ქართლი
2. მარშუტის დასახელება:
გოხნარის მეგალითები - ახალსოფელი - სოფელი გოხნარი - მანგლისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
საშუალოზე ოდნავ რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სამარშრუტო 160 ლარი -
ვიყავით 12
თითო კაცზე გამოვიდა 13-14 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზატორი
12 ადამიანი ვიყავით
ორგანიზატორი Tamari-ch.
7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
მანგლისი - გოხნარი - ახალსოფელი
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანგლისამდე 60 კმ -
გოხნარამდე 10 -8 კმ
სულ 70-80 კმ
9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 4-5 კმ
10. სანახავი ღირშესანიშნაობები
გოხნარის მეგალითები - ციკლოპური ნაგებობანი -
სოფელ გოხნარში წმ გიორგის და წმ მარიამის ეკლესიები
სოფელ ახალსოფელში წმ გიორგის - წმ მარიამის, წმ კვირიას და ზირბითის წმ გიორგის ეკლესიები
12. საბანაკე ადგილები:
ყველგან - წყაროა სოფელში
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელ ახალსოფელში წყარო
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, წყლის მათარა, ფარანი ბნელი და
ეს წვიმაში -


ახალსოფელში და გოხნარში გრუნტის გზა ჩადის
და ძლიერ წვიმაში უკან ამოსვლა გაჭირდება.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ამინდი იყო იდეალური ამ გასვლისათვის
- არც ცხელოდა და არც წვიმდა.
ჯობია მორღუბლულ ამინდში,
სიცხეში გაჭირდება კლდეებზე სიარული
16. რისკები, საფრთხეები:
გვირაბებში ბუნაგი ვნახეთ, მერე გვითხრეს რომ დათვისაა -
ქვეწარმავლები სიცხეში -
კლდეზე ფრთხილად - ჩასავარდნი ადგილები ბევრია-
უმჯობესია ფეხსაცმელი იყოს სპორტული, საძრომიალოდ გამოსადეგი
17) სხვა სანახავი ღირშესანიშნაობები
ვერ ვნახეთ გოხნარის ლოდოვანი - ვერ მოეწსრო
სანახავია ასევე მარიამჯვარი -
ტბის მიდამოები
და ადგილობრივების თქმით,
ყოფილა კიდევ რამდენიმე ეკლესია
პეტრე პავლესი და ოძელაშვილის ნამოსახლათანო -
უძველესიაო და არქეოლოგები მუშაობდნენო.
ასევე კიდევ ერთიაო ზირბითის თავზე.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სასეირნოდ და სანადიროდ -
ულამაზესი ადგილებია
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ზოგადად იჭერს მაგთი -
ზოგ ადგილებში ითიშება
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი
23. სასარგებლო ბმულები და რჩევებ ი
ადგილობრივები ძალიან თბილი და დაუზარელი ხალხია-
პატივი გვცეს და ნივით აგვიყვანეს გოგოები ზირბითამდე
(7 გოგო ერთ მანქანაში

გავიცანით გუჯა ქავთარაძე -
მისი ტელეფონია 899 28 89 31 -
როცა ჩამოხვალთ, მზად ვარ დაგეხმაროთო -
ამ გასვლისათვის მზადების თემები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=90
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
ვაპირებთ კიდევ ერთხელ წასვლას -
ვინაიდან ლოდოვანი არ გვინახავს