Page 1 of 6

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 11 ოქტ 2005, 17:48
by navigator
დამთავრდა ჩვენი რთული მაგრამ საინტერესო ექსკურსია. უამრავი შთაბეჭდილება დარჩა რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ, შევეცდები თქვენც მოგიყვეთ ყველაფერს რაც იქ ვნახეთ, ასევე სასარგებლო ინფორმაციასაც მოგაწოდებთ რაც მე შევიძინე.
სამწუხაროდ არაორგანიზებულობის და სხვა ობიექტური მიზეზების გამო ზოგი გეგმა ჩაიშალა ვერ ვნახეთ ბანა, ვნახეთ მხოლოდ იშხანი, ოშკი, ხახული და ოთხთა მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო რომ სურვილი გამჩენოდა მთელი ტაო-კლარჯეთის შემოვლისა.


რაც შეეხება სურათების ხარისხს, სულ არის 2 გიგაბაიტი მასალა, 6 სხვადასხვა ფოტოაპარატით გადაღებული, ყველას კი არა მცირე ნაწილსაც ვერ დავდებ აქ, სერვერი მოკვდება

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 11 ოქტ 2005, 23:00
by navigator
პრეისტორია:
თავიდან იყო ერთი ვარიანტი რომელსაც აწყობდა რომელიღაც ტურისტული ბიურო 240$-ად. მოგვიანებით ვიპოვეთ საპატრიარქოსთან არსებული ფირმა რომელიც უფრო იაფად აწყობდა იგივე ტურს, თუმცა შედარებით იაფი სასტუმროთი. მთლიანად 3 დღიანი ტური ჯდებოდა 140$, ამას გარდა კაცებმა შევაგროვეთ 50-50 ლარი საჭმლისთვის გზაში. სულ შევგროვდით 30 კაცი + 2 მძღოლი და 1 გიდი.
გიდის შემოთავაზებული ტრანსპორტი დაიწუნეს სიმცირის გამო და ჩვენიდან ერთმა მოძებნა ავტობუსი (ნეოპლანი სადღაც 40 ადგილიანი, თუმცა საკმაოდ ძველი და მოფახფახებული)
გეგმა იყო ასეთი
პირველი დღე - გასვლა 14:00-ზე (სამწუხაროდ სამსახურის გამო ადრე არ ხერხდებოდა მიუხედვად გიდის მოთხოვნისა რომ დილიდანვე გავსულიყავით), ვალედან თურქეთში გადასვლა, ტაოში იუსუფელამდე ავტობუსით მისვლა, ავტობუსი იუსუფელში ჩერდება, შემდეგ 2 მარშუტკაში გადაჯდომა და კიშლაში სასტუმრომდე მისვლა რომელიც პარხალის ხეობაში მთიან რეგიონშია განთავსებული (იმ გზაზე ავტობუსი ვერ გაივლის). ვახშამი და ღამის თევა სასტუმროში
მეორე დღე - დილით ადრე, საუზმე სასტუმროში, 9 საათზე გასვლა ისევ მარშუტკებით იუსუფელამდე და ხახულის და ოშკის ნახვა ჩვენივე ავტობუსით, იუსუფელში დაბრუნებისას იქაური ავტობუსით იშხანში ასვლა.
მესამე დღე - ისევ დილით გასვლა, ჩვენი ავტობუსით ბანამდე მისვლა და შემდგე ისევ ვალეს საზღვრამდე, და გვიან ღამით თბილისში დაბრუნება.
მაგრამ მოგეხსენებათ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო :)

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 00:06
by navigator
ისტორია (ნაწილი პირველი, თბილისი-ვალე)
გავედით ქართული წესით, დაგვიანებით, 14:30-ზე. ავტობუსი სასტიკად ნელა დადიოდა. ერთ-ერთი ჩვენთაგანი იცნობდა ვალეს მებაჟეებს, დაურეკა და კითხა სიტუაცია საზღვარზე, მათ უთხრეს თუ 8-ის ნახევრამდე მივიდოთ, უპრობლემოდ გაგვატარებდა, უფრო გვიან გაჭირდებოდა, რადგან ვალეს საბაჟო თურქეთის მხრიდან 9 საათზე იკეტება.
250 კილომეტრია ვალემდე. ახალციხიდან ვალემდე არის 20 კილომეტრიანი მონაკვეთი რომელსაც გზას ვერ დაარქმევ, ამას მიემატა დაფეხვილი ავტობუსი, რომელიც გზადაგზა ფუჭდებოდა და ხშირად ჩერდებოდა - შედეგად ვალემდე მივაღწიეთ 20:30-ზე.
ქართველმა მესაზღვრეებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს რომ აზრი არ ქონდა საზღვარზე გადასვლას, მალე თურქები ჩაკეტავენო, ჯობია ან უკან გაბრუბნდეთ ან აქ გაათიოთ ღამეო. გადავრეკეთ სამსახურში და უფროსს ვთხოვეთ 1 დღე დაემატებინა, 1 დღეს ფაქტიურად საზღვარზე ვკარგავდით. გავაჩერეთ ავტობუსი საზღვრამდე 100-200 მეტრიდან ბენზინგასამართ სადგურთან.
იქვე კაფე იყო და ყარაულს ვთხოვეთ შევეშვით რომ, გვეჭამა, ცოტა მოვილხინეთ :)
ამის შემდეგ იყო ცივი ღამე ავტობუსში. თავად ვალე მაღალზეა, ამას დაემატა ბოლო დროს ცივი ამინდები, მოკლედ ტკბილი ღამე ნამდვილად არ გვქონია :)

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 20:54
by navigator
ისტორია (ნაწილი მეორე, ვალე)
დილით 9 საათზე გაიღო საზღვარი და ქართული მხარე უპრობლემოდ და ჩქარა გავიარეთ.
გიდმა გაგვაფრთხილა რომ თურქებს არ უთხრათ ტაოში ქართული ძეგლების სანახავად რომ მივდივართო, შეიძლება გაგვიხურონო, უხარით ან რაფტინგზე ან კაბატოკიაში ტურისტული მარშუტით მივდივართო. არ ვიცი რამდენად გამართლებული იყო ეს შიში, თუმცა მგონი არავისთვის არ უკითხიათ სად მიდიხართო.
თურქეთის მხარეზე აღმოჩნდა რომ ვიზები განყოფილებაში არავინ იყო ჯერ მოსული და თითქმის 1 საათი ველოდეთ, როგორც იქნა ავიღეთ 30 დღიანი ვიზა მარა ბეჭედის ჩარტყმა და რეგისტრაცია საკმაოდ დიდხანს გაიწელა იმის გამო რომ პოლიციის განყოფილებაში დენი წყდებოდა ხშირად (UPS არ ქონდათ, ხო კომპიუტერებზე Windows 2000 უყენიათ :D). საკმაოდ დავიღალეთ ლოდინით , თან ციოდა, ეჭვი გაგვიჩნდა რომ ქართველები რომ ვიყავით იმიტომ გვაწვალებდნენ, ინგისური თითქმის არ იციან, ძილვს ვაგებინებდით ერთმანეთს. გიდი გაბრაზებული იყო რომ თურქებს ურიგოდ უშვებდნენ. მაგარი ანერვიულებულები და დაღლილები ვიყავით. შემდეგ ვითომ შეგვიბრალეს და შენობაში მიგვიპატიჟეს და იქ ქვანახშირის ფეჩთან ველოდებოდით როდის ამუშავდებოდა სანატრელი კომპი :D. ბოლოს დიდი ვაივაგლახით შეიყვანეს მონაცემები კომში და ჩაგვირტყეს ბეჭედი პასპორტებში.
2 იყო დაწყებული როცა გავიარეთ საზღვარი და შევედით თურქეთში.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 22:50
by navigator
ისტორია (ნაწილი მესემე, ვალე-იუსუფელი)
როგორც კი თურქეთში გადადიხარ მაშინვე ატყობ განსხვავებას გზას. გული გწყდება როცა ფიქრობ რომ ალბათ თურქბიც კი გულში დაგვცინიან და გვაკურთხებენ როგორც კი აქეთ გადმოდიან და ორმოების თვლას იწყებენ.
მარშუტი ასეთი იყო: ვალე-არდაჰანი-გადასახვევი ართვინთან-იუსუფელი.
დაახლოებით 400 კილომეტრი გამოდის თუ არ ვცდები.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 22:59
by navigator
გასავლელი იყო 2 უღელტეხილი ორივე 2500 მეტრზე მაღალი ზღვის დონიდან. თუმცა მთელი გზა საკმაოდ კარგად მოასფალტებულია ან ქვებითაა მოკირწყლული რომ არ მოცურდეს მანქანა. როგორც ვიცი გზებს მუდმივად უვლიან, ზამთარშიც წმენდენ თოვლისგან, ასე რომ გამართული მანქანით ამ გზის გავლა არანაერ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერ სეზონში.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:11
by navigator
ულამაზესი ხედები იშლებოდა გზაზე, თუმცა ძირითადად ხრიოკი და აუთვისებელი ადგილებია. ბევრგან ქვებით შემოღობილი საქონლის სადგომია. ბუნება ცოტათი გავს საქრთველოს მთიან რეგიონს. გზაზე ბევრი სოფელი შეგვხვდა მაგრამ უაღრესად ღარიბული, ხალხი მიწურებში ცხოვრობს, თუმცა კურიოზულად ყველა მიწურის თავზე ამაყად სატელიტური ანტენაა წამოჭიმული.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:17
by navigator
გზის ეს მონაკვეთი შავშეთზე გადის, ულამაზესი ადგილებია, ზღაპარში გეგონება თავი, მაგრამ უაღრესად მკაცრი პირობებია რადგან მაღალმთიანი რეგიონია. მხოლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობით ხდება მოსახლეობის შეჩერება იქ (როგორც გავიგე მოსავალსაც კი შეისყიდის სახელმწიფო გლეხებისაგან მაღალ ფასებში).

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:24
by navigator
ყველაზე პატარა დასახლებაშიც კი არის მეჩეთი, თურქეთის ეს ნაწილი არის უფრო მკაცრი მიმდევარი მუსულმანური რელიგიისა, აქ შარვლიან ქალს ჩადრის გარეშე ვერ იხილავთ.
თუმცა არქიტექტურულად ყველა მეჩეთი ერთმანეთის ასლია და უღიმღამოდ გამოიყურება, ბევრგან მთაზე გამოსახულია მუსულმანური სიმბოლიკა. ქართული ისტორიული ძეგლების გარდა იმ მხარეში არაფერი ღირსშესანიშნაობა არაა (გარდა ბუნებრივი ძეგლებისა) რასაც თავად თურქული ბუკლეტები და მედიამეგზურები ადასტურებენ.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:29
by navigator
ამ ტერიტორიებზე შენდება გადის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი და ვალედან დაწყებული მთელი პეიზაჟი დასერილია ზოლით (მიწა არის მომზადებული). გზაზე ნავთობის ტერმინალიც შეგვხვდა

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:39
by navigator
გზად მნიშვნელოვანი ქართული ეკლესია არაა თუმცა მრავალი ძველი ქართული ციხეა შემორჩენილი.
მეორე სურათზე ართვინის ციხეა.
გზად მერების დახელოვნების პოლიგონიც შეგვხვდა სადაც ერთ დროს ჭიაბერაშვილი სწავლობდა.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:43
by navigator
პირველივე უღელტეხილზე ჩვენ ურემს პრობლემა შეექმნა, გოგები უკვე ისტერიკაში ვარდებოდნენ იმაზე ფიქრით რომ 2600 მეტრ სიმაღლეზე ყინვაში და ნისლში მყოფ ავტობუსში მოუწევდათ უკვე მეორე ღამის თევა, თუმცა ჩვენი და მძღოლის (რომელიც 68 წლისაა :D) ძალისხმევით "მაშინა" მორჯულდა და დაიძრა ადგილიდან.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 12 ოქტ 2005, 23:50
by navigator
უღელტეხილების შემდეგ ულამაზეს ადგილას პატარა რესტორანია ლაზეთი თუ რაღაც მაგავარი ქვია. იქ გავჩერდით ცოტა ხნით.
ეს დღეც ავტობუსში გავატარეთ და გვიან ღამით (სადღაც 11-თვის) ჩავაღწიეთ იუსუფელში. ცხადია ნორმალური ტრანსპორტით ბევრად მალე გავივლიდით ამ მანძილს.

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 13 ოქტ 2005, 13:43
by toga
ძააააააააააან მაგარი სურათებია დიდი მადლობა navigator სურათებისთვის . აუცილებლათ ყველა ქართველის ვალია მაგ ადგილის მონახულება

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Posted: 13 ოქტ 2005, 13:45
by toga
უი სორყ არ შემიხედავს ცითლით დაწერილი ბრძანებისთვის ხმას აგარ ვიგებ :D :D :D