Page 1 of 5

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 00:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
შიდა ქართლი, ხაშურის რაიონი

2. მარშუტის დ სახელება:
თბილისი-ხცისი-წრომი-ხაშური-ქვიშხეთი-ბულბულის ციხე-სურამი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსის ფასი - 200 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
10

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ხაშური ყველა ხსენებულ ადგილთან ახლოსაა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
277

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ხცისი - 3 კმ
ბულბულის ციხე - 2,5
დანარჩენგან ძნ მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
წრომი ტაძარი და ფრესკების ნაკვალევი
ხცისი - დედათა და მამათა მონასტრები.
მამათა მონასტრის
ტაძარი შემკულია მრავალი ჩუქურთმითა და ჯვრით
ბულბულის ციხე - ციხე-სიმაგრე, საიდუმლო გვირაბი
სურამი - ციხე-სიმაგრე და მისი მრავალი სათავსო და პატარა ეკლესია ეზოში

12. საბანაკე ადგილები:
წრომი - სოფლისგან მოშორებით
ხცისი - მამათა მონასტერთან
ბულბულის ციხე - შესანიშნავი საბანაკე ადგილები ციხის
გარშემო და ციხემდე 200 მეტრში მდებარე ტბურთან
სურამი სოფლის ფიჭვნარში ან გორაკებზე

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში, მონასტრებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრებში შესასვლელად ქალებისთვის თავსაბურავი,
ციხე-სიმაგრეებზე სასიარულოდ შესაბამისი ფეხსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
ზამთარში ბულბულის ციხესთან მგელი ჩნდებ

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც ამ გასვლაში დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ინახოს

ხაშურის რაიონში მრავალი ძეგლია - იტრიის, სურამის, ულუმბის, კუერცხობის-
ქვიშხეთის, უწლევის ეკლესია-მონასტრები, ალის ციხე

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ხცისი - ლაშქრობა ძამის ხეობაში, ქოზიფაში
ბულბულის ციხე - ლაშქრობა ნუნისისკენ
სურამი - საკურორტო დასვენება

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველა ოპერატორი შეუფერხებლად მუშაობს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
რუის-ურბნისის ეპარქია -
ტელ:
მობ: +(995 95) 60 08 52

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ძეგლები დასახლებულ ადგილებში(თან)ა და რუკას არ საჭიროებს

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8

23. სასარგებლო ბმულები
რუის-ურბნისის ეპარქიაზე:
http://www.urbnis-ruisi.ge/index.php

გასვლის დაგეგმვა და სხვა საჭირო ცნობები "კარავის" თემებიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3459&start=0

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 01:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს გასვლა თამუსიასა და tiskrineს მიეძღვნათ, რადგან 1ლს წინა დღეს, ანუ 20 თიბათვეს ჰქონდა
დაბადების დღე, მე2ს კი გასვლის დღეს, 21ში.
აი, ამ გასვლის მონაწილეები:

1. tiskrine
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. nica-nica
4. ნაია
5. z g a r b i
6. int3lig3nt
7. ნაიას + თამუნა
8. Tamusia
9. del

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 01:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვნახეთ წრომის ამაღლების ტაძარი, ხცისის დედათა მონასტერი, აგებული წმინდა გიორგის სახელზე, რომელიც სოფელშია.
შემდეგ 1,5 კმტში, ტყეში მდებარე მამათა მონასტერი, დარბაზული ეკლესია, რომელსაც
ამჟამად სახელმწიფო აღადგენს. შუა დღით უკვე ბულბულის ციხეზე ვიყავით, რომლის გზაც ქვიშხეთზე გადის.
ვისადილეთ, ინტელა-ზღარბის მიერ იუბილარებისთვის საჩუქრად მოტანილი ტორტი
საზეიომოდ გავჭერით და სურამში გადავინაცვლეთ.
ციხეზე ავედით. შემდეგ წმინდა გიორგის ტაძარში მივედით, რომელიც დაკეტილი დაგხვდა.
11ზე ყველანი დედაქალაქში ვიყავით.
მანამდე, გზად ჩაის, ყავის დალევ გვინდოდა, მაგრამ წესიერი გარემო, მით უფრო, ხარისხიანი
სასმელი, განსაკუთრებით კი, ქართული ჩაი, ვერსად ვნახეთ.
თამუსიას და თისკას კიდევ 1ხელ ვულ20ავ დაბადების დღეს

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 16:37
by Tamusia
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას :)

კიდევ ერთხელ დავინახე, რომ კარვული გასვლა უკლებლივ ყოველთვის ამართლებს, თავისას არ იშლის და გახარებულებს სამომავლო გეგმებისკენ გვიზიდავს :)

ასევე გაცნობებთ, რომ ნატახტარის ლიმონათი ათრობს

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 17:32
by nica-nica
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გასვლით. ფანტასტიური დრო გავატარეთ. დაბადების დღეზეც მოვხვდით და ტორტიც ვჭამეთ :lol:
დიდი მდლობა ლაშქრობის ყველა მონაწილეს და ლაშქრობის ძალიან ორგანიზებულ ორგანიზატორს :wink:

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 17:32
by Chiamaya
Tamusia
ბულბულის ციხე ქვიშხეთში როა ჰო იმაზეა საუბარი?
ბავშობაში ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა. :)

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 17:50
by Tamusia
chiamaia

კი, ეგ არის

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 18:09
by Chiamaya
Tamusia
მაქედან ისე "კისრისტეხით" ჩამოვედით მთაზე
დღემდე მახსოვს :) :) :)

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 18:15
by Naia
უფ, კარგი იყო :) ნამეტნავად ვისიამოვნე ამ ხალხმცირე, მაგრამ უაღრესად ლამაზი გასვლით.

ფოტოებს იმედია ვინმე დადებს :)

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 18:24
by z g a r b i
აქაც დავწერ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ :)
მიყვარს ისეთი ციხეების და ტაძრების ნახვა სადაც ბევრი არ ყოფილა.
რაც უფრო მიუდგომელ ადგილასაა ტაძარი და ციხე აშენებული,მით უფრო პატივს ვცემ მათ და ვინც ისინი ააშენა
იქ მართლაც დიდი მადლი ტრიალებს, მეც ეს მომეწონა სწორედ, რომ იქამდე მისასვლელად დაბრკოლება შეგვექმნა,დიდი დრო დაგვეკარგა და კარგადაც დავიღალეთ, თუმცა გვირილებით სავსე უშველებელ მინდვრებს მერე ვიღა ნახავდა? :)
სამწუხარო ის არის ბულბულების ციხიდან მხოლოდ ერთი კედელიღა დარჩენილა და მასაც ნელ-ნელა ტყე ფარავს.. მიხედვა ჭირდება :roll:
ხო,კიდევ პატარა ტბორი მომეწონა და მის ნაპირას ხემსი :)
ბალახების ცეკვა იყო კიდევ ძალიან ლამაზი, ქარი რომ აცეკვებდა..
ტორტის ხელით ჭამაც მშვენიერი იყო :lol:
თიკო და თამუსია,კიდევ ერთხელ გილოცავთ :) დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგები ხართ :roll:

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 20:51
by burdula
ფოტოები არ იქნებაო? :roll:

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 22 ივნ 2009, 20:56
by Int3lig3nt
burdula
ინტელას ველოდებით :D.

ახლა შევიტან ფოტოებს კომპში და დავიწყებ ატვირთვას.

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 23 ივნ 2009, 02:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
მცირედით აღვწერ ამ გასვლას.
უ1ლესად, აღვნიშნავ, რომ ბულბულის ციხე 1 ლექსის მიხედვით აღმოვაჩინე, რომელიც
"კარავზე" დავდე და ბმული ამ თემის 1ლ წერილშიც არის.
ამ წელს ეს უკვე მე2 ციხეა, რომელიც ლექსის მიხედვით ვიპოვე.

დათქმულ დროს ყველა დროულად შევიკრიბეთ.
ჩემს +ს ველოდი, მაგრამ არ ჩანდა.
ყურმილსაც არ იღებდა.

სქიმიათან კარაველთა ნაწილი ვნახეთ, ვინც 2 დღით რკონში წასვლას აპირებდა.
დრო საუბარში გაგყვდა.
როდესაც მივხვდი, რომ ჩემი + არ მოვიდოდა, გზას გავუდექით.
11 სთ არ იყო, რომ წრომის ტაძარში ვიყავით.
მოძღვარი წირვას ატარებდა.
იქ დაახლოებით 44 წთ დავყავით.
ტაძარი მართლაც რომ ულამაზესია და ქართული ხუროთმოძღვრების მშვენებაა.

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 23 ივნ 2009, 02:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
შემდეგ სოფელ ხცისის დედათა მონასტერში წავედით.
ტაძარი აგურითაა ნაშენი და შესანიშნავი მოლი აკრავს.
მოძღვარი წირავდა.
1-1მ ქალბატონმა მითხრა, რომ სოფლის ტყეში მდებარე ეკლესია გვენახა, რომელიც
ჩუქურთმებითა და ჯვრების გამოსახულებით არის მრავალფეროვანი.
ადგილბრივი, 11-12 წლის მეგზური ირაკლი წინ მიგვიძღვოდა.
გზად მინდვრების სურნელსა და სილამაზეს შევიგრძნობდით.
სოფელიც სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა.
ხაშურის საკვამურები კიდევ უფრო შორს მოჩანდა.

1,5კმის გავლის შემდეგ, დარბაზულ ეკლესიას მივადექით, რომელიც ხარაჩოებში 1 თვის წინათ ჩაუსვამთ.
ძირეულად უნდა შეკეთდეს.
ტაძარი 1002 წელს მეფე ბაგრატის დროს აიგო.
ვარაუდობენ, რომ კონსტანტინე არსაკიძის მეშვეობით - სვეტიცხოვლის აგებამდე მას
ჰომ რამდენიმე ტაძარი ექნებოდა აგებული, ისე დიდ საქმეს ვინ ანდობდაო, ამბობს ისტორიკოსი
სიმონ მასხარაშვილი და თან, ამ 2 ტაძარს შორის ხუროთმოძღვრულ მსგავსებას ხედავს.

ბულბულისა და სურამის ციხეები, წრომი-ხცისის ტაძრები, 21.06.09

Posted: 23 ივნ 2009, 03:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხცისის შემდეგ ხაშურში გავჩერდით.
იუბილარმა თისკრინემ გადაწყვიტა, რომ ტორტი ან ნამცხვრები ეყიდა.
რადგან ვიცოდი, რომ ინტელასა დვ ზღარბს ტორტი მოჰქონდათ, იუბილარს 1000
მიზეზი მოვუგონეთ, რომ ტკბილეული თვითონ აღარ ეყიდა - უხარისხო და საეჭვო მასალებით
დამზადებული ნამცხვრები იქნება-მეტქი, ვეუბნებოდი მას და სხვებიც მეთანხმებოდნენ.
საკვების მარაგი შევივსეთ და ბულბულის ციხისკენ გევეშურეთ.
ჯერ სოფელი ქვიშხეთი გავიარეთ, რომელიც სუფთა და სასარგებლო ჰაერით არის ცნობილი,
შემდეგ სოფელ ბულბულის ციხეში შევედით და შლაგბაუმს მივადექით.
როგორც ჩანს, გზა მეტყევეებს შეშის უკანონოდ გატანის გამო აქვთ ჩაკეტილი.
ციხე-სიმაგრე შორიდანვე
მოჩანდა, მაგრამ მალევე დაგვეკარგა.
კიდევ კგ, ასე მოხდა, რადგან ამან სალაშქო გზა გაგვიზარდა და გაგვილამაზა.
თუმცა,
ციხე მაინც ისე მალე ვიპოვნეთ, რომ დაუგეგმავი სიარული არ გვეყო.
ციხემდე ტბური შემოგვეფეთა, რამაც ჩვენში აღტაცება გამოიწვია.
მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ციხესთან კი არა, აქ წაგვეხემსა, მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად მოშიებულნი ვიყავით