:53, edited 3 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by guruli » 28 ივნ 2009, 13:05

ვფიქრობ, აჯობებს, რეპორტაჟი ფოტოიანებმა გააკეთონ. ჩანს, ეგენი ლენტის გაჭრას ელოდნენ და, ალბათ, დაიწყებენ ახლა ფოტოების დადებას, მე კი რამდენიმე საინტერესო მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.
1). მგონი, ეს პირველი გასვლა იყო, სადაც +-ის რაოდენობამ კარაველებისას გადააჭარბა. :D ბავშვების გარდა, 15-ნი შევიკრიბეთ. აქედან 7 ვიყავით კარაველი. :D კიდევ კარგი, მოგვიანებით სიურპრიზად ერთი კარაველი შემოგვემატა და ბალანსი აღსდგა, მაგრამ დროებით, ორიოდე საათით, მერე კი კიდევ ერთი პლიუსი მოვიდა - სხვა ფორუმიდან... :oops: ანუ, მაინც მეტნი იყვნენ.
სამაგიეროდ, არც ვინმეს დაუგვიანია და არც შავ სიაში ჩასაწერია ვინმე, ანუ სიაში ჩაწერილთაგან ყველა წამოვიდა. ნუ, 9 საათამდე გასვლას ისეც არ ვაპირებდი, ნახევარი საათი კი ყოველი შემთხვევისთვის სათადარიგოდ შემოვინახე. მოკლედ, 9-მდე ყველა ადგილზე იყო. კარაველებიდან ვიყავით guruli, del, nikushanikusha, lali, miau, chiamaia, marita 777. მოგვიანებით კიდევ ერთი კარაველი შემოგვემატა, რომელსაც მოგვიანებით საგანგებო ქვეთავს მივუძღვნი. :) პლიუსებს რას შეეხება, ეს ის შემთხვევა იყო, როცა სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს ვავსებდით და საბოლოოდ იმ კარგ ატმოსფეროს ვქმნიდით, რის გამოც ავენისიდან წამოსვლა ყველას დაგვენანა. ნიკუშას პლიუსი დედა-შვილი აუცილებლად უნდა გავაკარაველოთ, რადგან ეს მათი დიდი სურვილიცაა და კარავსაც სჭირდება ასეთი ადამიანები. მგონი, დედა ყოფილი მომღერალია. ყოველ შემთხვევაში, კარგადაც მღეროდა და თვითონ გამოდიოდა სიმღერის ინიციატივით. მოხევე ანკა გამახსენდა - როგორც იმან არ იცის თავპატიჟი სიმღერაზე, ისე - არც ამან. ნამდვილად არ მოუთხოვია სცენა, მომღერლები, ინსტრუმენტები, აკუსტიკა და ამგვარები - იცის სიმღერა, მღერის, თვითონაც იღებს სიამოვნებას და სხვებსაც ასიამოვნებს. ვნანობდი, ლამა რომ არ იყო - მასეთი უკომპლექსო პარტნიორი მისწრებაა ლამასთვის.
მიაუ-ს დედობილმა თვითონ გამოთქვა გაკარაველების სურვილი, ოღონდ არა ლაშქრობის ბოლოს, არამედ ჯერ კიდევ ანანურში და ნიკიც შეარჩია. არ ვიცი, რამდენად სერიოზული მოლაშქრეა, დიდ მთებში რომ იაროს, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარია, უყვარს ლაშქრობები და ავენისშიც მშვენიერი კომპანიონობა გაგვიწია. ჭიამაიას რაღაც ხაზგასმულად კეთილშობილი დედა-შვილი ახლდა, რომლებიც, იმედია, კიდევ დაგვემგზავრებიან. მარიტას ძმა და მამა ახლდა - ორივე ისეთივე კარგი ადამიანი, როგორც თავად ეს დები და მათი დედაა. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ეგ ოჯახიც ისეა. იმედია, მომავალში კიდევ უფრო იაქტიურებენ და რაც მეტი მასეთი ოჯახი შემოგვიერთდება, მით უკეთესი.
იყო კიდევ ერთი პლიუსი - თბილის ფორუმიდან, რომელსაც აქაურებიც იცნობენ. ისიც კარაველებივით აქტიური მოლაშქრე და კარგი ადამიანია. სულ ბოლოს - დღის მეორე ნახევარში იმავე ფორუმიდან კიდევ ერთი პლიუსი შემოგვიერთდა. კარაველი არც ისაა, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ მასაც შიგნიდან სტკივა სამშობლო და კარგი ქართველია. თევზაობა-მოგზაურობის დიდი ტრფიალია და გუშინაც ვერ მოისვენა, მდინარეზე რომ არ ეთევზავა. ჩვენც გავყევით და ძაან ცოტა ხანში რამდენიმე ცალი დავიჭირეთ, რითაც ბავშვები გავახარეთ. მძღოლს პატარა ლექციაც ჩაუტარა იმაზე, რას ჰქვია თევზაობა და რას - ბრაკონიერობა. მე რომ ვთევზაობ, სულაც არ მინდა, ჩემი შვილი რომ გაიზრდება, არ იცოდეს, ესა თუ ის თევზი როგორიაო...
მათზე იმ ფორუმიდანვე დადებითი წარმოდგენა შემექმნა, რაც გუშინდელმა გაცნობამ განამტკიცა. ეგენი კიდევ დაგვემგზავრებიან კარაველებს.
ბავშვები კი სამნი იყვნენ - ნიკუშას ძმა ლუკა, დელ-ის და - ჩვენი ნაცნობი გაბი და ჭიამაიას დისშვილი საბა, რომელმაც ამჯერად უფროსი ძმა გიორგი შეცვალა. ლუკას ასეთ ქცევებზე დედამისი იტყვის ხოლმე, ვითომ ჭკვიანად იქცევაო, მაგრამ მართლა ჭკვიანად იქცეოდა. თან, ახლა უფრო გაშინაურებული იყო. გაბი ტანვარჯიშული ილეთების შესრულებას არ დაგვზარდა, საბა კი ისეთივე უსაყვარლესია, როგორც - გიორგი. საერთოდ, მათ მშობლებს სპეცშეკვეთა შვილები ჰყავთ. :)
2). რამდენჯერმე ვახსენე სიურპრიზი კარაველი და გავხსნი ფრჩხილებს - ეს იყო მირანდა, რომელიც გუშინ დილით ქუთაისიდან წამოვიდა და პირდაპირ ავენისში გამოეშურა. :D თანაც, არავინ - მისიანებმაც კი არ იცოდნენ, თუ მოდიოდნენ. სუპერ გოგოა რა!!! :) გობეს რეკორდიც მოხსნა - გობე ბორჯომიდან ჩაუხტა ხევსურეთში მიმავალ მანქანას, მაგან კი ქუთაისიდან ისკუპა ავენისში. :D
3). მძღოლთან დაკავშირებით მთელი დღე მახსენდებოდა ზღარბის სიტყვები, კიდევ ერთი შანსი მიეცითო. :) ვიფიქრე, გამოისყიდა-მეთქი, მაგრამ დღის ბოლოს გამოურია თავისებური :D :D - ნაგვის პარკებს არ გვადებინებდა მანქანაში, გადაყარეთ მაქვე, სად მოათრევთო. :D როგორც იქნა, დავარწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე ვაკეთებდით და მერე სხვა გზიდან მოგვიარა - თბილისამდე საბარგულს ვერ გავაღებო. არც გვინდა, რადგან ისედაც თბილისში ბუნკერში უნდა ჩავყაროთ-მეთქი. კაი, მაშინ მე წავიღებ და ძეგვში გადავყრიო... :D :D ამაზე პირდაპირ მივახალე - ნეტა, ძეგვში რაც ყრია, იმას აკრიფავდეთ იქაურები-მეთქი. როგორც იქნა დავიყოლიეთ, წამოვედით და აქ მოხდა საინტერესო რამ - ჯერ კიდევ ანანურის ხიდზე გადმოსვლამდე მითხრა (გვერდით ვეჯექი) - ისე, ბევრი რომ იყოს თქვენნაირი, კარგი იქნებოდაო. გულში ვიფიქრე, იგრძენი სინდისის ქენჯნა შენს მიერ დაყრილი ნაგავის გამო-მეთქი. :D :D
მაგრამ დიდუბეში დიდ ბუნკერთან მაინც არ გაგვიჩერა და პლასმასის ყუთებთან მიგვიყვანა, მანდ ჩაყარეთო. არ ჩაეტევა, სადმე დიდთან გაგვიჩერე-მეთქი.. მაშინ დატოვეთ და მე გადავყრიო... კეე, როგორ არა-მეთქი, ვიფიქრე. :D :D საბოლოოდ ნიკუშამ და პლიუსთაგან ერთმა - გიორგიმ მოათავსეს, სადაც ჯერ არს.
4). დაბოლოს, თვითო ავენისზეც მინდა ვთქვა... პირველად იქ 2005 წელს ვიყავი, მეორედ - ახლა... ორგანიზატორის ტვირთი ცოტა ძნელია :D - აქეთ ცეცხლი, იქით შამფურები, მწვადი, სუფრა, წვრილმანი რამეები და იქაურობის შემოსარბენად მხოლოდ წამოსვლის წინ მოვიცალე... ეკლესიის გაღმა გორაზე გავირბინე იმ ხმელი ხეების სანახავად, რომელმაც პირველი გასვლისას მოგვხიბლა. თან, იქიდან კარგი ხედებია ანანურზე და ნასოფლარის განაპირას ახალი სახლი შევამჩნიე დამხმარე ნაგებობებით... იქვე მწყემსს გადავაწყდი, რომელმაც მითხრა, რომ იქაურობა ვირაც თბილისელს ეკუთვნის, რომელსაც სასტუმრო აუშენეიათ თავისი რესტორან-ფაცხებით, წყალსაცავზე კი საბანო და სათევზაო ადგილებიც მოუწყვია სტუმრებისთვის... ამბობენ, რომ საქართველოში მხოლოდ რესტორნები შენდება და იქნებ მართლაც ასეა, მაგრამ რესტორნისა და სასტუმროს აშენება არსად ისე არ გამხარებია, როგორც - ავენისში... ეს ხომ იქაურობის თუნდაც ეპიზოდურად, მაგრამ მაინც გაცოცხლებას ნიშნავს. რაც მთავარია, ვიღაცას გაახსენდა, რომ რამდენიმე რეკლამირებული ადგილის გარდა, სხვაგანაც შეიძლება ტურისტული ბიზნესის განვითარება; ვიღაცას მოაგონდა, რომ საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭული ლამაზია...

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by del » 28 ივნ 2009, 20:43

დიდი მადლობა ყველას მშვენიერი დასვენებისთვის! განსაკუთრებით გურულს! :)

სურათები გვინდა ეხლა:) აბა სადაა? :)
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:12

del


სწორედ ამიტომ პირველად შენი და შენი დის ფოტოებს დავდებ, რომლებიც მე ძალიან მომწონს :)
Image
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by del » 28 ივნ 2009, 21:13

მადლობა მიაუ:) და მთლიანად ყველას სურათებს ატვირთავ? თუ აქ დადებ ცალ-ცალკე
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:17

ესეც მდინარის პირას del
და მისი დაიკო :)

Image

Image
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:22

Image
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by lali » 28 ივნ 2009, 21:30

ქეთ, რა კარგი გოგო ხარ, სურათების დადება რომ დაიწყე :*

ბოლოში მეც დავდებ რამდენიმე საინტერესო კადრს ( ნუ, რა თქმა უნდა თუ სხვამ არ დამასწრო :lol: )
esec gaivlis....

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:33

del

შენს სურათებს დავდებ, იმიტომ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა და დანარჩენს კიდევ ვეცდები ავტვირთო, უფრო უკეთესი - skype გამომიგზავნე პირადი გზავნილით და იქიდან გამოგიგზავნი.

ესეც ასეთი უცნაური ფოტო გამოვიდა :)
Image
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:42

Image

Code: Select all

lali 
შევეცდებიი ბევრი ფოტო დავდო, ძირითადად რაც ყველაზე სასაცილო და სახალიოსოა, ანანურის კადრებს შემდეგ დავაწყობ - ანანურში მაინც ყველაა ნამყოფი და ჩემი თვალით დანახული ანანური არა მგონია განსაკუთრებულად განსხვავებული იყოს ;) :D
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:46

Image


ფიქრები მომავალზე... ;)
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 21:52

Image


:)
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by del » 28 ივნ 2009, 21:53

ჩემი სკაიპი: del8you

მიაუუ რა წესიაა.. რადგან მე მოვითხოვე ჩვენი სურათები უნდა იყოს სულ? :D

ყველასი დადეე!! :)
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 22:00

Image


ტანვარჯიში მინდორზე :)

მე ვიყო პიკასო :D
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ავენისი-2009 - მშობელთა ლაშქრობა II

Post by miau » 28 ივნ 2009, 22:24

ახლა დავიწყე ფაილის დაზიპვა და შემდეგ კიდევ ერთხელ შევეცდები ავტვირთო :)
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]