Page 1 of 9

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 08 ივნ 2009, 13:48
by Truli
1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
ბორჯომი - ხერთვისი - ვარძია - ვანის ქვაბები - თავკვეთურა - თმოგვი - ჯოლდა - სარო - ობოლეთი.

3. ხანგრძლივობა:
5 დღე

4. სირთულე:
ხან საშუალო ხან რთული ფრაგმენტულად კი ძალიან რთული (განსაკუთრებით თუ სიმაღლის გეშინია)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ვარძიის ბილეთი 3 ლარი, საკვები, სოფლის ნობათი. გზა - ავტოსტოპი და მისი ჯანი.

6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
4 ადამიანი.

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
ქალაქი - ახალციხე, რაიონული ცენტრი - ასპინძა, სოფლები: თმოგვი, ნაქალაქევი, მირაშხანი, ხერთვისი, ფია, გელსუნდა, სარო, ხიზაბავრა, ნიჯგორი.

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ვარძია 270კმ

9. ფეხით გავლილი მანძილი:
დაახ 30-40

10. სანახავი ღირშესანიშნაობები
ვარძია
ვანის ქვაბები
თმოგვის ციხე
ხერთვისი
ჯოლდა
თავკვეთურა
საროს ციხეები
ობოლეთი



12. საბანაკე ადგილები:
ვარძიასთან ბევრია. თავკვეთურამდე არ მისული კარგი ველებია. წყალი მწყემსებმა იციან სადაა. ნაქალაქევთანაც არის და გელსუნდასთან.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ვარძიასთან წყაროა, ფიასთანაც წყაროა, დანარჩენი სოფლებში. მირაშხანთან მტკვარიც ილევა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სტანდარტული.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი. ისე იანვარში ცოტა არ იყოს ცივა, ივლის-აგვისტოში კი ეცხელება.

16. რისკები, საფრთხეები:
ზოგან ბილიკები მტკვრის თავზე ისე გადუის რომ ერთი ხეფის დაცდენა და ხიზაბავრაში ქელეხი გარანტირებულია :)
გველების არიან (ვნახეთ) ტურებიც და მგლებიც (არ გვინახავს)

17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ზემო ვარძია
გიორგიწმინდა
ლეპისი
ნიალი
წუნდას ეკლესია
ზემო თმოგვი
გუნდა,
შალოშეთი
ხიზაბავრის ეკლესიები,
დარბები
საროს გვირგვინიანი დარბაზი


18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ობოლეთში მშვენიერი ტყეა. საროში კი კლდეზე ცოცვა შეიძლება. მტკვარზე ჯომარდობაც კარგია

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელი და მაგთი ძირითადად იჭერრს. ბილაინი ხერთვისამდე ქაჩავს.


21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
რუქა მოგვიანებით, ჯპს მე არ ვიცი

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10 ბალი

23. სასარგებლო ბმულები და რჩევები
გაიცანით კარგი ხალხი

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 08 ივნ 2009, 15:58
by Tamari-ch.
ტრული - ლეპისი ვერ ნახეთ?

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 08 ივნ 2009, 16:10
by Truli
Tamari-ch.
ვერა. ვარძიის დირექტორმა გვითხრა ჩამონგრეულია და დაკეტილიო, ამიტომ გეგმები შევცვალეთ. მერე ერთმა კაცმა თქვა რომ დაკეტილი კი არისო მარა შეძრომა შეიძლებაო.

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 10 ივნ 2009, 23:29
by sipragio
თქვენს მშვიდობით დაბრუნებას გაუმარჯოს!

აბა ველით ემოციებს და რეპორტაჟს

უჩას მადლი არ უნდა მოგკლებოდათ წესით :D :D :D :D

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 11 ივნ 2009, 11:58
by ninola
:) სურათები გვაჩვენეთ, სურათები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :)

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 11 ივნ 2009, 12:23
by Archil
ვახ, სულ გადაეჩვია ეს ხალხი რეპორტაჟების წერას ...

ან რას მიდოდით ..

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 12:40
by ARCHILI
თავი1

თბილისი - ბორჯომის ელმავლის ნაამბობიდან



ჰოდა, გავემგზავრეთ დილის 7 საათზე თბილისი-ბორჯომის ელმავალით ზაზა, მე და ამირანი.

ტრული, მოლაპარაკებისამებრ, ბორჯომში უნდა გვენახა და იქიდან უკვე ავტოსტოპით გავმგზავრებულიყავით.

ჰოდა...

საინტერესო ხალხი ჩნდებიან ხოლმე ასეთ მატარებლებში, ისე, დიდი ხანია, დღის შუქზე არ მივლია მატარებლით, ძირითადად, ღამის მატარებლებით დავდივართ ხოლმე მეგობრები, ახლა ისეთი გაკვირვებული სახით ვიყურებოდი გარეთ, პირველად მატარებელში მოხვედრილი ადამიანმა რომ იცის ხოლმე.

გზაში, როგორც ხდება არსებულ მგზავრებსა და ჩვენს შორის ათას თემაზე გაიმართა მსჯელობა. ყოველთვის სასიამოვნოა უბრალო ადამიანებთან საუბარი, დაცლილები არიან პოზიციონირებისა და სხვის თვალში თავის მოწონების ხელოვნური მანერებისაგან.

ასე არიან, დილის 5-6 საათიდან, ზამთარ-ზაფხულ, ფიზიკური მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში რომ უწევთ და მატარებლის სკამები რომ უცვლით ხოლმე ხშირად რბილ და სასურველ ლოგინს.

ზოგიერთ სოფელში ელმავლები თავისებური მეტროპოლიტენის ფუნქციასაც ითავსებენ და ხალხიც მალ-მალე იცვლება მატარებელში.

ცხადია, თავდაპირველად, უცხოელები ვგონივართ ხოლმე ხალხს და როდესაც ჩვენს ქართველობას აღმოაჩენენ, ისეთი სიხარულით უხარიათ, ქართველებსაც აინტერესებთ საკუთარი სამშობლოო, რომ ერთი-ორად გემატება ენთუზიაზმი მოიარო ეს ქვეყანა და ყოველ რიგით ქართველს სიყვარული და სითბო არ დააკლო.

ასე, ფიქრებში, საუბრებში, დიალოგებში, ცოტ-ცოტა წაძინებასა და თვალიერებში როგორღაც ბორჯომსაც მივაღიეთ...

დაღლილობისა და ხის სკამებზე ჯანჯღარის მიუხედავად, ელმავალით სიარულითაც ვისიამოვნეთ :)

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 12:51
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ბორჯომში ჩასვლის შემდგომ, თავდაპირველად ბორჯომ-პარკს მივაშურეთ. ეს თითქოს გარკვეული სავალდებულო რიტუალი, ბორჯომში მოხვედრისას პარკში შეიარო და თბილი ბორჯომი მიირთვა, ჩინებულად შევასრულეთ.

აღმოჩნდა, რომ სამივე ჩვენგანს - ამირანსაც, ზაზასაც და მეც, ბორჯომი ფრიად გვყვარებია. შევიძინეთ სამლიტრიანი ბოთლი, რომლის ბიზნესიც, შეიძლება ითქვას, ბორჯომში ფრიად ხარობს და ყვავის, და შევიარეთ ბორჯომპარკში.

ზაზას მოწადინებით, საქართველოს მაკეტის მონახულებაც მოვახერხეთ:


Image

Image

ბორჯომპარკიდან ტრულის შესახვედრად გადავინაცვლეთ და ნახევარს საათში ტრულისაც შევხვდით გზაზე, კავკასიკას რეზიდენციის მიდამოებში.

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 13:17
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ავტოსტოპის თავგადასავლებიც ტრულის ნახვის შემდეგ დაიწყო. ჩვენი ოთხკაციანი ჯგუფი ორად გავყავით. პირველ ჯგუფში ტრული და ზაზა, ხოლო მეორეში - მე და ამირანი გადავნაწილდით.

ასეთ დროს, ჯგუფები ერთმანეთს უნდა ჩამორჩნენ ხოლმე. ჩვენც ასე მოვიქეცით და ამირანმა და მე წინ სიარული გადავწყვიტეთ. ბორჯომს რომ გავცდით ახალციხის მიმართულებით, მე და ამირანი ერთ ადგილას გავჩერდით და დიდი მოწადინებით დავუწყეთ მიმავალ მანქანებს ხელით მიმართულების ჩვენება.

ცოტა ხანში ტრულიმ და ზაზამ ჩაგვიარეს მანქანით და ხელების ქნევით.

"სტოპის კონკურენტებმა" ჩაგვიარეს თუ არა, ჩვენი შანსებიც გაიზარდა. მალე რაგაც დანადგარიანმა (მე ვერ ვერკვევი) მანქანამ, საკმაოდ კომფორტულმა, ჩამოაიარა და გაგვიჩერა.

ჩვენც ჩავსხედით.

ჩვენი ჩანთები

Image

ამირანი

Image

"ჩვენი" მანქანა პირდაპირ ახალციხეში მიგვაგრიალებდა, ამიტომაც, მალე გზაში, სადღაც აწყურტან, ტრული და ზაზაც შევამჩნიეთ, მძღოლს ვუთხარით, აი, ის კეთილი ადამიანები, რომლის აყვანითაც კიდევ მეტ მადლს მიიღებთ-თქო... და გავუჩერეთ.

ზაზა, ტრული, მე

Image

ამირანი, ზაზა, ტრული

Image

ჩვენ ახალციხე-ასპინძის გადასახვევთან ჩამოვედით. ცოტა ფეხით ვიარეთ და ისევ გავიყავით ორ ჯგუფად. ამჯერად, ტრული და ზაზა დაწინაურდნენ და წინ წავიდნენ ფეხით.

ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ერთმა სამარშრუტო ტაქსმა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მსუბუქმა სატვირთომ ჩამოიარა და გაგვიჩერა ბოდიშის მოსახდელად და იმის სათქმელად, რომ სკამები არ ჰქონდა და აბა, როგორ წაგვივანდა. მე და ამირანმა სასწრაფოდ შევტენეთ ჩანთები და ავუხსენით, სკამი და კარგი ცხოვრება სად არის-თქო.

ცოტა ხანში ისევ წავაწყდით ტრულის და ზაზას, გავაჩერებინეთ მარშრუტკა, ტრული, როგორც ქალბატონი, წინ დავსვით, მძღოლის ცოლ-შვილის გვერდით და არხეინად გავაგრძელეთ გზა.

გზაში ეს შესანიშნავი ახალგაზრდა გავიცანით, რომელმაც იმდენი გაგვართო, რომ ცოტა ხანში მთელი ჩვენი ენერგიის ბონუსები შეიწირა.

:)

ბავშვი

Image

ბავშვი და მე

Image

პირველი ოფიციალური გაჩერება ხერთვისში შედგა. ბავშვი ისე გამოგვეტირა, ჩვენთან დარჩითო, რომ მის მშობლებსაც კი გაუკვირდათ.


:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 13:47
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი 2

ხერთვისი


ხერთვისი - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ახლანდელი ასპინძის რაიონის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს. ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს).

ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი.

XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არაფაქსამ ამატაკისშვილმა ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო.

XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან.

ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 13:50
by pauna
აუ ძალაინ მშურს თვენი მაგრები ხართ ძალიან....

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 13:55
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ და ხერთვისი

არჩილი - მე

Image

ზაზა

Image

ამირანი

Image

ტრული

Image

Image

ზაზა და ამირანი

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 14:01
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენი ტრაპეზი ხერთვისის ციხეში

Image

Image

Image

ამირანი თავის ჭიქით

Image


დავათვალიერეთ ხერთვისი, სიცხისაგან თავი ცოტა გავიგრილეთ ხერთვისის ციხის კედლების ჩრდილში. შემდეგ ვიტრაპეზეთ. ექსკურსანტებს შევხვდით, ერთ-ერთი ჩემი ნაცნობიც გამოდგა (როგორც, ჩვეულებრივ, ხდება ხოლმე), შემდეგ სხვა, გურულ ექსკურსანტებსაც გავესაუბრეთ.

ავავსეთ წყლის მარაგი, ხერთვისის ციხეს დიდი მადლობა გადავუხადეთ მასპინძლობისათვის და გავაგრძელეთ გზა.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 15:07
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი 3

მორიგი სტოპი - ვარძია




ხერთვისიდან ჩამოვედით ენერგიამომატებულები. განწყობა კი ისეთი გვქონდა, სულ ხელებს ვიფშვნეტდით მომავალი სიამოვნების წინასწარგანწყობით. სიტუაცია შევაფასე და ჯოხის საჭიროება დავადგინე.

ტყეების ნახვა სამცხეში ნაკლებად არის შესაძლებელი და ამიტომ ზაზამ ჯოხის მოჭრის თუ მოტეხვის გადაწყვეტილება ხერთვისშივე მიიღო.

ახლაც დიდ ბოდიშს ვუხდი იმ კაკალს, მაგრამ რომ იცოდეს, რა მასიამოვნა მისმა ერთმა პატარა ტოტმა მთელი კვირის განმავლობაში, ნაღდად არ დაენანებოდა.

აქვე მსურს გამოვხატო იმ ფაქტის სიხარული, რომ, საბედნიეროდ, სამომავლოდ ხეებს აღარ შეეშინდებათ ჩემი დანახვა, ჩვენი ძმა და მეგობარი ჭანდერერის წყალობით მე უკვე მაქვს სუპერჯოხი ფანრით :) დიდი მადლობა ჭანდერას როგორც ჩემი, ასევე ბუნების გადარჩენისათვის.

მოკლედ, გამოითალა ჯოხი და ჩვენდა მოულოდნელად ერთი შინდისფერი, გაწკრიალებული მერსედესი გამოჩნდა გზაზე.

გაგვიჩერა და სანამ მძღოლი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, უკვე მისი საბარგული ღია იყო, რომელშიც ჩანთებს ვტენიდით გამალებულები.

მძოლმა ერთი კი მოასწრო, არ დასვაროთ მანქანაო, მაგრამ, მგონი, თავადვე გაეცინა ეს რამ მათქმევინაო.

ამხელა ჩანთები, ცხადია, მხოლოდ საბარგულში ვერ დაეტეოდა, აბა, წავიდა, ახლა, თავად ავტომობილში ჩვენი და ჩვენი ჩანთების ჩატენ-ჩაპრესვა.

მძღოლი ვეღარაფერს ამბობდა, მხოლოდ პირი ჰქონდა ღია, სადღაც ”ო”-სა და ”ა”-ს გამოთქმას შორის გაშეშებული.

ცოტა შემეცოდა და მივუგე: - მაგარია, რა მერსედესი, სატვირთოსაც კი ჯობნის ტევადობით-თქი და შევეტენეთ დარჩენილებიც.

Image

ჩანთის უკან ტრულია - არ ჩანს მხოლოდ.

:)

ჰოდა, ამ გზებით ვიარეთ:

Image

და ჩავედით სოფელ ვარძიაში.

ჩვენი მძღოლი, ვარძიაში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე აღმოჩნდა. მიგვიწვია მაღაზიაში, თუ რამე დაგჭირდეთ, მობრძანდითო. ჩვენ არაფერი გვჭირდებოდა და მადლობა გადავუხადეთ.

აქედან უკვე ვარძიის კომპლექსამდე ფეხით გამოვემართეთ...

მაგრამ...

ჰოი, საკვირველებავ, 50 მეტრიც კი არ გვქონდა გავლილი, ადგილობრივი მოსახლე წამოგვეწია მარშრუტკით, ჩაგვისვა და პირდაპირ ვარძიის კომპლექსის შესასვლელში.

დიდი მადლობებით დავემშვიდობეთ და გავემართეთ ბანაკის გასაშლელად.

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მესხეთ-ტური ივნისი 2009

Posted: 14 ივნ 2009, 15:17
by ARCHILI
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ეტიმოლოგია

ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება "ვარძია" შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: "აქა ვარ ძია!". მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.

ისტორია

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვარძია იმთავითვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.

ერთხანს იქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.).

ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა.

1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.

მშენებლობის ეტაპები

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა.

თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით.

III ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.

არქიტექტურა

ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი.

მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან.

კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.

ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით.

კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი.

ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო.

ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა.

ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.

მდებარეობა

ვარძია კლიმატურ-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილია, მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ-ზე. სამკურნალო ფაქტორები: თბილი მინერალური წყაროები და მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოების, ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიური და კუtჩნაწლავის ტრაქტის (მეორეული ანემიით) დაავადებანი.


Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: