Page 1 of 14

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:25
by Tamari-ch.
1. რეგიონი:
ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
გოხნარის მეგალითები - ახალსოფელი - სოფელი გოხნარი - მანგლისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალოზე ოდნავ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სამარშრუტო 160 ლარი -
ვიყავით 12
თითო კაცზე გამოვიდა 13-14 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
12 ადამიანი ვიყავით
ორგანიზატორი Tamari-ch.

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
მანგლისი - გოხნარი - ახალსოფელი

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანგლისამდე 60 კმ -
გოხნარამდე 10 -8 კმ
სულ 70-80 კმ

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 4-5 კმ

10. სანახავი ღირშესანიშნაობები
გოხნარის მეგალითები - ციკლოპური ნაგებობანი -
სოფელ გოხნარში წმ გიორგის და წმ მარიამის ეკლესიები
სოფელ ახალსოფელში წმ გიორგის - წმ მარიამის, წმ კვირიას და ზირბითის წმ გიორგის ეკლესიები

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან - წყაროა სოფელში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელ ახალსოფელში წყარო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, წყლის მათარა, ფარანი ბნელი და
ეს წვიმაში -
:lol:
Image

ახალსოფელში და გოხნარში გრუნტის გზა ჩადის
და ძლიერ წვიმაში უკან ამოსვლა გაჭირდება.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ამინდი იყო იდეალური ამ გასვლისათვის
- არც ცხელოდა და არც წვიმდა.
ჯობია მორღუბლულ ამინდში,
სიცხეში გაჭირდება კლდეებზე სიარული

16. რისკები, საფრთხეები:
გვირაბებში ბუნაგი ვნახეთ, მერე გვითხრეს რომ დათვისაა -
ქვეწარმავლები სიცხეში -
კლდეზე ფრთხილად - ჩასავარდნი ადგილები ბევრია-
უმჯობესია ფეხსაცმელი იყოს სპორტული, საძრომიალოდ გამოსადეგი

17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ვერ ვნახეთ გოხნარის ლოდოვანი - ვერ მოეწსრო
სანახავია ასევე მარიამჯვარი -
ტბის მიდამოები
და ადგილობრივების თქმით,
ყოფილა კიდევ რამდენიმე ეკლესია
პეტრე პავლესი და ოძელაშვილის ნამოსახლათანო -
უძველესიაო და არქეოლოგები მუშაობდნენო.
ასევე კიდევ ერთიაო ზირბითის თავზე.


18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სასეირნოდ და სანადიროდ -
ულამაზესი ადგილებია

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგადად იჭერს მაგთი -
ზოგ ადგილებში ითიშება


21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი

23. სასარგებლო ბმულები და რჩევებ ი
ადგილობრივები ძალიან თბილი და დაუზარელი ხალხია-
პატივი გვცეს და ნივით აგვიყვანეს გოგოები ზირბითამდე
(7 გოგო ერთ მანქანაში :lol: )
გავიცანით გუჯა ქავთარაძე -
მისი ტელეფონია 899 28 89 31 -
როცა ჩამოხვალთ, მზად ვარ დაგეხმაროთო -
ამ გასვლისათვის მზადების თემები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=90

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ვაპირებთ კიდევ ერთხელ წასვლას -
ვინაიდან ლოდოვანი არ გვინახავს

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:34
by Tamari-ch.
დილით შევიკრიბეთ 12 კაცი

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ღამე წვიმდა -

და ამინდი სერიოზულად გაფუჭდა-
დილითად წვიმაში გამოვედით სახლიდან,
მაგრამ 12 მამაცი ადამიანი არ შეუშინდა წვიმას
და დილით ადგილზე მოვიდა -
ვინაიდან ჯგუფი შედგა -
გავუდექით გზას -

Image

Image

Image

Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:38
by Tamari-ch.
გზაზე მოგვხიბლა წვერის წმ გიორგის ხედმა და გავაჩერეთ მანქანა -

Image


Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:44
by Tamari-ch.
გამოვეფინენით -
:)

Image

Image

Image

Image


ანზორი ეცნობა კახას დახმარებით ფოტოხელონების საუდუმლოებებს...
Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:47
by Tamari-ch.
გზად კიდევ ერთხელ გავაჩერეთ -

ულამაზ ხევთან,
რომელიც კახამ მიგვასწავლა

Image


Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:53
by Tamari-ch.
ხალიანამ - უნდა გადავხტეო -
მაგრამ მე არ გავუშვი
:lol:

Image

Image

Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:55
by Tamari-ch.
მანგლისამდე კარგი გზაა -

მერე უკვე გრუნტის - ტალახიანი გზა იწყება

Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 11:58
by Tamari-ch.
მივედით ლიპარიტების ეკლესიასთან -

ზედ გზაზეა ეს ეკლესია -
და მისი მიგნება მეტად ადვილია

Image


Image

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 12:11
by Tamari-ch.
ლიპარიტების ეკლესია XI საუკუნის ძეგლია -
დარბაზული მინაშენით


Image


გოხნარი (თეთრიწყაროს რ-ნი)
1.ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული VI.-თბ.,1982.-გვ.10-11.
დარბაზული ტიპის საყდრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება.
2.ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები.I.-თბ.,1964.-გვ.273.
მოკლე ცნობები გოხნარის ეკლესიის შესახებ.
3.გოხნარის ეკლესია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.III.-თბ.,1978.-გვ.240.
გოხნარის ეკლესიისა და ციკლოპური ნაგებობების კომპლექსის შესახებ.
4.თათარაშვილი კ. გოხნარის მიდამოების მოკლე ჰიდროლოგიური მიმოხილვა //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.III.-1925.-გვ.99.
ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის მიერ XI საუკუნეში აგებული ეკლესიის შესახებ.
5.ლომთათიძე გ. გრძელიშვილი ი. თრიალეთში 1949 წელს მივლინების ანგარიში //მიმომხილველი.ტ.III.-1951.-გვ.330-333.
გოხნარის ეკლესიისა და ციხესიმაგრის ნანგრევების შესახებ.

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 12:25
by Tamari-ch.
ახლა დროებით შევჩერდები
და სხვებმაც დადეთ სურათები

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 12:39
by amigo

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 12:46
by bususa
Tamari-ch.
თამ, ზემოთ შეასწორე, რომ გიწერია წმ. კვირიკეს ეკლესია, ის წმ. კვირიას სახელობის იყო !

რაც გავლილ მანძილს შეეხება, ასე იყო ჩემი მონაცემებით - 800 მ - ლიპარიტების ესკლესიასთან მდებარე ნაქალაქართან ჩასვლა ამოსვლაში, ხოლო ლოდოვანზე - ასვლა-ჩამოსვლა 5 კმ. დანარჩენ ტაზრებში ასვლა ჩამოსვლა, გასვლა-გამოსვლა მაქსიმუმ 1 კმ.

პ.ს. ძალიან კარგი იყო... დიდი მადლობა ასეთი კარგი გასვლის ორგანიზებისათვის... მეც ნელ ნელა დავდებ სურათებს...

(გოგა შემისწორებს ალბათ - მოწყობაო! ) :lol:

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 13:50
by bususa
Image
ეს ხალიანაა :lol: ...

Image

ბუნების პატარა სამკაული...

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 14:15
by Kakha
ვერ ვითვენ რომ არ გაგიზიაროთ! პირველ პოსტშიც ეწერა და მერეც რომ გავაფრთხილეს და მერე ადგილობრივებმა დაგვიდასტურეს, რომ ბრიონჯაოს ხანის სადგომებს, რომელებიც ხშირად გამოქვაბულებს გვაგონებენ და ამ გამოქვაბულ ოთახებამდე კი ვიწრო გვირა-მისასვლელებია ნადირები ხშირად ბუნაგებად იყენებენ.

ჰოდა რომ დავბრუნდი და სურათებს ვათვალიერებდი ერთმა მიიპყრო ყურადღება. იმ სადბომში მე და თამარიჩი ჩავედით. თამარიჩი მალევე ამობრუნდა, მე სიღმეში შევედი. მაინცა და მაინც არ მომწონდა რომ გზადაგზა ფოთელბი ეყარა. ბოლოს, სადგომში კი ეს ვნახე, რასაც ახლა ფოტოზე ხედავთ.

Image

ჩემი ერთი თანამშრომელი გამოცდილი მონადირეა და რომ ვანახე მითხრა რომ დათვის ბუნაგში ვყოფილვარ. თუმცა ისიც დაამატა რომ ზაფულში დათვები ბუნაგებში აღარ რჩებიანო.

მოკლედ ახლა შემიძლია ვიტრაბასო რომ დათვის ბუნაგშიც კი ვარ ნამყოფი :wink:

გოხნარი, მეგალითები, ახალსოფელი, მანგლისი 7.06.09

Posted: 08 ივნ 2009, 15:00
by Tamari-ch.
Kakha
არაჩვეულებრივი გასვლა იყო -

საოცრად თან გვსდევდა იღბალი გუშინ -

დილის 6 საათზე მირეკავს სახლში ეკა (მეგზური)
- ქალოო - წვიმს შეუწყვეტლივ - სად მივდივართო!! -
- არა მივიდეთ და ვნახოთ, ხალხი თუ მოვიდა, მაინც წავიდეთ თქო..
ვუთხარი.

პროგნოზიც დამაიმედებელი იყო -
დღის მეორე ნახევარში მზე უნდა გამოსულიყო...

რესპუბლიკის მოედანზე რომ მივედით - წვიმდა შეუწყვეტლივ -
სადღაც ეჭვი შემეპარა, რომ ვინმე მოვიდოდა და 5 -6 კაცი შეგროვდებოდა -
ალტერნატიულ მარშრუტზე ვფიქრობდი უკვე -
არც მქონდა თითქმის იმედი, რომ ჯგუფი შესდგებოდა,

მაგრამ კახა რომ დავინახე -
როგორი შეუპოვარი ნაბიჯებით მოემართებოდა ჩვენკენ,
მერე ამიგო დავინახე - ისეთი სახით მოდიოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო -
მივხვდი რომ შესანიშნავი დღე გველოდა...

მაინც იმ დღის ბედი გადაწყვიტა ლაშამ (ფერმერი) -
მირეკავს მობილურზე - ოთხნი მოვდივართო და დაგველოდეთო -
ხალიანა ფაქტიურად ლოგინიდან წამოვაგდეთ...
ბუსუსას იმ დილით დედა ეჩხუბა -
სად მიდიხარო...
:lol:

მოკლედ დილით,
12 მამაცი კარველი და მომავალი კარველი
გავედით თბილისიდან
როგორც კი თბილისიდან გავედით -
წვიმა შეწყდა -
მანგლისთან უკვე სასიამოვნო დღე იყო -
ოდნავ ღრუბლიანი, უნალექო.

როგორც კი მივედით გოხნარში -
მზემაც გამოიჭყიტა...
მთელი დღე ისეთი სასიამოვნო ამინდი იდგა-
უკეტთესს ვერ ინატრებდი სალაშქროდ -
თან თბილოდა,
თან ოდნავ ნიავიც იყო -
ზოგჯერ მოღრუბლულიც
ერთ წვეთი არ დაგვეცა..

მერე ჩავედით ახალსოფელში -
ანზორიმ გვითხრა -
ახალსოფელში ჩასასვლელი დაღმართი ისეთი ტალაზიანია,
თუ იწვიმა, უკან ვერ ამოვალთო -

ვნახეთ ახალსოფლის ეკლესიებია-
ვნახეთ გოხნარის ორი ეკლესია და ამოვდივართ უკანა-
რეკავენ თბილისიდან - აქ თავსხმა წვიმაა და მანდ როგორაა მზეო -
:shock:
გავიხედეთ მარჯვნივ და რას ვხედავთ - სულ თეთრია ცა -
წვიმა კი არა, ასხამს ჩვენგან სულ რაღაც 5 -7 კილომეტრში
და როცა უკვე ამოვდიოდით აღმართზე -
გოხნარში და ახალსოფელში უკვე კოკისპირულად წვიმდა-

ავდივართ აღმართზე და წვიმა კი უკან მოგვსდევს...
სადაც ვიყავით 10 წუთის წინ -
იქ უკვე საშინლად წვიმდა -
ჩვენ კი მშრალზე ამოვედით..
:P

უკვე სამშვიდობოს ვიყავით გასულები, რომ დასცხო...
აღარ გვეშინოდა- ტრასაზე წვიმა აღარაა საშიში..
ვთქვით - მანგლისში რომ მივალთ -
თუ ასეთი წვიმა იქნა, მანგლისის სიონს აღარ ვნახავთო..
ჰოდა როცა შევედით მანგლისში - ჰოი საოცრებავ!
შეწყდა წვიმაც!
:P :D


საღამოს მანგლისი უმშვენიერესია!!!

იმ დღის ულამაზესი დასრულება იყო!

Image