უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 14:49
1. რეგიონი:
მესხეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ზანავი - ქვაბისხევი - ჭობისხევი - ჩითახევი - ლიკანი - ბორჯომი - ზანავი - დაბა - ტიმოთესუბანი - სადგერი - ზანავი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე და 2 ღამე
4. სირთულე:
საშუალო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სამარშრუტო 250 ლარი -
ვიყავით 22
თითო კაცზე გამოვიდა 14 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
22 ადამიანი ვიყავით
ორგანიზატორი Tamari-ch.
7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
ბორჯომი
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
160 კმ
9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 4-5 კმ
10. სანახავი ღირშესანიშნაობები
ყველა დასახლებაში ეკელსიებია
12. საბანაკე ადგილები:
ყველგან
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელშია
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი სეზონი
16. რისკები, საფრთხეები:
არაყი
17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ყვიბისი, კორტანეთი, ახალდაბა, და ა .შ.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სასეირნოდ და სანადიროდ -
ულამაზესი ადგილებია
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 - 7 ბალი
23. სასარგებლო ბმულები და რჩევებ ი
Last edited by
Tamari-ch. on 22 ივნ 2009, 16:18, edited 1 time in total.
-
amigo
- მაწანწალა
- Posts: 954
- Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Post
by amigo » 22 ივნ 2009, 14:56
Last edited by
amigo on 23 ივნ 2009, 12:26, edited 2 times in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:19
amigo
ამათ ვერ ვიწერ
ლიტერატურა იმათთვსი ვისაც აინტერესებს:
ხუჯაძე, გიორგი
ბორჯომის ხეობა : მეგზური - თბ. : საბჭ. საქართველო, 1969 - 131გვ. : ილ. ; 16სმ. - : 14კ., 4000ც.[MFN: 95892]
Last edited by
Tamari-ch. on 01 ივლ 2009, 22:00, edited 1 time in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:28
გავედით პარასკევს საღამოს -
დროულად..
გასვლას ვაპირებდი და უცებ მოვიდა ინტელა -
და გაგვაცილა

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:33
ზანავში გავათენეთ ღამე-
განსაკუთრებული მადლობა ჯნოსის
შესანიშნავი მასპინძლობისათვის
დილით ადრე სარეისოთი ჩამოვიდნენ ხალიანა და მაო -
თავისი+ - ებით...
ჯნოსის სახლთან არის პატარა კოხტა ეკლესია - წმ გიორგის სახ.
გარემონტებული -
მაგრამ შესასვლელი კარების გარშემო არსებული ქვებით
ადვილი მისახვედრია, რომ ეკლესია ძველია
ეკლესია შიგნიდან ახლადმოხტულია

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:36
შორიახლო გზის გასაყართან არის
წმ მარიამის სახ.
სალოცავი ნიშა -

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:40
როცა ყველა შევიკრიბეთ -
გავეშურეთ ქვაბისხევისაკენ -
ქვაბისხევი ბავშვობაში მაქვს ნანახი
და იმის მერე ზღაპარივით მახსოვს..
ოცნებად მექცა მისი ნახვა -
და აი ამიხდა ეს ოცნებაც..
ქვაბისხევისაკენ მიმავალი ბილიკი -
და სულ რაღაცა 5 წუთში -
აღმოჩნდები ზღაპარში -

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:42
ქვაბისხევი არის VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია, რომლის მოხატულობა მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს. შემონახულია წარწერებიც.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:44
ქვაბისხევის წმ. მარიამის ეკლესია
ბორჯომის ხეობაში ერთ–ერთი უძველესი და საინტერესო ნაგებობაა წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესია. იგი მე–8–9 საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ხოლო მხატვრობა მე–12–13 საუკუნით თარიღდება. ფრესკიდან მდიდრული ტანსაცმლით მოსილი მამაკაცისა და ქალის გამოსახულებები იპყრობს ყურადღებას, რომლის ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს: "შოთაი და იაი". მამაკაცი დიდი პოეტი, შოთა რუსთაველია, ხოლო ქალი–დედამისი. ეკლესია ისტორიულ მესხეთში მდებარეობს, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით რუსთაველის მშობლიური კუთხეა. ლეგენდის მიხედვით ქვაბისხევის ხეობაში პოეტის დეიდა ყოფილა გათხოვილი და შოთასაც განათლება აქ მიუღია.
http://www.borjomitourism.ge/heritagel_geo.html

ესაა ქვაბსიხევის ცნობილი ფრესკა
სადაც გამოსახულია მამაკაცი და ქალი
და მამაკაცთან წერია შოთა...
სავარაუდოდ შოთა რუსთაველი
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:50
შოთა რუსთაველსი ფრესკა მე-12 საუკუნისაა
ხოლო მის ზემოთ გამოსახული წმინდანები -
კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდისაა
ფრესკები ძლიერ დაზიანებულია

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 16:58
ქვაბისხევის ეკლესიასთან წყაროა-
ხოლო ქვემოთ კი ასეთი რუქა დაგხვდებათ -
