ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Int3lig3nt » 14 ივნ 2009, 00:24

1. რეგიონი:
ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ძეგვი - ძეგვის სამების მონასტერი - ძეგვი - თბილისი.

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ჩვენთვის მარტივზე ცოტა რთული, მშობლებისთვის საშუალო ან რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
60 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

1-3. MIRANDA, marita777 და დედა
4-6. nikushanikusha და lali + ლუკა
7-8. miau და მამა
9-10. z g a r b i და ნათელა
11-12. Chiamaya და გიორგი
13-14. Int3lig3nt და დედა
15. guruli
16. Tamusia
17. civciva

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
guruli და Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ძეგვი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
ინფორმაცია დაემატება

10. ფეხით გავლილი მანძილი:
5 კმ ალბათ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ძეგვის სამების ეკლესია, კარგი გადასახედით

12. საბანაკე ადგილები:
არის პატარ-პატარა მინდვრები

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ტყეებში იქნება ადგილ-ადგილ წყაროები.
ჩვენ მხოლოდ გზაზე ვნახეთ, სანამ მიკროავტობუსით ვმგზავრობდით.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი.
ტალახი იცის და ალბათ შესაბამისი ფეხსაცმელი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი

16. რისკები, საფრთხეები:
მონასტრის ძაღლები (ერთი განსაკუთრებით).

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

შიო-მღვიმე, ჭილის ტბა, მცხეთა.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ტყიანი მთებია, სამანქანე ნიადაგის გზით.
არ ვიცი, რა შეიძლება იქ გააკეთო.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელიც იჭერს და მაგთიც. ბილაინი არ ვიცი. მარიტას ჰქონდა და დავაზუსტებ.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
არ საჭიროებს

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
დაემატება მომავალში.

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია.

23. სასარგებლო ბმულები
Last edited by Int3lig3nt on 14 ივნ 2009, 17:05, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Int3lig3nt » 14 ივნ 2009, 00:45

ეს ჩვენ (მხოლოდ miau-ს მამა გვაკლია ფოტოზე).

Image

მაგრად მეძინება და დანარჩენს ხვალ მივხედავ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by lama » 14 ივნ 2009, 01:04

Int3lig3nt
ძალიან ლამაზი გასვლა გამოგივიდოდათ ასეც ვიცოდი :(

მე კი დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად გულდაწყვეტილი ვარ, სახლში :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by guruli » 14 ივნ 2009, 01:04

Int3lig3nt
10. ფეხით გავლილი მანძილი:
5 კმ ალბათ
აქ ორივე მანძილი იგულისხმება ალბათ, ხომ? ანუ, წინ და უკან გავლილი გზა, არა?
17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

შიო-მღვიმე, ჭილის ტბა, მცხეთა.
თვითონ ძეგვშიც ბევრი ეკლესია თუ ნაციხარია. როგორც მძღოლმა გვითხრა, ეგ საეკლესიო სოფელი ყოფილა და, მგონი, 21 თქვა, ამდენი ეკლესია იყოო...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by lama » 14 ივნ 2009, 01:09

guruli wrote:ძეგვში, ბევრი ნაციხარია.
კი ბევრი ნაციხარია :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by miau » 14 ივნ 2009, 01:18

მოგვიანებით მეც დავაწყობ ფოტოებს, მთავარია ატვირთვა მოვახერხო :)

ძალინ კმაყოფილი ვარ, მშვენივრად გავერთეთ, მამაჩემს და მე ერთნაირი სტატისტიკა გვაქვს კარაველებთან ერთად ხეტიალისა :D
ამიტომ განსაკუთრებულ ამბად არ ჩამითვლია. :)

გურულო, რაო, სად ნახეეს ნაციხრები (სასჯელმოხდილები) ? :D
მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ძალიან კარგები ხართ თქვნი მშობლებიანად. :)
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by guruli » 14 ივნ 2009, 01:23

16. რისკები, საფრთხეები:
მონასტრის ძაღლები (ერთი განსაკუთრებით).
პრინციპში, დიდი რისკი არცაა, რადგან მონასტერი საიმედოდაა დაცული მაღალი გალავანით, მავთულის ღობით და დიდი ჭიშკარით, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ინტელას ის ერთი ძაღლი ძაან ცუდად დაამახსოვრდა და მართალიცაა, მაგრამ ეკლესიაში ერთი სუფთა სისხლის ნაგაზიც ჰყავთ - თუნთი... აი, იმის სანახავად საგანგებოდ ღირს მანდ წასვლა. ალბათ, ფოტოებს დადებენ - ბერმა გიორგი ძაღლზე რომ დასვა. :) ძალიან ჭკვიანი, კაცთმოყვარე და დათვივით ვეება ძაღლია.
საერთოდ, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო აღდგენილი ეკლესია და, მართალია, წყნარი, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც სიცოცხლე იმ ლამაზ ადგილას. 2 წლის წინ, როცა ჭილის ტბიდან გადავედით მანდ, ეკლესია კი იყო ახალი გარემონტებული, მაგრამ მას მერე - შარშან დიდი მშენებლობა წასულა - იქაურობა შემოღობილია, ახალი ნაგებობებიც დაუდგამთ, ბერებს პატარა მეურნეობაც გაუშენებიათ და ახლა იმ მდუმარებაში ძაღლის ყეფაც ისმის, მამლის ყივილიც და საქონლის ზარის ხმაც. მოკლედ, ხმაურობს იქაურობა და ჯერ ხომ ისედაც მშვიდი ადგილია, ამან - ამ თუნდაც მცირე ხმაურმა, როცა ამ საყოველთაო ნგრევის დროში რაღაც გაშენებულა, კიდევ უფრო დამამშვიდა. იმდენად კარგად იმოქმედა, რომ იქ წასვლის და რამდენიმე დღით დარჩენის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. მამაო დაბლა შეგვხვდა - სოფლისკენ მიდიოდა, იქ კი ბერი და კიდევ ერთი ბიჭი დაგვხვდნენ, ძალიან კარგი ადამიანები. პირადად მე იმ ბერით ფრიად კმაყოფილი დავრჩი. თავისივე გადაღებული ფოტოალბომი დაგვათვალიერებინა და ყველა მოვიხიბლეთ სამყაროს, იმ ბუნების აღქმის მისეული ხედვით, მისი კადრებით. ეტყობა, რომ გემოვნებიანი კაცია. ძაღლი რომ ვირს "ეჩურჩულება", ეგ ფოტო და იმ ძაღლის ფიფქებიანი დრუნჩი ახლაც თვალწინ მიდგას - მაგარი ფოტო იყო ორივე. :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by z g a r b i » 14 ივნ 2009, 09:59

Int3lig3nt wrote:
16. რისკები, საფრთხეები:
მონასტრის ძაღლები (ერთი განსაკუთრებით).
:lol:

guruli

თამუსიას ვეუბნებოდი, აქ ერთი 10 დღე სიამოვნებით დავრჩებოდი მეთქი, ბევრ წიგნებს ამოვიტანდი, იმ ჰამაკში ჩავჯდებოდი, უშველებელ სივრცეს რომ გადაჰყურებდა დაბლა და ყოველ დღე თონეში ჩაკრულ პურს შევჭამდი იქაური ბოსტნის კიტრი-პამიდორთან ერთად :)

მართლაც საოცარი სიმშვიდე იყო. ერთი სიამოვნება იქნებოდა მოწმედილ ცაზე მზის ჩასვლის ყურება.. ამ ყველაფრის შემხედვარე, უკვე აღარც მიკვირს ის ბერი ხელოვანი რომ გახდა.

მშობლებს და მათ შვილებს დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სხვათა შორის, ისე იარეს, ერთიც არ დაუწუწუნიათ :P და საერთოდაც, რაღაც სხვა ხიბლი ჰქონდა ამ ყველაფერს.. შინაურული, თბილი :)
რამდენიმე ახალი კარაველი გავიცანი და იმედია აწი ხშირად ივლით ხოლმე ჩვენთან ერთად :wink:

lama
შენი ლექსები და სიმღერებიღა გვაკლდა და მთიანად შეივსებოდა ყველაფერი ;)

დიდი მადლობა ვანოს ამ მშვენიერი იდეის ბოლომდე მიყვანისთვის და გურულს ასეთი ლამაზი ადგილის ჩვენთვის გამხელისთვის :)
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Tamari-ch. » 14 ივნ 2009, 10:43

Int3lig3nt wrote:ეს ჩვენ (მხოლოდ miau-ს მამა გვაკლია ფოტოზე).

Image

მაგრად მეძინება და დანარჩენს ხვალ მივხედავ.
ინტელ -
შენი დედიკო რომელია?
:)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by pataputina » 14 ივნ 2009, 11:22

ვაჰხვაჰხთ


აბა როგორ მოგეწონათ საპატაპუტინეთი


კი არა და


ძეგვიდან ვწერ სხვათაშორის ამას


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by guruli » 14 ივნ 2009, 12:58

lama
კი ბევრი ნაციხარია
miau
გურულო, რაო, სად ნახე ეს ნაციხრები (სასჯელმოხდილები) ?
გაჩერდით, თქვე ნაციხარებო! :D :D
pataputina
ძეგვიდან ვწერ სხვათაშორის ამას
გოგო, ძეგვში თუ მიდიოდი, ბარემ გუშინ წამოსულიყავი ჩვენთან ერთად. :wink: თუ ცოცხზე გადაჯექი და ისე ჩაფრინდი? :) :wink:
Tamari-ch.
ინტელ -
შენი დედიკო რომელია?
დადებენ ოჯახურ ფოტოებსაც, მაგრამ ინტელამ ისეთი ტემპი აიღო, სურათების დადებამდე მეორე გასვლაც მოესწრება. :D :D ამიტომ მე გაგაცნობთ მშობლებსაც და ახალ კარაველებსაც.
მაშ ასე, მარჯვნიდან მარცხნივ - ლალი და ლუკა, მირანდა, ნიკანიკა, ინტელას დედა, ზღარბი და დედამისი, მიაუ, ჭიამაია და მისი დისშვილი გიორგი ( რომელმაც თავისი სიყოჩაღით გაგვაოცა), მირანდინოების დედა, აქეთა ფლანგს კი თამუსია, მე და მარიტა ვამაგრებთ. :) წინ - ინტელა და წივწივა.
z g a r b i
lama
შენი ლექსები და სიმღერებიღა გვაკლდა
გაჩერდი, გოგო - ეგ რომ ყოფილიყო, უეჭველი დაგვსეტყვავდა. :D :D
დიდი მადლობა ვანოს ამ მშვენიერი იდეის ბოლომდე მიყვანისთვის და გურულს ასეთი ლამაზი ადგილის ჩვენთვის გამხელისთვის
ინტელას მართლაც დიდი მადლობა ამ გადასარევი იდეისთვის, მე კი თუ დამიჯერებთ, ულამაზესი იქნება ჭილის ტბიდან გადავიდეთ დიდგორზე და იქიდან დავუყვეთ ძეგვისკენ. მაგ ეკლესიასაც ისევ ვნახავთ და იმ მაღალ მთასაც - სამების მთას, თავზე რომ გვადგა თავისი ულამაზესი გრილი ტყით. ძეგვში დედაციხე, ის გოგირდის წყლები და სხვა რამეებიც შეგვიძლია მოვინახულოთ. ჭილის ტბიდან წასვლა (და არა პირიქით) იმიტომ ჯობია, რომ ძეგვისკენ თავდაღმართზე ვივლით, ხოლო იქიდან თუ წამოვალთ, მაშინ ის აღმართი გვექნება ამოსავლელი.
გუშინდელი დღიდან იმაზე მეცინება, მშობლები რომ გვეკითხებოდნენ, სახელები რა გქვიათ, როგორ მოგმართოთო. :D :D
იმედია, კარაველები ინტელას ამ მართლაც კარგ იდეას აიტაცებენ, ხოლო ვინც ახლა ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება მშობლებს, :evil: :evil: დანაშაულის გამოსყიდვის შანსი 27 ან 28 ივნისს (ჯომარდობას არ დავამთხვევთ) მიეცემა, როცა ავენისში მშობელთა ლაშქრობა II მოეწყობა. :?
Last edited by guruli on 14 ივნ 2009, 13:36, edited 1 time in total.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by pataputina » 14 ივნ 2009, 13:22

guruli

:oops:

გვიან ჩავედი ძალიან
და....

აღარ იქნებოდით
იქ

:roll:


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by Tamusia » 14 ივნ 2009, 13:56

სახლში სასიამოვნოდ დაღლილი მივედი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. მართლაც სასიამოვნო და საინტერესო საზოგადოებაში მომიწია ბუნებით კიდევ ერთხელ განებივრება და, არ შემიძლია არ აღვნიშნო, მშვენიერი კერძების დაგემოვნება. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გირჩევთ, ერთი-ორი მშობელი ყველა გასვლაში წაიყვანოთ :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by marita 777 » 14 ივნ 2009, 15:06

ინეზა და ლალი ძეგვის სამებისკენ მიმავალ აღმართზე

Image

გიორგი, პატარა კარაველი, ჭიამაიას დისშვილი

Image

nikushanikusha, ლუკა & civciva

Image
amindi moqmedebs

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ძეგვის სამება - მშობელთა ლაშქრობა :).

Post by marita 777 » 14 ივნ 2009, 15:11

თუნთი :)
(ლუკას რა სახე ააააააქვს :D )

Image

Image
amindi moqmedebs

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]