ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by navigator » 15 ოქტ 2005, 23:38

ერთ-ერთ ხატზე სხვა ეკლესიის მოდელია გამოსახული (მგონი პარხალის)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by navigator » 15 ოქტ 2005, 23:42

აქაც სანთლები დავანთეთ, ოღონდ ეხლა აღარავის ვერიდებოდით.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by navigator » 16 ოქტ 2005, 00:02

ისტორია - დაბრუნება, რჩევები
უკვე ბნელდებოდა და დავბრუნდით ჩვენს სასტუმროში. ამ დღემ ყველა წინ დღეების უსიამოვნებები დაგვავიწყა. მომდევნო დილით უკვე გამოვემგზავრეთ თბილისისაკენ, ოღონდ ეხლა უკვე ხოფა-სარფის გზით. ისეთი მაღალი უღელტეხილები აღარ შეგვხვედრია გზაზე როგორც ვალეს გზაზე იყო. თუმცა რამდენიმე მონაკვეთი რემონტდება და ცოტა გაფუჭებული გზა იყო, მაგრამ შენდება ავტობანი და ეს გზა ბევრად უკეთესი გახდება ვიდრე ვალეს გზა, თუმცა ეხლაც უკეთესია რადგან საბოლოო ჯამში თბილისამდე ჩამოსავლელად უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდა ვიდრე ვალედან.
ცხადია ვალეს გზა ცოტა მოკლეა მაგრამ იქ მხოლოდ ჯიპებს და offroad მანქანებს ექნებათ უპირატესობა. ავტობუსით ვალეს გზით წასვლა ალბათ არ ღირს, მითუმეტეს როცა ხოფას გზას გაარემონტებენ. ამას დავუმატოთ ისიც რომ სარფის საბაჟო არ იკეტება 24 საათი და მებააჟეებს და დენს არ უნდა ელოდო იქ. მეორეს მხრივ სარფში ყოველთვის რიგებია, მაგრამ პრინციპში ავტობუსებს და კერძო პირებს რიგები არ ეხება, რიგში ტრეილერები დგანან.
ერთი დასვკნა გამოვიტანე კიდე, ერთი თურქულის მცოდნე რომ გვყოლოდა ბევრად გაგვიმარტივდებოდა მოგზაურობა. ინგლისური ფაქტიურად არავინ იცის იმ რეგიონში. ეს ის თურქეთი არაა რომელიც შეგიძლიათ ფერად ბუკლეტებზე იხილოთ, უფრო ირანს შეიძლება შეადარო ალბათ ეს მხარე.
უნდა გაითვალისწინოთ რომ რამადანის დროს მაღაზიები დაკეტილია, ასევე პრობლემური აღმოჩნდა უბრალოდ წამლების ყიდვა რადგან აფთიაქი ვერ ვნახეთ და ამას გარდა ყველა წამალი მხოლოდ რეცეპტით ყოფილა.
მეჩეთი და მოლას ყვირილი დინამიკებში ჩვეულებრივი ამბავია და სასტუმროს შერჩევისას ალბათ უნდა გაითვალისწინოთ ეს.
ტიბისის ვიზა ელექტრონი მუშაობდა, მაგთის როუმინგიც მუშაობდა.
გამოცდილი ხალხი ამბობდა რომ პოლიციასთან ხუმრობა არ ღირს, ჯობია მოერიდო. სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 300$.
სარფის საბაჟოზე პრობლემა არ შეგექმნებათ თუ განსაბაჟებელი საქონელი არ მოგაქვთ.
ბათუმთან ერთი გვირაბი გაუკეთებიათ უკვე, მალე მეორეც იქნება. თბილისამდე გზა კარგია, ცუდი მონაკვეთები აღარაა.
ყველაზე ცუდი მანქანითაც ვალეს გზით იუსუფელამდე ჩახვალთ 14 საათში (გაუჩერებლივ), ხოლო სარფის გზით 11 საათში მაგრამ ამას უნდა დაუმატოთ საბაჟოზე გაჩერება. უკეთეს შემთხვევაში ნახევარი საათი უნდა საბაჟოს გავლას, ჩვენ 4 საათი დაგვჭირდა თუმცა მგონი ეს იშვიათი გამონაკლის იყო, 2 საათი მაინც უნდა იანგარიშოთ საბაჟოზე და ისე გაითვალოთ დრო.
ანუ მაგალითად ჩვენ რომ თბილისიდან დილის 9 საათზე გავსულიყავით, იუსუფელში მეორე დილის 6 საათზე მაინც ვიქნებოდით და 1 დღეს არ დავკარგავდით. რომ წავსულიყავით სარფის გზით კიდევ უფრო ადრე ჩავიდოდით, ცხაიდა ნორმალური მანქანით კიდევ უფრო ნაკლები დრო იქნება საჭირო, ალბათ 8-9 საათამდე მთელ გზაზე. ანუ კაი ავტობუსით და სარფის გზაზე იმავე დღეს სასტუმროში დაძინებაც მოესწრება.
ექსკურსიის ერთ ვარანტში ეწერა ერთი ეკლესია პირველივე დღეს, იუსუფელისკენ გზაზე გავლისას. თუმცა ეს ყველა გეგმა ჩაიშალა.
Last edited by navigator on 16 ოქტ 2005, 00:20, edited 1 time in total.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by navigator » 16 ოქტ 2005, 00:06

და ბოლოს ხარჯაღრიცხვა
ზოგიერთ ხარჯს რაც გამახსენდება დავწერ, შეიძლება ვინმეს გამოდგეს
1) ჩვენ ავტობუსს რომელმაც წაგვიყვანა თბილისი - ვალე - იუსუფელი - სარფი - თბილისი გზით 31 კაცი, მივეცით 1200$
2) თურქულ ავტობუსს (საკმაოდ კეთილმოწყობილს და ახალს) რომელმაც გვატარა 1 დღე 200 კილომეტრზე მეტი მივეცით 250$
3) ვიზა ღირს 15$ და არის 30 დღიანი

სასტუმროს ხარჯი არ ვიცი მაგრამ შევეცდები დავაზუსტო.

ეს იყო სულ, ჯერ-ჯერობით საკმარისია ალბათ, ფოტომასალა უამრავია მარა ყველაფერს აქ ვერ დავდებ ცხადია. ადმინისტრატორმა გადახედოს დადებულ სურათებს თუ ჩათვლის რომ ზოგი ზედმეტია ამ პატარა ფორუმისთვის, თვითონ წაშალოს, იმხელა მასალაა გადარჩევაც კი გამიჭირდა.
თუ რამე გამახსენდა კიდე, მოვყვები.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by Mao » 19 ოქტ 2005, 00:36

navigator
დიდი მადლობა. უსაზღვროდ ვისიამოვნე!!!!!
გაიხარე!!
together on the top!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by Gvalva » 19 ოქტ 2005, 18:17

navigator

დიდი მადლობა, ძალიან თვალსაჩინოდ აღწერ ხოლმე ყველაფერს. აქაც ხომ რამდენი მოუვლელი ეკლესიაა მარა მათი მოუვლელობა რაღაც სხვანაირად გვხვდება გულზე.

ხალხო, კიდევ გალერეაშია სურათები სადაც კომენტარებიც შეიძლება გავაკეტოთ... თუ გვეკომენტარება :)

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by Mao » 24 ოქტ 2005, 20:48

Gvalva
ყოჩაღი ADMINI ხარ.
together on the top!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by navigator » 25 ოქტ 2005, 11:00

ხალხნო, დავასკანერე ბუკლეტი რომელიც იშკთან იყიდებოდა (თურქების დაბეჭდილი) აი ერთი გვერდი იმი ბუკლეტიდან. დანარჩენ გვერდებზე არის მოკლედ მოყოლილი ოშკის ისტორია და ეკლესიის ნახაზია კიდე. თუ სურვილი გაქვთ დანარჩენ გვერდებსაც დავდებ.
აცხა ღორებო Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by lama » 25 ოქტ 2005, 13:14

navigator
მადლობთ ამ რუკის დადებისათვის და იმედია მალე მოვახერხებთ "კარაველები" ტაო-კლარჯეთის მონახულებას :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by pauna » 25 ოქტ 2005, 14:14

lama
იმედი მაქვს მომავალ წელს წავალთ!!!!! ვეცადოთ მაინც..... :) იქნებ შევძლოდ!!!!!
ImageImage

User avatar
alkapone
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 13 ოქტ 2005, 13:42
Location: Tbilisi
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by alkapone » 25 ოქტ 2005, 14:25

მეც მანდ წასვლის იმედი მაქვს ხალხნო :D :D :D :D :lol: :lol:
Last edited by alkapone on 26 ოქტ 2005, 12:39, edited 2 times in total.
მიფრთხილდით ხალხნო!!!!!!!!!!!!!!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by lama » 25 ოქტ 2005, 15:50

alkapone
ვერავინ ვერ კითხულობს და ჯობია ამ ფრად აღარ დაწერო
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mzia
ბილიკზე მოარული
Posts: 96
Joined: 13 ივლ 2005, 15:22
Location: Tbilisi
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by Mzia » 25 ოქტ 2005, 23:55

აუუუ რა მაგარია, ძალიან ვისიამავნე ამ სურათებით, ძალიან მაგარია, ბედნიერი ხალხი ხართ ვინც იქ აღმაჩნდით, ამაზე მეტი რა უნდა ისურვა... იქნებ მართლა წავიდეთ მომავალ წელს? მაგარი იქნება... :)

User avatar
alkapone
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 13 ოქტ 2005, 13:42
Location: Tbilisi
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by alkapone » 26 ოქტ 2005, 12:41

Mzia
წავალთ, წავალთ,ოღონდ შენ ნუ ნერვიულობ :D :D :D :D
მიფრთხილდით ხალხნო!!!!!!!!!!!!!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ&#

Post by Mrs. Robinson » 26 ოქტ 2005, 18:28

navigator
დღეს დავათვალიერე შენი ფოტოები, კარგად მინდოდა მენახა და აქამდე დრო არ მქონდა.
მართლა ბედნიერი ხარ, რომ შენი თვალით ნახე ყველაფერი.....

რაც შეეხება წასვლას, ერთადერთი პრობლემა თანხის ქონაა, არა?
შენი გამოცდილება კი მოგვეხმარება, რომ უკეთეს ორგანიზაციასთან დავკონტაქტდეთ. ანუ ვინც თქვენ წაგიყვანათ მაგ ფირმის ანტირეკლამა მოიტა, რომ ეგენი გამოვრიცხოთ!!!!!!!!!!!!!!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]